Hemoxiparin - ჰემოქსიპარინი 0.3მლ 10 ცალი მზა შპრიცი
ჰემოქსიპარინი® HEMOXIPARIN®
პრეპარატის სავაჭრო დასახელება: ჰემოქსიპარინი®
საერთაშორისო არაპატენტირებული სახელწოდება: ენოქსაპარინი ნატრიუმი
წამლის ფორმა: საინექციო ხსნარი
შემადგენლობა:
1 შპრიცი (0,3 მლ) აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს ენოქსაპარინის ნატრიუმს 3000 ანტი-ჰა МЕ (30 მგ);
დამხმარე ნივთიერებები: საინექციო წყალი - 0,3 მლ-მდე.
1 შპრიცი (0,6 მლ) აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს ენოქსაპარინის ნატრიუმს 6000 ანტი-ჰა МЕ (60 მგ);
დამხმარე ნივთიერებები: საინექციო წყალი - 0,6 მლ-მდე.
1 შპრიცი (0,8 მლ) აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს ენოქსაპარინის ნატრიუმს 8000 ანტი-ჰა МЕ (80 მგ);
დამხმარე ნივთიერებები: საინექციო წყალი - 0,8 მლ-მდე.
აღწერა: უფერული ან მოყვითალო, ან მოყავისფრო-მოყვითალო გამჭვირვალე სითხე. ფარმაკოთერაპევტული ჯგუფი: პირდაპირი მოქმედების ანტიკოაგულანტური საშალება.
ATX კოდი: B01AB05
ფარმაკოლოგიური თვისებები
დახასიათება
ენოქსაპარინი ნატრიუმი - დაბალმოლეკულური ჰეპარინია. საშუალო მოლეკულური მასა დაახლოებით 4500 დალტონი: 2000 დალტონზე ნაკლები - < 20 %, 2000-დან 8000 დალტონამდე -> 68 %, 8000 დალტონზე მეტი - < 18%. ენოქსაპარინი ნატრიუმი მიიღება ჰეპარინის ბენზილის ეთერის ტუტოვანი ჰიდროლიზით, გამოყოფილი ღორის წვრილი ნაწლავის ლორწოვანი გარსისგან. მისი სტრუქტურა ხასიათდება 2-O-სულფო- 4-ენპირაზინოსურონის მჟავის აღუდგენელი ფრაგმენტით და 2-N,6-O-დისულფო-D- გლუკოპირანოზიდის აღმდგენი ფრაგმენტით. ნატრიუმის ენოქსაპარინის სტრუქტურა შეიცავს დაახლოებით 20% (15%-დან 25%-მდე ფარგლებში) 1,6-ანჰიდროწარმოებული პოლისაქაროიდული ჯაჭვის აღმდგენ ფრაგმენტში.
ფარმაკოდინამიკა
In vitro ნატრიუმის ენოქსაპარინი ფლობს მაღალ აქტივობას სისხლის შედედების ჰა ფაქტორის მიმართ (ანტი-ჰა აქტივობა დაახლოებით 100 ME/მლ) და დაბალი აქტივობით შედედების IIa ფაქტორის მიმართ (ანტი-IIa ანტითრომბული აქტივობა დაახლოებით 28 ME/მლ). ეს ანტიკოაგულანტური აქტივობა განპირობებულია ანტითრომბინით III (AT-III). გარდა ანტი-ჰა/IIa აქტივობისა, გამოვლენილია დამატებითი ენოქსაპარინის ნატრიუმის ანტიკოაგულანტური და ანთების
საწინააღმდეგო თვისებები, როგორც ადამიანში, ისე ცხოველების მოდელებზე, როლებიც შეიცავენ შედედების სხვა ფაქტორების AT-III დამოკიდებულ ინჰიბირებას, როგორიცაა VIIa ფაქტორი, როგორიცაა ქსოვილის ფაქტორის გზის გამოთავისუფლების ინჰიბიტორის აქტივაციას, აგრეთვე სისხლძარღვების ენდოთელიიდან სისხლის ნაკადში ვილებრანდის ფაქტორის გამოთავისუფლების დაქვეითებას. ეს ფაქტორები უზრუნველყოფენ ენოქსაპარინის ნატრიუმის ანტიკოაგულანტურ ეფექტს მთლიანობაში.
პროფილაქტიკურ დოზებში გამოყენებისას ენოქსაპარინი ნატრიუმი უმნიშვნელოდ ცვლის აქტივირებულ ნაწილობრივ თრომბოპლასტინის დროს (ანთდ), პრაქტიკულად არ ახდენს ზეგავლენას თრომბოციტების აგრეგაციაზე და ფიბრინოგენის თრომბოციტებთან დაკავშირების დონეზე.
პლაზმაში ანტი-IIa აქტივობა დაახლოებით 10-ჯერ დაბალია, ვიდრე ანტი-ჰა აქტივობა. საშუალო მაქსიმალური ანტი IIa აქტივობა აღინიშნება დაახლოებით 3-4 სთ მერე კანქვეშ შეყვანის შემდეგ და აღწევს 0,13 ME/მლ და 0,19 ME/მლ განმეორებითი შეყვანის შემდეგ სხეულის მასის 1 მგ/კგ - ორჯერადი შეყვანისას და სხეულის მასის 1,5 მგ/კგ - ერთჯერადი შეყვანისას, შესაბამისად.
საშუალო მაქსიმალური ანტი-ჰა პლაზმური აქტივობა აღინიშნება 3-5 სთ მერე პრეპარატის კანქვეშ შეყვანის შემდეგ და შეადგენს დაახლოებით 0,2; 0,4; 1,0 და 1,3 ანტი-ჰა ME/მლ კანქვეშ შეყვანის მერე 20 მგ, 40 მგ და 1 მგ/კგ და 1,5 მგ/კგ შესაბამისად. ფარმაკოკინეტიკა
ენოქსაპარინი ნატრიუმის ფარმაკოკინეტიკა თერაპიულ დოზებში ატარებს ხაზოვან ხასიათს. ვარიაბელურობა შიგნით და პაციენტების ჯგუფებს შორის დაბალია. პრეპარატის ჰემოქსიპარინის ერთჯერადი კანქვეშა შეყვანის მერე დოზით 1 მგ/კგCmax შეადგენს0,49
წინასწარ შევსებული შპრიცის მოცულობა
ჭურჭელში დარჩენილი საინფუზიო ხსნარის რაოდენობა
0,3 მლ
10 მლ
0,6 მლ
20 მლ
ჭურჭლის შემცველობა ენოქსიპარინის ნატრიუმის გაზავებული ხსნარით ფრთხილად აირევა. შპრიცის მეშვეობით შესაყვანად ამოიღება საჭირო მოცულობის ნატრიუმის ენოქსიპარინის გაზავებული ხსნარი, რომელიც გამოითვლება შემდეგი ფორმულით: გაზავებული ხსნარის მოცულობა=პაციენტის სხეულის მასას (კგ) x 0,1
ან ქვემოთ მოყვანილი ცხრილის მეშვეობით.
მოცულობა, რომელიც შეიყვანება ინტრავენურად გაზავების შემდეგ
პაციენტის სხეულის მასა (კგ) |
საჭირო დოზა (0,3 მგ/კგ) [მგ] |
3 მგ.მლ [მლ] კონცენტრაციამდე გაზავებული ხსნარის საჭირო რაოდენობა შესაყვანად |
45 |
13,5 |
4,5 |
50 |
15 |
5 |
55 |
16,5 |
5,5 |
60 |
18 |
6 |
65 |
19,5 |
6,5 |
70 |
21 |
7 |
75 |
22,5 |
7,5 |
80 |
24 |
8 |
85 |
25,5 |
8,5 |
90 |
27 |
9 |
95 |
28,5 |
9,5 |
100 |
30 |
10 |
სისხლის მიმოქცევის სისტემაში თრომბოწარმოშობის პროფილაქტიკა ჰემოდიალიზის დროს (ჩვეულებრივ, სეანსის ხანგრძლივობისას არაუმეტეს 4 სთ)
ენოქსაპარინი ნატრიუმის დოზა შეადგენს 1 მგ/კგ. სისხლდენის მაღალი რისკის მქონე პაციენტებისთვის დოზა უნდა შემცირდეს 0,5 მგ/კგ-მდე სისხლძარვის ორმაგი შეღწევისას ან 0,75 მგ-მდე - სისხლძარღვის ერთგვაროვანი შეღწევისას.
ჰემოდიალიზის დროს ჰემოქსიპარინი შეიყვანება შუნტის არტერიულ მონაკვეთში ჰემოდიალიზის სეანსის დასაწყისში. ერთი დოზა, როგორც წესი, საკმარისია ოთხსაათიანი სეანსისთვის, მაგრამ ხანგრძლივი ჰემოდიალიზის დროს ფიბრინული რგოლების აღმოჩენისას, შესაძლებელია პრეპარატის დამატებით შეყვანა გაანგარიშებით 0,5-1მგ/კგ.
ხანდაზმული ასაკის პაციენტები
ST სეგმენტის აწევით მიოკარდიუმის ინფარქტის (იხ. ზემოთ) მკურნალობის გამოკლებით, დანარჩენი სხვა ჩვენებებისთვის ნატრიუმის ენოქსაპარინის დოზის შემცირება ხანდაზმული ასაკის პაციენტებში, თუ მათ არ გააჩნიათ თირკმელების ფუნქციის დარღვევა, არ არის საჭირო.
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტები
თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევები (ენდოგენური კრეატინის კლირენსი ნაკლებია 30 მლ/წთ).
ენოქსაპარინის ნატრიუმის დოზა მცირდება ქვემოთ წარმოდგენილი ცხრილების შესაბამისად, ვინაიდან ამ პაციენტებში ხდება პრეპარატის დაგროვება.
პრეპარატის სამკურნალო მიზნით გამოყენებისას, რეკომენდებულია დოზირების რეჟიმის შემდეგი კორექცია:
დოზირების ჩვეულებრივი რეჟიმი |
დოზირების რეჟიმი თირკმლის მძიმე უკმარისობის დროს |
||||||
1 მგ/კგ კანქვეშ 2-ჯერ დღე-ღამეში |
1 მგ/კგ კანქვეშ ერთხელ დღე-ღამეში |
||||||
1,5 მგ/კგ კანქვეშ ერთხელ დღე-ღამეში |
1 მგ/კგ კანქვეშ ერთხელ დღე-ღამეში |
||||||
ST სეგმენტის აწევით მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის მკურნალობა <75 წლის პაციენტებში |
|||||||
ერთჯერადად: ბოლუსური ინტრავენური შეყვანა 30 |
მგ |
+ |
მგ/კგ |
ერთჯერადად: ბოლუსური ინტრავენური შეყვანა 30 |
მგ |
+ |
მგ/კგ |
კანქვეშ; შემდგომი კანქვეშ შეყვანით დოზით 1 მგ/კგ ორჯერ დღე-ღამეში (მაქსიმალურად 100 მგ ორიდან თითოეული პირველი კანქვეშა ინექციისთვის) |
კანქვეშ; შემდგომი კანქვეშ შეყვანით დოზით 1 მგ/კგ ერთხელ დღე-ღამეში (მაქსიმალურად 100 მგ ორიდან თითოეული პირველი კაქვეშა ინექციისთვის) |
ST სეგმენტის აწევით მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის მკურნალობა >75 წლის პაციენტებში |
|
0,75 მგ/კგ კანქვეშ 1 მგ/კგ კანქვეშ ორჯერ დღე-ღამეში პირველადი ბოლუსური შეყვანის გარეშე (მაქსიმალურად 75 მგ ორიდან თითოეული პირველი კანქვეშა ინექციისთვის) |
1 მგ/კგ კანქვეშ 1 მგ/კგ კანქვეშ ერთხელ დღე-ღამეში პირველადი ბოლუსური შეყვანის გარეშე (მაქსიმალურად 100 მგ პირველი კანქვეშა ინექციისთვის) |
პრეპარატის პროფილაქტიკური მიზნებისთვის გამოყენებისას, რეკომენდებულია დოზირების რეჟიმის შემდეგი კორექცია
დოზირების ჩვეულებრივი რეჟიმი |
დოზირების რეჟიმი თირკმლის მძიმე უკმარისობის დროს |
40 მგ კანქვეშ ერთხელ დღე-ღამეში |
20 მგ კანქვეშ ერთხელ დღე-ღამეში |
20 მგ კანქვეშ ერთხელ დღე-ღამეში |
20 მგ კანქვეშ ერთხელ დღე-ღამეში |
დოზირების რეჟიმის რეკომენდებული კორექცია არ გამოიყენება ჰემოდიალიზის ჩატარებისას.
თირკმლის მსუბუქი (კრეატინინის კლირენსის 50-80 მლ/წთ) და ზომიერი (კრეატინინის კლირენსი 30-50 მლ/წთ) უკმარისობისას დოზის კორექციას არ საჭიროებს, მაგრამ საჭიროა უფრო ხშირად ჩატარდეს თერაპიის ლაბორატორიული კონტროლი. თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტები
კლინიკური გამოკვლევების არარსებობასთან დაკავშირებით, დაცული უნდა იყოს სიფრთხილე ნატრიუმის ენოქსაპარინის გამოყენებისას პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის დარღვევით.
გვერდითი მოვლენები
გვერდითი მოქმედებები კლასიფიცირებულია სიხშირის მიხედვით შემდეგნაირად: ძალიან ხშირი (>1/10), ხშირი (>1/100-<1/10), არც ისე ხშირი (>1/1000-<1/100), იშვიათი (>1/10000-<1/1000), ძალიან იშვიათი (<1/10000).
სისხლდენა
შესაძლებელია სისხლდენა, განსაკუთრებით რისკის თანმხლები ფაქტორების არსებობისას: ორგანული ცვლილებები სისხლდენის მიდრეკილებით, ასაკი, თირკმლის უკმარისობა, სხეულის დაბალი მასა და პრეპარატების ზოგიერთი კომბინაცია (იხ.
„ურთიერთმოქმედება სხვა პრეპარატებთან“). სისხლდენის განვითარების დროს საჭიროა მოიხსნას პრეპარატის შეყვანა, დადგინდეს სისხლდენის მიზეზი და დაიწყოს შესაბამისი თერაპია.
ძალიან ხშირი - სისხლდენები ვენური თრომბოზების დროს, ქირურგიულ ავადმყოფებსა და ღრმა ვენების თრომბოემბოლიითა და მის გარეშე თრომბოზის მკურნალობის დროს.
ხშირი - სისხლდენები ვენური თრომბოზის პროფილაქტიკის დროს წოლით რეჟიმზე მყოფ პაციენტებში და სტენოკარდიის, Q კბილის გარეშე მიოკარდიუმის ინფარქტისა და TS სეგმენტის აწევით მიოკარდიუმის ინფარქტის დროს.
არც ისე ხშირი - მუცლის ღრუსა და ქალა შიდა სისხლდენები პაციენტებში ღრმა ვენების თრომბოემბოლიითა და მის გარეშე თრომბოზის მკურნალობისას, აგრეთვე TS სეგმენტის აწევით მიოკარდიუმის ინფარქტის დროს.
იშვიათი - მუცლის ღრუს სისხლდენები ვენური თრომბოზების პროფილაქტიკისას ქირურგიულ ავადმყოფებში და სტენოკარდიის, Q კბილის გარეშე მიოკარდიუმის ინფარქტის მკურნალობის დროს.
ენოქსაპარინის ნატრიუმის გამოყენებისას სპინალური/ეპიდურული ანესთეზიის და შემღწევი კათეტერების პოსტოპერაციული გამოყენების ფონზე, აღწერილია ნეიროაქსიალური ჰემატომის წარმოშობის იშვიათი შემთხვევები, რომლებმაც გამოიწვიეს სხვადასხვა ხარისხის გამოხატულობის ნევროლოგიური დარღვევა, ხანგრძლივი ან შეუქცევადი პარალიჩის ჩათვლით (იხ. „განსაკუთრებული მითითებები“).
თრომბოციტოპენია და თრომბოციტოზი
ძალიან ხშირი - თრომბოციტოზი ვენური თრომბოზების პროფილაქტიკისას ქირურგიულ ავადმყოფებში და ღრმა ვენების თრომბოემბოლიითა და მის გარეშე თრომბოზის მკურნალობის დროს.
ხშირი - თრომბოციტოპენია. ვენური თრომბოზების პროფილაქტიკისას ქირურგიულ ავადმყოფებში და ღრმა ვენების თრომბოემბოლიითა და მის გარეშე თრომბოზის მკურნალობის დროს, აგრეთვე TS სეგმენტის აწევით მიოკარდიუმის ინფარქტის დროს. არც ისე ხშირი - თრომბოციტოპენია ვენური თრომბოზების დროს წოლით რეჟიმზე მყოფ პაციენტებში და სტენოკარდიის, Q კბილის გარეშე მიოკარდიუმის ინფარქტის მკურნალობის დროს.
ძალიან იშვიათი - აუტოიმუნური თრომბოციტოპენია TS სეგმენტის აწევით მიოკარდიუმის ინფარქტის დროს.
იშვიათ შემთხვევებში ცნობილი იყო აუტოიმუნური თრომბოციტოპენიის თრომბოზთან ერთად განვითარების შესახებ. ზოგიერთ მათგანში თრომბოზი რთულდება ორგანოს ინფარქტით ან კიდურის იშემიით (იხ. ნაწილი „განსაკუთრებული მითითებები“).
სხვა
ძალიან იშვიათად - „ღვიძლის“ ტრანსამინაზების აქტივობის მომატება.
ხშირად - ალერგიული რეაქციები, ჭინჭრის ციება, ქავილი, კანის საფარის ჰიპერემია, ჰემატომა და ტკივილი ინექციის ადგილას.
არც ისე ხშირად - კანის (ბულოზური გამონაყარი), ანთებითი რეაქცია შეყვანის ადგილას, კანის ნეკროზი შეყვანის ადგილას.
იშვიათად - ანაფილაქტური და ანანაფილაქტური რეაქციები, ჰიპერკალიემია. ინექციის ადგილას შეიძლება განვითარდეს კანის ნეკროზი, რომელსაც წინ უძღვის პურპურას ან ერითემატოზული მტკივნეული პაპულების გამოჩენა. ამ შემთხვევებში პრეპარატით თერაპია უნდა შეწყდეს. შესაძლებელია მყარი ანთებითი კვანძების-ინფილტრატების წარმოქმნა პრეპარატის ინექციის ადგილას, რომლებიც ქრება რამდენიმე დღეში და არ წარმოადგენს საფუძველს პრეპარატის მოსახსნელად.
დოზის გადაჭარბება
სიმპტომები: ჰემორაგიული გართულებები დოზის შემთხვევითი გადაჭარბებისას ენოქსაპარინის ნატრიუმის კანქვეშ შეყვანის დროს. შიგნით დიდი დოზებითაც კი შემთხვევით მიღებისას, პრეპარატის შეწოვა ნაკლებად შესაძლებელია.
მკურნალობა: ნეიტრალდება ენოქსაპარინის ნატრიუმის მოქმედება პროტამინის სულფატის ნელი ინტრავენური (ი/ვ) შეყვანით. პროტამინის სულფატის 1 მგ ანეიტრალებს 1 მგ ენოქსაპარინის ნატრიუმის ანტიკოაგულაციურ ეფექტს, თუ პრეპარატი შეიყვანებოდა არაუმეტეს 8 საათით ადრე პროტამინის სულფატის შეყვანამდე.
პროტამინი სულფატის 0,5 მგ ანეიტრალებს 1 მგ ენოქსაპარინის ნატრიუმის ანტიკოაგულაციურ ეფექტს, თუ ის შეყვანილი იყო 8 საათზე მეტი ხნის
რაოდენობა | 10 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account