სინამაქის ფოთოლი 40გ
ჩვენება: როგორც, ანტრაცენების ბუნებრივი წყარო კუჭ-ნაწლავის პერისტალტიკის გასაუმჯობესებლად.
სინამაქის ფოთოლი 40გრ
გამოყენების ინსტრუქცია
პრეპარატის დასახელება: სინამაქის ფოთოლი 40გრ
არაპატენტირებული საერთაშორისო დასახელება: FOLIA შENNAE
გამოშვების ფორმა: მცენარეული ნედლეული 40გრ .მუყაოს კოლოფში
გარეგანი აღწერა: ნედლეულის სხვადასხვა ფორმის ნაწილაკები, რომლებიც გადის 7მმ დიამეტრის მქონე ფორებიან საცერში. გემო ოდნავ მომწარო,
ლორწოვანების შეგრძნებით.
შემადგენლობა: სინამაქის ფოთოლი შეიცავს ანტრაგლიკოზიდებს (Aდა B სენიდინებს,რეინს,ალოე-ემოდინს),რომელთა არსებობაც ფოთლებში განაპირობებს მცენარის ბიოლოგიურ აქტივობას.მცენარის გლიკოზიდების ძირითად აგლიკონს წარმოადგენს ალოე-ემოდინი.გარდა ამისა მცენარეში აღმოჩენილია ორგანული მჟავები(პალმიტინი,ლინოლინი,სტეარინი და სხვა.) გლიკოზიდები კემფეროლი და კემპფერინი,ალკალოიდები,სტერინები და სხვა.
ჩვენება: როგორც, ანტრაცენების ბუნებრივი წყარო.
კუჭ-ნაწლავის პერისტალტიკის გასაუმჯობესებლად
დამზადების წესი: ნედლეულის 2 სუფრის კოვზს დაასხით ერთი ჭიქა ცხელი წყალი,ადუღეთ 2-3წთ.გაგაჩერეთ 1 სთ.
დოზირება: მიიღეთ 1 ჩაის ჭიქა ¼ ძილის წინ..
ჭარბი დოზირება: ჭარბი დოზირების დროს შეიძლება გამომჟღავნდეს შეკრულობა.
მიღების ხანგრძლივობა: ინდივიდუალურია.
უკუჩვენება: ნაწლავის გაუვალობა,მუცლის უცნობი ეტიოლოგიის ტკივილი.
გვერდითი მოვლენები: მეტეორიზმი,მუცლის ტკივილი ჭვალის სახით.
პრეპარატის მიღება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში არ არის მიზანშეწონილი.
ვარგისიანობის ვადა:3წელი
ავტომობილისა დასხვა მექანიზმების მართვის უნარზე ქმნის დისკომფორტს.
შენახვის პირობები: მშრალი, სინათლისაგან დაცული ადგილი.
რაოდენობა | 1 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account