Aknetrent - აკნეტრენტი 10მგ 30 კაფსულა

განსაკუთრებული ფასი 14,15 GEL რეგულარული ფასი 14,90 GEL
მარაგშია
SKU
89367_773

ჩვენება: აკნეს მწვავე ფორმები, რომელიც არ ექვემდებარება სისტემური ანტიბაქტერიული ნივთიერებებით სტანდარტული თერაპიის ადექვატურ კურსს და ადგილობრივ თერაპიას.

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება :

იზოტრეტინოინი

შემადგენლობა :

იზოტრეტინოინი ----------- 10 მგ

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი :

აკნეს სამკურნალო რეტიონოიდები

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკური თვისებები :

მოქმედების მექანიზმი :

იზოტრეტინოინი წარმოადგენს სრულად–ტრანს–რეტინულ მჟავას (ტრეტინოინი) სტერეოიზომერს. იზოტრეტინოინის მოქმედების ზუსტი მექანიზმი არ არის განსაზღვრული დეტალურად, თუმცა დადგენილია, რომ მწვავე აკნეს კლინიკურ სურათთან დაკავშირებით გამოვლენილი გაუმჯობესება დაკავშირებულია ცხიმოვანი ჯირკვლების მოქმედების დათრგუნვასთან და ცხიმოვანი ჯირკვლების ზომის ჰისტოლოგიურად დემონსტრირებულ შემცირებასთან. ამასთანავე, გამოვლენილი იქნა იზოტრეტინოინის კანის ანთების საწინააღმდეგო ეფექტი.

კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება

თმის ფოლიკულის ეპითელური საფარის ჰიპერკერატოზი იწვევს რქოვანა უჯრედების აქერცვლას, კერატინის მეშვეობით ბლოკირებას და კანის ცხიმის ჭარბ გამოყოფას. აღნიშნულს თან სდევს კომედონის ჩამოყალიბება და საბოლოოდ კი კანის ანთებითი დაზიანება. იზოტრეტინოინი ხელს უშლის სებოციტების პროლიფერაციას და აკნესთან მიმართებაში მოქმედებს დიფერენცირების პროგრამის რეგულირებით.

კანის ცხიმი წარმოადგენს აკნეს პროპიონიბაქტერიას ზრდის ძირითად სუბსტრატს, ისე რომ კანის ცხიმის შემცირებული გამოყოფა ახდენს არხის ბაქტერიული კოლონიზაციის ინჰიბირებას.

ფარმაკოკინეტიკური თვისებები :

შეწოვა

იზოტრეტინოინის შეწოვა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მეშვეობით ცვლადია და თერაპევტულ დიაპაზონთან დაკავშირებით არის დოზის შესაბამისი. იზოტრეტინოინის აბსოლუტური ბიოშეღწევადობა არ არის დადგენილი, ვინაიდან პრეპარატი არ არის ხელმისაწვდომი ადამიანის გამოყენებისათვის განკუთვნილი ინტრავენური პრეპარატის სახით, თუმცა მედიკამენტის კვლევის ექსტრაპოლაციის თანახმად, შეგვიძლია ვივარაუდოთ საკმაოდ დაბალი და ცვლადი სისტემური ბიოშეღწევადობა. იზოტრეტინოინის საკვებთან ერთად მიღების შემთხვევაში ბიოშეღწევადობა ორმაგდება უზმო კონდიციასთან მიმართებაში.

განაწილება

იზოტრეტინოინი ექსტენსიურად უკავშირდება პლაზმის პროტეინებს, კერძოდ კი ალბუმინს (99.9%). იზოტრეტინოინის განაწილების მოცულობა ადამიანებში არ არის განსაზღვრული, ვინაიდან პრეპარატი არ არის ხელმისაწვდომი ადამიანის გამოყენებისათვის განკუთვნილი ინტრავენური პრეპარატის სახით. იზოტრეტინოინის ადამიანის ქსოვილში გავრცელებასთან დაკავშირებით არსებობს მხოლოდ მწირი ინფორმაცია. იზოტრეტინოინის კონცენტრაცია ეპიდერმისში შეადგენს შრატში არსებული კონცენტრაციის ნახევარს. იზოტრეტინოინის პლაზმური კონცენტრაცია 1.7-ჯერ მეტია მთლიან სისხლში არსებულ მაჩვენებელზე, იზოტრეტინოინის ერითროციტებში დაბალი შეღწევადობის გამო.

ბიოტრანსფორმაცია

იზოტრეტინოინის ორალური მიღების შემდგომ პლაზმაში იდენტიფიცირებული იქნა მთავარი მეტაბოლიტები: 4-ოქსო-იზოტრეტინოინი, ტრეტინოინი (სრულად–ტრანს–რეტინული მჟავა), და 4-ოქსო-ტრეტინოინი. აღნიშნული მეტაბოლიტების ბიოლოგიური აქტივობა გამოვლენილი იქნა რამდენიმე in vitro კვლევაში. კლინიკური კვლევისას 4-ოქსო-იზოტრეტინოინმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა იზოტრეტინოინის მოქმედებასთან დაკავშირებით (კანის ცხიმის გამოყოფის კოეფიციენტის შემცირება მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობდა ეფექტი იზოტრეტინოინის და ტრეტინოინის პლაზმას დონესთან მიმართებაში). რამდენიმე მცირე მეტაბოლიტი მოიცავდა გლუკორონიდულ კონიუგატებს. მთავარ მეტაბოლიტს წარმოადგენს სტაბილური პლაზმური კონცენტრაციის მქონე 4-ოქსო-იზოტრეტინოინს, რაც 2,5-ჯერ მეტია საწყის კავშირთან შედარებით.

იზოტრეტინოინი და ტრეტინოინი (სრულად–ტრანს–რეტინული მჟავა) რევერსულად მეტაბოლიზირდება (ურთიერთგარდაქმნა) და ტრეტინოინის მეტაბოლიზმი შესაბამისად დაკავშირებული იყო იზოტრეტინოინის მეტაბოლიზმთან. შეფასების თანახმად იზოტრეტინოინის დოზის 20-30% მეტაბოლიზაცია ხორციელდება იზომერიზაციის გზით.

ენტეროჰეპატიკურმა ცირკულაციამ შესაძლოა მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს მამაკაცებში იზოტრეტინოინის ფარმაკოკინეტიკასთან დაკავშირებით. ინ ვიტრო მეტაბოლიზმის კვლევებისას დემონსტრირებული იქნა რამდენიმე CYP ფერმენტის ჩართულობა იზოტრეტინოინის 4-ოქსო-იზოტრეტინოიონისა და ტრეტინოინის მეტაბოლზმში. ცალკეული იზოფორმის პრივილეგირებული როლი გამოვლენილი ვერ იქნა. იზოტრეტინოინი და მისი მეტაბოლიტები არ ახდენენ მნიშვნელოვან ზეგავლენას CYP აქტივობაზე.

გამოყოფა

რადიოაქტიურად ნიშნული იზოტრეტინოინის ორალური მიღების შემდგომ დაახლოებით დოზის შესაბამისი წილი აღმოჩენილი იქნა შარდში და განავალში. იზოტრეტინოინის ორალური მიღების შემდგომ, აკნეთი დაავადებულ პაციენტებში შეუცვლელი მედიკამენტის ნახევარგამოყოფის პერიოდი საბოლოო ფაზაში შეადგენდა 19 საათს, შუალედული მაჩვენებლით. 4-ოქსო-იზოტრეტინოინის ნახევარგამოყოფის პერიოდი საბოლოო ფაზაში შედარებით ხანგრძლივია, საშუალო მაჩვენებლით - 29 საათი.

იზოტრეტინოინი წარმოადგენს ფიზიოლოგიურ რეტინოიდს და ენდოგენური რეტინოიდის კონცენტრაცია მიიღწევა იზოტრეტინოინის თერაპიის დასრულებიდან დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა

ვინაიდან იზოტრეტინოინი უკუნაჩვენებია ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში, პაციენტთა აღნიშნულ პოპულაციასთან დაკავშირებით არსებობს შეზღუდული ინფორმაცია იზოტრეტინოინის დინამიკის შესახებ.

თირკმლის ფუნქციის დარღვევა

თირკმლის ფუნქციის დარღვევა არ ამცირებს მნიშვნელოვნად იზოტრეტინოინის ან 4-ოქსო-იზოტრეტინოინის პლაზმურა კლირენსს.

ჩვენებები :

აკნეს მწვავე ფორმები (როგორიც არის ჯირკვლოვანი ან სფერული აკნე, ან მუდმივი ნაიარევის რისკის შემცველი აკნე), რომელიც არ ექვემდებარება სისტემური ანტიბაქტერიული ნივთიერებებით სტანდარტული თერაპიის ადექვატურ კურსს და ადგილობრივ თერაპიას.

დოზირებადამიღებისმეთოდი :

დოზირება

იზოტრეტინოინის გამოწერა დასაშვებია მხოლოდ ექიმის ზედამხედველობის ქვეშ, რომელსაც გააჩნია მწვავე აკნეს სამკურნალოდ სისტემური რეტინოიდების გამოყენების გამოცდილება და რომელსაც გააზრებული აქვს იზოტრეტინოინის თერაპიის რისკები და მონიტორინგის მოთხოვნები. კაფსულა მიიღება დღეში ერთხელ ან ორჯერ, კვების შემდეგ.

პედიატრიული პოპულაცია

იზოტრეტინოინი არ არის ნაჩვენები პრეპუბერტატული აკნეს სამკურნალოდ და ეფექტურობისა და უსაფრთხოების შესახაბ ინფორმაციის არარსებობის გამო იზოტრეტინოინის მიღება 12 წლამდე ასაკის პაციენტებში რეკომენდებული არ არის.

მოზრდილები,მოზარდების და ხანდაზმულების ჩათვლით :

იზოტრეტინოინის თერაპია უნდა დაიწყოს 0.5 მგ/კგ დღიური დოზით. თერაპევტული რეაქცია იზოტრეტინოინთან დაკავშირებით და რიგი გვერდითი მოვლენებისა დაკავშირებულია დოზსთან და აღნიშნული მაჩვენებელი მერყეობს პაციენტებს შორის. აღნიშნულიდან გამომდინარე აუცილებელია ინდივიდუალური დოზის დარეგულირება მკურნალობის დროს. პაციენტთა უმრავლესობასთან მიმართებაში დოზის კოეფიციენტი მერყეობს 0.5-1.0 მგ/კგ/დღეში.

ხანგრძლივი რემისია და რეციდივი მკურნალობის საერთო ხანგრძლივობასთან ან დღიურ დოზასთან შედარებით, მეტად მჭიდროდ უკავშირდება სრულად მიღებულ დოზას. დადგინდა, რომ მკურნალობის კუმულაციური 120-150 მგ/კგ დოზის მიღმა, მნიშვნელოვანი დამატებითი სარგებელი არ არის მოსალოდნელი. მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ინდივიდუალურ დღიურ დოზაზე. რემისიის მისაღწევად ზოგადად საკმარისია მკურნალობის 16-24 კვირიანი კურსი.

პაციენტების უმრავლესობასთან მიმართებაში აკნეს სრული ალაგება მიიღწევა მკურნალობის ერთჯერადი კურსის შედეგად. გარკვეული რეციდივის შემთხვევაში განხილული უნდა იქნას იზოტრეტინოინის შემდგომი კურსი იმავე დღიური დოზით და კუმულაციური მკურნალობის დოზით. ვინაიდან აკნეს შემდგომი გაუმჯობესება შესაძლოა დადგეს მკურნალობის შეწყვეტიდან 8 კვირის შემდგომ, დაუშვებელია მკურნალობის შემდგომი კურსის განხილვა ზემოთ აღნიშნული ვადის ამოწურვამდე.

თირკმლის ფუნქციი სდარღვევის მქონე პაციენტები

თირკმლის მწვავე უკმარისობის მქონე პაციენტებში მკურნალობა უნდა დაიწყოს დაბალი დოზით (მაგ.: 10 მგ/დღეში). შესაძლებელია დოზის გაზრდა 1 მგ/კგ დღიურ დოზამდე მანამ, სანამ პაციენტი არ მიიღებს მაქსიმალურ დასაშვებ დოზას.

პაციენტები,რომლებსაც აღენიშნებათ აუტანლობა

იმ პაციენტებში, რომლესაც აღენიშნებათ მწვავე აუტანლობა რეკომენდებულ დოზასთან მიმართებაში, მკურნალობა უნდა გაგრძელდეს დაბალი დოზით, რასაც შედეგად მოჰყვება მკურნალობის შედარებით ხანგრძლივი კურსი და რეციდივის მაღალი რისკი. აღნიშნული ჯგუფის პაციენტებში მაქსიმალური შესაძლო ეფექტურობის მიღების მიზნით, დოზა ჩვეულებრივ უნდა გაგრძელდეს იმ მაქსიმალურ დოზამდე, რომლის მიღებაც შესაძლებელია ამ პაციენტთა მიერ.

უკუჩვენებები :

იზოტრეტინოინი უკუნაჩვენებია ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში.

იზოტრეტინოინი უკუნაჩვენებია რეპროდუქციული პოტენციალის მქონე ქალებში, ორსულობის აღკვეთის პროგრამის ყველა პირობის დაკმაყოფილებამდე.

იზოტრეტინოინი აგრეთვე უკუნაჩვენებია შემდეგ პაციენტებში:

  • იზოტრეტინოინის ან დამხმარე ნივთიერებების მიმართ არსებული ჰიპერმგრძნობელობა. მედიკამენტი შეიცავს სოიოს ჰიდროგენიზებულ ზეთს. აგრეთვე შესაძლებელია, რომ იმ პაციენტებთან მიმართებაში, რომლებსაც აღენიშნებათ ალერგიული რეაქცია მიწის თხილზე, გამოვლენილი იქნას ასევე რეაქტიულობა სოიოს პროტეინის შემცველ პროდუქტებთან მიმართებაში
  • ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში
  • სისხლის ლიპიდების ჭარბად მომატებული მაჩვენებელი
  • A ჰიპერვიტამინოზი
  • თანმდევი მკურნალობის მიღება ტეტრაციკლინის ჯგუფის მედიკამენტებით

სპეციალური გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები გამოყენებისას :

ორსულობის აღმკვეთი პროგრამა

სამედიცინო პროდუქტი ტერატოგენურია :

იზოტრეტინოინი უკუნაჩვენებია რეპროდუქციული პოტენციალის მქონე ქალებში ორსულობის აღკვეთის პროგრამის შემდეგი პირობების დაკმაყოფილებამდე:

  • პაციენტს აქვს მწვავე აკნე (როგორიც არის ჯირკვლოვანი ან სფერული აკნე, ან მუდმივი ნაიარევის რისკის შემცველი აკნე), რომელიც არ ექვემდებარება სისტემური ანტიბაქტერიული ნივთიერებებით სტანდარტული თერაპიის ადექვატურ კურსს და ადგილობრივ თერაპიას.
  • გააზრებული აქვს ტეტრაგენური რისკი.
  • მისთვის გასაგებია შემდგომი ყოველთვიური მკაცრი დაკვირვების აუცილებლობა.
  • მისთვის გასაგები და მისაღებია ეფექტური უწყვეტი კონტრაცეფციის საჭიროება მკურნალობის დაწყებამდე 1 თვით ადრე, მკურნალობის მიმდინარეობისას და მკურნალობის დასრულებიდან 1 თვის განმავლობაში. რეკომენდირებულია სულ მცირე ერთი და უმჯობესია ორი დამატებითი კონტრაცეფციის ფორმის გამოყენება ბარიერული მეთოდის ჩათვლით.
  • იმ შემთხვევაშიც, კი თუ პაციენტს აღენიშნება ამენორეა, მან უნდა დაიცვას ეფექტურ კონტრაცეფციასთან დაკავშირებული ყველა რეკომენდაცია.
  • მას უნდა გააჩნდეს კონტრაცეფციის ეფექტური ზომების დაქვემდებარების უნარი.
  • მისთვის ცნობილია და მას გააზრებული აქვს ორსულობის შედეგები და ორსულობასთან დაკავშირებული რისკების არსებობის შემთხვევაში დაუყოვნებლივი კონსულტაციის აუცილებლობა.
  • მისთვის ცნობილია მკურნალობამდე, მკურნალობის განმავლობაში და მკურნალობის დასრულებიდან 5 კვირის განმავლობაში ორსულობის ტესტის ჩატარების აუცილებლობა.
  • მან გაიაზრა და მისთვის გასაგებია იზოტრეტინოინის გამოყენებასთან დაკავშირებული საფრთხეები და უსაფრთხოების აუცილებელი ზომები.
  • აღნიშნული პირობები აგრეთვე ვრცელდება იმ ქალებთან დაკავშირებით, რომლებიც მოცემული ეტაპისათვის არ ცხოვრობენ აქტიური სექსუალური ცხოვრებით გარდა იმ შემთხვევისა, თუ მედიკამენტის გამომწერი ექიმის გადაწყვეტილებით არსებობს მიზეზი, რომელიც მიუთითებს ორსულობის სავარაუდო რისკის არარასებობაზე.
  • მედიკამენტის გამომწერის მიერ უზრუნველყოფილი უნდა იქნას შემდეგი:
  • პაციენტის შესაბამისობა ორსულობის ზემოთ აღწერილ აღკვეთასთან დაკავშირებით, რაც აგრეთვე მოიცავს დადასტურებას პაციენტის გააზრების ადექვატური დონის შესახებ.
  • პაციენტს გააზრებული აქვს ზემოთ მითითებული პირობები.
  • პაციენტის მიერ გამოყენებული იქნა ეფექტური კონტრაცეფციის სულ მცირე ერთი და უმჯობეს შემთხვევაში ორი მეთოდი, რაც აგრეთვე მოიცავს ბარიერულ მეთოდს მკურნალობის დაწყებამდე სულ მცირე ერთი თვით ადრე, მკურნალობის სრული პერიოდის განმავლობაში და მკურნალობის შეწყვეტის შემდგომ 1 თვის განმავლობაში.
  • მკურნალობამდე, მკურნალობის განმავლობაში და მკურნალობის დასრულებიდან 5 კვირის განმავლობაში მიღებული იქნა ორსულობის ტესტის უარყოფითი პასუხები. ორსულობის თარიღები და შედეგები დადასტურებული უნდა იქნას დოკუმენტურად.

კონტრაცეპცია

მდედრობითი სქესის პაციენტებს უნდა მიეწოდოთ დეტალური ინფორმაცია ორსულობის პრევენციის შესახებ და იმ შემთხვევაში, თუ ისინი არ იყენებენ ეფექტურ კონტრაცეპტივებს, უნდა გაეწიოთ რეკომენდაცია კონტრაცეპტივებთან დაკავშირებით.

მინიმალური მოთხოვნის სახით, რეპროუქციული ასაკის მქონე მდედრობითი სქესის პაციენტებმა უნდა მიიღოს კონტრაცეფციის სულ მცირე ერთი ეფექტური მეთოდი. უმჯობესი იქნება, თუ პაციენტი მიიღებს კონტრაცეფციის ორ დამატებით ფორმას, ბარიერული მეთოდის ჩათვლით. კონტრაცეფცია უნდა გაგრძელდეს იზოტრეტინოინით მკურნალობის შეწყვეტიდან სულ მცირე ერთი თვის განმავლობაში, იმ შემთხვევაშიც, კი თუ პაციენტს აღენიშნება ამენორეა.

ორსულობის ტესტი

ადგილობრივი პრაქტიკის თანახმად მენსტრუალური ციკლის პირველი 3 დღის განმავლობაში რეკომენდებულია 25 მლნ. სე/მლ მინიმალური მგრძნობელობის სამედიცინო თვალსაზრისით კონტროლირებადი ორსულობის ტესტის გამოყენება.

თერაპიის დაწყებამდე :

კონტრაცეფციის დაწყებამდე ორსულობის გამორიცხვის მიზნით რეკომენდირებულია სამედიცინო თვალსაზრისით კონტროლირებადი ორსულობის ტესტის ჩატარება და აღნიშნული თარიღის და შედეგების ჩაწერა. მენსტრუაციის რეგულარული ციკლის მქონე პაციენტებში ორსულობის აღნიშნული ტესტის დრო განსაზღვრული უნდა იქნას პაციენტის სქესობრივი აქტივობის შესაბამისად და აღნიშნული ტესტირება ჩატარებული უნდა იქნას პაციენტის ბოლო დაუცველი სქესობრივი აქტიდან დაახლოებით სამი კვირის შემდგომ. წამლის გამომწერმა ექიმმა პაციენტს უნდა მიაწოდოს ინფორმაცია კონტრაცეფციის შესახებ.

სამედიცინო თვალსაზრისით კონტროლირებადი ორსულობის ტესტი უნდა ჩატარდეს იზოტრეტინოინის გამოწერის მიზნით ჩატარებული კონსულტაციის დროს, ან მკურნალობის დამნიშვნელ ექიმთან ვიზიტამდე 3 დღით ადრე და გადავადებული უნდა იქნას მანამ, სანამ პაციენტის მიერ მიღებული არ იქნება ეფექტური კონტრაცეფცია სულ მცირე 1 თვის განმავლობაში. აღნიშნული ტესტი დაგვიდასტურებს პაციენტის ორსულობის არარსებობას იზოტრეტინოინით მკურნალობის დასაწყისისათვის.

შემდგომი საკონტროლო ვიზიტები

შემდგომი საკონტროლო ვიზიტები უნდა დაიგეგმოს 28 დღიანი ინტერვალით. ყოველთვიურად, სამედიცინო თვალაზრისით კონტროლირებადი ორსულობის ტესტირების ჩატარების აუცილებლობა უნდა განისაზღვროს ადგილობრივი პრაქტიკის შესაბამისად, რა დროსაც აგრეთვე გათვალისწინებული იქნება პაციენტის სექსუალური აქტივობა და მენსტრუალური ისტორია (მენსტრუალური ციკლი პათოლოგიებით, გამოტოვებული პერიოდი და ამენორეა). აღნიშვნის არსებობის შემთხვევაში ორსულობის შემდგომი საკონტროლო ტესტირება უნდა ჩატარდეს მკურნალობის დასანიშნი ვიზიტის დღეს, ან მკურნალობის დამნიშვნელ ექიმთან ვიზიტამდე 3 დღით ადრე.

მკურნალობის დასასრული

მკურნალობის შეწყვეტიდან ხუთი კვირის განმავლობაში მდედრობითი სქესის პაციენტებმა უნდა ჩაიტარონ ორსულობის ტესტი ორსულობის გამორიცხვის მიზნით.

მედიკამენტის დანიშვნასთან და გაცემასთან დაკავშირებული შეზღუდვები

რეპროდუქციული პოტენციალის მქონე ქალებში იზოტრეტინოინის დანიშვნა შეზღუდული უნდა იქნას მკურნალობის 30 დღიანი პერიოდით და მკურნალობის გაგრძელებას ესაჭიროება ახალი დანიშნულება. კარგი იქნება თუ ორსულობის ტესტირება, იზოტრეტინოინის დანიშვნა და გაცემა განხორციელდება ერთსა და იმავე დღეს. იზოტრეტინოინის გაცემა უნდა მოხდეს დანიშვნიდან მაქსიმუმ 7 დღის განმავლობაში.

მამრობითი სქესის პაციენტები

ხელმისაწვდომი მონაცემების თანახმად იზოტრეტინოინის მიმღები პაციენტების სპერმის ზემოქმედება დედის ორგანიზმზე არ არის იმ დონის, რომ დავაკავშიროთ იზოტრეტინოინის ტერატოგენურ ეფექტებთან.

მამრობითი სქესის პაციენტებს უნდა მიეცეთ გაფრთხილება, რომ დაუშვებელია მედიკამენტის გაზიარება ნებისმიერი პიროვნებისათვის, მათ შორის მდედრობითი სქესისთვისაც.

დამატებითი გაფრთხილებები

პაციენტებს უნდა მიეცეთ გაფრთხილება იმის თაობაზე, რომ დაუშვებელია აღნიშნული მედიკამენტის სხვა პირებისთვის გადაცემა.

დაუშვებელია თერაპიის განმავლობაში და იზოტრეტინოინით მკურნალობის შეწყვეტიდან ერთი თვის განმავლობაში სისხლის ჩაბარება, ვინაიდან არსებობს პოტენციური რისკი გადახსმის მიმღები ორსული პაციენტის ნაყოფთან დაკავშირებით.

საგანმანათლებლო მასალები

ემბრიონზე იზოტრეტინოინის ზეგავლენის თავიდან აცილების მიზნით მკურნალობის დამნიშვნელი ექიმისათვის, ფარმაცევტისათვის და პაციენტებისათვის დახმარების გაწევის მიზნით სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი წაემოგვიდგენს დამატებით საგანმანათლებლო მასალებს იზოტრეტინოინის ტერატოგენობის შესახებ გაფრთხილების, თერაპიის დაწყებამდე კონტრაცეფციის შესახებ რეკომენდაციების წარმოდგენის და ორსულობის ტესტირების აუცილებლობის განსაზღვრის მიზნით.

ორსულობის აღკვეთის პროგრამით პაციენტისათვის განკუთვნილი დეტალური ინფორმაცია ტერატოგენური რისკის და ორსულობის აღკვეთის მკაცრი ზომების შესახებ მიეწოდება ყველა მამრობითი და მდედრობითი სქესის პაციენტს ექიმის მიერ.

