Amvilab - ამვილაბი ომეგა 3-6-9 ვეგანური 30 კაფსულა
მნიშვნელოვანია გულ-სისხლძარღვთა სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისათვის, ამცირებს ქოლესტერინის შემცველობას სისხლში, არეგულირებს გულის რითმს და ამცირებს გულის უკმარისობისა და იშემიური დაავადებების განვითარების რისკს, აუმჯობესებს თავის ტვინში სისხლის მიმოქცევას, აუმჯობესებს მეხსიერებას, მხედველობას.
ამვილაბი/ომეგა 3-6-9 ვეგანური ფორმულა
თევზის ქონის მცენარეული ალტერნატივა
ამვილაბის ომეგა 3-6-9 ვეგანური ფორმულა შეიცავს 100 %-ით ნატურალურ, ეკოლოგიურად სუფთა, მაღალკონცეტრირებულ, ახალი ტექნოლოგიით (ცივი დაწურვის მეთოდით) მიღებულ მცენარეულ ომეგა 3-6-9 ცხიმოვან მჟავებს რომელიც მიიღება სელის ზეთისგან.
ომეგა - 3 ცხიმოვან მჟავებს უწოდებენ შეუცვლელს, ჩვენი ორგანიზმი მათ ვერ გამოიმუშავებს, ამიტომ მნიშვნელოვანია მათი მიღება საკვებთან ერთად, მაგრამ კვება ხშირად არის არასრულფასოვანი, შესაბამისად ომეგა 3 - ის მიღებული რაოდენობა კი -არასაკმარისი. სელის ზეთი მდიდარია არამარტო შეუცვლელი ცხიმოვანი მჟავებით - ლინოლის მჟავა (ომეგა 3), კონიუგირებული ლინოლეის მჟავა (ომეგა 6), ოლეინის მჟავა (ომეგა 9), არამედ ვიტამინებით (E, B2, B3, B4, B5, B9, D ), მინერალებით, მაკრო და მიკროელემენტებით (კალიუმი, კალციუმი, მაგნიუმი, რკინა, სელენი, იოდი, თუთია და სხ.).
ორგანიზმში მოხვერისთანავე ომეგა 3 -6 -9 შეუცვლელი ცხიმოვანი მჟავები ადვილად აღწევენ უჯრედულ მემბრანაში და მონაწილეობენ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პროცესებში, ისინი ზემოქმედებას ახდენენ უშუალოდ უჯრედების სტრუქტურასა და აქტივობაზე, სწორედ ამითაა განპირობებული მათი თერაპიული მოქმედების ფართო სპექტრი:
- მნიშვნელოვანია გულ-სისხლძარღვთა სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისათვის
- აუმჯობესებს სისხლის რეოლოგიურ თვისებებს, ამცირებს თრომბის წარმოქმნის რისკს, ზრდის სისხლძარღვთა ელასტიურობას, არეგულირებს არტერიულ წნევას
- ამცირებს ქოლესტერინის, ტრიგლიცერიდების, დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების შემცველობას სისხლში
- არეგულირებს გულის რითმს და ამცირებს გულის უკმარისობისა და იშემიური დაავადებების განვითარების რისკს
- აუმჯობესებს თავის ტვინში სისხლის მიმოქცევას
- აუმჯობესებს მეხსიერებას, მხედველობას, ინტელექტუალურ და ფიზიკურ შესაძლებლობებს, ამაღლებს შრომისუნარიანობას და ორგანიზმის საერთო ტონუსს
- ამცირებს ინსულინრეზისტენტობის და დიაბეტის განვითარების რისკს
- ზრდის სეროტონინის გამოყოფას და თრგუნავს სტრესის ჰორმონების გამოყოფას სისხლში, რაც მკვეთრად აუმჯობესებს გუნება - განწყობილებას
- აძლიერებს იმუნურ სისტემას, ამცირებს დაავადების განვითარების რისკს, ზრდის ორგანიზმის მდგრადობას ვირუსული და ბაქტერიული ინფექციებისადმი, ამაღლებს ორგანიზმის დამცველობით ძალებს
- ამცირებს პრემენსტრუალურ სიმპტომებს
- აუცილებელია ნერვული, რეპროდუქციული, საყრდენ-მამოძრავებელი სისტემების ნორმალური ფუნქციონირებისათვის
- უზრუნველყოფს კუნთოვანი მასის ზრდას და ცხიმოვანი ქსოვილის შემცირებას, ხელს უწყობს წონის კორექციას
- აუბჯობესებს კანის, თმის, ფრჩხილის სტრუქტურას
ჩვენება:
- გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები: ათეროსკლეროზი, გულის იშემიური დაავადება, არტერიული ჰიპერტენზია, ჰიპერლიპიდემია, ჰიპერტრიგლიცერიდემია
- ნერვული სისტემის დაავადებები: მეხსიერების, ყურადღების და კონცენტრაციის უნარის დარღვევები, ამნეზია, დემენცია, ალცჰაიმერის დაავადება
- იმუნიტეტის დაქვეითება, ფიზიკური, გონებრივი გადაღლა, ასთენია
- შაქრიანი დიაბეტი და მისი გართულებების პროფილაქტიკა, მეტაბოლური სინდრომი, ჭარბი წონა
- კანის დაავადებები: ეგზემა, ფსორიაზი, დერმატიტი, აკნე და სხვა
- რევმატოლოგიური დაავადებები: ართრიტი, ართროზი
- აუტოიმუნური დაავადებები: გაფანტული სკლეროზი, სისტემური სკლეროდერმია, რევმატოიდული ართრიტი
- პრემენსტრუალური სინდრომი, კლიმაქტერული პერიოდი
- ძვალ-სახსროვანი სისტემის დაავადებები: მოტეხილობები, ოსტეომიელიტი, ოსტეოპოროზი და სხვა
- თვალის დაავადებები
- ავთვისებიანი დაავადებების პროფილაქტიკა
შემადგენლობა: სელის ზეთი - 1000 მგ, რომლის შემადგენლობაშიც შედის: ლინოლის მჟავა - ომეგა 3, ლინოლეის მჟავა - ომეგა 6, ოლეინის მჟავა - ომეგა 9
დოზირება: 1 -2 კაფსულა დღეში, ან ექიმის რეკომენდაციის მიხედვით
გამოშვების ფორმა: N30 ჟელატინისებრი კაფსულა
შენახვის პირობები: შეინახეთ გრილ, მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას
მწარმოებელი: ამვილაბი - აშშ
რაოდენობა | 30 |
---|---|
Form | სპრეი |
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account