Alpenta - ალპენტა 90 კაფსულა
ჩვენება:თმის, ფრჩხილების და კანის ნორმალური ფუნქციონირების შესანარჩუნებლად.
ალპენტა
(Alpenta)
ბიოლოგიურად აქტიური დანამატი
შემადგენლობა:
აქტიური ინგრედიენტები: ლუდის საფუარი (Saccharomyces cerevisiae), ფეტვის თესლის ექსტრაქტი (Panicum miliaceum L.) DER 4:1, L-ცისტეინი, კერატინი, პარაამინობენზოის მჟავა (PABA), ბიოტინი.
დამხმარე ინგრედიენტები: კაფსულის გარსი: ჟელირების აგენტი ჰიდროქსიპროპილ- მეთილცელულოზა; მეწამული სტაფილოს კონცენტრირებული წვენი,
აქტიური ნივთიერებების სადღეღამისო რეკომენდებული რაოდენობები | ერთი კაფსულა |
ლუდის საფუარი (Saccharomyces cerevisiae) |
300 მგ |
ფეტვის თესლის ექსტრაქტი (Panicum miliaceum L. ) | 150 მგ |
L-ცისტეინი | 20 მგ |
კერატინი | 20 მგ |
პარა-ამინობენზოის მჟავა (PABA) | 20 მგ |
ბიოტინი | 100 მკგ |
არ შეიცავს გლუტენს და ლაქტოზას. შეიძლება გამოიყენონ ვეგეტარიანელებმა და ვეგანებმა.
გამოყენების რეკომენდაციები: შეიძლება იყოს რეკომენდებული როგორც კერატინის, პარა-ამინობენზოის მჟავას, L-ცისტეინის და ბიოტინის, ასევე ლუდის საფუარისა და ფეტვის ექსტრაქტის ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების დამატებითი წყარო, თმის, კანის, ფრჩხილებისა და ენერგეტიკული მეტაბოლიზმის ნორმალური მდგომარეობის შესანარჩუნებლად. ხელს უწყობს მაკროელემენტების ნორმალურ შეწოვას.
არ წარმოადგენს სამკურნალო საშუალებას. ბიოლოგიურად აქტიური დანამატი არ შეიძლება იყოს მრავალფეროვანი და დაბალანსებული კვების და ჯანსაღი ცხოვრების წესის შემცვლელი.
ალპენტა - სპეციალური კომპლექსია თმის, ფრჩხილების და კანის სილამაზისა და ჯანმრთელობის, მათი ნორმალური მდგომარეობის და სტრუქტურის შესანარჩუნებლად. ალპენტა ხელს უწყობს ყოველდღიურად შეივსოს ენერგიით ორგანიზმი და შეინარჩუნოს მხნეობა. იგი ეხმარება ორგანიზმს ემოციური, ფიზიკური და ფსიქოლოგიური სტრესის დროს. ალპენტას მოქმედება განპირობებულია მის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტებით.
ღია საჯარო წყაროების ინფორმაციის მიხედვით, კომპონენტებს, რომლებიც შედის დანამატის შემადგენლობაში, აქვთ შემდეგი თვისებები:
ლუდის საფუარი (Saccharomyces cerevisiae) შეიცავს ცილებს, ცხიმებს, ნახშირწყლებს, ბიოლოგიურად აქტიურ მიკროელემენტებს, B ვიტამინების ჯგუფის დიდ რაოდენობას (B1, B2, PP, ფოლის და პარაამინობენზოურ მჟავებს) და მინერალურ მარილებს (კალიუმი, ფოსფორი, მაგნიუმი). ხელს უწყობს თმის სწრაფ ზრდას და აგრეთვე მათ გაძლიერებას. მოქმედებს როგორც ანტიოქსიდანტი, ანელებს დაბერების პროცესებს, ხელს უწყობს სხეულის თავდაცვითი ძალების ზრდას.
ფეტვის თესლის ექსტრაქტი (Panicum miliaceum L.) შეიცავს ნახშირწყლებს, სახამებელს, ექსტრაქტი ასევე მდიდარია ამინომჟავებით, ვიტამინებით და მინერალური ნივთიერებებით, რომლებიც საკვანძო როლს ასრულებენ თმის ფოლიკულებისა და კანის ნორმალური მეტაბოლური პროცესების შენარჩუნებაში. ფეტვის ექსტრაქტი საშუალებას გაძლევთ მნიშვნელოვნად გააუმჯობესოთ თმისა და კანის მდგომარეობა, თავიდან აიცილოთ თმის ცვენა, აღმოფხვრათ კანის სიმშრალე და შეინარჩუნოს მასში საჭირო ტენიანობა. ექსტრაქტი აძლიერებს უჯრედულ მეტაბოლიზმს, უჯრედების პროლიფერაციას და ქსოვილების რეგენერაციას, ინარჩუნებს კანის ჯანმრთელობას. დადასტურებულია, რომ ფეტვის მთავარი აქტიური ნივთიერებაა მილიაცინი, რომელიც ასტიმულირებს ფოლიკულებს და ამაგრებს თმის ძირებს. სილიციუმის მჟავა ფეტვის ექსტრაქტის კიდევ ერთი განსაკუთრებული კომპონენტია. იგი უზრუნველყოფს რესტრუქტურიზაციის პროცესს და აძლიერებს თმას.
L-ცისტეინი - მონაწილეობს კანის ქსოვილების ფორმირებაში, ხელს უწყობს კოლაგენის ფორმირებას, აუმჯობესებს კანის ელასტიურობას და ტექსტურას. L-ცისტეინის გამოყენება ხელს უწყობს თმის დაზიანებული სტრუქტურის აღდგენას და ანელებს თმის ცვენას ადამიანებში, რომლებსაც აქვთ თმის ცვენასთან დაკავშირებული სხვადასხვა დაავადებები.
გარდა ამისა, L-ცისტეინი არის ძლიერი ანტიოქსიდანტი, რომელიც ხელს უწყობს ტოქსიკური ნივთიერებების განეიტრალებას და იცავს ორგანიზმს თავისუფალი რადიკალების მავნე ზემოქმედებისგან. ხოლო მისი გავლენა იმუნური სისტემის აქტივობის რეგულირებაზე, პირველ რიგში უკავშირდება პროანთებითი ინტერლეიკინების დონის ნორმალიზებას.
კერატინი თმისა და ფრჩხილების ძირითადი კომპონენტია. იგი ხელს უწყობს თმის ცვენის შემცირებას, აუმჯობესებს მათ სტრუქტურას, აღადგენს კერატინის ბუნებრივ ფენას და ზრდის მის წინააღმდეგობას მექანიკური და ქიმიური ზემოქმედებს მიმართ. კერატინი შეიცავს დაახლოებით ოცამდე ამინომჟავას და განსაკუთრებით მდიდარია ცისტეინით, რომელიც ქმნის დისულფიდურ ხიდებს მოლეკულებს შორის, რაც ანიჭებენ თმის მთელ სტრუქტურას სიმტკიცეს და სტაბილურობას. კერატინის ბუნებრივი დონე აძლიერებს თმას, ანიჭებს მას ჯანსაღ ბზინვარებას და ხელს უშლის თმის ცვენას. კერატინი ასევე ხელს უწყობს ჯანსაღი ფრჩხილების ზრდას, ზრდის მათ სიმტკიცეს და აუმჯობესებს მათ გარეგნულ იერს.
პარაამინობენზოის მჟავა ძლიერი ანტიოქსიდანტია, რომელსაც დადებითად მოქმედებს კანის ზედაპირის, თმის, ფრჩხილების მდგომარეობაზე და აუმჯობესებს მათ რეგენერაციას. იგი აფერხებს კანის ნაადრევ დაბერებას და ნაოჭების ქსელის გამოჩენას. პარაამინობენზოის მჟავა იცავს დერმას ულტრაიისფერი გამოსხივებისგან. პარაამინობენზოის მჟავას აქვს ანტიოქსიდანტური, იმუნომასტიმულირებელი, ანტივირუსული და ანტიალერგიული თვისებები.
ბიოტინი - მნიშვნელოვან როლს ასრულებს მეტაბოლური პროცესების ნორმალიზებაში (ნახშირწყლები, ცხიმები, ცილები) და აუცილებელია უჯრედების ნორმალური ზრდისა და განვითარებისთვის. ბიოტინი გოგირდის წყაროა, მონაწილეობს კოლაგენის ცილის სინთეზში და, შედეგად, დადებითად მოქმედებს კანის სტრუქტურაზე (მათ შორის, თმაზე, ფრჩხილებზე), მათ სიმტკიცეზე, ელასტიურობასა და სიმკვრივეზე. ბიოტინი ამცირებს ანთების საწინააღმდეგო ციტოკინს - TNF-α-ს პროდუქტებს, რომლებიც ასტიმულირებს ანთების განვითარებას და ოქსიდაციურ სტრესს და ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებს თმის მასიურ ცვენაში. ბიოტინი აუცილებელია ძლიერი და ჯანსაღი თმის ზრდისთვის.
ალპენტას დაბალანსებული შემადგენლობა აუცილებელია თმის, ფრჩხილებისა და კანის ნორმალური მდგომარეობის შენარჩუნებისთვის
ამრიგად, ალპენტა ბიოლოგიურად აქტიური დანამატის სახით შეიძლება გამოყენებული იქნას როგორც კერატინის და პარაამინობენზოის მჟავას, ასევე ლუდის საფუარისა და ფეტვის ექსტრაქტის ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერების, L-ცისტეინის და ბიოტინის წყაროდ პრევენციული ზომების კომპლექსში, როგორც ბიოლოგიურად აქტიური ფაქტორი:
- თმის სტრუქტურის შეცვლისას (მტვრევადობა, სიმკრთალე, გათხელება, ცხიმის შემცველობის მომატება ან სიმშრალე);
- თმის, ფრჩხილების და კანის ნორმალური ფუნქციონირების შესანარჩუნებლად;
- თმის ზრდის აღდგენის ხელშესაწყობად (თმის ცვენის დროს და ა.შ.)
- ფრჩხილების ზრდის და სიმტკიცის მომატებისთვის, მათი მტვრევადობის, განშრევების დროს;
- კანის მეტაბოლური პროცესების ხელშეწყობის მიზნით;
- დაზიანების დროს კანის რეგენერაციის შენარჩუნებისა და ხელშეწყობის მიზნით;
- ფიზიკური და ფსიქოლოგიური სტრესის დროს ორგანიზმის სტიმულირების მიზნით.
გამოყენების მეთოდი და სადღეღამისო რეკომენდებული რაოდენობა:
მოზრდილებში - 1 კაფსულა დღეში საკვებთან ერთად. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ სადღეღამისო დოზას.
მიღების რეკომენდებული ვადა: 3-6 თვე. საჭიროებისას შესაძლოა დანამატის მიღების გახანგრძლივება ან განმეორება. მიღების კურსებს შორის ინტერვალი არის 4 თვე.
გაფრთხილება: არ გამოიყენოთ პროდუქტის კომპონენტის მიმართ ინდივიდუალური მომატებული მგრძნობელობის დროს. არ გამოიყენება 18 წლამდე ბავშვებში. გამოყენებაბნდე აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.
გამოყენების ფორმა: 10 კაფსულა ბლისტერში, 9 ბლისტერი მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები:
ინახება არა უმეტეს 25 °C ტემპერატურაზე მშრალ ადგილას. ინახება მზის პირდაპირი სხივისგან დაცულ ადგილას. ინახება ბავშვებისათვის მიუწდომელ ადგილას.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რაოდენობა | 90 |
---|---|
Form | სპრეი |
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account