Curasept - კურასეპტი სავლები PERIO 200 მლ 2957

42,04 GEL
მარაგშია
SKU
77398_3137
Curasept - კურასეპტი სავლები PERIO, პირის ღრუს სავლები შეიცავს ქლორჰექსიდინის დიგლუკონატს 0.12% , ჰიალურონის მჟავას და PVP-VA (პოლივინილპიროლიდონი/ვინილის აცეტატი). 200 მლ.

Curasept - კურასეპტი სავლები PERIO  

ჩვენებები

- ტკივილის საწინააღმდეგო ეფექტი

- რეკომენდირებულია გინგივიტის, პერიოდონტიტისა და ლორწოვანი გარსის ტრავმების დროს

- ნადების საწინააღმდეგო ეფექტი

- გამოიყენება ორთოდონტიული, იმპლანტოლოგიური და პერიო მკურნალობის დროს

ფარმაკოლოგიური თვისებები

ქლორჰექსიდინი - ერთ-ერთი ყველაზე  ფართო სპექტრის  ანტისეპტიკური საშუალებაა, რომელიც ეფექტურია გრამდადებითი და გრამუარყოფითი ბაქტერიების, ფაკულტატური ანაერობებისა და აერობების მიმართ და ამასთანავე  ხასიათდება ანტიფუნგალური თვისებებითაც (Candida albicans).

ჰიალურონის მჟავა ურთიერთქმედებს შემაერთებელი ქსოვილის სხვა ელემენტებთან და უზრუნველყოფს პერიოდონტის შემაერთებელი ქსოვილის სტაბილურობას და ელასტიურობას. ჰიალურონის მჟავა მოქმედებს როგორც  მიკროორგანიზმებისგან დამცავი ბარიერი და შესაბამისად ამცირებს პერიოდონტის დაავადებების განვითარების რისკს. ღრძილის ანთებითი მდგომარეობებისა და ტრავმების დროს ქსოვილის მოთხოვნილება ჰიალურონის მჟავას მიმართ მნიშვნელოვნად იზრდება (≈200%-მდე საწყის დონესთან შეადრებით), რაც ადასტურებს მის მნიშვნელოვნ როლს უჯრედული ციკლის რეგულაციასა და ქსოვილის ადგილობრივი რეგენერაციის ოპტიმიზაციაში.
- ჰიალურონის მჟავა მოქმედებს ფიბრობლასტების გადაადგილებაზე და ფიბროგენეზზე, რაც განაპირობებს დაზიანებული ქსოვილის სწრაფ რეგენერაციას.
- ჰიალურონის მჟავას გააჩნია წყლის შეკავების მაღალი პოტენციალი (ჰიალურონის მჟავას ერთი მოლეკულა იკავებს წლის ≈1000 მოლეკულას), რაც შეშუპების საწინააღმდეგო, ე.წ. „ღრუბლის“ ეფექტს განაპირობებს.
- ჰიალურონის მჟავას აქვს მთელი რიგი დადებითი თვისებები, რაც ხელს უწყობს პირის ღრუს სხვადასხვა დაავადებების წარმატებულ მკურნალობას.

გამოყენების წესი

პირის ღრუს სავლები გამოივლეთ 10 მლ ოდენობის სითხე პირის ღრუში 1 წუთის განმავლობაში. ორჯერ დღეში: დილას და საღამოს. სავლების გამოყენებიდან 30 წუთის განმავლობაში სასურველი არ არის საკვების, სასმელის მიღება და თამბაქოს მოხმარება. მკურნალობის კურსი შეადგენს 30 დღემდე ან სტომატოლოგის რეკომენდაციით. შეიცავს ნატრიუმის ბისულფატს. 

შენახვის წესი და ვადა

სავლები შეინახეთ მჭიდროდ დახურული. ვარგდისია გახსნიდან 6 თვის განმავლობაში.

უსაფრთხოების ზომები

არ გადაყლაპოთ. 

ინგრედიენტები

ქლორჰექსიდინის დიგლუკონატი 0.12% , ჰიალურონის მჟავა და PVP-VA (პოლივინილპიროლიდონი/ვინილის აცეტატი)

არ შეიცავს

ალკოჰოლს 

მოცულობა 

200 მლ.

მეტი ინფორაცია
რაოდენობა1
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy