Calmosine - კალმოზინი ღრძილების გელი 15მლ
გამოყენების რეკომენდაციები:
გამოიყენება კბილების ამოჭრის დაწყებისა და მიმდინარეობის მთელს პერიოდში.
Calmosine Teething
კალმოზინი ღრძილების გელი
დამზადებულია ბუნებრივ კომპონენტებზე!
არ შეიცავს ქიმიურ არომატიზატორებს!
არ შეიცავს შაქარს!
შემადგენლობა: ალოე ვერას ფოთლის ექსტრაქტი (Aloe Barbadensis), ძირტკბილა (Reglis), ზამბახის ფესურის ექსტრაქტი (Iris Germanica), ფუტკრის დინდგელი (პროპოლისი).
დამხმარე ნივთიერებები: წყალი, გლიცერინი, ქსანტანის გუმფისი, დიკალიუმის გლიცირიზატი, ფენილპროპანოლი.
ფარმაკოლოგიური მოქმედება: კალმოზინი კბილების ამოჭრა _ კომბინირებული შემადგენლობის გელია, რომელიც მნიშვნელოვნად უადვილებს ბავშვს კბილების ამოჭრის პერიოდს, ამცირებს ტკივილს, ამცირებს და სრულიად ხსნის ღრძილების შეშუპებას და სიმხურვალეს. ალოე ვერას აქვს მკვეთრად გამოხატული ბაქტერიციდული მოქმედება, გამოირჩევა ადგილობრივი ანთებისსაწინააღმდეგო, შეშუპებისსაწინააღმდეგო მოქმედებით. ალოე ხელს უწყობს ჭრილობის სწრაფ შეხორცებას. ძირტკბილას გააჩნია ანტიბაქტერიული, ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედება. ალოეს მსგავსად, ძირტკბილაც ხელს უწყობს ჭრილობის სწრაფ შეხორცებას და ტკივილის შემსუბუქებას, კბილების ამოჭრის პერიოდში. ზამბახი გამოირჩევა ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედებით. ეფექტურად ამცირებს ღრძილების შეშუპებას, სიწითლეს, სიმხურვალეს და მტკივნეულობას, რაც გამოწვეულია კბილების ამოჭრით და ღრძილების გაღიზიანებით. ფუტკრის დინდგელს/პროპოლისს უნიკალური სამკურნალო თვისებები აქვს. მას გააჩნია ანტიმიკრობული, ანთებისსაწინააღმდეგო, ანტივირუსული მოქმედება. დინდგელი აფერხებს ანთების განვითარებას, ამცირებს ქავილს, ლორწოვანის გაღიზიანებას. დინდგელი გამოირჩევა დაზიანებული ქსოვილის სწრაფი რეგენერაციული (აღმდგენი) თვისებებით.
გამოყენების რეკომენდაციები: კალმოზინი კბილების ამოჭრა _ გამოიყენება კბილების ამოჭრის დაწყებისა და მიმდინარეობის მთელს პერიოდში.
გამოყენების წესი: დააწვეთეთ ბავშვს გელი ღრძილზე და თითით ფრთხილად გადაუნაწილეთ. გამოყენება შესაძლებელია დღეში 5_ჯერ. უმჯობესია კვების შემდგომ. გამოყენების ხანგრძლივობა განისაზღვრება კბილების ამოჭრის პერიოდის ხანგრძლივობით.
გვერდითი მოვლენები: ჰიპერმგრძნობელობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
შენახვის პირობები: პროდუქტი გახსნამდე ინახება ოთახის ტემპერატურაზე. გახსნის შემდგომ ინახება მაცივარში, +8 °C_დან +15 °C ტემპერატურაზე.
გამოშვების ფორმა: გელი 15 მლ.
მწარმოებელი: Laboratories Laudavie, საფრანგეთი.
რაოდენობა | 1 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account