სექსუალური ჯანმრთელობა

სექსუალური ჯანმრთელობა

სექსუალური ჯანმრთელობა მოიცავს საკითხების ფართო სპექტრს, რომელიც სასიცოცხლო მნიშვნელობისაა სრულფასოვანი და უსაფრთხო სექსუალური ცხოვრებისათვის. სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებსა და ინფექციებს, როგორიცაა ქლამიდია, გონორეა, სიფილისი და აივ/შიდსი შეიძლება სერიოზული შედეგები მოჰყვეს, მათ შორის უნაყოფობა, ქრონიკული ტკივილი და მძიმე შემთხვევებში სიკვდილიც კი. რეგულარული ტესტირება, დაცული სექსუალური აქტი და პარტნიორთან ღია კომუნიკაცია გადამწყვეტია სგგდ-ების პრევენციისა და მართვისთვის.

კონტრაცეფცია გადამწყვეტ როლს ასრულებს სექსუალურ ჯანმრთელობაში, რაც საშუალებას აძლევს ადამიანებს არჩევანის საშუალებას, როდის სურთ გახდნენ მშობლები. არსებობს კონტრაცეფციის სხვადასხვა მეთოდი, მათ შორის პრეზერვატივი, ჩასახვის საწინააღმდეგო აბები, იმპლანტები და ა.შ. თითოეულ მეთოდს აქვს თავისი დადებითი მხარე და არჩევანი ხშირად დამოკიდებულია ისეთ ფაქტორებზე, როგორიცაა ცხოვრების წესი, ჯანმრთელობის ისტორია და პირადი პრეფერენციები. 

სექსუალური განათლება ფუნდამენტურია სექსუალობის მიმართ ჯანსაღი დამოკიდებულებებისა და ქცევის ხელშეწყობისთვის. აუცილებელია იცოდე მითები და რეალური ფაქტები სექსუალური ცხოვრების შესახებ, რათა იყო ინფორმირებული და მიიღო სწორი გადაწყვეტილებები დაცული და უსაფრთხო სექსულაური ცხოვრებისთვის. 

ორსულობა და ოვულაცია

ორსულობისა და ოვულაციის ტესტები მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც ცდილობს დაგეგმოს ან პირიქით, აირიდოს ორსულობა. ორსულობის ტესტი აჩვენებს ადამიანის ქორიონული გონადოტროპინის (hCG) არსებობას, ჰორმონს, რომელიც წარმოიქმნება პლაცენტის მიერ ჩასახვიდან მალევე. მისი მარტივი მექანიზმი იძლევა თვით-დიაგნოსტიკის საშუალებას. 

მეორეს მხრივ, ოვულაციის ტესტი დაგეხმარება განსაზღვრო ორი ყველაზე ნაყოფიერი დღე. ტესტი გამოავლენს ადამიანის მალუთეინიზებელ ჰორმონს, რომელიც იმატებს, სწორედ,  ოვულაციის წინ. ოვულაცია ჩვეულებრივ ხდება მენსტრუალური ციკლის შუა პერიოდში, მაგრამ ზუსტი დრო შეიძლება განსხვავდებოდეს. ზუსტი შედეგის მისაღებად, ტესტის ჩატარება რეკომენდებულია დღეში ორჯერ, დილით და საღამოს. 

პრეზერვატივი და ლუბრიკანტი

პრეზერვატივი არის კონტრაცეფციის და სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებისგან დაცვის ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებადი მეთოდი. თხელი, ელასტიკური მასალა, როგორც წესი, დამზადებულია ლატექსისგან, პოლიურეთანისგან ან ბუნებრივი მასალისგან. პრეზერვატივი მოქმედებს როგორც ბარიერი და ამცირებს სგგი-ის გადაცემის რისკს. პრეზერვატივი არსებობს სხვადასხვა ფორმის, ზომისა და ტექსტურის. PSP.GE–ზე აღმოაჩენ ცნობილი ბრენდების, მათ შორის, მასკულანის, დურექსისა და კონტექსის მაღალი ხარისხის პრეზერვატივებს. 

მნიშვნელოვანია მაღალი ხარისხის პროდუქტების შერჩევა და მათი სწორად გამოყენება. შეარჩიე თქვენს სურვილებზე მორგებული პროდუქტები PSP.GE–ზე. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს. 

მაჩვენე როგორც Grid სიის სახით

ნივთები 81-100 106-და

კლებადობით
გვერდი
თითო გვერდზე
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy