Canpol - კანპოლი ცხვირის ელექტრო ასპირატორი 9/319
Canpol - კანპოლი ცხვირის ელექტრო ასპირატორი 9/319
ცხვირის ელექტრო ასპირატორი - გაასუფთავებს თქვენი პატარას ცხვირს, სულ რამდენიმე წამში და უზრუნველყოფს თავისუფლად სუნთქვას.
Ასპირატორის გამოყენება შესაძლებელია, ბავშვებისთვის სიცოცხლის პირველივე წუთებიდან.
ასპირატორი სწრაფად და ეფექტურად აშორებს ლორწოს ბავშვის ცხვირიდან, როგორც მჯდომარე, ასევე მწოლიარე მდგომარეობაში.
დამუხტული ასპირატორის გამოყენება შესაძლებელია უსადენოდ – თქვენ არ გჭირდებათ კაბელი, ამიტომ ის უფრო უსაფრთხოა ბავშვისთვის.
ნელი მუშაობის რეჟიმი, საშუალებას გაძლევთ გამოიყენოთ მოწყობილობა მაშინაც კი, როცა ბავშვი სძინავს.
ბატარეა იტენება USB კაბელის საშუალებით, ასევე Powerbank-ის მეშვეობით.
კომპლექტში შედის ორი თავი, რომელიც ერგება ბავშვის საჭიროებებს - ერთი, ვიწრო წვერით, თხევადი ლორწოს გამოსატუმბად და უფრო ფართო - სქელი ლორწოს გამოსატუმბად.
სქელი ან/და მშრალი ლორწოს შემთხვევაში, გირჩევთ გამოიყენოთ ცხვირის გასაწმენდად და დასატენიანებლად განკუთვნილი ფიზიოლოგიური მარილიანი ან ზღვის წყალი, რაც გაადვილებს ლორწოს ამოღებას.
რბილი და უსაფრთხო სილიკონი, რომლისგანაც დამზადებულია წვერები, იცავს ცხვირის ლორწოვან გარსს, ხელს უშლის მის დაზიანებას ბავშვის უეცარი მოძრაობების დროს.
ასპირატორი ადვილად ინარჩუნებს სისუფთავეს - ლორწოს რეზერვუარი ამოღებისას ირეცხება, ხოლო სილიკონის წვერების სტერილიზაცია შესაძლებელია. კომპლექტში ასევე შედის სპეციალური ჯაგრისი, რომელიც არხების საფუძვლიანად გაწმენდის საშუალებას იძლევა. ცხვირის ელექტრო ასპირატორი, შესანიშნავია ცხვირის ლორწოს სწრაფი, ეფექტური და ჰიგიენური გასუფთავებისათვის.
Units | 1 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account