ფსიქიატრიული დარღვევები

დეპრესია, მწვავე დეპრესია, შფოთვა, აგრესიული ტენდენციები, ხასიათის ცვალებადობა, ფსიქოზური სიმპტომები და იშვიათ შემთხვევებში ფიქრი თვითმკვლელობის შესახებ, თვითმკვლელობის მცდელობა გამოვლენილი იქნა იზოტრეტინოინით ნამკურნალებ პაციენტებში (იხილეთ განყოფილება „არასასურველი გვერდითი მოვლენები“). დეპრესიის ისტორიის მქონე პაციენტებთან დაკავშირებით მიღებული უნდა იქნას განსაკუთრებული ზომები და აუცილებლობის შემთხვევაში გამოყენებული უნდა იქნას შესაბამისი მკურნალობა. სიმპტომების შემცირების მიზნით არ არის რეკომენდებული მხოლოდ იზოტრეტინოინის შეწყვეტა და შესაბამისად, შესაძლოა აუცილებელი იყოს შემდგომი ფსიქიატრიული ან ფსიქოლოგიური შეფასების ჩატარება.

კანისა და კანქვეშა ქსოვილების ფუნქციის მოშლა

აკნეს გამწვავება იშვიათ შემთხვევებში ვლინდება საწყისი პერიოდის განმავლობაში, თუმცა მცირდება ხანგრძლივ მკურნალობასთან ერთად და როგორც წესი, არ არსებობს დოზის დარეგულირების აუცილებლობა.

თავიდან უნდა იქნას აცილებული მზის სხივების ან ულტრაიისფერი სხივების ინტენსიური ზემოქმედება. აუცილებლობის შემთხვევაში გამოყენებული უნდა იქნას მზისგან დამცავი პროდუქტი დაცვის მაღალი ფაქტორით – სულ მცირე SPF 15.

იზოტრეტინოინის მკურნალობის ქვეშ მყოფ პაციენტებში თავიდან უნდა იქნას აცილებული აგრესიული ქიმიური დერმაბრაზია და კანის ლაზერული მკურნალობა, მკურნალობის დასრულებიდან 5-6 თვის განმავლობაში, ვინაიდან არსებობს ჰიპერტროფული ნაიარევის რისკი ატიპიურ მიდამოებში და შედარებით იშვიათ შემთხვევებში, კი ჰიპერ ან ჰიპოპიგმენტაციის საფრთხე ნამკურნალებ ადგილებზე. იზოტრეტინოინის ნამკურნალებ პაციენტებში თავიდან უნდა იქნას აცილებული ცვილით დეპილაცია მკურნალობის დასრულებიდან სულ მცირე 6 თვის განმავლობაში, ვინაიდან არსებობს ეპიდერმული განშრევების რისკი.

დაუშვებელია იზოტრეტინოინის ერთობლივი დანიშნვა ადგილობრივ კერატოლიზურ ან ექსფოლიაციური აკნეს საწინააღმდეგო აგენტებთან ერთად, ადგილობრივი გაღიზიანების მომატების საფრთხიდან გამომდინარე (იხილეთ განყოფილება „ურთიერთმოქმედება სხვა სამედიცინო პროდუქტებთან და ურთიერთმოქმედების სხვა ფორმები“).

პაციენტებმა უნდა მიიღონ გაფრთხილება იზოტრეტინოინის მკურნალობის დაწყებიდანვე კანის დამატენიანებელი მალამოს ან კრემის, ან ტუჩის ბალზამის გამოყენებასთან დაკავშირებით, ვინაიდან პრეპარატმა შესაძლოა გამოიწვიოს კანის და ტუჩების სიმშრალე.

არსებობს კანის მწვავე რეაქციების შესახებ პოსტ–მარკეტინგული მოხსენებები იზოტრეტინოინის გამოყენებასთან დაკავშირებით (მაგ.: მულტიფორმული ერითემა (EM), სტივენს–ჯონსონის სინდრომი (SJS) და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (TEN)). ვინაიდან აღნიშნული მოვლენების განსხვავება კანის სხვა გამოვლენილი რეაქციებისგან საკმაოდ რთულია (იხილეთ ,,გვერდითი ეფექტები“), პაციენტებს უნდა მიეწოდოთ ინფორმავია ნიშნებისა და სიმპტომების შესახებ და უნდა განხორციელდეს მათი მკაცრი მონიტორინგი კანის მწვავე რეაქციებთან მიმართებაში. კანის მწვავე რეაქციის გამოვლენის შემთხვევაში რეკომენდირებულია იზოტრეტინოინით მკურნალობის შეწყვეტა.

ალერგიული რეაქციები

ანაფილაქსიური რეაქციები გამოვლენილი იქნა იშვიათ შემთხვევებში, რიგ შემთხვევებში წარსულში რეტინოიდებთან დაკავშირებული ადგილობრივი რეაქციის შემდგომ. იშვიათია კანის ალერგიული რეაქციები. გამოვლენილი იქნა ალერგიული ვასკულიტის, ხშირად კიდურების პურპურას (სისხლჩაქცევები და წითელი ლაქები) და კანქვეშა ჩართულობის მწვავე შემთხვევები. მწვავე ალერგიული რეაქციები საჭიროებენ მკურნალობის შეწყვეტას და დეტალურ მონიტორინგს.

თვალის დაავადებები

თვალის სიმშრალე, რქოვანას შემღვევა, შემცირებული ღამის მხედველობა და კერატიტი ხშირ შემთხვევებში აღმოიფხვრება თერაპიის შეწყვეტის შემდგომ. თვალის სიმშრალის აღმოფხვრა შესაძლებელია თვალის მალამოს გამოყენების ან ცრემლით ჩანაცლვებითი თერაპიის მეშვეობით. აგრეთვე შესაძლოა ადგილი ჰქონდეს აუტანლობას საკონტაქტო ლინზებთან დაკავშირებით. აღნიშნულიდან გამომდინარე რეკომენდებულია მკურნალობის განმავლობაში პაციენტის მიერ სათვალის ტარება.

აგრეთვე გამოვლენილი იქნა გაუარესებული ღამის მხედველობა და რიგ პაციენტებში ამას ადგილი ჰქონდა მოულოდნელად. მხედველობასთან დაკავშირებული სირთულეების შემთხვევაში პაციენტებმა უნდა გაიარონ კონსულტაციები ოფთალმოლოგთან.

დარღვევები ძვალ კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილების მხრივ

იზოტრეტინოინის მიმღებ პაციენტებში, განსაკუთრებით კი ფიზიკურად აქტიური ცხოვრების მქონე პაციენტებში, გამოვლენილი იქნა მიალგია, ართრალგია და შრატის კრეატინის ფოსფოკინაზას მომატებული მაჩვენებელი. რიგ შემთხვევებში, აღნიშნულმა შესაძლოა გამოიწვიოს სიცოცხლისათვის საშიში, ჩონჩხის კუნთების მწვავე ნეკროზი.

გარქოვანებასთან დაკავშირებით გამოვლენილი დარღვევების სამკურნალოდ რამდენიმე წლის განმავლობაში ძალიან მაღალი დოზის მიღებას შედეგად მოჰყვა ძვლებთან დაკავშირებული ცვლილებები ეპიფიზარული ხაზის ნაადრევი დახურვის, და მყესებისა და იოგების კალციფიკაცია. დოზის სიდიდე, მკურნალობის ხანგრძლივობა და საერთო დოზა აღნიშნულ პაციენტებში მკვეთრად აღემატებოდა აკნეს მკურნალობისათვის რეკომენდირებულ დოზებს და ხანგრძლივობას.

ქალასშიდა კეთილთვისებიანი ჰიპერტენზია

გამოვლენილი იქნა ქალასშიდა კეთილთვისებიანი ჰიპერტენზიის შემთხვევები, რომელთაგანც რამდენიმე მათგანი მოიცავდა ტეტრაციკლინების თანმდევ გამოყენებას. ქალასშიდა კეთილთვისებიანი ჰიპერტენზიის ნიშნები და სიმპტომები მოიცავდა თავის ტკივილს, ღებინებას და გულისრევას, მხედველობასთან დაკავშირებულ დარღვევებს და მხედველობის ნერვის დისკის შეშუპებას. პაციენტებმა, რომლებსაც განუვითარდათ ქალასშიდა კეთილთვისებიანი ჰიპერტენზია, დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტონ იზოტრეტინოინით მკურნალობის კურსი.

ჰეპატობილიარული დარღვევები

მკურნალობამდე, მკურნალობის დაწყებიდან 1 თვის განმავლობაში და შესაბამისად 3 თვიანი ინტერვალით უნდა განხორციელდეს ღვიძლის ფერმენტების შემოწმება, გარდა იმ შემთხვევებისა თუ კლინიკურად ნაჩვენები არ არის გაცილებით ხშირი მონიტორინგი. გამოვლენილი იქნა ღვიძლის ტრანსამინაზების მოკლევადიანი და რევერსული ზრდა. მრავალ შემთხვევაში აღნიშნული ცვლილებები ექცეოდა ნორმის ფარგლებში და მკურნალობის განმავლობაში მაჩვენებელი უბრუნდებოდა საწყის დონეს. თუმცაღა, ტრანსამინაზების დონის კლინიკურად მნიშვნელოვანი მდგრადი მატების შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იქნას დოზის შემცირების ან მკურნალობის შეწყვეტის საკითხი.

თირკმლის უკმარისობა

თირკმლის უკმარისობა არ ახდენს ზეგავლენას იზოტრეტინოინის ფარმაკოკინეტიკაზე. შესაბამისად, დასაშვებია თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში იზოტრეტინოინის მკურნალობის კურსის ჩატარება. თუმცა, რეკომენდებულია მკურნალობის დაბალი დოზით დაწყება და ტიტრირება მაქსიმალურ ასატან დოზამდე.

ლიპიდური ცვლა

შრატის ლიპიდები (მაჩვენებელი უზმოზე) შემოწმებული უნდა იქნას მკურნალობამდე, მკურნალობის დაწყებიდან 1 თვის შემდგომ და ხშირი მონიტორინგის შესახებ კლინიკური ჩვენების შემთხვევაში კი – 3 თვიანი ინტერვალებით. შრატის ლიპიდების მომატებული მაჩვენებელი ჩვეულებრივ უბრუნდება ნორმალურ მაჩვენებელს დოზის შემცირებისას, ან მკურნალობის შეწყვეტისას და შესაძლოა აგრეთვე რეაგირებდეს დიეტურ ზომებთან მიმართებაში.

იზოტრეტინოინი უკავშირდება პლაზმაში ტრიგლიცრეიდების დონის მატებას. იზოტრეტინოინით მკურნალობა შეწყვეტილი უნდა იქნას იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია ჰიპერტრიგლიცერიდემიის გაკონტროლება მისაღებ დონეზე ან გამოვლენილია პანკრეატიტის სიმპტომები. 800mg/dL ან 9mmol/L მაღალი დონე რიგ შემთხვევებში დაკავშირებულია პანკრეატიტთან, რაც შესაძლოა ფატალური იყოს.

კუჭნაწლავისტრაქტთან დაკავშირებული დარღვევები

იზოტრეტინოინი უკავშირდება კუჭ–ნაწლავის ანთებით დაავადებას (რეგიონალური ილეიტის ჩათვლით) იმ პაციენტებში, რომელთა სამედიცინო ისტორიაშიც ფიქსირდება კუჭ–ნაწლავის ტრაქტთან დაკავშირებული დარღვევები. მწვავე (ჰემორაგიული) დიარეით დაავადებულ პაციენტებში დაუყოვნებლივ უნდა იქნას შეწყვეტილი იზოტრეტინოინით მკურნალობა.

ფრუქტოზას აუტანლობა

იზოტრეტინოინის კაფსულები შეიცავენ სორბიტს და მალტიტოლს. დაუშვებელია აღნიშნული მედიკამენტის მიღება იმ პაციენტების მიერ, რომელთაც აღენიშნებათ ფრუქტოზას აუტანლობის იშვიათი თანდაყოლილი პრობლემები.

მაღალირისკის პაციენტები

დიაბეტით, სიმსუქნით, ალკოჰოლიზმით ან ლიპიდური მეტაბოლიზმით დაავადებულ პაციენტებში, რომლებიც გადიან იზოტრეტინოინის მკურნალობის კურსს, აუცილებელია ლიპიდების შრატის მაჩვენებლის ან/და სისხლში გლუკოზის მაჩვენებლის უფრო ხშირი შემოწმება. უზმოზე გამოვლენილი იქნა გლუკოზის მომატებული დონე სისხლში და იზოტრეტინოინით თერაპიის დროს აგრეთვე დადგენილი იქნა დიაბეტის ახალი შემთხვევები.

ურთიერთმოქმედება სხვა მედიკამენტებთან :

დაუშვებელია პაციენტების მიერ თანმდევი მედიკამენტის სახით „A“ ვიტამინის მიღება „A“ ჰიპერვიტამინოზის განვითარების რისკის გამო.

იზოტრეტინოინის და ტეტრაციკლინის ერთობლივი დანიშნვისას გამოვლენილი იქნა ქალასშიდა კეთილთვისებიანი ჰიპერტენზიის (pseudotumor cerebri) შემთხვევები. აღნიშნულიდან გამომდინარე, თავიდან უნდა იქნას აცილებული ტეტრაციკლინებთან ერთობლივი მკურნალობა.

დაუშვებელია იზოტრეტინოინის დანიშნვა ადგილობრივ კერატოლიზურ ან ექსფოლიატურ ანტი–აკნეს აგენტებთან ერთად, ვინაიდან შესაძლოა გაიზარდოს ადგილობრივი გაღიზიანება.

გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის დროს :

ორსულობა

ორსულობა აბსოლუტურად უკუნაჩვენებია იზოტრეტინოინით მკურნალობის დროს. რეპროდუქციული პოტენციალის მქონე ქალებმა მკურნალობამდე ერთი თვით ადრე, მკურნალობის დროს და მკურნალობის დასრულებიდან ერთი თვის განმავლობაში უნდა გამოიყენონ ეფექტური კონტრაცეფცია. ზემოთ აღნიშნული გამაფრთხილებელი ზომების მიუხედავად ორსულობის დადგომის შემთხვევაში, არსებობს ნაყოფის განვითარების მწვავე და სერიოზული ნაკლის საფრთხე.

იზოტრეტინოინის ზემოქმედებასთან დაკავშირებული ნაყოფის ნაკლოვანება მოიცავს ცენტრალური ნერვული სისტემის პათოლოგიებს (ჰიდროცეფალია, ცერებრული პათოლოგია / ნაკლი, მიკროცეფალია), სახის დისმორფიზმს, მგლის ხახას, ყურის ნიჟარის პათოლოგიებს (გარეთა ყურის არარსებობა, გარე სასმენი მილის არარსებობა ან მცირე ზომა), თვალთან დაკავშირებულ პათოლოგიებს (მიკროფტალმია), კარდიოვასკულარულ პათოლოგიებს (გულის თანდაყოლილ ეფექტებს როგორიც არის ფალოს ტეტრადა, მაგისტრალური სისხლძარღვების ტრანსპოზიცია, გულის ძგიდის დეფექტი), მკერდუკანა ჯირკვლის პათოლოგიებს და პარათიროიდული ჯირკვლის პათოლოგიებს. აგრეთვე გამოვლენილი იქნა თვითნებური აბორტის მომატებული შემთხვევები.

იზოტრეტინოინით მკურნალობის დროს ორსულობის შემთხვევაში რეკომენდებულია მკურნალობის შეწყვეტა, რის შემდგომაც პაციენტმა უნდა მიმართოს ტეტრალოგიის სფეროში განათლების ან გამოცდილების მქონე ექიმს შეფასებისა და შემდგომი კონსულტაციის მიზნით.

ლაქტაცია

იზოტრეტინოინი საკმაოდ ლიპოფილურია და შესაბამისად სავარაუდოა იზოტრეტინოინის ლაქტატში გადასვლა. გამომდინარე იქედან, რომ დედის რძის მიღებისას ბავშვთან დაკავშირებით არსებობს გვერდითი მოვლენების საფრთხე, იზოტრეტინოინის მიღება ლაქტაციის პერიოდში უკუნაჩვენებია.

ფერტილობა

იზოტრეტინოინის თერაპიული დოზა არ ახდენს ზეგავლენას სპერმის რადენობაზე, მოძრაობაზე და მორფოლოგიაზე, აგრეთვე არ უქმნის საფრთხეს ჩანასახის განვითარებას მამაკაცის მიერ იზოტრეტინოინის მიღების შემთხვევაში.

ზეგავლენა ავტომანქანისა და სხვამექანიზმების მართვაზე :

იზოტრეტინოინმა შესაძლოა პოტენციური ზეგავლენა მოახდინოს მექანიზმების მართვისა და გამოყენების უნარზე. იზოტრეტინოინის თერაპიის დროს გამოვლენილი იქნა ღამის მხედველობის შემცირების რიგი შემთხვევები და იშვიათ შემთხვევებში აღნიშნული მდგომარეობა შენარჩუნდა მკურნალობის დასრულების შემდგომაც. ვინაიდან აღნიშნული შემთხვევა მოულოდნელი იყო, პაციენტებს უნდა განემარტოთ ინფორმაცია აღნიშნული პოტენციური პრობლემისა და ავტომანქანის ან სხვა მექანიზმების მართვისას შესაბამისი გამაფრთხილებელი ზომების მიღების შესახებ.

ძალიან იშვიათ შემთხვევებში გამოვლენილი იქნა ძილიანობა, თავბრუსხვევა და ვიზუალური დარღვევები. აღნიშნული ეფექტების დადგომის შემთხვევაში პაციენტებს უნდა მიეცეთ გაფრთხილება, რომ არ მართონ ავტომანქა ან სხვა მექანიზმები და არ მიიღონ მონაწილეობა ისეთ აქტვობებში, სადაც ზემოაღნიშნულმა სიმპტომებმა მათ ან სხვებს შესაძლოა შეუქმნას საფრთხე.

არასასურველი ეფექტები :

იზოტრეტინოინთან დაკავშირებული რიგი გვერდითი მოვლენებისა დამოკიდებულია დოზაზე. ზოგადად გვერდითი მოვლენები უკუქცევადია დოზის შეცვლის ან მკურნალობის შეწყვეტის შემდგომ, თუმცა შესაძლოა რიგი გვერდითი მოვლენების შენარჩუნება მკურნალობის შეწყვეტის შემდგომაც კი. იზოტრეტინოინთან დაკავშირებით ყველაზე ხშირად გამოვლენილ გვერდით მოვლენებს წარმოადგენენ: კანის სიმშრალე, ლორწოვანი გარსის, მაგ. ტუჩების (ჰეილიტი), ცხვირის ლორწოვანი გარსის (ცხვირიდან სისხლდენა) და თვალების (კონიუქტივიტი) სიმშრალე.

ინფექციები:

ძალიან იშვიათი (≤1/10 000)

გრამდადებითი ბაქტერიული ინფექცია (კანი და ლორწოვანი გარსი)

სისხლთან და ლიმფურ სისტემასთან დაკავშირებული სისტემური დაავადებები:

ხშირი (≥1/10)

გავრცელებული (≥1/100, <1/10)

ძალიან იშვიათი (≤1/10000)

ანემია, ერითროციტების დალექვის მომატებული კოეფიციენტი, თრომბოციტოპენია, თრომბოციტოზი

ლიმფადენოპათია

იმუნური სისტემის დარღვევები:

იშვიათი (≥1/10000,<1/1000)

კანის ალერგიული რეაქცია, ანაფილაქსიური რეაქციები, ჰიპერმგრძნობელობა

მეტაბოლიზმი და კვებასთან დაკავშირებული დარღვევები:

ძალიან იშვიათი (≤1/10000)

შაქრიანი დიაბეტი, ჰიპერურიკემია

ფსიქიატრიული აშლილობა:

იშვიათი (≥1/10000,<1/1000)

ძალიან იშვიათი (≤1/10000)

დეპრესია, მძიმე დეპრესია, აგრესიის გამოვლინებები, შფოთვა, ხასიათების ცვალებადობა

არაადექვატური ქცევა, თვითმკვლელობაზე ფიქრი, თვითმკვლელობის მცდელობა, თვითმკვლელობა

ნერვული სისტემის აშლილობები:

გავრცელებული (≥1/100,<1/10)

ძალიან იშვიათი (≤1/10 000)

თავის ტკივილი

ქალასშიდა კეთილთვისებიანი ჰიპერტენხია, კრუნჩხვები, ძილიანობა, თავბრუსხვევა

თვალის დაავადებები:

ხშირი (≥1/10)

ძალიან იშვიათი (≤1/10000)

ბლეფარიტი, კონიუქტივიტი, თვალის სიმშრალე, თვალის გაღიზიანება

ბუნდოვანი მხედველობა, კატარაქტა, დალტონიზმი (ფერადი მხედველობის დეფიციტი), კონტაქტური ლინზების აუტანლობა, რქოვანას გაბუნდოვანება, შემცირებული ღამის მხედველობა, კერატიტი, პაპილოედემა (შიდა ქალის კეთილთვისებიანი ჰიპერტენზიის ნიშნის სახით), ფოტოფობია, მხედველობის დარღევა

სმენასა და წონასწორობასთან დაკავშირებული დარღვევები:

ძალიან იშვიათი (≤1/10 000)

სმენის დარღვევა

სახსრებთან დაკავშირებული დარღვევები:

ძალიან იშვიათი (≤1/10000)

ვასკულიტი (მაგალითისათვის ვეგენერის სინდრომი, ალერგიული ვასკულიტი)

რესპირატორულ სისტემასთან, გულმკერდთან და მედიასტინალურ სისტემასთან დაკავშირებული დარღვევები:

გავრცელებული (≥1/100,<1/10)

ძალიან იშვიათი (≤1/10000)

ცხვირიდან სისხლდენა, ცხირის სიმშრალე, ნაზოფარინგიტი

ბრონქოსპაზმი (კერძოდ კი ასთმით დაავადებულ პაციენტებში), დისფონია

კუჭ-ნაწლავთან დაკავშირებული დარღვევები:

ძალიან იშვიათი (≤1/10000)

კოლიტი, ილეიტი, სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, ჰემორაგიული დიარეა და კუჭ-ნაწლავის ანთებითი დაავადებები, გლუისრევა, პანკრეატიტი

ჰეპატობილიარული დარღვევები:

 

ხშირი (≥1/10)

ძალიან იშვიათი (≤1/10000)

ტრანსამინაზების მომატება

ჰეპატიტი

კანთან და კანქვეშა ქსოვილთან დაკავშირებული დაღვევები:

ხშირი (≥1/10)

იშვიათი (≥l/10000,<l/1000)

ძალიან იშვიათი (≤1/10 000)

სიხშირე უცნობია *

ქეილიტი, დერმატიტი, კანის სიმშრალე, ადგილობრივი ექსფოლიაცია, ერითემული გამონაყარი, კანის სიმყიფე (ხახუნის შედეგად ტრავმის მიღების რისკი)

ალოპეცია

ელვისებური აკნე. გამწვავებული აკნე (acne flare), არითემა (სახის), ეგზანთემა, თამსთან დაკავშირებული დარღვევები, ჰისრუტიზმი, ფრჩხილის დისტროფია, პარონიქია, ფოტომგრძნობელობის რეაქცია, პიოგენური გრანულომა, კანის ჰიპერპიგმენტაცია, მომატებული ოფლიანობა

მულტიფორმული ერითემა, სტივენ-ჯონსის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი.

ძვალკუნთოვან და შემაერთებელ ქსოვილთან დაკავშირებული დარღვევები:

ხშირი (≥1/10)

ძალიან იშვიათი (≤1/10 000)

სიხშირე უცნობია*:

ართრალგია, მიალგია, ტკივილი ზურგის არეში (განსაკუთრებით ბავშვებში და ზრდასრულ პაციენტებში)

ართრიტი, კალცინოზი (მყესებისა და იოგების კალციფიკაცია), ეპიფიზის ხაზის ნაადრები დახურვა, ძვლების შემცირებული სიმკვრივე, ტენდინიტი

ჩონჩხის კუნთების მწვავე ნეკროზი

თირკმელებთან და საშარდე გზებთან დაკავშირებული დარღვევები:

ძალიან იშვიათი (≤1/10 000)

გლომერულონეფრიტი

საერთო და შეყვანის ადგილზე დარღვევები

ძალიან იშვიათი (≤1/10 000)

ქსოვილის გრანულაცია (მომატებული), დისკომფორტი

კვლევები:

ხშირი (≥1/10)

გავრცელებული (≥1/100, <1/10)

ძალიან იშვიათი (≤1/10000)

სისხლში ტრიგლიცერიდების მომატებული დონე, მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების მომატება

სისხლში ქოლესტეროლის დონის მომატება, სისხლში შაქრის დონის მომატება, ჰემატურია, პროტეინურია

სისხლში კრეატინფოსფოკინაზის მომატებული დონე

* შეუძლებელია შეფასება ხელმისაწვდომი მონაცემების მიხედვით

ჭარბი დოზირება :

იზოტრეტინოინი წარმოადგენს „A“ ვიტამინის დერივატს, მიუხედავადმ იმისა, რომ იზოტრეტინოინის მწვავე ტოქსიკურობა საკმაოდ დაბალია, შემთხვევითი ჭარბი დოზირების შემთხვევაში შესაძლოა გამოვლენილი იქნას „A“ ჰიპერვიტამინოზის ნიშნები. „A“ ვიტამინის მწვავე ტოქსიკურობის გამოვლინება მოიცავს თავის მწვავე ტკივილს, ღებინებას ან გულისრევას, ძილიანობას, გაღიზიანებას და ქავილს. იზოტრეტინოინის შემთხვევითი ან განზრახული ჭარბი დოზირების ნიშნები და სიმპტომები სავარაუდოდ მსგავსია. აღნიშნული სიმპტომები უკუქცევადია და დაიკლებს მკურნალობის საჭიროების გარეშე.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.

მეტი ინფორაცია
რაოდენობა30
Formსპრეი
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy