Augmentin-BID - აუგმენტინი-BID 625მგ 10 ტაბლეტი
ჩვენება:ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება, ფილტვების ანთების მსგავსი ქვემო სასუნთქი გზების ინფექციები,კბილის აბსცესები, ღრძილების ინფექციები.
აუგმენტინ-ბიდი 625 მგ აპკით შემოგარსული ტაბლეტი
განკუთვნილია პირის გზით (ორალურად) მისაღებად.
მოქმედი ნივთიერება: თითოეული ტაბლეტი 500 მგ ამოქსაცილინს და 125 მგ კლავულანის მჟავას (წარმოებისას გამოყენებულია ძროხის რძისგან მიღებული ნედლეული) შეიცავს.
დამხმარე ნივთიერებები: უწყლო კოლოიდური სილიციუმი,ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი ტიპი A, მაგნიუმის სტეარატი, მიკროკრისტალური ცელულოზა. აპკის საფარი მასალა:ტიტანის დიოქსიდი (E171), ჰიპრომელოზა (5 cps), ჰიპრომელოზა (15 cps), მაკროგოლ 4000, მაკროგოლ 6000,დიმეტიკონ 500.
აღნიშნული პრეპარატის მიღებამდე გამოყენების ინსტრუქცია ყურადღებით წაიკითხეთ, რადგანაც ის თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს. აღნიშნული გამოყენების ინსტრუქცია შეინახეთ. შეიძლება განმეორებით გადაკითხვა დაგჭირდეთ. |
გამოყენების ინსტრუქცია შეიცავს შემდეგი სათაურების მომცველ მონაცემებს:
1.რა არის და რისთვის გამოიყენება აუგმენტინი?
2.აუგმენტინის გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?
3.როგორ გამოიყენება აუგმენტინი?
4.რა სახის შესაძლო გვერდითი ეფექტები შეიძლება გამოვლინდეს?
5.აუგმენტინის შენახვა
1. რა არის და რისთვის გამოიყენება აუგმენტინი ?
აუგმენტინი, ფართო სპექტრის (ბაქტერიების და მიკრობების ბევრი სახეობის მიმართ ეფექტური)ანტიბიოტიკია.
აუგმენტინ ბიდი 625 მგ -აპკით შემოგარსული ტაბლეტი, 10, 14 და 20 ცალიანი ბლისტერის შეფუთვით არის წარმოდგენილი, აპკით შემოგარსული ტაბლეტები თეთრი და ან მოთეთრო ფერის, ოვალური ფორმისაა, რომლის ერთ ზედაპირზე აღინიშნება ,,AUGMENTIN’’, მეორე ზედაპირზე კი ,,BID 625’’ გრავირება. აუგმენტინის კლავულანის მჟავის აქტივობის ექვივალენტური რაოდენობით კალიუმის კლავულანატის წარმოება ხდება ძროხის რძისგან მიღებული ნედლეულის გამოყენებით.
აუგმენტინით მკურნალობის ჩვენებას წარმოადგენს- აუგმენტინის მიმართ მგრძნობელობის მქონე ქვემოთ ჩამოთვლილი ბაქტერიული ინფექციებით გამოწვეული დაავადებები, რომელთა დროს აუგმენტინით მკურნალობა რეკომენდირებულია ხანმოკლე დროით:
· რეციდივული ჩირქოვანი ტონზილიტი, სინუსიტი, შუა ყურის ჩირქოვანი ანთება, ზემო სასუნთქი გზების ინფექციები
· ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება, ფილტვების ანთების მსგავსი ქვემო სასუნტქი გზების ინფექციები
· საშარდზე გზების ანთებითი დაავადებები, ურეთრის, შარდის ბუშტის ანთება, თირკმლების ბაქტერიული ინფექციები, სასქესო ორგანოების და საშარდზე გზების ინფექციები
· ფურუნკული, აბსცესი, ცელულიტი და ან ჭრილობის ინფექციები, კანის და კანქვეშა რბილი ქსოვილების ინფექციები
· კბილის აბსცესები, ღრძილების ინფექციები
· სისხლსა და ქსოვილებში არსებულ ბაქტერიებსა და ან ტოქსინებთან დაკავშირებული აბორტი, ლოგინობის ხანის ცხელება, მუცლის ღრუში, სისხლსა და ან ქსოვილებში ბაქტერიული ინფექციები, ტოქსიკური აგენტების არსებობა.
აუგმენტინი — რა უნდა ვიცოდეთ ბაქტერიული დაავადებების სამკურნალო პრეპარატზე იხილეთ ბლოგი
2. აუგმენტინის გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?
აუგმენტინი, ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს არ გამოიყენოთ:
თუ;
· ბეტა-ლაქტამის ანტიბიოტიკების (პენიცილინის და ცეფალოსპორინების მსგავსი) მიმართ მომატებული მგრძნობელობა (ალერგია) გაქვთ
· წარსულში, აუგმენტინით და ან პენიცილინით მკურნალობასთან დაკავშირებული სიყვითლე/ღვიძლის უკმარისობა გადაიტანეთ
· ანტიბიოტიკებთან დაკავშირებული ნაწლავის ანთება (კოლიტი) გამოვლინდება, აუგმენტინით მკურნალობა მაშინვე უნდა შეწყვიტოთ. ბავშვი ექიმის მიერ უნდა გაისინჯოს და შეფასდეს, შემდეგ შესაბამისი მკურნალობა უნდა იქნას დაწყებული. ასეთი მდგომარეობის დროს, ბავშვს ნაწლავთა პერისტალტიკის საწინააღმდეგო (ანტი-პერისტალტიკური) წამლები არ მისცეთ.
აუგმენტინი, ქვემოთ მოცემული მდგომარეობის დროს სიფრთხილით გამოიყენეთ
· თუ, წარსულში პენიცილინის, ცეფალოსპორინების და სხვა ალერგენების მიმართ მომატებული მგრძნობელობის ანამნეზი გაქვთ, აუცილებლად თქვენს ექიმს აცნობეთ.
· თუ, ინფექციურ მონონუკლეოზთან (ინფექციური დაავადება)დაკავშირებული ეჭვი გაქვთ, (აუგმენტინის გამოყენების შემდეგ გამოვლენილი წითელას მსგავსი გამონაყარი შეიძლება ინფექციურ მონონუკლეოზთან იყოს დაკავშირებული).
· აუგმენტინი, მხოლოდ ექიმის მიერ რეკომენდირებული დროის განმავლობაში გამოიყენეთ. ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება აუგმენტინის მიმართ რეზისტენტული ორგანიზმების ჭარბი გამრავლება გამოიწვიოს(მაგ.სოკო).
· აუგმენტინით მკურნალობის ქვე მყოფ ზოგიერთ ავადმყოფთან სისხლდენა და შედედების დროის გახანგრძლივება შეიძლება გამოვლინდეს. თუ, სისხლის შედედების საწინააღმდეგო წამალს ღებულობთ, აუგმენტინის გამოყენებისას საჭიროა შესაბამისი დაკვირვება.
· თუ, ღვიძლის უკმარისობა გაქვთ
· იშვიათად, დაფიქსირებულია ძლიერი, ზოგადად შექცევადი სანაღვლე გზების გამომყოფი ფუნქციის დარღვევა და მასთან დაკავშირებული სიყვითლე. მკურნალობის დასრულებიდან 6 თვის შემდეგაც აღნიშნული დარღვევის სიმპტომები და ნიშნები შეიძლება კიდევ გამოვლინდეს.
· თუ, თირკმლების უკმარისობა გაქვთ, წამლის მიღებული დოზა თირკმლების უკამრისობის ხარისხის შესაბამისი უნდა იყოს.
· ავადმყოფებში, რომელთაც შარდის გამოყოფა შემცირებული აქვთ, შეიძლება გამოვლინდეს კრისტალურია (ნალექის დაგროვება). აღნიშნული მდგომარეობის შემცირების მიზნით საჭიროა სითხის საკმარისი რაოდენობით მიღება.
თუ, აღნიშნული გაფრთხილებები წარსულის ნებისმიერ მომენტში და ან ამჟამად თქვენთან ვლინდება, გთხოვთ, ექიმს აცნობეთ.
აუგმენტინის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
აუგმენტინის ზემოქმედებით კუჭსა და ნაწლავებზე გამოვლენილი უარყოფითი ეფექტების შემცირების მიზნით , მისი მიღება რეკომენდირებულია საკვების მიღების დაწყებისას.
ორსულობა
წამლის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს მიმართეთ.
ექიმის რეკომენდაციის გარეშე ორუსლობისას, განსაკუთრებით კი პირველი 3 თვის განმავლობაში აუგმენტინი არ გამოიყენოთ.
თუ, მკურნალობის პერიოდში ორსულობას გამოავლენთ, სასწრაფოდ თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს მიმართეთ.
ძუძუთი კვება-ლაქტაცია
წამლის მიღებამდე გთხოვთ, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს მიმართეთ.
აუგმენტინის შემადგენელი ორივე მოქმედი ნივთიერება დედის რძეში გადადის, შესაბამისად, ძუძუთი კვებაზე მყოფ ბავშვებში შეიძლება გამოვლინდეს დიარეა და ლორწოვანი გარსების სოკოვანი ინფექცია, ამიტომ შეიძლება საჭირო გახდეს ძუძუთი კვების შეჩერება. თქვენმა ექიმმა, ძუძუთი კვების პერიოდში ამოქსაცილინი/კლავულანის მჟავათი მკურნალობის საკითხის შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.
ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარზე ზემოქმედება
აუგმენტინმა, შეიძლება ალერგიული რექციები, გაბრუება, ჰალუცინაციების მსგავსი არასასურველი ეფექტების გამოვლენა გამოიწვიოს. თუ, აღნიშნული გვერდითი ეფექტები თქვენთან გამოვლინდება, ავტომობილი და მექანიზმები არ მართოთ მანამ, სანამ მდგოამრეობა არ გაუმჯობესდება.
აუგმენტინის შემადგენლობაში არსებული ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ ინფორმაცია
აღნიშნული სამედიცინო პროდუქტის ერთი დოზა <1 მმოლ (23 მგ) ნატრიუმს შეიცავს, ანუ რეალობაში ნატრიუმს არ შეიცავს.
სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენება
· თუ, აუგმენტინთან ერთად ალოპურინოლს (პოდაგრის სამკურნალოდ გამოიყენება)ღებულობთ, კანის ალერგიული რეაქციების განვითარების ალბათობა შეიძლება მოიმატოს.
· თუ, პრობენეციდს ღებულობთ (პოდაგრის სამკურნალოდ გამოიყენება), ექიმმა შეიძლება აუგმენტინის დოზის რეგულირება გადაწყვიტოს.
· თუ, აუგმენტინთან ერთად შედედების საწინააღმდეგო წამლებს (ვარფარინის მსგავსი) ღებულობთ, შეიძლება საჭირო გახდეს სისხლის ანალიზების დამატებით გაკეთება.
· აუგმენტინმა, შეიძლება მეტოტრექსატის (სიმსივნის და ან რევმატიული დაავადებების სამკურნალო წამალი) მოქმედების ეფექტზე ზემოქმედება მოახდინოს.
· აუგმენტინმა, შეიძლება მიკოფენოლატის მოფეტინის (ორგანოთა გადანერგვის დროს გამოყენებული წამალი)მოქმედების ეფექტზე ზემოქმედება მოახდინოს.
· აუგმენტინის და ჩასახვის საწინააღმდეგო ტაბლეტების ერთად გამოყენებამ, შეიძლება ჩასახვის საწინააღმდეგო ეფექტი შეამციროს.
თუ რეცეპტით დ ან რეცეპტის გარეშე ნებისმიერ წამალს ღებულობთ და ან ბოლო პერიოდში მიიღეთ, გთხოვთ, აღნიშნულის შესახებ თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს აცნობეთ.
3. როგორ გამოიყენება აუგმენტინი ?
სწორი გამოყენება და დოზები/გამოყენების სიხშირე და მითითებები:
ზრდასრულები და 12 წელზე მეტი ასაკის ბავშვებისთვის:
მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ინფექციები: აუგმენტინი 625 მგ ტაბ. დღეში 2-ჯერ.
მძიმე ინფექციები: 1 გრ 2-ჯერ დღეში.
კბილის ინფექციების დროს:
ზრდასრულები და 12 წლის და მეტი ასაკის ბავშვები:
625 მგ 2-ჯერ დღეში. 5 დღე.
მკურნალობის ხანგრძლივობა, მკურნალობის შედეგის განხილვის გარეშე 14 დღეს არ უნდა ღემატებოდეს
შეყვანის გზა და მეთოდი:
ტაბლეტები, დაღეჭვის გარეშე, მთლიანი სახით უნდა გადაიყლაპოს. თუ, საჭირო იქნება, გადაყლაპვის პროცესის გაადვილების მიზნით შესაძლებელია ტაბლეტის ორად დაყოფა, ორივე ნახევარი, ერთმანეთის მიყოლებით, ლოდინის გარეშე და დაღეჭვის გარეშე გადაყლაპეთ.
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ დისკომფორტის შემცირების მიზნით, ტაბლეტი საკვების მიღების დაწყებისას მიიღეთ.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
· ბავშვებში გამოყენება: აუგმენტინის ტაბლეტირებული ფორმა 12 წლის და მეტი ასაკის ბავშვებთან გამოიყენება. ამ ჯგუფის ბავშვებისთვის არსებობს აუგმენტინის სუსპენზიის ფორმაც.
· ხანდაზმულებში გამოყენება: მონაცემები არ არსებობს.
გამოყენების განსაკუთრებული მდგომარეობები:
თირკმლების და ღვიძლის უკმარისობა: თუ, თირკმლების და ან ღვიძლის უკმარისობა გაქვთ, დოზის რეგულირებისას სიფრთხილეა საჭირო, აუცილებლობისას დოზა უნდა შემცირდეს.
სისხლის დიალიზი(სისხლის გაწმენდის პროცედურა): თუ, სისხლის დიალიზის მკურნალობას გადიხართ, დოზის რეგულირებისას სიფრთხილეა საჭირო.
თუ,ფიქრობთ, რომ აუგმენტინის ეფექტი ძალიან ძლიერი და ან ძალიან სუსტია, თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს მიმართეთ.
თუ, აუგმენტინის საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ:
შეიძლება გამოვლინდეს საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ ჩივილები და წყალ-მარილოვანი ცვლის დარღვევა. ამ დროს საჭმლის მომნელებელი სისტემის და წყალ-მარილოვანი ცვლის კონტროლი მკურნალობის საშუალებით შესაძლებელია. აუგმენტინით მკურნალობის ქვეშ მყოფ ზოგიერთ ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს თირკმლების უკმარისობის გამომწვევი კრისტალურია. საჭიროა სითხის დიდი რაოდენობით მიღება. ამ დროს, სისხლის მიმოქცევაში არსებული აუგმენტინი დიალიზის საშუალებით შეიძლება გაიწმინდოს, გამოიყოს.
თუ, აუგმენტინის საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ, ექიმს და ან ფარმაცევტს აცნობეთ.
თუ, აუგმენტინის მიღება დაგავიწყდებათ:
თუ, აუგმენტინის ერთი დოზის მიღება დაგავიწყდებათ, როგორც კი გაიხსენებთ მიიღეთ. თუ, დავიწყებული დოზა მომდევნო დოზის მიღების დროსთან ახლო პერიოდში გაგახსენდებათ, დავიწყებული დოზის აღგენისთვის ორმაგი დოზა არ მიიღოთ.
დავიწყებული დოზების აღდგენისთვის ორმაგი დოზა არ მიიღოთ.
მოვლენები, რომელიც აუგმენტინით მკურნალობის დასრულებისას შეიძლება გამოვლინდეს:
აუგემენტინი, ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად მიიღეთ. თუ, თავს ცუდად იგრძნობთ, აუგმენტინის მიღება მაინც არ უნდა შეწყდეს.
4. რა შეიძლება იყოს შესაძლო გვერდითი ეფექტები:
როგორც ყველა წამლის შემთხვევაში, აუგმენტინის შემადგენლობაში არსებული ნივთიერებების მიმართაც შეიძლება გამოვლინდეს მომატებული მგრძნობელობა და გვერდითი ეფექტები.
თუ, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, აუგმენტინის გამოყენება შეწყვიტეთ და მაშინვე თქვენს ექიმს აცნოებთ და ან თქვენთან ყველაზე ახლო საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილებას მიმართეთ:
გვერდითი ეფექტები კატეგორიების მიხედვით ქვემოთაა კლასიფიცირებული:
ძალიან გავრცელებული:10 ავადმყოფიდან სულ ცოტა 1 ავადმყოფთან ვლინდება.
გავრცელებული: 10 ავადმყოფიდან სულ ცოტა 1 ავადმყოფთან ვლინდება, მაგრამ 100 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.
ნაკლებად გავრცელებული: 100 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან, მაგრამ 1000 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.
იშვიათი:1000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან და 10.000 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.
ძალიან იშვიათი: 10.000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.
უცნობი: ხელთ არსებული მონაცემებით ვარაუდი შეუძლებელია.
ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტები:
· სახის, ტუჩების, პირის ღრუს, ენის და ან ხახის შეშუპება, ყლაპვის და ან სუნთქვის გაძნელება (ანგიონევროზული შეშუპება)
· კანზე განვითარებული გამონაყარი, ქავილი და ან ურტიკარია, სახის, ტუჩების, ენის და ან სხეულის სხვა ნაწილების შეშუპება, სუნთქვის გაძნელება, ხმაურიანი სუნთქვა და ან სუნთქვასთან დაკავშირებული მომატებული მგრძნობელობის რეაქციები (ანაფილაქსია).
· წამლის მიღებიდან 7-12 დღის შემდეგ გამონაყარი, ცხელება, სახსრების ტკივილი, განსაკუთღებით იღლიის ქვეშა ლიმფური კვანძების გადიდება, რაც შეიძლება იყოს ალერგიული მდგომარეობა (შრატისმიერი დაავადების მსგავსი სინდრომი).
· კანქვეშ პატარა წერტილოვანი, წითელი, მრგვალი ლაქების გაჩენა, გამონაყარი და ან კანზე დალურჯებები, რაც შეიძლება იყოს ალერგიული რეაქციით გამოვლენილი სისხლძარღვთა დაავადება (მომატებული მგრძნობელობის ვასკულიტი).
· ტუჩის, თვალის, პირის და ცხვირის ღრუს, სასქესო ორგანოების მომცველი ბუშტუკოვანი და სისხლმდენი გამონაყარით გამოვლენილი დაავადება (სტივენს ჯონსონის სინდრომი).
· კანზე დასაწყისში მტკივნეული სიწითლით დაწყებული, შემდეგ კი დიდი ბუშტუკოვანი გამონაყარით გავრცელებული და კანის ღრმა შრეების აცლის, აშრევების გამომწვევი კანის გავრცელებული რეაქცია. ამ დაავადებას თან ახლავს ცხელება, შემცივნება, გულყრები, კუნთების ტკივილი და ზოგადად შეუძლოდ ყოფნის შეგრძნება (ტოქსიკური ეპიდერმალური ნეკროლიზი)
· ჩირქის შემცველი, პატარა ბუშტუკოვანი, გავრცელებული გამონაყარი (ბულოზური დერმატიტი).
· კანქვეშა შეშუპება და ბუშტუკები, წითელი ბალთისებრი გამონაყარი (მწვავე გენერალიზებული ეგზანთემოზი)
იშვიათი გვერდითი ეფექტები:
· განსაკუთრებით ფეხის გულებსა და ხელის გულებზე გამოვლენილი ქავილი, წითელი-ლურჯი ლაქები, კანზე ურტიკარიის მსგავსი შესივება, პირის ღრუს, თვალის და გენიტალურ მიდამოებში მომატებული მგრძნობელობა, ცხელება და ძლიერი დაღლილობის მსგავსი სიმპტომებით გამოვლენილი ალერგიული მდგომარეობა (მულტიფორმული ერითემა).
·შექცევადი ლეიკოპენია (ნეიტროპენიის ჩათვლით) და თრომბოციტოპენია (სისხლის ზოგიერთი უჯრედის რაოდენობის შემცირება)
ეს ყველა ჩამოთვლილი სერიოზული გვერდითი ეფექტებია.
თუ, ჩამოთვლილი სერიოზული გვერდითი ეფექტებიდან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, ეს ნიშნავს, რომ თქვენ აუგმენტინის მიმართ სერიოზული ალერგია გაქვთ. ამ დროს სასწრაფო სამედიცინო დახმარება და ან საავადმყოფოში დაწოლა შეიძლება დაგჭირდეთ.
თუ, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, მაშინვე თქვენს ექიმს აცნოებთ და ან თქვენთან ყველაზე ახლო საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილებას მიმართეთ:
ძალიან იშვიათად გამოვლენილი გვერდითი ეფექტები:
· დაავადება, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს ცხელებით, ძლიერი შემცივნებით, გულყრით, ყელის ტკივილით და ან პირის ღრუში წყლულის მსგავსი ინფექციების ხშირი გამოვლენით (შექცევადი აგრანულოციტოზი)
· სისუსტით, თავის ტკივილით, ვარჯიშის დროს სუნთქვის შეკვრით, თავბრუსხვევით, კანის და თვალების სიფერმკრთალით, სიყვითლის მსგავსი ნიშნებით გამოვლენილი ანემია (ჰემოლიზური ანემია)
· წამლის გამოყენებასთან დაკავშირებული სისხლიანი, ლორწოვანი დიარეა
· ენის ფერის შეცვლა შავ ფერად
· თირკმლების დაავადება (ინტერსტიციალური ნეფრიტი)
· შარდში კრისტალების გაჩენა (კრისტალურია)
· გულისრევით, ღებინებით, მადის დაკარგვით, ზოგადი დაღლილობის შეგრძნებით, ცხელებით, ქავილით, კანსა და თვალებზე სიყვითლით და შარდის ფერის გამუქებით გამოვლენილი ღვიძლის დაავადება (ჰეპატიტი)
· კანის და/ და ან თვალების სიყვითლე (ქოლესტაზური სიყვითლე)
ეს ყველა ჩამოთვლილი სერიოზული გვერდითი ეფექტებია.
ამ დროს სასწრაფო სამედიცინო დახმარება და ან საავადმყოფოში დაწოლა შეიძლება დაგჭირდეთ. სერიოზული გვერდითი ეფექტები ძალიან იშვიათად ვლინდება.
თუ, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, თქვენს ექიმს აცნობეთ:
ძალინ იშვიათი გვერდითი ეფექტები:
·კბილის ფერის ცვლილება
ძირითადად, ჯაგრისით გამოწმენდის დროს გადადის. პირის ღრუს ხშირი ჰიგიენით კბილის ფერის ცვლილებას შეიძლება ხელი შეუშალოთ.
· მომატებული მოძრაობები
· კრუნჩხვები, გულყრა და ან დაჭიმულობა
ნაკლებად გავრცელებული გვერდითი ეფეტები:
· თავბრუსხვევა
· თავის ტკივილი
· საჭმლის მონელების გაძნელება
· კანზე გამოანყარი
· ქავილი
· ურტიკარია
· ღვიძლში წარმოებული ზოგიერთი ნივთიერების(ფერმენტების) მომატება (აღნიშნული გვერდითი ეფექტი სისხლის ანალიზით შეიძლება გამოვლინდეს, თუმცა, მნიშვნელობა უცნობია)
გავრცელებული გვერდითი ეფექტები:
· ლორწოვანსა და კანზე მოქმედი სოკოვანი ინფექცია (მუკოკუტანეული კანდიდოზი)
· დიარეა (ბავშვებში)
· გულისრევა
· რებინება
ძალიან გავრცელებული გვერდითი ეფექტები:
· დიარეა (ზრდასრულებში)
ზემოთ ჩამოთვლილი აუგმენტინის მსუბუქი გვერდითი ეფექტებია.
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს.
გვერდი ეფექტების შესახებ მოხსენება
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ექთანს და ან ფარმაცევტს. გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შეტყობინებით წვლილს შეიტანთ გამოყენებული მედიკამენტის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მიღებასა და უსაფრთხოებაზე.
5. აუგმენტინის შენახვა
აუგმენტინი, ბავშვებისგან შორს, მიუწვდომელ ადგილას, შეფუთვაში შეინახეთ.
შეინახეთ <25°C ოთახის ტემპერატურაზე, მშრალ ადგილას.
გამოიყენეთ გამოყენების ბოლო ვადის შესაბამისად.
შეფუთვაზე მითითებული გამოყენების ბოლო ვადის შემდეგ აუგმენტინი არ გამოიყენოთ.
ვადა გასული და ან გამოუყენებელი წამლები ნაგავში არ ჩააგდოთ, გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შემკრებ სისტემას ჩააბარეთ.
რაოდენობა | 10 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account