Citizen Plus - ციტიზენი პლიუსი 30 ტაბლეტი
ჩვენებები: იშემიური ინსულტისა და ქალა-ტვინის ტრავმა, ჰემორაგიული ინსულტი, ასაკობრივი დემენცია, ალც-ჰეიმერი, ოპტიკური ნეიროპათიები.
ციტიზენი პლიუსი
საკვები დანამატი
N30 ტაბლეტი
შემადგენლობა:
ციტიქოლინი 375 მგ
კოენზიმ Q 10 30 მგ
ციტიქოლინი წარმოადგენს უჯრედული მემბრანების სტრუქტურული კომპონენტების - ფოსფოლიპიდების წინამორბედს, აღადგენს დაზიანებული უჯრედის მემბრანას, ხელს უშლის თავისუფალი რადიკალების წარმოქმნას, აინჰიბირებს აპოპტოზის მექანიზმს და ამით იცავს უჯრედებს დაღუპვისაგან, ზრდის ნეირომედიატორების - აცეტილქოლინისა და დოფამინის შემცველობას ცნს - ში, აუმჯობესებს მეხსიერებასა და კოგნიტურ ფუნქციებს, იშემიური ინსულტის მწვავე პერიოდში ამცირებს დაზიანებული ქსოვილის მოცულობას და აუმჯობესებს ქოლინერგულ გადაცემას, ქალა-ტვინის ტრავმისას ამცირებს პოსტტრავმული კომის ხანგრძლივობას.
კოენზიმ Q10 ენდოგენური ნივთიერებაა, რომელიც სინთეზირდება ღვიძლში, იგი მონაწილეობს ქსოვილოვან სუნთქვაში, ადვილად აღწევს მიტოქონდრიების მემბრანაში და მონაწილეობს ატფ - ის სინთეზში. კოენზიმ Q10 აძლიერებს ნივთიერებათა ცვლის პროცესს და როგორც ძლიერი ანტიოქსიდანტი იცავს მემბრანულ ლიპიდებს, ცილებს და დნმ - ს თავისუფალი რადიკალების დამაზიანებელი მოქმედებისაგან, ხელს უწყობს აცეტილქოლინის სინთეზს და ქოლინერგული პროცესების სტიმულაციას თავის ტვინში, არეგულირებს არტერიულ წნევას და უზრუნველყოფს მიოკარდიუმს ენერგიით.
ციტიზენი პლიუსის გამოყენება რეკომენდებულია იშემიური ინსულტისა და ქალა-ტვინის ტრავმის მწვავე და აღდგენით პერიოდში, ჰემორაგიული ინსულტის აღდგენით პერიოდში, ასაკობრივი დემენციის, ალც-ჰეიმერის დაავადების, ოპტიკური ნეიროპათიების დროს.
რეკომენდაცია გამოყენებისთვის:
1 ტაბლეტი დღეში, ან ექიმის რეკომენდაციის მიხედვით.
არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას. საკვები დანამატი არ არის განკუთვნილი მრავალფეროვანი და ბალანსირებული დიეტის ჩასანაცვლებლად.
რეკომენდებულია მრავალფეროვანი და ბალანსირებული დიეტა და ჯანსაღი ცხოვრების წესი.
შენახვის პრობები:
შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას. ინახება 25oC - ზე დაბალ ტემპერატურაზე, მშრალ, მზის სხივებისაგან დაცულ ადგილას.
ფორმა და შეფუთვა: 30 ტაბლეტი ბლისტერულ შეფუთვაში.
გაცემის წესი: გაიცემა რეცეპტის გარეშე
დამზადებულია შპს გლობალ ცბს -თვის Honor İlaç Sanayi ve Tic. Ltd. Şti მიერ.
მწარმოებული: ჰონორ ილაჩ, თურქეთი
რაოდენობა | 30 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account