Curasept - კურასეპტი სავლები ADS 212 200 მლ 0014

40,00 GEL
მარაგშია
SKU
77400_3137
Curasept - კურასეპტი სავლები ADS 212, გინგივიტი, პაროდონტიტი, სტომატიტი, აფთები, ალვეოლიტი; 200 მლ.

Curasept - კურასეპტი სავლები ADS 212 

ჩვენებები

- გინგივიტი, პაროდონტიტი, სტომატიტი, აფთები, ალვეოლიტი;
- პირის ღრუს ლორწოვანის პრე- და პოსტოპერაციული დამუშავება ქირურგიულ სტომატოლოგიასა და იმპლანტოლოგიაში;
- კბილის პროთეზის ან ბრეკეტ-სისტემის გამოყენების შედეგად განვითარებული ღრძილის დაზიანება;
- კბილებზე ნადების შემცირება და პირის ღრუს ჰიგიენა;

ფარმაკოლოგიური თვისებები

ქლორჰექსიდინი - ერთ-ერთი ყველაზე  ფართო სპექტრის  ანტისეპტიკური საშუალებაა, რომელიც ეფექტურია გრამდადებითი და გრამუარყოფითი ბაქტერიების, ფაკულტატური ანაერობებისა და აერობების მიმართ და ამასთანავე  ხასიათდება ანტიფუნგალური თვისებებითაც (Candida albicans).

უსაფრთხოების ზომები

არ გადაყლაპოთ. 

შენახვის წესები და ვადა

პირის ღრუს სავლები შეინახეთ მჭიდროდ დახურული. გახსნიდან 6 თვე ვადა.

გამოყენების წესი

დაიგუბეთ 10მლ ოდენობის სითხე პირის ღრუში 1 წუთის განმავლობაში. ორჯერ დღეში: დილას და საღამოს.  სავლების გამოყენებიდან 30 წუთის განმავლობაში სასურველი არ არის საკვებისა და სასმელის მიღება.  მკურნალობის კურსი შეადგენს 14-30 დღემდე ან სტომატოლოგის რეკომენდაციით. შეიცავს ნატრიუმის ბისულფატს.

ინგრედიენტები 

Aqua, Xylitol, Propylene Glycol, Peg-40 Hydrogenated Castor Oil, Ascorbic Acid, Chlorhexidine Digluconate, Poloxamer 407, Sodium Metabisulfite, Sodium Citrate, Sodium Benzoate, C.I. 42090.

არ შეიცავს

სპირტს 

მოცულობა 

200 მლ.

მეტი ინფორაცია
რაოდენობა1
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy