პალმიტოლი - Palmitol ცხვირის წვეთები 30მლ
ჩვენება: ოპერაციის შემდეგ ქერქების წარმოქმნის შემცირება ,შეხორცების დაჩქარება, ცხვირიდან ტრავმული სისხლდენის შემცირება.
პალმიტოლი
შემადგენლობა :
A პალმიტატი (0.01 %)
D-პანთენოლი (0.05 %)
დამხმარე ნივთიერებები: პოლისორბატი 20, დინატრიუმი EDTA, ბენზალკონიუმი ,ქლორიდი,გლიცერინი.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ატენიანებს და არბილებს ცხვირის ლორწოვან გარსს ,ინარჩუნებს ტენიანობას.
ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო, დერმატოპროტექტორული, რეგენერაციის მასტიმულირებელი მოქმედება.
ავსებს პანტოთენ მჟავის დეფიციტს. დექსპანთენოლი გარდაიქმნება ორგანიზმში აქტიურ მეტაბოლიტად - პანტოთენის მჟავად, რომელსაც დიდი როლი ენიჭება ნივთიერებათა ცვლის პროცესში: ცილების, ნახშირწყლების, ლიპიდებისა და ფოსფოლიპიდების მეტაბოლიზმში. უზრუნველყოფს კორტიკოსტეროიდების წარმოქმნას, ახდენს ქოლინის აცეტილირებას. მონაწილეობს ეპითელიუმის და ლორწოვანი გარსების აღდგენა-რეგენერაციაში, ადგილობრივად ასტიმულირებს ფიბრობლასტებს, კოლაგენისა (ზრდის მდგრადობას) და ელასტინის ბოჭკოების წარმოქმნას, აჩქარებს მიტოზს.
ასევე, იხილეთ : ნიამარინი-პანთენოლი ცხვირის სპრეი 50მლ
გამოყენების ჩვენებები:
· ოპერაციის შემდეგ ქერქების წარმოქმნის შემცირება ,შეხორცების დაჩქარება ;
· ცხვირიდან ტრავმული სისხლდენის შემცირება ;
· ენდოსკოპიური გამოკვლევების და ტამპონადის გაადვილება ;
· ატროფიული რინიტი (ოზენე)
უკუჩვენებები და გვერდითი მოვლენები :
ინდივიდუალური მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ .
გამოყენების წესი და დოზირება :
გამოყენებამდე შეანჯღრიეთ 1-2 წვეთი თითოეულ ნესტოში 4-5 ჯერ დღეში .
შენახვის პირობები:
შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე 12-25 °C .მოარიდეთ ბავშვებს .
გამოშვების ფორმა: ფლაკონი 30მლ
რაოდენობა | 1 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account