NO.7 30 კაფსულა სოლგარი - Solgar

განსაკუთრებული ფასი 141,80 GEL რეგულარული ფასი 157,56 GEL
მარაგშია
SKU
49563_2153

ჩვენება: ხერხემლის და სახსრების დეგენერაციულ-დისტროფიული დაავადებების მკურნალობა და პროფილაქტიკა.

NO.7 30 კაფსულა სოლგარი - Solgar

ახალი, გლუკოზამინის შემდგომი თაობა!

იგრძენი გაუმჯობესება და შვება სახსარში 7 დღეში

ახალი მიდგომა - ახალი სდანდარტი!

რატომ სოლგარ №7?

•  სოლგარ №7 არის ახალი, გლუკოზამინის შემდგომი თაობის ქონდროპროტექტორი,  ძლიერი, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების  მსგავსი მოქმედებით

•  შეიცავს 5-ლოქსინ ადვანსს - ბოსველიის მჟავების კონცენტრატს (სამკურნალო მცენარე ბოსველიის შემადგენელი აქტიური ინგრედიენტი), რომელშიც ბოსველიის მჟავების შემცველობა 20% აღწევს, მაშინ როდესაც, ბოსველიის ჩვეულებრივ ექსტრაქტში მხოლოდ 2-3%-ია.

•  5-ლოქსინი ადვანსის შეწოვა და ათვისება 52%-ით მაღალია ბოსველიის ჩვეულებრივ ექსტრაქტთან შედარებით

•  შეიცავს 40მგ UC-II - მეორე ტიპის არადენატურირებულ კოლაგენს, რომლის მოქმედება  ორჯერ აღემატება  1500მგ გლუკოზამინის და 1200მგ ქონდროიტინის ეფექტს 1

•  UC-II-მა, 30 დღეში გამოავლინა 70%-ით მეტი ეფექტი გლუკოზამინ/ქონდროიტინთან შედარებით. 1

•  მიიღება მხოლოდ ერთი კაფსულა დღეში 

შემადგენლობა:

1.      5-ლოქსინ ადვანსი ( ბოსველიის, საკმევლის ხის ფისის ექსტრაქტი) – 100მგ;

2.      UC-II - მე-2 ტიპის  არადენატურირებული კოლაგენი ( ხრტილის ექსტრაქტი) - 40მგ, ჯამური კოლაგენი - 10მგ;

3.      C ვიტამინი (Ester-C, კალციუმის კარბონატის სახით) - 100მგ 

4.      თეთრი ტირიფის ქერქის ექსტრაქტი 5:1 - 35 მგ;

5.      ჯინჯერის ფესვების ექსტრაქტი - 35მგ;

6.      კურკუმას ფესვების ექსტრაქტი - 50მგ;

7.     „წიწაკების კომპლექსი“ – 27მგ; (კაიენური წიწაკის ნაყოფის ფხვნილი - 22მგ; შავი წიწაკა „ბიოპერინის“ ნაყოფის ექსტრაქტი - 5მგ.

5-ლოქსინ ადვანსი ( ბოსველიის, საკმევლის ხის ფისის ექსტრაქტი) - გამდიდრებულია 3-0-აცეტილ-11-კეტო-ბეტა-ბოსველიის მჟავით (AKBA) და სერატას არააქროლადი ზეთით. აქვს ძლიერი, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების (ასას) მსგავსი მოქმედება,  იმ განსხვავებით რომ მას არ აღენიშნება ასას-თვის დამახასიათებელი გვერდითი მოვლენები (კუჭის ლორწოვანის გაღიზიანება და წყლულები, ჭინჭრის ციება, ბრონქოსპაზმი და ა.შ.). 

5-ლოქსინ ადვანსი თრგუნავს ანთების მედიატორების, ლეიკოტრიენების წარმომქმნელ ფერმენტ 5-ლიპოქსიგენაზას, რის შედეგადაც ხორციელდება ანთებითი პროცესის შეჩერება.

UC-II - არადენატურირებული მე-2 ტიპის კოლაგენი -   მიღება ხდება დაბალ ტემპერატურაზე, ქათმის მკერდის ხრტილისგან, არაფერმენტული წარმოების მეთოდით, რომელიც უზრუნველყოფს ბუნებრივი კოლაგენის მიღებას. 

როდესაც ორგანიზმში ირღვევა კოლაგენის  სინთეზი და დაშლილი უჯრედების კონცენტრაცია მომატებულია, წარმოიქმნება აუტოიმუნური რეაქცია, T-უჯრედები (ციტოტოქსიური T-ლიმფოციტები) იწყებენ კოლაგენის უჯრედებზე, როგორც უცხო სხეულებზე შეტევას, რაც იწვევს ანთებით პროცესს. UC-II როგორც კი მოხვდება ორგანიზმში, იმუნური სისტემა ახდენს მის იდენტიფიცირებას, როგორც საკუთარი უჯრედების, T-ლიმფოციტები ხდება უმოქმედო და ჩერდება  შეტევა კოლაგენის უჯრედებზე, რის შედეგადაც ხორციელდება ანთებითი პროცესის და ტკივილის შეჩერება.

UC-II აჩერებს ხრტილის დაშლის პროცესს და ახორციელებს მისი აღდგენის სტიმულირებას.

C ვიტამინი - ხელს უწყობს კოლაგენის სინთეზს, იცავს ხრტილს თავისუფალი რადიკალების ზემოქმედებისაგან, ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება.

კურკუმინი - ახასიათებს ძლიერი ანთების საწინააღმდეგო და ანტიოქსიდანტური მოქმედება. ახდენს როგორც ცოგ-2-ის, ასევე  5-ლიპოქსიგენაზას ინჰიბირებას.

თეთრი ტირიფი - ანთების საწინააღმდეგო და ანალგეზიური მოქმედება ახასიათებს ოსტეოართრიტის დროს. შეიცავს სალიცინს, რომელიც ხელს უშლის ანთების გამომწვევი ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორის, პროსტაგლანდინების წარმოქმნას. ახასიათებს არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების (ასას) მსგავსი მოქმედება, მათთვის დამახასიათებელი გვერდითი მოვლენების გარეშე. სალიცილატების და მთრიმლავი ნივთიერებების შემცველობიდან გამომდინარე ამცირებს ტკივილს და შეშუპებას სახსრებში. 

ჯინჯერი - ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება.

კაიენური წიწაკა - ანალგეზიური მოქმედებით ხასიათდება ართრიტის გამწვავების პერიოდში.

ბიოპერინი (შავი წიწაკის ექსტრაქტი) - აძლიერებს აქტიური ინგრედიენტების, განსაკუთრებით კურკუმინის შეწოვას.

ჩვენება: 

·        ხერხემლის და სახსრების დეგენერაციულ-დისტროფიული დაავადებების მკურნალობა და პროფილაქტიკა

·        პირველადი და მეორადი ოსტეოართრიტი, ოსტეოართროზი

·        რევმატოიდული ართრიტი

·        მხარ-ბეჭის პერიართრიტი

·        ოსტეოქონდროზი

·        კოქსართროზი

·        სპონდილიტი

·        სპონდილოზი

·        ოსტეოპოროზი, პაროდონტოპათია

·        ტრავმისა და მოტეხილობის შემდგომი პერიოდი

·        სპორტი და ფიზიკური აქტივობა

ჩატარებულია რანდომიზებული, ორმაგი-ბრმა კონტროლირებადი კლინიკური კვლევა, რომელითაც შეფასდა  5-ლოქსინ ადვანსის მოქმედების სწრაფი ეფექტი  მუხლის სახსრის ოსტეოართრიტის დროს. მონაწილეობა მიიღო 60 პაციენტმა, აქედან ერთი ჯგუფი იღებდა 100მგ 5-ლოქსინ ადვანსს, ხოლო მეორე - პლაცებოს,  30 დღის განმავლობაში. კვლევებმა ცხადყო, რომ 5-ლოქსინ ადვანსის მიღებისას საგრძნობლად შემცირდა ტკივილი და გაუმჯობესდა ფუნქციონალური შესაძლებლობები ჯერ კიდევ 5 დღის მკურნალობის შემდეგ.

მეორე კვლევა ჩატარდა მეორე ტიპის არადენატურირებულ კოლაგენზე (UC-II). მუხლის სახსრის ოსტეოართრიტით დაავადებული 52 პაციენტიდან , ერთი ჯგუფი იღებდა 40მგ მეორე ტიპის არადენატურირებულ კოლაგენს  (UC-II), მეორე - 1500მგ გლუკოზამინს და 1200მგ ქონდროიტინს. UC-II-ის  ჯგუფს ტკივილი შეუმცირდა 33%,  ხოლო გლუკოზამინის ჯგუფს 14%-ით. დროთა განმავლობაში გაუმჯობესდა UC-II-ის ჯგუფის პაციენტების ფუნქციონალური მდგომარეობა და ტკივილი საერთოდ გაქრა გლუკოზამინის ჯგუფისგან განსხვავებით, სადაც პირველადი გაუმჯობესების შემდეგ ისევ გაგრძელდა ტკივილი.

ასევე ჩატარებულია კვლევა, სადაც შედარება მოხდა 5-ლოქსინ ადვანსისა და 5-ლოქსინის მოქმედების, მუხლის სახსრის ოსტეოართრიტის დროს. ოსტეოართრიტით დაავადებული 60 პაციენტიდან, ერთი ჯგუფი იღებდა 100მგ 5-ლოქსინ ადვანსს, მეორე - 100მგ 5-ლოქსინს და მესამე -პლაცებოს 90 დღის განმავლობაში. 5-ლოქსინ ადვანსის ჯგუფში, პაციენტებს 7 დღეში შეუმცირდათ  ტკივილი და გაუუმჯობესდათ ფუნქციონალური შესაძლებლობები დანარჩენი ჯგუფებისგან განსხვავებით.

“5-Loxin® Advanced is a safe, fast acting and effective alternative intervention in the management of OA”  (Vishal AA, 2011) 

დამატებითი ინგრედიენტები:  მცენარეული ცელულოზა,  კვარცი, მცენარეული მაგნიუმის სტეარატი.

არ შეიცავს:  გლუტეინს, სახამებელს, რძის პროდუქტებს, სოიოს, საფუარს, შაქარს, სოდას, დამატკბობელს, კონსერვანტებს და საღებავს.

დოზირება:

მიიღება1 მცენარეული კაფსულა დღეში, საკვების მიღების დროს. 

ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს. გამოყენება არ არის რეკომენდებული 18 წლამდე ასაკის პირთათვის, ასევე მათთვის, ვისაც აღენიშნება ალერგიული რეაქცია ასპირინზე. შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. 

გამოშვების ფორმა:  30 მცენარეული კაფსულა.

მწარმოებელი:  სოლგარი, აშშ.

მეტი ინფორაცია
Units30
Formსპრეი
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy