Berny adulti - ბერნი ედალთ 3გ 2 პაკეტი

32,85 GEL
მარაგშია
SKU
88899_1516

ჩვენება: გამოიყენება შარდის ბუშტის გაურთულებელი ინფექციების სამკურნალოდ ქალებსა და მოზარდებში.

ბერნი ედალთი 3გ

გრანულები პერორალური ხსნარისთვის

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება: ფოსფომიცინი ტრომეტამოლი.

ბერნი ედალთი 3 გ გრანულების თითოეული  პერორალური ხსნარის მოსამზადებელი პაკეტი შეიცავს ფოსფომიცინს 3,0 გ (ფოსფომიცინი ტრომეტამოლი 5,631 გ).

დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის საქარინი (E954), ფორთოხლის არომატიზატორი (შეიცავს: მალტოდექსტრინს, დექსტროზას, აკაციის რეზინას (E414), ნარინჯისფერ-ყვითელს FCF (E110), ბუტილირებულ ჰიდროქსიანიზოლს BHA (E320)).

გამოყენება

ბერნი ედალთის აქტიურ ნივთიერებას ფოსფომიცინი (ფოსფომიცინი ტრომეტამოლი), წარმოადგენს  ანტიბიოტიკს. იგი გამოიყენება შარდის ბუშტის გაურთულებელი ინფექციების სამკურნალოდ ქალებსა და მოზარდებში (12 წელს ზემოთ).

ბერნი ედალთი გამოიყენება როგორც პერიოპერაციული ანტიბიოტიკოპროფილაქტიკა ზრდასრულ მამაკაცებში პროსტატის ტრანსრექტალური ბიოფსიისთვის.

უკუჩვენებები

ბერნი ედალთი არ მიიღება:

- ფოსფომიცინზე ან ამ პრეპარატის  შემადგენლობაში შემავალ რომელიმე სხვა კომპონენტის მიმართ ალერგიის შემთხვევაში.

გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები

ბერნის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას, თუ გაწუხებთ ქვემოთ ჩამოთვლილი რომელიმე დარღვევა:

-შარდის ბუშტის პერსისტენტული ინფექციები;

- სხვა ანტიბიოტიკების მიღების შემდეგ თუკი გქონიათ დიარეა.

მდგომარეობა, რომელსაც ყურადღება უნდა მიაქციოთ

პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული არასასურველი გვერდითი მოვლენები, როგორიცაა ალერგიული რეაქციები და მსხვილი ნაწლავის ანთება. ნებისმიერი პრობლემის რისკის შესამცირებლად ამ პრეპარატის მიღებისას ყურადღება უნდა მიაქციოთ ზოგიერთ სიმპტომს. იხილეთ „სერიოზული გვერდითი მოვლენები“.

ბავშვები და მოზარდები

არ მისცეთ ეს პრეპარატი 12 წლამდე ასაკის ბავშვებს, რადგან მისი უსაფრთხოება და ეფექტურობა ამ ასაკობრივ ჯგუფში არ არის შეფასებული.

სხვა პრეპარატები და ბერნი

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ახლახან იღებდით ან შესაძლოა მიიღოთ ნებისმიერი სხვა მედიკამენტები, მათ შორის ურეცეპტოდ გაცემული.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ თქვენ იღებთ:

მეტოკლოპრამიდს ან სხვა პრეპარატებს, რომლებიც აძლიერებს საკვების გადაადგილებას კუჭში ან ნაწლავებში, რადგან ამით შესაძლებელია ორგანიზმიდან ფოსფომიცინის შეწოვის შემცირება.
ანტიკოაგულანტებს, ვინაიდან ფოსფომიცინით და სხვა ანტიბიოტიკებით ანტიკოაგულაციური ეფექტი შეიძლება დაქვეითდეს.
 საკვებთან ერთად მიღება

საკვებმა შეიძლება შეაფერხოს ფოსფომიცინის შეწოვა. ამიტომ, ბერნი ედალთის მიღება რეკომენდებულია უზმოზე (ჭამამდე 2-3 საათით ადრე ან  ჭამიდან 2-3 საათის შემდეგ).

ორსულობა, ლაქტაცია და ნაყოფიერება

თუ ორსულად ხართ, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას, ან ძუძუთი კვებავთ, ამ პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ორსულებში ექიმის მიერ ამ პრეპარატის დანიშვნა ხდება მხოლოდ  აშკარა აუცილებლობისას.

მეძუძურებში შესაძლებელია ამ პრეპარატის ერთჯერადი პერორალური დოზის მიღება.

მექანიზმების და სატრანსპორტო საშუალებების მართვა

პრეპარატმა შესაძლოა გამოიწვიოს  გვერდითი მოვლენები, როგორიცაა თავბრუსხვევა, რასაც შეიძლება გავლენა ჰქონდეს მექანიზმების ან სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარზე.

ზოგიერთი ნივთიერების შემცველობა

ბერნი ედალთი შეიცავს:

საქაროზას: ზოგიერთი შაქრის მიმართ აუტანლობის დიაგნოზის არსებობისას,  პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.
ნარინჯისფერ-ყვითელ საღებავს FCF (E110): შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები.
ნატრიუმს: ეს სამკურნალო პროდუქტი შეიცავს 1 მმოლზე ნაკლებ (23 მგ) ნატრიუმს თითო პაკეტზე, ანუ არსებითად ნატრიუმისგან თავისუფალია.

მიღების წესი

პრეპარატი მიიღეთ ყოველთვის ექიმის ან ფარმაცევტის მითითების შესაბამისად. ნებისმიერი დაეჭვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

შარდის ბუშტის გაურთულებელი მკურნალობის შემთხვევაში ქალებში და მოზარდებში რეკომენდებული დოზაა პრეპარატის 1 პაკეტი (3 გ ფოსფომიცინი).

პროსტატის ბიოფსიისთვის პერიოპერაციული ანტიბიოტიკის პროფილაქტიკის სახით გამოყენებისას რეკომენდებული დოზაა 1 პაკეტი ბერნი ედალთი (3 გ ფოსფომიცინი) პროცედურამდე 3 საათით ადრე და 1 პაკეტი ბერნი ედალთი (3 გ ფოსფომიცინი) პროცედურიდან 24 საათის შემდეგ.

გამოყენება თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში

პრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი <10მლ/წთ).

გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში

პრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.

გამოყენების წესი

პერორალური გამოყენებისთვის.

მიიღეთ პრეპარატი პერორალურად, უზმოზე (ჭამამდე 2-3 საათით ადრე - ჭამიდან 2-3 საათის შემდეგ), სასურველია ძილის წინ შარდის ბუშტის დაცლის შემდეგ.

პაკეტის შიგთავსი გახსენით ჭიქა წყალში და დალიეთ დაუყოვნებლივ.

ჭარბი დოზა

თუ შემთხვევით დანიშნულ დოზაზე მეტი მიიღეთ, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით რაიმე ეჭვის შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი მოვლენები

ყველა სამკურნალო პრეპარატის მსგავსად, ამ მედიკამენტსაც აქვს გვერდითი მოვლენები, თუმცა ეს მოვლენები ყველა ადამიანში არ იჩენს თავს.

სერიოზული გვერდითი მოვლენები

ბერნის მიღებისას, თუ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომი გამოვლინდება,  პრეპარატის მიღება უნდა შეწყვიტოთ და დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს:

-  ანაფილაქსიური შოკი, სიცოცხლისათვის საშიში ალერგიული რეაქციის ტიპი (სიხშირე უცნობია). სიმპტომები მოიცავს კანზე გამონაყარის, ქავილის ან ჭინჭრის ციების უეცარ გამოჩენას და/ან ქოშინს, ხიხინს ან სუნთქვის გაძნელებას;

- სახის, ტუჩების, ენის ან ყელის შეშუპება სუნთქვის გაძნელებით (ანგიოედემა) (სიხშირე უცნობია);

- ზომიერი და მძიმე დიარეა, მუცლის კრუნჩხვები, სისხლი განავალში და/ან ცხელება შეიძლება მიუთითებდეს მსხვილი ნაწლავის ინფექციაზე (ანტიბიოტიკთან ასოცირებული კოლიტი) (სიხშირე უცნობია). არ მიიღოთ დიარეის საწინააღმდეგო პრეპარატი, რომელიც აფერხებს ნაწლავის მოქმედებას.

სხვა გვერდითი მოვლენები

ძალიან ხშირი (შესაძლოა გამოვლინდეს 10-დან 1 ადამიანში):

*თავის ტკივილი

* თავბრუსხვევა

* დიარეა

* გულისრევა

* საჭმლის მონელების დარღვევა

* მუცლის ტკივილი

* ქალის სასქესო ორგანოების ინფექცია ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა ანთება, გაღიზიანება, ქავილი (ვულვოვაგინიტი).

ხშირი (შესაძლოა გამოვლინდეს 100-დან 1 ადამიანში):

* ღებინება

* გამონაყარი კანზე

* ჭინჭრის ციება

* ქავილი.

იშვიათი (შეიძლება დაემართოს 1000-დან 1 ადამიანს):

*  რეზისტენტული ბაქტერიებით გამოწვეული ინფექცია

* აპლასტიკური ანემია (სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება).

უცნობი (სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემებით):

* ალერგიული რეაქციები

* ბრონქოსპაზმი (სუნთქვის მძიმე გაძნელება)

* ლეიკოციტების, ეოზინოფილების და თრომბოციტების რაოდენობის უმნიშვნელო მატება

* უმადობა

* მხედველობის დარღვევები

* ფლებიტი (ვენებში თრომბის წარმოქმნა).

გვერდითი მოვლენების შეტყობინება

თუ გამოგივლინდათ რაიმე გვერდითი მოვლენა, მათ შორის ისეთი, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინებით, ხელს შეუწყობთ მეტი ინფორმაციის მიღებას მედიკამენტის უსაფრთხოებაზე.

შენახვის წესი

შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისათვის შეუმჩნეველ და მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ პრეპარატი შეფუთვაზე და პაკეტზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადის ამოწურვის თარიღად ითვლება მითითებული თვის ბოლო დღე.

შენახვის პირობები

შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში.

მითითებული ვარგისობის თარიღი ეხება სათანადოდ შენახულ გაუხსნელ პრეპარატს.

სამკურნალო საშუალებები არ ჩაყაროთ   საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ან საკანალიზაციო სისტემაში. გაითვალისწინეთ ფარმაცევტის რჩევა თუ როგორ მოიშოროთ ვადაგასული მედიკამენტი. ამ სახის ზომების გათვალისწინება ხელს შეუშლის გარემოს დაბინძურებას.

აღწერილობა და შეფუთვის შემადგენლობა

ბერნი ედალთი მოცემულია პაკეტებში, რომელიც შეიცავს თეთრ გრანულებს, შეიძლება გაიხსნას წყალში ან სხვა სასმელში.

შეფუთვა შეიცავს:

Adulti 3 გ გრანულები პერორალური ხსნარისთვის - 2 პაკეტი 3 გ.

მეტი ინფორაცია
რაოდენობა2
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy