Bilastina - ბილასტინი 20მგ 20 ტაბლეტი

განსაკუთრებული ფასი 13,61 GEL რეგულარული ფასი 18,90 GEL
მარაგშია
SKU
83893_2844

ჩვენება:ალერგიული რინიტი, ჭინჭრის ციება ან ურტიკარია.

1. რას წარმოადგენს ბილასტინი ნორმონი და მისი გამოყენება 

ბილასტინი ნორმონი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას, რომელიც წარმოადგენს ანტიჰისტამინს.

ბილასტინი ნორმონი გამოიყენება თივის ცხელების (ცხვირის ცემინება, ცხვირის ქავილი, გამონადენი ცხვირიდან, ცხვირის გაჭედვა, და წითელი და ცრემლიანი თვალები) და ალერგიული რინიტის სხვა ფორმების სიმპტომების მოსახსნელად. ის ასევე გამოიყენება ქავილით მიმდინარე კანის გამონაყარის (ჭინჭრის ციება ან ურტიკარია) სამკურნალოდ.

2. რა უნდა იცოდეს პაციენტმა ბილასტინი ნორმონის მიღებამდე

დაუშვებელია ბილასტინი ნორმონის მიღება:

თუ პაციენტი ალერგიულია ბილასტინის ან მედიკამენტის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია მე-6 პარაგრაფში).

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

ბილასტინი ნორმონის მიღებამდე საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია, თუ პაციენტს აღენიშნება საშუალო ან მძიმე ხარისხის თირკმლის დაზიანება და დამატებით იღებს სხვა მედიკამენტებს (იხ. “სხვა მედიკამენტები და ბილასტინი ნორმონი”).

ეს სამკურნალო პროდუქტი შეიცავს 23 მგ ნატრიუმს (1 მმოლი) ერთ აპკიანი გარსით დაფარულ ტაბლეტში, რაც ნიშნავს, რომ ის პრაქტიკულად ნატრიუმისგან თავისუფალია.

ბავშვები 

დაუშვებელია 12 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოყენება.

დაუშვებელია რეკომენდებული დოზის გადაჭარბება. თუ სიმპტომები ნარჩუნდება, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

სხვა მედიკამენტები და ბილასტინი ნორმონი

მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს, უახლოეს წარსულში იღებდა ან აპირებს, მიიღოს ნებისმიერი სხვა მედიკამენტი, ურეცეპტოდ გასაცემი მედიკამენტების ჩათვლით.

კერძოდ, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია, თუ პაციენტი იღებს შემდეგ მედიკამენტებს:

- კეტოკონაზოლი (სოკოს საწინააღმდეგო მედიკამენტი);

- ერითრომიცინი (ანტიბიოტიკი);

- დილტიაზემი (გამოიყენება სტენოკარდიის სამკურნალოდ);

- ციკლოსპორინი (გამოიყენება იმუნური სისტემის აქტივობის დასაქვეითებლად, რის გამოც ახდენს გადანერგილი ორგანოს მოცილების პრევენციას ან აქვეითებს დაავადების აქტივობას აუტოიმუნური და ალერგიული პათოლოგიების დროს, როგორიცაა ფსორიაზი, ატოპიური დერმატიტი ან რევმატოიდული ართრიტი);

- რიტონავირი (გამოიყენება შიდსის სამკურნალოდ);

- რიფამპიცინი (ანტიბიოტიკი).

ბილასტინი ნორმონის მიღება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად

ტაბლეტები არ უნდა იქნას გამოყენებული საკვებთან ან გრეიფრუტის წვენთან ან სხვა ხილის წვენებთან ერთად, რადგან ისინი აქვეითებენ ბილასტინის ეფექტს. ამიტომ საჭიროა:

- ტაბლეტის მიღება და ერთი საათი მოცდა საკვების ან ხილის წვენის მიღებამდე, ან

- თუ მიიღება საკვები ან ხილის წვენი, საჭიროა ორი საათი მოცდა ტაბლეტის მიღებამდე.

ბილასტინი, რეკომენდებული დოზით (20 მგ), არ აძლიერებს ძილიანობას, რომელსაც იწვევს ალკოჰოლი.

ფეხმძიმობა, ძუძუთი კვება და შვილოსნობის უნარი

არ არის ან მცირე რაოდენობითაა მონაცემები ბილასტინის გამოყენების შესახებ ფეხმძიმე ქალებში და ძუძუთი კვების დროს და მისი გავლენის შესახებ შვილოსნობის უნარზე.

ფეხმძიმობის ან ძუძუთი კვების დროს, შესაძლო ფეხმძიმობის ან მისი დაგეგმვის შემთხვევაში, ამ მედიკამენტის მიღებამდე, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა. 

საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია ნებისმიერი მედიკამენტის მიღებამდე.

ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა

ნაჩვენები იქნა, რომ ბილასტინი 20 მგ არ ახდენს გავლენას მართვის უნარზე მოზრდილებში. თუმცა, მედიკამენტის მიმართ პასუხი სხვადასხვა პაციენტებში შეიძლება განსხვავებული იყოს. ამიტომ, ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვამდე საჭიროა შემოწმდეს, როგორ მოქმედებს პაციენტზე მედიკამენტი

3. ბილასტინი  ნორმონის მიღების წესი

მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების მიხედვით. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია. 

რეკომენდებული დოზა მოზრდილებში, მათ შორის ხანდაზმულებსა და 12 წლის და ზემოთ ასაკის მოზარდებში, არის 1 ტაბლეტი (20 მგ) დღეში.

- ტაბლეტი განკუთვნილია შიგნით მისაღებად;

- ტაბლეტი მიღებულ უნდა იქნას საკვების ან ხილის წვენის მიღებამდე ერთი საათით ადრე ან ორი საათის შემდეგ (იხ. პარაგრაფი 2 „ბილასტინი ნორმონის მიღება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად);

- ტაბლეტი უნდა გადაიყლაპოს ჭიქა წყალთან ერთად;

- გამყოფი ხაზი განკუთვნილია ტაბლეტის გასატეხად მხოლოდ მისი გადაყლაპვის გაადვილების მიზნით;

- მკურნალი ექიმი განსაზღვრავს დაავადების ტიპს და შესაბამისად დაადგენს ბილასტინი ნორმონი 20 მგ ტაბლეტებით მკურნალობის ხანგრძლივობას.

ბავშვებში გამოყენება

მედიკამენტის სხვა ფარმაცევტული ფორმები - ბილასტინი 20 მგ შიგნით მისაღები დისპერგირებადი ტაბლეტები ან ბილასტინი 2.5 მგ/მლ შიგნით მისაღები ხსნარი შეიძლება უფრო შესაფერისი იყოს 6-11 წლის ასაკის ბავშვებისათვის, რომელთა სხეულის წონა არაუმცირეს 20 კგ-ია. საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.

მედიკამენტის მიცემა დაუშვებელია 6 წლამდე ასაკის ბავშვებში 20 კგ-ზე ნაკლები სხეულის წონით, რადგან არ არის ხელმისაწვდომი საკმარისი მონაცემები. 

ბილასტინი ნორმონის დოზის გადაჭარბებისას

პაციენტის ან სხვა პირის მიერ დიდი რაოდენობით ტაბლეტების მიღებისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა, ან უახლოესი ჰოსპიტლის ემერჯენსის განყოფილებაში მიმართვა. სასურველია, პაციენტმა თან უნდა იქონიოს მედიკამენტის კოლოფი ან გამოყენების ინსტრუქცია.

დოზის გადაჭარბების ან შემთხვევით მიღებისას საჭიროა დაუყოვნებლივ მიმართვა ექიმთან ან ფარმაცევტთან, ან ტოქსიკოლოგიის საინფორმაციო სამსახურში დარეკვა, ტელ.: +34 91 562 04 20 (მედიკამენტის სახელწოდებისა და მიღებული რაოდენობის მითითებით).

ბილასტინი ნორმონის დოზის გამოტოვებისას

დაუშვებელია დოზის გაორმაგება გამოტოვებული დოზის სანაცვლოდ.

დოზის გამოტოვებისას მისი მიღება უნდა მოხდეს გახსენებისთანავე და შემდეგ გაგრძელდეს დოზირების ჩვეულებრივი სქემის მიხედვით.

ამ მედიკამენტის მიღებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები

ყველა სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ეს მედიკამენტიც იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა არა ყველა პაციენტში.

გვერდითი მოვლენები, რომლებიც შეიძლება აღინიშნოს მოზრდილებსა და მოზარდებში:

ხშირი: შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტებში

- თავის ტკივილი

- ძილიანობა

არახშირი: შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტებში

- ელექტროკარდიოგრამის ცვლილებები

- ღვიძლის ფუნქციის სისხლის ანალიზები

- თავბრუსხვევა

- მუცლის ტკივილი

- დაღლილობა

- მადის გაზრდა

- არარეგულარული გულისცემა

- წონის მომატება

- გულისრევა

- შფოთვა

- ცხვირის სიმშრალე ან დისკომფორტი

- მუცლის ტკივილი

- დიარეა

- გასტრიტი (კუჭის ლორწოვანი გარსის ანთება)

- ვერტიგო (თავბრუსხვევის ან ტრიალის შეგრძნება)

- სისუსტის შეგრძნება

- წყურვილი

- ქოშინი (სუნთქვის გაძნელება)

- პირის სიმშრალე

- დისპეფსია

- ქავილი

- მარტივი ჰერპესი (ტუჩის ჰერპესი)

- ცხელება

- ტინიტუსი (ყურებში ხმაური)

- ძილის გაძნელება

- თირკმლის ფუნქციის მაჩვენებელი სისხლის ანალიზები

- სისხლში ცხიმების მომატება

სიხშირე უცნობია: სიხშირის შეფასება ვერ ხერხდება არსებული მონაცემების საფუძველზე

- გულის ფრიალი (გულისცემის შეგრძნება);

- ტაქიკარდია (აჩქარებული გულისცემა);

- ალერგიული რეაქციები, რომლის სიმპტომები მოიცავს სუნთქვის გაძნელებას, თავბრუსხვევას, კოლაფსს ან ცნობიერების დაკარგვას, სახის, ტუჩების, ენის ან ხორხის შეშუპებას და/ან კანის შეშუპებასა და სიწითლეს. თუ პაციენტს განუვითარდა რომელიმე ეს მძიმე გვერდითი ეფექტი, მედიკამენტის მიღება უნდა შეწყდეს და საჭიროა გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა;

- ღებინება.

გვერდითი მოვლენები, რომლებიც შეიძლება აღინიშნოს ბავშვებში:

ხშირი: შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში

- რინიტი (ცხვირის გაღიზიანება)

- ალერგიული კონიუნქტივიტი (თვალის გაღიზიანება)

- თავის ტკივილი

- კუჭის არეში ტკივილი (მუცლის/მუცლის ზედა ნაწილის ტკივილი)

არახშირი: შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში

- თვალის გაღიზიანება

- თავბრუსხვევა

- გონების დაკარგვა

- დიარეა

- გულისრევა

- ტუჩების შეშუპება

- ეგზემა

- ურტიკარია (ჭინჭრის ციება)

- დაღლილობა

5. ბილასტინი ნორმონის შენახვის წესი

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

დაუშვებელია პრეპარატის მიღება მუყაოს კოლოფსა და ბლისტერზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

მედიკამენტი არ საჭიროებს შენახვის სპეციალურ პირობებს.

დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საკანალიზაციო წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. გამოუყენებელი შეფუთვის ან პრეპარატის გადაგდება უნდა მოხდეს აფთიაქებში განთავსებულ შIGღE+ კონტეინერებში. გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად საჭიროა ფარმაცევტთან მიმართვა. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.

6. შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს ბილასტინი ნორმონი 20 მგ ტაბლეტები:

აქტიური ნივთიერებაა ბილასტინი. თითოეული ტაბლეტი შეიცავს 20 მგ ბილასტინს.

სხვა დამხმარე ნივთიერებებია მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი ტიპი A (მიღებულია კარტოფილისაგან), სილიციუმის კოლოიდური უწყლო დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი. 

ბილასტინი ნორმონის ფორმა და შეფუთვა

ბილასტინი ნორმონი 20 მგ ტაბლეტები არის თეთრი ან მოთეთრო ფერის, მოგრძო ფორმის, ორმხრივ ამობურცული, გამყოფი ხაზით და აღნიშვნით ტაბლეტები.

ტაბლეტები წარმოდგენილია შეფუთვით, რომელიც შეიცავს 20 ტაბლეტს.

მეტი ინფორაცია
რაოდენობა20
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy