Doppelherz Calciovin - დოპელჰერც კალციოვინი 30 ტაბლეტი

განსაკუთრებული ფასი 24,18 GEL რეგულარული ფასი 29,95 GEL
მარაგშია
SKU
75813_651

ჩვენება: ხელს უწყობს ძლიერი და ჯანსაღი ძვლების შენარჩუნებას.

დოპელჰერცი აქტივი კალციოვინი ტაბლეტი N30

ძლიერი და ჯანსაღი ძვლებისთვის!

ორგანიზმში კალციუმის თითქმის 99% განლაგებულია ძვლებსა და კბილებში, რაც უზრუნველყოფს მათ მინერალიზაციას, დარჩენილი 1% უჯრედშიდა და უჯრედშორის სითხეშია. კალციუმი ვიტამინ D3-თან ერთად ნებისმიერ ასაკში უზრუნველყოფს ძვლოვანი სისტემის ჯანმრთელობას.

კალციუმი -პასუხისმგებელია ძვლების მინერალიზაციასა და ჰორმონების პროდუქციაზე, ხელს უწყობს კალციუმის და ფოსფორის ნორმალური დონის შენარჩუნებას ძვალსა და სისხლში. ახდენს ენერგეტიკული ცვლის და ნეიროტრანსმისიის ნორმალიზებას, წარმოადგენს სისხლის შედედების მარეგულირებელ კომპონენტს, ასტიმულირებს კალციტონინის გამოთავისუფლებას და უზრუნველყოფს კალციუმის ტრანსპორტირებას სისხლიდან დაზიანებულ ძვლოვან ქსოვილში. დეფიციტის დროს ვითარდება რაქიტი, ოსტეომალაცია, კუნთების სპაზმი.

ვიტამინი D3 ხელს უწყობს ორგანიზმში კალციუმის შეწოვას და ათვისებას, უზრუნველყოფს ნერვ-კუნთოვანი და იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას, ზრდის ორგანიზმის მდგრადობას ინფექციების და ვირუსების მიმართ. კალციუმი და D3 ვიტამინი ხელს უშლის პარათირეოიდული ჰორმონის ჰიპერსეკრეციას და ძვლის რეზორბციას (ძვლებიდან კალციუმის გამოდევნა).

მაგნიუმი მონაწილეობს ძვლის ფორმირებაში და მნიშვნელოვან როლს ასრულებს კბილების და ძვლების სიჯანსაღეში. მას მკვეთრად განსაზღვრული როლი უჭირავს კალციუმის მეტაბოლიზმში. კალციუმის აბსორბცია ორგანიზმში ხორციელდება პარათირეოიდული ჰორმონის საშუალებით, რომელსაც გამოიმუშავებს პარათირეოიდული ჯირკვალი, ამ პროცესში მაგნიუმის საჭირო რაოდენობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. რადგან მისი დეფიციტი იწვევს კალციუმის შეწოვის შემცირებას.

თუთია მნიშვნელოვანია უჯრედების დაყოფის, დნმ-ის, რნმ-ის და კოლაგენის სინთეზის პროცესში. ხელს უწყობს ორსულობის პერიოდში ნაყოფის სრულყოფილ განვითარებას. თუთია და მაგნიუმი ოსტეოციტების რეგენერაციისთვის აუცილებელ კო-ფაქტორებს წარმოადგენენ.

სპილენძი საჭიროა კოლაგენის სინთეზისთვის.

მანგანუმი და სელენი მნიშვნელოვანია ჯანსაღი ძვლების შენარჩუნებისთვის.

ჩვენება:

  • სხვადასხვა გენეზის ოსტეოპოროზის პროფილაქტიკა და მკურნალობა
  • ოსტეოართრიტი და ოსტეოქონდროზი
  • კალციუმის და/ან ვიტამინ D 3-ის დეფიციტის პროფილაქტიკა და მკურნალობა, რაქიტი.
  • გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები: ჰიპერტონია, ათეროსკლეროზი, გულის იშემიური დაავადება სტენოკარდია, არითმია
  • კანის დაავადებები: ეგზემა, ფსორიაზი, სებორეული დერმატიტი, ფურუნკულოზი
  • მენოპაუზა და კლიმაქტერული პერიოდი
  • ორსულობის ადრეული პერიოდის ტოქსიკოზი და ლაქტაცია.
  • ძვლის მოტეხილობები
  • ძვლის დისლოკაციის მკურნალობა და პროფილაქტიკა
  • ალერგიის კომპლექსური მკურნალობა (ატოპიური დერმატიტი, ასთმა)
  • კრუნჩხვითი სინდრომი
  • ქრონიკული დაღლილობის სინდრომი
  • თმის ცვენა, მტვრევადი ფრჩხილები და მრავლობითი კარიესები

შემადგენლობა:

ერთი ტაბლეტი შეიცავს: კალციუმი - 995 მგ, მაგნიუმი - 150 მგ, D3 ვიტამინი - 7.5 მკგ (300 სე), თუთია - 5 მგ, მანგანუმი - 250 მკგ, სელენი - 25 მკგ, სპილენძი 500 - მკგ.

არ შეიცავს ლაქტოზას, არ შეიცავს გლუტენს.

დოზირება:

მიიღება 1-2 ტაბლეტი დღეში, მოზრდილებში

შენახვის პირობები:

ინახება მშრალ, გრილ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

გამოშვების ფორმა:

№30 ტაბლეტი.

მწარმოებელი:

Queisser Pharma - გერმანია.

ასევე, იხილეთ : Amvilab - ამვილაბი ბონექსი პლუსი 30 ტაბლეტი

მეტი ინფორაცია
რაოდენობა30
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy