Cyanocobalamin - ციანოკობალამინი ვიტამინი B12 500მკგ 1მლ 10 ამპულა
ჩვენება:ციანოკობალამინის დეფიციტით მიმდინარე ქრონიკული ანემიები,ნერვული სისტემის დაავადებები.
ციანოკობალამინი
სავაჭრო დასახელება: ციანოკობალამინი.
სავაჭრო არაპატენტირებული დასახელება: ჩყანოცობალამინ.
სამკურნალო ფორმა: საინექციო ხსნარი 500 მკგ/მლ.
შემადგენლობა: ერთი ამპულა (ხსნარის 1 მლ) შეიცავს: მოქმედი ნივთიერება - ციანოკობალამინი - 500 მკგ; დამხმარე ნივთიერებები - ნატრიუმის ქლორიდი, საინექციო წყალი.
აღწერილობა: წითელი ფერის გამჭვირვალე სითხე.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტიანემიური საშუალებები. ვიტამინი B12.
გამოყენების ჩვენებები
ციანოკობალამინის დეფიციტით მიმდინარე ქრონიკული ანემიები (ადისონ-ბირმერის დაავადება, ალიმენტარული მაკროციტარული ანემია), ასევე რკინადეფიციტური, პოსტჰემორაგიული და აპლასტიური ანემიების, ასევე ტოქსიკური ნივთიერებებით და/ან სამკურნალო საშუალებებით გამოწვეული ანემიების კომპლექსურ მკურნალობაში.
ნერვული სისტემის დაავადებები: პოლინევრიტები, რადიკულიტი, კაუზალგია და ნევრალგია (მათ შორის სამწვერა ნერვის ნევრიტი), გვერდითი ამიოტროფული სკლეროზი, პერიფერიული ნერვების ტრავმები, ფუნიკულარული მიელოზი, ბავშვთა ცერებრალური დამბლა, დაუნის დაავადება.
კანის დაავადებები (ფსორიაზი, ფოტოდერმატოზი, ჰერპეტიფორმული დერმატიტი, ატოპიური დერმატიტი).
ქრონიკული ჰეპატიტი, ღვიძლის ციროზი, ღვიძლის უკმარისობა.
მწვავე სხივური დაავადება.
პროფილაქტიკური მიზნით – ბიგუანიდების, პარაამინოსალიცილის მჟავას, ასკორბინის მჟავს დანიშვნისას მაღალი დოზებით, კუჭის და ნაწლავის პათოლოგიის დროს ციანოკობალამინის შეწოვის დარღვევით (კუჭის, წვრილი ნაწლავის ნაწილის რეზექცია, კრონის დაავადება, ცელიაკია, მალაბსორბციის სინდრომი, სპრუ).
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა, თრომბოემბოლია, ერითემია, ერითროციტოზი, ორსულობა (არსებობს ცალკეული მითითებები მაღალ დოზებში B ჯგუფის ვიტამინების შესაძლო ტერატოგენური მოქმედების შესახებ), ლაქტაციის პერიოდი, 3 წლამდე ბავშვთა ასაკი ამ სამკურნალო ფორმისთვის. ლებერის დაავადება, ნიკოტინის ამბლიოპია (აძლიერებს მხედველობითი ნერვის ნეიროდეგენერაციული დაზიანების რისკს).
დაძაბულობის სტენოკარდია III ფუნქციონალური კლასი, კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი ახალწარმონაქმნები (გარდა შემთხვევებისა, რასაც ახლავს მეგობლასტური ანემია და B12 ვიტამინის დეფიციტი), მიდრეკილება თრომბების წარმოქმნისადმი.
გამოყენების წესი და დოზირება
ციანოკობალამინი შეყავთ კანქვეშ, ინტრამუსკულარულად, ინტრავენურად ფუნიკულარული მიელოზის, გვერდითი ამიოტროფული სკლეროზის დროს - ინტრალუმბალურად.
მოზრდილები.
კანქვეშ ადისონ-ბირმერის ანემიის დროს – 100-200 მკგ/დღეში დღეგამოშვებით; ფუნიკულარული მიელოზის, მაკროციტარული ანემიების დროს ნერვული სისტემის ფუნქციის დარღვევით – 400-500 მკგ/დღეში პირველ კვირას – ყოველდღიურად, შემდეგ ინტერვალებით შეყვანებს შორის 5-7 დღემდე (ერთდროულად ნიშნავენ ფოლიუმის მჟავას); რემისიის დროს შემანარჩუნებელი დოზაა 100 მკგ/დღეში 2 ჯერ თვეში, ნევროლოგიური მოვლენების არსებობის შემთხვევაში – 200-400 მკგ 2-4 ჯერ თვეში.
მწვავე პოსტჰემორაგიული და რკინადეფიციტური ანემიის დროს – 30-100 მკგ 2-3 ჯერ დღეში, აპლასტიური ანემიის დროს – 100 მკგ კლინიკურ-ჰემატოლოგიური გაუმჯობესების დადგომამდე.
ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებების, ნევროლოგიური დაავადებების დროს ტკივილის სინდრომით შეყავთ მზარდი დოზებით – 200-500 მკგ/დღეში ტკივილის სინდრომის კუპირებამდე, შემდეგ 100 მკგ/დღეში 2 კვირის განმავლობაში. პერიფერიული ნერვული სისტემის ტრავმული დაზიანებებისას - 200-400 მკგ დღეგამოშვებით 40-45 დღის განმავლობაში.
ჰეპატიტის და ღვიძლის ციროზის დროს – 30-60 მკგ/დღეში ან 100 მკგ დღეგამოშვებით 25-40 დღის განმავლობაში.
სხივური დაავადების, დიაბეტური ნევროპათიის დროს – 60-100 მკგ ყოველდღიურად 20-30 დღის განმავლობაში.
ფუნიკულარული მიელოზის, გვერდითი ამიოტროფული სკლეროზის, გაფანტული სკლეროზის დროს – ინტრალუმბალურად 15-30 მკგ, და ყოველი მომდევნო ინექციის დროს დოზას ზრდიან (50, 100, 150, 200 მკგ). ინტრალუმბალურად ინექციებს აკეთებენ ყოველ სამ დღეში, სულ კურსზე საჭიროა 8-10 ინექცია. რემისიის პერიოდში ფუნიკულარული მიელოზის გამოვლინებების არარსებობის შემთხვევაში შემანარჩუნებელი თერაპიისთვის ნიშნავენ 100 მკგ თვეში ორჯერ, ნევროლოგიური სინპტომატიკის არსებობის დროს 200-400 მკგ 2-4 ჯერ თვის განმავლობაში.
ციანოკობალამინის დეფიციტის აღმოსაფხვრელად შეყავთ ინტრამუსკულარულად ან ინტრავენურად: სამკურნალოდ 1 მგ ყოველდღიურად 1-2 კვირის განმავლობაში, შემანარჩუნებელი დოზა – 1-2 მგ 1 ჯერ კვირაში 1 ჯერამდე თვეში; პროფილაქტიკისთვის – 1 მგ 1 ჯერ თვეში. მკურნლობის ხანგრძლივობა დგინდება ინდივიდუალურად.
ბავშვები.
შეყავთ კანქვეშ დოზით 1 მკგ/კგ, მაქსიმალური დღიური დოზა – 100 მკგ.
ალიმენტარული ანემიის დროს და ანემიის შემთხვევაში დღენაკლულ ბავშვებში – კანქვეშ 30 მკგ დღეში ყოველდღიურად 15 დღის განმავლობაში, აპლასტიური ანემიის დროს – 100 მკგ კლინიკურ-ჰემატოლოგიური გაუმჯობესების დადგომამდე.
დისტროფიული მდგომარეობებისას დაავადებების შემდეგ, დაუნის დაავადების და ბავშვთა ცერებრალური დამბლის დროს – კანქვეშ 15-30 მკგ დღეგამოშვებით.
დოზები და გამოყენების რეჟიმი დამოკიდებულია პათოლოგიაზე და მერყეობს 30-დან 100 მკგ-მდე დღეში. სამკურნალო ფორმას 500 მკგ/მლ არ იყენებენ 3 წლამდე ასაკის ბავშვებში.
გვერდითი მოქმედება
ჰემატოლოგიური დარღვევები: ჰიპერკოაგულაცია.
ცენტრალურ ნერვული სისტემის მხრივ: იშვიათად – აგზნებადობის მდგომარეობა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: იშვიათად – კარდიალგია, ტაქიკარდია.
ალერგიული რეაქციები: იშვიათად – ჭინჭრის ციება, გამონაყარი, ქავილი, ანაფილაქტიური შოკი, კვინკეს შეშუპება.
ადგილობრივი რეაქციები: ტკივილი, იშვიათად – გამკვრივება და ნეკროზი ინექციის ადგილას.
სხვა: აკნე, ბულოზური გამონაყარი, ეგზემა, შეშუპებები, გულისრევა, ოფლიანობა, სისუსტე, ცხელება, დიარეა, წითელი ფერის შარდი (B12 ვიტამინის ეკსკრეციის ხარჯზე), მაღალი დოზებით გამოყენებისას – ჰიპერკოაგულაცია, პურინული ცვლის დარღვევა.
გვერდითი ეფექტების აღნიშვნისას, ასევე გვერდითი რეაქციის აღნიშვნისას, რომელიც არ არის ნახსენები ჩანართ-ფურცელში, აუცილებელია დაუყოვნებლივ მკურნალ ექიმთან მიმართვა.
ჭარბი დოზირება
თერაპიულ დოზებში ციანოკობალამინის გამოყენებისას შეტყობინებები ჭარბი დოზირების შესახებ არ ყოფილა.
ჭარბი დოზირების დროს შესაძლებელია: ფილტვების შეშუპება, შეგუბებითი გულის უკმარისობა, პერიფერიული სისხლძარღვების თრომბოზი, ჭინჭრის ციება, იშვიათად - ანაფილაქსიური შოკი. მკურნალობა სიმპტომატური.
სიფრთხილის ზომები
ციანოკობალამინის დეფიციტი დადასტურებული უნდა იქნას სამკურნალო საშუალების დანიშვნამდე, რადგანაც მას შეუძლია ფოლიუმის მჟავის უკმარისობის მასკირება.
ციანოკობალამინით მკურნალობის დროს აუცილებელია სისტემატურად სისხლის შედედების და უჯრედული შემადგენლობის კონტროლის ჩატარება: მკურნალობის მე-5-8 დღეს განისაზღვრება რეტიკულოციტების რაოდენობა, რკინის კონცენტრაცია. ერითროციტების, ჰემოგლობინის რაოდენობა და ფერადობის მაჩვენებელი უნდა იქნას გაკონტროლებული 1 თვის განმავლობაში 1-2 ჯერ კვირაში, შემდეგ კი – 2-4 ჯერ თვეში. ჰემატოლოგიური რემისიის მიღწევის შემდეგ პერიფერიული სისხლის კონტროლი ტარდება არანაკლებ 1 ჯერ 4-6 თვეში. ლეიკო- და ერითროციტოზის განვითარებისადმი ტენდენციის დროს პრეპარატის დოზა უნდა შემცირდეს ან დროებით შეწყდეს პრეპარატით მკურნალობა.
სიფრთხილე უნდა იქნას დაცული პირებში, რომლებიც მიდრეკილნი არიან თრომბის წარმოქმნისადმი, სტენოკარდიით (დოზები უნდა შემცირდეს, არაუმეტეს 100 მკგ ინექციაზე).
რეკომენდირებულ დოზებში გამოყენებისას ხანდაზმული ასაკის პაციენტებში გვერდითი რეაქციები, ზემოთ აღნიშნულის გარდა, არ აღნიშნულა.
გვერდითი რეაქციების აღნიშვნის შემთხვევაში ციანოკობალამინის გამოყენებას დროებით წყვეტენ ან აუქმებენ. საჭიროების შემთხვევაში მკურნალობას განაახლებენ, დაწყებული პრეპარატის მცირე დოზებიდან – 50 მკგ.
ამ სამკურნალო საშუალების თითოეული ამპულა შეიცავს 3,5 მგ ნატრიუმს მარილების სახით. ეს უნდა იქნას გათვალისწინებული პაციენტების მიერ, რომლებიც აკონტროლებენ ნატრიუმის მარილების გამოყენებას.
გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის დროს
ციანოკობალამინი უკუნაჩვენებია გამოსაყენებლად ორსულობის დროს (არსებობს ცალკეული მონაცემები B12 ვიტამინის შესაძლო ტერატოგენური მოქმედების შესახებ მაღალ დოზებში) და ძუძუთი კვების პერიოდში.
გამოყენება პედიეტრიაში
პრეპარატის გამოყენება შეიძლება 3 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში.
ზეგავლენა ავტოტრანსპორტის და პოტენციურად საშიში მექანიზმების მართვის უნარზე
მკურნალობის დროს აუცილებელია ავტოტრანსპორტის ტარებისა და საქმიანობის პოტენციურად საშიში სახეობებით დაკავებისგან თავის შეკავება, რაც მოითხოვს მომატებულ ყურადღებას და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
ფარმაცევტულად შეუთავსებელია ასკორბინის მჟავასთან, მძიმე მეტალების მარილებთან, თიამინის ბრომიდთან, პირიდოქსინთან, რიბოფლავინთან.
ამინოგლიკოზიდები, პოლიმიქსინი, ტეტრაციკლინები, სალიცილატები, ეპილეფსიის საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალებები, კოლხიცინი, კალიუმის პრეპარატები ამცირებენ აბსორბციას.
ციანოკობალამინი აძლიერებს თიამინით გამოწვეული ალერგიული რეაქციების განვითარებას.
ქლორამფენიკოლი ამცირებს ჰემოპოეზურ პასუხს.
არ შეიძლება სამკურნალო საშუალებებთან კომბინაცია, რომლებიც ზრდიან სისხლის შედედებას.
პერორალური კონტრაცეპტივები – ამცირებენ ციანოკობალამინის კონცენტრაციას სისხლში. ანტიმეტაბოლიტები და ანტიბიოტიკების უმეტესობა ცვლიან ციანოკობალამინის მიკრობიოლოგიური კვლევების შედეგებს.
შეფუთვა
1 მლ მინის ამპულებში.
10 ამპულას ჩანართ-ფურცელთან ერთად ათავსებენ მუყაოს კოლოფში მუყაოს ჩანართით ამპულების ფიქსაციისათვის (#10).
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
შენახვა
სინათლისგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 25°ჩ ტეპერატურაზე. ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა
2 წელი. ნუ გამოიყენებთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
რაოდენობა | 10 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account