Degripo - დეგრიპო ხსნარი 100მლ

განსაკუთრებული ფასი 28,60 GEL რეგულარული ფასი 30,10 GEL
მარაგშია
SKU
87896_3315

ჩვენება:რესპირაციული ინფექციის მკურნალობა პირველივე სიმპტომების გამოვლენიდან.

დეგრიპო

სურსათის დანამატი

ორალური ხსნარი 100მლ

შემადგენლობა

აქტიური ინგრედიენტები                     15მლ შეიცავს:

პროპოლისის ექსტრაქტი                        46 მგ
ფიჭვის კვირტების ექსტრაქტი              46 მგ
ცაცხვის ყვავილების ექსტრაქტი           450 მგ
L-ლიზინის ჰიდროქლორიდი                360 მგ
ინულინი                                                   550 მგ
თაფლი                                                      1830 მგ
სხვა ინგრედიენტები: დეიონიზებული წყალი (შერეული ხილისა და კენკრის წვენში), გლიცერინი, ქსანთანის ფისი, კალიუმის სორბატი, არომატი, ნატრიუმის ბენზოატი, ლიმონმჟავა.

ფარმაკოლოგიური მოქმედება

დეგრიპო წარმოადგენს ბუნებრივი წარმოშობის საშუალებას ზედა სასუნთქი გზების ინფექციის დროს. მის შემადგენლობაში შემავალი აქტიური ნივთიერებები ავლენს ანთებისსაწინააღმდეგო, ანტიოქსიდაციურ, ანტივირუსულ, ანტიბაქტერიულ და ანტიფუნგალურ მოქმედებას.

დეგრიპო ბალზამი ამცირებს ინფექციის სიმპტომებს და ხანგრძლივობას.

აძლიერებს იმუნიტეტს და იცავს გართულებებისგან.

გამოყენება

•რესპირაციული ინფექციის მკურნალობა პირველივე სიმპტომების გამოვლენიდან
•პროფილაქტიკა ინფექციების სეზონზე

მიღების წესი და დოზირება

გამოყენების წინ კარგად შეანჯღრიეთ.

დოზირებისთვის გამოიყენეთ საზომი ჭიქა.

1-3 წელი: 2.5მლ დღეში 2-ჯერ

3-6  წელი: 2.5მლ დღეში 3-ჯერ

6-12 წელი: 5მლ დღეში 2-ჯერ

12 წლიდან: 5მლ დღეში 3-ჯერ

უკუჩვენება

ჰიპერმგრძნობელობა ფორმულის რომელიმე კომპონენტის მიმართ.

სიფრთხილის ზომები

შეინახეთ ადრეული ასაკის ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას.

სურსათის დანამატების მიღება არ ანაცვლებს მრავალფეროვან დაბალანსებულ კვებას და ცხოვრების ჯანსაღ წესს.

შენახვის პირობები

შეინახეთ მშრალ, გრილ, სინათლისგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 25⁰C ტემპერატურის პირობებში.

გამოშვების ფორმა

100 მლ ორალური ხსნარი ქარვისფერ მინის ბოთლში საზომ ჭიქასთან და გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

ვარგისიანობის ვადა:

3 წელი

მეტი ინფორაცია
რაოდენობა1
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy