Alicid - ალიციდი კრემი 1% 30გ
ჩვენება: სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ, როგორიცაა საზარდულის მიდამოს ქავილი , რინგვორმი (სხეულის ტინეა), გამონაყარი (კანდიდოზი) და ნაირფერი პიტირიაზი.
ალიციდი 1% კრემი
ადგილობრივი გამოყენებისთვის
აქტიური ნივთიერება(ები): კრემის ყოველი გრამი შეიცავს 10 მგ ტერბინაფინის ჰიდროქლორიდს.
დამხმარე ნივთიერება(ები): ნატრიუმის ჰიდროქსიდი, ბენზილის სპირტი, სორბიტანის მონოსტეარატი, ცეტილ პალმიტატი, ცეტილის სპირტი, სტეარილის სპირტი, პოლისორბატი 60, იზოპროპილის მირისტატი და გასუფთავებული წყალი.
სამკურნალო საშუალების მიღებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ეს ფურცელი-ჩანართი სრულად, ვინაიდან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
· შეინახეთ ეს ფურცელი-ჩანართი. შესაძლოა თქვენ დაგჭირდეთ მისი თავიდან წაკითხვა.
· თუ თქვენ გაქვთ დამატებითი შეკითხვები, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
· ეს სამკურნალო საშუალება დაგენიშნათ მხოლოდ თქვენ. არ გადასცეთ ის სხვებს.
· თუ მოგიწიათ ექიმთან ვიზიტი ან საავადმყოფოში მისვლა ამ პრეპარატით მკურნალობის პერიოდში, შეატყობინეთ თქვენს ექიმს რომ იღებთ ამ სამკურნალო საშუალებას.
· მიყევით ყველა მითითებას, რომელიც მოგეწოდებათ ამ ჩანართის საშუალებით. არ გამოიყენოთ ამ პრეპარატის რეკომენდებულზე მეტი ან ნაკლები დოზა.
რას შეიცავს ეს ფურცელი-ჩანართი:
1. რა არის ალიციდი და რისთვის გამოიყენება?
2. რა უნდა იცოდეთ ალიციდის გამოყენებამდე?
3. როგორ უნდა მიიღოთ ალიციდი?
4. შესაძლო გვერდითი ეფექტები
5. როგორ ინახება ალიციდი?
1. რა არის ალიციდი და რისთვის გამოიყენება?
ალიციდის აქტიური ნივთიერებაა ტერბინაფინის ჰიდროქლორიდი. ალიციდი სოკოვანი დაავადებების საწინააღმდეგო ეფექტური საშუალებაა. ალიციდი კლავს ზოგიერთ კანის პრობლემების გამომწვევ სოკოებს ან აფერხებს მათ ზრდას.
ალიციდი გამოიყენება სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ, როგორიცაა ათლეტის ტერფი (ტერფის ტინეა), საზარდულის მიდამოს ქავილი (საზარდულის ტინეა), რინგვორმი (სხეულის ტინეა), გამონაყარი (კანდიდოზი) და ნაირფერი პიტირიაზი.
ალიციდი ხელმისაწვდომია ალუმინის ტუბში პლასტმასის თავსახურით, შეიცავს 15 გ ან 30 გ კრემს.
2. რა უნდა იცოდეთ ალიციდის მიღებამდე
არ მიიღოთ ალიციდი:
· თუ ხართ ალერგიული ტერბინაფინის ან ალიციდში შემავალ ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
· ალიციდი განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის.
· არ დაიტანოთ ალიციდი სახეზე.
· ალიციდმა შეიძლება გამოიწვიოს თვალების გაღიზიანება. თვალებთან შემთხვევითი კონტაქტისას მოიცილეთ კრემი, გამოირეცხეთ თვალები გამდინარე წყლით და მიმართეთ თქვენს ექიმს კონსულტაციისთვის რაიმე სიმპტომების შენარჩუნების შემთხვევაში.
· დაიბანეთ ხელები ალიციდის გამოყენების შემდეგ.
· ალიციდი შეიცავს ცეტილის სპირტს და სტეარილის სპირტს, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ რეაქციები კანის მხრივ.
· ვინაიდან სოკოვანი და საფუარის ინფექციები შეიძლება გადაეცეს სხვა ადამიანებს, სიფრთხილით გამოიყენეთ საკუთარი პირსახოცები და ტანსაცმელი და არ გაუზიაროთ ისინი სხვებს. პირსახოცებისა და ტანსაცმლის ხშირი რეცხვა აუცილებელია ხელახალი ინფექციისგან თავის დასაცავად.
თუ თქვენ გეხებათ ეს გაფრთხილებები, როდესმე წარსულშიც კი, მიმართეთ თქვენს ექიმს კონსულტაციისთვის.
ალიციდი საკვებთან და სასმელთან ერთად
მიღების წესიდან გამომდინარე, შესაძლებელია ალიციდის გამოყენება საკვებთან ერთად და ცარიელ კუჭზე.
ორსულობა
პრეპარატის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს კონსულტაციისთვის.
თუ თქვენ ხართ ორსულად ან ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად, პრეპარატის გამოყენებამდე მიმართეთ რჩევისთვის თქვენს ექიმს. ალიციდი არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის დროს, გარდა აშკარა საჭიროებისა.
დაუყოვნებლივ გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან თუ მკურნალობის დროს აღმოაჩენთ, რომ ხართ ორსულად.
ძუძუთი კვება
პრეპარატის გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს კონსულტაციისთვის.
თუ თქვენ იყენებთ ალიციდს, არ უნდა კვებოთ ბავშვი ძუძუთი.
მოერიდეთ ჩვილები დამუშავებულ ადგილებთან კონტაქტს, მათ შორის მკერდთან.
ავტომობილის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა:
ალიციდის კანზე დატანა არ იწვევს გავლენას ავტომობილის მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ალიციდის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ
ალიციდი შეიცავს ნივთიერებებს, რომლებსაც ეწოდება ცეტილის სპირტი და სტეარილის სპირტი. ამ ნივთიერებებმა შესაძლოა გამოიწვიონ კანის ადგილობრივი რეაქციები
სხვა სამკურნალო საშუალებები და ალიციდი
არ დაიტანოთ სხვა სამკურნალო საშუალებები ალიციდით დამუშავებულ ადგილებზე.
თუ თქვენ ამჟამად იღებთ ან ახლახან მიიღეთ რაიმე რეცეპტურული ან არარეცეპტურული სამკურნალო საშუალება, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ამის შესახებ.
3. როგორ უნდა მიიღოთ ალიციდი
გამოყენების ინსტრუქცია და დოზები/გამოყენების სიხშირე:
დაიტანეთ ალიციდი კანის ინფიცირებულ ადგილებზე, როგორც ეს აღწერილია ქვემოთ:
· ათლეტის ტერფი (ტერფის ტინეა): დღეში ერთხელ 1 კვირის განმავლობაში.
· საზარდულის მიდამოს ქავილი (საზარდულის ტინეა) და რინგვორმი (სხეულის ტინეა): დღეში ერთხელ 1 კვირის განმავლობაში
· გამონაყარი (კანის კანდიდოზი): დღეში ერთხელ ან ორჯერ 1 კვირის განმავლობაში.
· ნაირფერი ტინეა (ნაირფერი პიტირიაზი): დღეში ერთხელ ან ორჯერ 2 კვირის განმავლობაში.
განაგრძეთ კრემის გამოყენება რეკომენდებულ მკურნალობის პერიოდში, მაშინაც კი, თუ რამდენიმე დღის შემდეგ მოხდა ინფექციის გაუმჯობესება. კრემის არარეგულარულად გამოიყენების ან გამოყენების ნაადრევად შეწყვეტის შემთხვევაში ინფექცია შესაძლებელია ინფექციის კვლავ გამოჩენა.
თქვენი კანის მდგომარეობის გაუმჯობესდება ალიციდით მკურნალობის დაწყებიდან რამდენიმე დღეში. მაგრამ მას შემდეგ, რაც ინფექცია განიკურნება, დაზიანებული კანის სრულად განკურნებას მეტი დრო დასჭირდება. ალიციდის ეფექტი გაგრძელდება მკურნალობის პერიოდის დასრულების შემდეგაც და თქვენი კანი გააგრძელებს განკურნებას.
თუ მკურნალობის დაწყებიდან 2 კვირის განმავლობაში არ შენიშნეთ გაუმჯობესების არანაირი ნიშნები, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
გამოყენების წესი და მეთოდი:
დაიტანეთ კრემი შემდეგნაირად:
· გაიწმინდეთ დაზიანებული კანი და მიმდებარე არე(ები) და დაიბანეთ ხელები.
· როდესაც თქვენ პირველად იყენებთ ტუბს, ის უნდა იყოს დალუქული. გახვრიტეთ დაბეჭდილი ადგილი თავსახურის თავზე არსებული წვერით.
· დაიტანეთ მცირე რაოდენობით კრემი თითზე.
· დახურეთ ტუბის თავსახური.
· წაისვით კრემის თხელი ფენა დაზიანებულ კანზე და მის მიმდებარე არეებზე.
· ნაზად შეიზილეთ.
· დაიბანეთ ხელები. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენ შესაძლოა გაავრცელოთ ინფექცია კანის სხვა ნაწილებზე ან სხვა ადამიანებზე.
თუ კანი დაზიანებულია ხელის ან ფეხის თითებს შორის ან დუნდულებზე, მკერდის ქვეშ, იღლიის ფოსოში ან საზარდულის მიდამოში, კრემის გამოყენების შემდეგ შეგიძლიათ დაფაროთ ეს არე დილბანდით. ეს განსაკუთრებით რეკომენდებულია დაწოლის დროს. თუ თქვენ იყენებთ დოლბანდს, გამოიყენეთ ახალი, სუფთა დოლბანდი კრემის ყველა გამოყენებისას.
იმისათვის, რომ მკურნალობა წარმატებული იყოს, დაზიანებული კანის არე უნდა შეინარჩუნოთ სუფთად, მისი რეგულარული დაბანვით. გააშრეთ კანი ნაზი შეხებით და გახეხვის გარეშე. არ დაიკაწროთ ადგილი, მაშინაც კი, თუ ის გექავებათ, რადგან ამან შეიძლება კიდევ უფრო დააზიანოს კანი და შეანელოს განკურნების პროცესი ან გაავრცელოს ინფექცია.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
გამოყენება ბავშვებში:
მისი გამოყენების უსაფრთხოება საბოლოოდ დადგენილი არ არის. ალიციდი არ არის რეკომენდებული 16 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოსაყენებლად.
გამოყენება ხანდაზმულებში:
ალიციდი ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას 65 წელზე უფროსი ასაკის პაციენტების მიერ.
გამოყენების განსაკუთრებული შემთხვევები:
თირკმლის/ღვიძლის უკმარისობა
თირკმლის და ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში დოზის კორექტირების შესახებ მონაცემები არ არსებობს.
მიჰყევით ამ ინსტრუქციას, თუ თქვენი ექიმი სხვაგვარად არ გეტყვით.
თქვენი ექიმი გეტყვით რამდენ ხანს გაგრძელდება თქვენი მკურნალობა ალიციდით. არ შეწყვიტოთ მკურნალობა ნაადრევად, რადგან ალიციდით მკურნალობის შეწყვეტამ შეიძლება გააუარესოს თქვენი დაავადება.
თუ შეგექმნათ წარმოდგენა, რომ ქსილასპრის მოქმედება ძალიან ძლიერი ან სუსტია, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ გამოიყენეთ საჭიროზე მეტი ალიციდი:
თუ თქვენ შემთხვევით კანზე წაისვით უფრო მეტი კრემი, ვიდრე გქონდათ დანიშნული, უბრალოდ მოიშორეთ იგი. ეს ზიანს არ მოგაყენებთ.
თუ თქვენ ან ვინმე სხვა, განსაკუთრებით ბავშვი, შემთხვევით გადაყლაპავთ დიდი რაოდენობით ალიციდს, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ისინი გეტყვიან რა უნდა მოიმოქმედოთ.
თუ თქვენ გამოიყენეთ საჭიროზე მეტი ალიციდი, შეატყობინეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ დაგავიწყდათ ალიციდის გამოყენება:
თუ გამოტოვებთ კრემის დატანება, დაიტანეთ კრემი რაც შეიძლება მალე, შემდეგ გააგრძელეთ მკურნალობა როგორც ადრე. თუ ეს გაგახსენდათ მხოლოდ შემდეგი წასმის წინ, უბრალოდ დაიტანეთ კრემი და გააგრძელეთ ჩვეულებრივ რეჟიმში.
გამოიყენეთ კრემი, როგორც ეს მითითებულია ამ ჩანართში. თუ გამოტოვებთ დატანებებს, ინფექცია შეიძლება კვლავ წარმოიქმნას.
არ მიიღოთ ორმაგი დოზა დავიწყებული დოზის შესავსებად.
თუ შეწყვიტეთ ალიციდის გამოყენება
ალიციდით მკურნალობის შეწყვეტამ შეიძლება გააუარესოს თქვენი დაავადება.
არ შეწყვიტოთ მკურნალობა ექიმის მითითების გარეშე.
4. შესაძლო გვერდითი ეფექტები
ყველა სამკურნალო საშუალების მსგავსად, შესაძლოა გამოვლინდეს გვერდითი ეფექტები იმ პირებში, რომლებიც მგრძნობიარე არიან ალიციდში შემავალი ნივთიერებების მიმართ.
ალიციდის გამოყენებისას შესაძლოა გამოვლინდეს შემდეგი გვერდითი ეფექტები.
გვერდითი ეფექტები ჩამოთვლილია შიხშირის მიხედვით:
ძალიან ხშირი: შესაძლოა გამოვლინდეს 10-დან 1 ადამიანში
ხშირი: შესაძლოა გამოვლინდეს 100-დან 1 ადამიანში
იშვიათი: შესაძლოა გამოვლინდეს 1 000-დან 1 ადამიანში
ძალიან იშვიათი: შესაძლოა გამოვლინდეს 10 000-დან 1 ადამიანში
უცნობი: არსებული მონაცემებით სიხშირის დადგენა შეუძლებელია.
შეატყობინეთ თქვენს ექიმს თუ აღგენიშნებათ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი:
ხშირი:
· კანის აქერცვლა ან აშრევება (კანის ექსფოლიაცია)
· ქავილი (პრურიტუსი)
არახშირი
· კანის დაზიანება
· ფუფხი
· კანის დაავადება
· კანის ფერის შეცვლა (პიგმენტაციის ცვლილება)
· კანის სიწითლე (ერითემა)
· წვის შეგრძნება კანზე
· ტკივილი
· ტკივილი გამოყენების ადგილზე
· გაღიზიანება გამოყენების ადგილზე
იშვიათი:
· თვალის გაღიზიანება
· კანის სიმშრალე
· კანზე გამონაყარი და ქავილი (კონტაქტური დერმატიტი)
· კანზე გამონაყარი (ეგზემა) ქავილით, სიწითლით და წვის შეგრძნებით
· სიმპტომების გაუარესება.
უცნობი:
ეს გვერდითი ეფექტები ემყარება პოსტმარკეტინგულ გამოცდილებას და არსებული მონაცემებით მათი სიხშირის გამოთვალა შეუძლებელია.
· ალერგიული რეაქციები ( ჰიპერმგრძნობელობა)
· გამონაყარი კანზე
ეს არის ალიციდის მსუბუქი გვერდითი ეფექტები.
თუ შეამჩნევთ რაიმე გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის აღწერილი ამ ჩანართში,
შეატყობინეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
შეტყობინებები გვერდითი ეფექტების შესახებ
თუ გამოგივლინდათ რაიმე გვერდითი ეფექტი შეატყობინეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს, მიუხედავად იმისა, აღწერილია თუ არა ამ ფურცელ-ჩანართში. თქვენს მიერ გამოცდილ გვერდით ეფექტებზე შეტყობინებით შეგიძლიათ წვლილი შეიტანოთ ამ სამკურნალო საშუალების უსაფრთხოებაზე მეტი ინფორმაციის მიღებაში.
5. როგორ ინახება ალიციდი
შეინახეთ ეს სამკურნალო საშუალება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას თავის შეფუთვაში.
ინახება 25ºC-ზე დაბალ ოთახის ტემპერატურაზე.
შეინახეთ ტუბი მჭიდროდ დახურული.
გამოიყენეთ ვარგისობის ვადის შესაბამისად.
არ გამოიყენოთ ალიციდი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე.
არ გამოიყენოთ ალიციდი თუ შეამჩნევთ რაიმე დეფექტს პროდუქტზე და/ან მის შეფუთვაზე.
არ გადაადგდოთ ვადაგასული ან გამოუყენებელი სამკურნალო საშუალება საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად! მიიტანეთ იგი შეგროვების სისტემაში როგორც დადგენილია გარემოს დაცვის და ურბანული დაგეგმარების სამინისტროს მიერ.
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რაოდენობა | 1 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account