Sinocare - სინოქეარი გლუკომეტრის 50 ტესტის ჩხირი (2x25)
გლუკომეტრი Sinocare 50 ტესტის ჩხირი (2*25)
ტექნიკური მახასიათებლები:
•ტესტ-ჩხირი გამიყენება გლუკომეტრ Sinocare AQ Smart-ზე.
•ტესტ ჩხირი მოათავსეთ გლუკომეტრში სპეციალურად განსაზღვრული ნაწილით.
•სეიფ ეი- ქიუ (Safe AQ) სისხლში გლუკოზის დონის განმსაზღვრელი ტესტ- ფირფიტები შეესაბამება ISO 15197:2013 -ის მოთხოვნებს (ინ ვიტრო დიაგნოსტიკური ტესტ სისტემები - მოთხოვნები სისხლში გლუკოზის შემცველობის მონიტორინგის თვით- ტესტირების სისტემებისთვის შაქრიანი დიაბეტის მართვისას).
•შედეგის გამოვლენის შეზღუდვა (ყველაზე დაბალი ნიშნულის მქონე ჩვენება):20 მგ/დლ ან 1.1 მმოლ/ლ.
•სისტემის გაზომვის დიაპაზონი: 20 -600 მგ/დლ ან 1.1-33.3 მმოლ/ლ.
ტესტ-ფირფიტების შენახვის წესები და ვადები
•შენახვის ვადა: 24 თვე თუ ინახება 1◦C-30◦C ტემპერატურაზე.
•შეინახეთ ტესტ- ფირფიტები 1◦C-30◦C ტემპერატურის დიაპაზონში. შეინახეთ მზის პირდაპირი სხივებისგან და სითბოსგან დაცულ ადგილას. არ შეინახოთ მანქანაში. არ მოახდინოთ გაყინვა.
•შეინახეთ თქვენი ტესტ- ფირფიტები ორიგინალ ფლაკონში. არ გადაიტანოთ ისინი რომელიმე სხვა ფლაკონსა თუ კონტეინერში.
•ამოიღეთ ტესტ- ფირფიტა ფლაკონიდან მხოლოდ მაშინ, როდესაც თქვენ მზად იქნებით ტესტირების ჩატარებისთვის. გამოყენების შემდეგ დაუყოვნებლივ მჭიდროდ დაახურეთ ფლაკონს თავსახური.
•არ გამოიყენოთ ტესტ- ფირფიტები ფლაკონზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
•ფლაკონის ეტიკეტზე აღნიშნეთ ტესტ- ფირფიტების გამოყენების შეწყვეტის თარიღი, რომელიც არის 6 თვე ფლაკონის პირველად გახსნის მომენტიდან. გადააგდეთ ტესტ- ფირფიტები 6 თვის გასვლის შემდეგ.
•ტესტ- ფირფიტის გამოყენებამდე დაიბანეთ ხელები წყლითა და საპნით, შემდგომ გაიმშრალეთ ხელები. ტესტ- ფირფიტის ფლაკონიდან ამოღებისას ან სისხლში გლუკოზის დონის საზომ მოწყობილობაში (გლუკომეტრში) მისი მოთავსების დროს თქვენ შეგიძლიათ დაიჭიროთ ტესტ- ფირფიტა მის გვერდითა კიდეებზე ხელის მოკიდების გზით.
•დაიტანეთ სისხლი მხოლოდ ტესტ- ფირფიტის წვერზე. დარწმუნდით იმაში რომ სარეაქციო არე მთლიანად შევსებულია. არ მოათავსოთ სისხლი ტესტ- ფირფიტის სხვა ნებისმიერ ნაწილზე, ამან შესაძლოა გამოიწვიოს არაზუსტი შედეგი.
შემადგენლობა :
ტესტ- ფირფიტაში მოთავსებული რეაგენტის შემადგენლობა მოიცავს FAD- დამოკიდებულ გლუკოზა - დეჰიდროგენაზას, კალიუმის ფერიციანიდს, ბუფერულ ხსნარს, სტაბილიზატორს და ა.შ.
ფლაკონის მოცულობა: 50 ტესტ - ფირფიტა ფლაკონში
რაოდენობა | 2 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account