ZincoviD - ცინკოვიდი ნეირო 20 შუშხუნა ტაბლეტი
41,09 GEL
მარაგშია
SKU
76881_2182
ჩვენება:
• ზოგადი ხასიათის ჩივილები: სწრაფი ფიზიკური და გონებრივი გადაღლა, სისუსტე, ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითება, გაღიზიანებადობა, ნევროზულობა, უგუნებობა
• ტკივილით მიმდინარე მდგომარეობები: დიაბეტური ნეიროპათია, დამოუკიდებელი ხასიათის ნევრიტები, ნევრალგიური ტკივილი, ლუმბაგო, იშიაზი
• პერიფერიული ნეიროპათიით მიმდინარე პათოლოგიური მდგომარეობები: მგრძნობელობის დაქვეითება, ჩხვლეტისა და დაბუჟების შეგრძნება ხელის მტევნებსა და ტერფებზე, სენსორული ჰიპერმგრძნობელობა, კუნთების ტრემორი
• ინფექციური პროცესები, რეკონვალესცენციის პერიოდი – ინფექციური პროცესებით განპირობებული ნეიროფსიქოლოგიური დარღვევები: მეხსიერებისა და ყურადღების დეფიციტი, ნევრასთენია, შფოთვა და დაძაბულობა, უენერგიობა, დაღლილობა და სისუსტე
შემადგენლობა:
ცინკოვიდი ნეიროს ერთი შუშხუნა ტაბლეტი აქტიური ნივთიერებების სახით შეიცავს:
B1 ვიტამინი (თიამინი) – 11.8 მგ,
B2 ვიტამინი (რიბოფლავინი) – 15 მგ,
B3 ვიტამინი (ნიაცინი) – 50 მგ,
B5 ვიტამინი (პანტოთენის მჟავა) – 23 მგ,
B6 ვიტამინი (პირიდოქსინი) – 8.22 მგ,
B7 ვიტამინი (ბიოტინი) – 150 მკგ,
B9 ვიტამინი (ფოლიუმის მჟავა) – 400 მკგ,
B12 ვიტამინი (ციანკობალამინი) – 10 მკგ,
ვიტამინი C – 200 მგ,
ვიტამინი D3 – 1000 სე,
მაგნიუმი – 100 მგ,
თუთია – 10 მგ
დამხმარე ნივთიერებებს: ფორთოხლის არომატიზატორი, ლიმონმჟავა, ნატრიუმის კარბონატი, სორბიტოლი, პოლიეთილენგლიკოლი, სუკრალოზა, ჭარხლის კონცენტრატი. არ შეიცავს შაქარს და გლუტენს.
მოქმედების მექანიზმი:
ცინკოვიდი ნეირო წარმოადგენს ნეიროტროპული B ჯგუფის ვიტამინებისა და მინერალების სინერგიული მოქმედების კომბინაციას.
ვიტამინი B1 – მონაწილეობს ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების ცვლასა და უჯრედული ენერგიის მეტაბოლიზმში, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნერვული იმპულსების გატარების პროცესში, მონაწილეობს სხვადასხვა ნეიროტრანსმიტერის სინთეზში და წარმოადგენს მრავალი ფერმენტული პროცესის მნიშვნელოვან კო-ფერმენტს.
ვიტამინი B2 – მონაწილეობს ნახშირწყლების, ცილებისა და ცხიმების მეტაბოლიზმსა და ატფ-ის სინთეზში, აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს, მონაწილეობს გლუტათიონის ციკლში და იცავს ნერვულ სისტემას სხვადასხვა მავნე ფაქტორის დამაზიანებელი ზემოქმედებისგან. მონაწილეობს ჰემოგლობინის სინთეზსა და ტრანსპორტირებაში.
ვიტამინი B3 – მონაწილეობს 400-ზე მეტ ფერმენტულ რეაქციაში, სასიგნალო მოლეკულებისა და დნმ-ის სინთეზში, ასევე ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების უჯრედულ ენერგიად (NAD, NADP) გარდაქმნაში. შესაბამისად, იგი ამარაგებს ორგანიზმს ნორმალური ფუნქციონირებისათვის აუცილებელი ენერგიით.
მაღალი დოზით გამოყენებისას აქვს ანტიჰიპერლიპიდემიური ეფექტი. ნიაცინის დეფიციტი დაკავშირებულია სეროტონინის და მელატონინის სინთეზის შემცირებასთან, რაც დეპრესიის და უძილობის განვითარების ხშირი მიზეზია.
ვიტამინი B5 – მონაწილეობს კორტიკოსტეროიდული ჰორმონების სინთეზში, არეგულირებს ქოლესტერინის დონეს ორგანიზმში, აუცილებელია CoA-ს სინთეზისთვის. ხელს უწყობს ლიპოლიზის პროცესს, ააქტიურებს ნივთიერებათა ცვლას, შესაბამისად ხელს უწყობს წონის კლებას.
ვიტამინი B6 – აუცილებელია ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის, მონაწილეობს ნეირომედიატორებისა და მიელინის გარსისთვის აუცილებელი ფოსფოლიპიდების ბიოსინთეზში, ასევე არეგულირებს ჰომოცისტეინის დონეს ორგანიზმში, შედეგად აუმჯობესებს კოგნიტურ ფუნქციებს და ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკს.
ვიტამინი B7 – მნიშვნელოვანია კანის, თმისა და ფრჩხილის ჯანმრთელობისთვის, ასტიმულირებს მეტაბოლიზმს და ხელს უწყობს წონაში კლებას, ხელს უშლის კოგნიტური ფუნქციების გაუარესებას.
ვიტამინი B9 – მნიშვნელოვანია სისხლის წითელი უჯრედების ფორმირებისთვის და ჯანსაღი უჯრედების ზრდა-განვითარებისთვის, გადამწყვეტია ორსულობის ადრეულ პერიოდში ტვინისა და ხერხემლის თანდაყოლილი დეფექტების რისკის შესამცირებლად. მნიშვნელოვან როლს თამაშობს ამინომჟავა ჰომოცისტეინის დონის შემცირებაში.
ვიტამინი B12 – მნიშვნელოვანია ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის, ასტიმულირებს ნერვული უჯრედების ზრდისა და ფორმირების პროცესს, მონაწილეობს ერითროციტების სინთეზში და აუმჯობესებს ქსოვილების ჟანგბადით მომარაგებას. აფერხებს დემენციის განვითარებასა და კოგნიტური ფუნქციების გაუარესებას. მონაწილეობს ნეიროტრანსმიტერების სინთეზში, მიელინის გარსის ფორმირებაში და ამცირებს ნეიროპათიულ ტკივილს.
მაგნიუმი – წარმოადგენს უჯრედების ნორმალური ფუნქციონირებისთვის საჭირო სასიცოცხლოდ აუცილებელ მიკროელემენტს. მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნერვული იმპულსების გადაცემასა და ნერვ-კუნთოვან გამტარებლობაში, ამცირებს შაკიკით გამოწვეული თავის ტკივილის ინტენსივობასა და სიხშირეს, შფოთვას, უძილობასა და დეპრესიას. ინტენსიურად გამოიყენება ნევროლოგიური დარღვებების საპროფილაქტიკოდ და სამკურნალოდ.
თუთია – ხელს უწყობს იმუნური სისტემის გამართულ ფუნქციონირებას, აუმჯობესებს ორგანიზმის მდგრადობას ვირუსული, ბაქტერიული და სოკოვანი ინფექციების მიმართ, იცავს ორგანიზმს ოქსიდაციური სტრესით გამოწვეული დაზიანებისგან. თუთიის ნაკლებობა დაკავშირებულია ნევროლოგიურ დარღვევებთან.Dდეფიციტის შემთხვევაში აღინიშნება სწავლისა და მეხსიერების უნარის გაუარესება. არსებობს ვარაუდი, რომ თუთიის დეფიციტი ასევე წარმოადგენს დეპრესიის, ალცჰაიმერის დაავადებისა და სხვა ნეიროდეგენერაციული დარღვევების რისკ-ფაქტორს.
ქოლეკაცლიფეროლი (ვიტამინი D3) – არეგულირებს კალციუმისა და ფოსფორის ათვისების პროცესს ორგანიზმში, ხელს უწყობს ამ ელემენტების საჭირო დონის შენარჩუნებას სისხლში, ასევე ძვლებსა და კბილებში. იგი განაპირობებს ძვლოვანი ჩონჩხის ფორმირებას, ზრდის კუნთების ტონუსს. ვიტამინი D3-ის მოქმედების შედეგად უმჯობესდება მიოკარდიუმის კუმშვითი ფუნქცია, სისხლის შედედების პროცესი, რეგულირდება ნერვული იმპულსების გატარება.
ვიტამინი D3 არეგულირებს იმუნური სისტემის ბალანსირებულ ფუნქციონირებას, აძლიერებს იმუნურ სისტემას. ის ასევე აუცილებელია პარათირეოიდული ჯირკვლების ნორმალური ფუნქციონირებისთვის. ვიტამინი D3 არის ოსტეოპოროზის კომპლექსური თერაპიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და სავალდებულო კომპონენტი. არსებობს ვარაუდი, რომ ვიტამინი D3 ამცირებს დეპრესიის განვითარების რისკს.
ვიტამინი C – ბოჭავს თავისუფალ რადიკალებს და იცავს ორგანიზმს მათი დამაზიანებელი ზემოქმედებისგან;
აძლიერებს ორგანიზმის იმუნურ სისტემას, უზრუნველყოფს ენერგიის გამომუშავებას უჯრედულ დონეზე, მონაწილეობს ატფ-ის სინთეზში, აუმჯობესებს ფიზიკურ და გონებრივ შრომისუნარიანობას. თუთიასთან კომბინაციაში აუმჯობესებს მეხსიერებას, ყურადღების კონცენტრაციასა და ამცირებს ნეიროდეგენერაციული დარღვევების რისკს.
ჩვენება:
• ზოგადი ხასიათის ჩივილები: სწრაფი ფიზიკური და გონებრივი გადაღლა, სისუსტე, ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითება, გაღიზიანებადობა, ნევროზულობა, უგუნებობა
• ტკივილით მიმდინარე მდგომარეობები: დიაბეტური ნეიროპათია, დამოუკიდებელი ხასიათის ნევრიტები, ნევრალგიური ტკივილი, ლუმბაგო, იშიაზი
• პერიფერიული ნეიროპათიით მიმდინარე პათოლოგიური მდგომარეობები: მგრძნობელობის დაქვეითება, ჩხვლეტისა და დაბუჟების შეგრძნება ხელის მტევნებსა და ტერფებზე, სენსორული ჰიპერმგრძნობელობა, კუნთების ტრემორი
• ინფექციური პროცესები, რეკონვალესცენციის პერიოდი – ინფექციური პროცესებით განპირობებული ნეიროფსიქოლოგიური დარღვევები: მეხსიერებისა და ყურადღების დეფიციტი, ნევრასთენია, შფოთვა და დაძაბულობა, უენერგიობა, დაღლილობა და სისუსტე
უკუჩვენება:
შემადგენელი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
სიფრთხილის ზომები:
ცინკოვიდი ნეირო არის საკვები დანამატი და არ გამოიყენება სრულფასოვანი კვებითი რაციონის ჩასანაცვლებლად.
ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენებამდე, კონსულტაციისთვის სასურველია, მიმართოთ ექიმს.
მიღების წესი და დოზირება:
მიიღება მოზრდილებსა და ბავშვებში 12 წლის ზევით: 1 ტაბლეტი დღეში, ერთჯერადად, იხსნება 200 მლ გრილ წყალში.
გვერდითი მოვლენები:
შესაძლებელია ალერგიული რეაქციების გამოვლინება.
ვარგისობა და შენახვის პირობები:
ინახება მშრალ, გრილ, სინათლის სხივებისგან დაცულ ადგილას ორიგინალურ შეფუთვაში, 0-25oC ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისგან ხელმიუწვდომელ ადგილას.ვ
რაოდენობა | 20 |
---|---|
Is Online? | არა |
Write Your Own Review
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account