Doppelherz System - დოპელჰერც სისტემი კოლაგენ+ 30 ამპულა
ჩვენება: ხერხემლის და სახსრების დეგენერაციულ-დისტროფიული დაავადებების მკურნალობა და პროფილაქტიკა,ტრავმისა და მოტეხილობის შემდგომი პერიოდი.
დოპელჰერცი სისტემი კოლაგენი 11 000 პლიუსი
ჯანსაღი და მოქნილი სახსრებისთვის
მზა დასალევი ფლაკონები ტყის კენკრის არომატით
ჯანსაღი ცხოვრების წესი, მათ შორის დაბალანსებული დიეტა მნიშვნელოვანია ჯანსაღი და მოქნილი სახსრების შესანარჩუნებლად, განსაკუთრებით ხანდაზმულ ასაკში.
დოპელჰერცი სისტემი კოლაგენი 11 000 პლიუსი შეიცავს ხრტილის და შემაერთებელი ქსოვილის უმნიშვნელოვანეს კომპონენტს - კოლაგენის ჰიდროლიზატს 11 გრ და 100 მგ ქონდროიტინის სულფატს, ასევე შეიცავს ვიტამინების და მიკროელემენტების კომპლექსს, რომელიც უზრუნველყოფს ძვალ-სახსროვანი და კუნთოვანი სისტემის ჯანსაღ ფუნქციონირებას.
კოლაგენი შემაერთებელი ქსოვილის მთავარი კომპონენტია, ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს იოგების, მყესების, ხრტილების და ძვლების ჯანსაღ ფუნქციონირებაში.
ძვალი შედგება კოლაგენური მატრიქსისგან, კოლაგენს აქვს შემაკავშირებელი ფუნქცია მყესებსა და ძვალ-სახსროვან სისტემაში. ასაკის მატებასთან ერთად ქვეითდება კოლაგენის სინთეზი, სუსტდება კოლაგენური მატრიქსი, შესაბამისად სუსტდება ძვლებიც.
კოლაგენის ჰიდროლიზატი:
• ხელს უწყობს ქონდროციტების და პროტეოგლიკანების სინთეზს სახსარში, რომლებიც ქმნიან ხრტილის ინტერვასკულარულ მატრიქსს
• ხრტილოვან ქსოვილში აღადგენს დარღვეულ მეტაბოლურ პროცესებს
• უზრუნველყოფს ხრტილის სტრუქტურის რეგენერაციას, ჰიდრატაციას და ელასტიურობას
• ასტიმულირებს ჰიალურონის მჟავას წარმოქმნას
• აღადგენს სინოვიალური სითხის მოცულობას და სიბლანტეს
• აუმჯობესებს სახსრის სტრუქტურას და ფუნქციებს, ამცირებს სასახსრე ზედაპირის ცვეთას
• ხელს უწყობს სახსრების, ძვლების, ხრტილების და მყესების ჯანმრთელი მდგომარეობის შენარჩუნებას
ქონდროიტინის სულფატი ასტიმულირებს სინოვიალური სითხის წარმოქმნას, აღადგენს ხრტილოვან ქსოვილს, ხელს უშლის და ამცირებს შემაერთებელ ქსოვილში ანთებითი პროცესების განვითარებას, აფერხებს ძვლოვან და ხრტილოვან ქსოვილში დესტრუქციულ პროცესებს, ამცირებს კალციუმის დანაკარგს.
ქონდროიტინის სულფატი მაღალმოლეკულური პოლისაქარიდია, რომელიც არეგულირებს ხრტილოვან ქსოვილში ფოსფორის და კალციუმის ცვლას, ასტიმულირებს ჰიალურონის, პროტეოგლიკანების და II ტიპის კოლაგენის სინთეზს, ხელს უწყობს ძვლოვანი ქსოვილის აღდგენას და ამუხრუჭებს ხრტილოვანი ქსოვილის დეგენერაციის პროცესებს, ასტიმულირებს სასახსრე ხრტილის რეგენერაციას, ხელს უწყობს სასახსრე ჩანთის, სახსრების ხრტილოვანი ზედაპირის აღდგენას. ხასიათდება ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი თვისებებით, ხელს უშლის ოსტეოართრიტის პროგრესირებას, ამსუბუქებს მის სიმპტომებს, ამცირებს ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების გამოყენების საჭიროებას.
ვიტამინი C ხელს უწყობს ენდოგენური კოლაგენის სინთეზს, ხრტილების და ძვლების გამართულ ფუნქციონირებას. ასევე იცავს უჯრედებს ოქსიდაციური სტრესისგან.
სპილენძი უზრუნველყოფს ჯანსაღი შემაერთებელი ქსოვილის შენარჩუნებას, რაც მნიშვნელოვანია კუნთოვანი სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის.
სელენი მნიშვნელოვანია იმუნური სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის, იცავს უჯრედებს თავისუფალი რადიკალებისგან.
ვიტამინი D ხელს უწყობს ჯანმრთელი ძვლების შენარჩუნებას, ასევე კუნთების და იმუნური სისტემის მუშაობას.
ჩვენება:
• ხერხემლის და სახსრების დეგენერაციულ-დისტროფიული დაავადებების მკურნალობა და პროფილაქტიკა
• პირველადი და მეორადი ოსტეოართრიტი, ოსტეოართროზი
• მხარ-ბეჭის პერიართრიტი
• ოსტეოქონდროზი, კოქსართროზი
• სპონდილიტი, სპონდილოზი
• ოსტეოპოროზი, პაროდონტოპათია
• ტრავმისა და მოტეხილობის შემდგომი პერიოდი
• სპორტი და ფიზიკური აქტივობა
შემადგენლობა:
ერთი ფლაკონი შეიცავს: კოლაგენჰიდროლიზატი (ცხოველური წარმოშობის ) – 11 გ, ქონდროიტინის სულფატი (ცხოველური წარმოშობის) - 100 მგ, ვიტამინი C - 60 მგ, ვიტამინი D3 - 5 მკგ, სელენი - 16.5 მგ, სპილენძი - 0.3 მგ.
დამატებითი ინგრედიენტები:
წყალი, ფრუქტოზა, ლიმონმჟავა, კალიუმის სორბატი, აცესულფამი K, ნატრიუმის საქარინი, კუპრის სულფატი, ნატრიუმის სელენატი.
დოზირება:
მიიღება 1 დასალევი ფლაკონი დღეში მოზრდილებში, გამოყენებამდე ფლაკონი შეანჯღრიეთ.
შენახვის პირობები:
ინახება მშრალ, გრილ 25 °C ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
გამოშვების ფორმა:
№30 ფლაკონი ტყის კენკრის არომატით.
მწარმოებელი:
Queisser Pharma - გერმანია.
ასევე, იხილეთ : Amvilab - ამვილაბი ქონდროიტინ გლუკოზამინი 150 ტაბლეტი
რაოდენობა | 30 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account