Salicylic acid - სალიცილის მჟავა 2% 25მლ
ჩვენება:ცხიმიანი სებორეა,აკნეს პროფილაქტიკა და მკურნალობა,პიოდერმია.
სალიცილის მჟავა
სავაჭრო დასახელება: სალიცილის მჟავა.
საერთაშორისო არადაპატენტებული დასახელება: Salicylic acid.
წამლისმიერი ფორმა: 20 მგ/მლ სპირტიანი ხსნარი გარეგანი გამოყენებისათვის.
შემადგენლობა: თითოეული ფლაკონი (25მლ) შეიცავს: აქტიურ ნივთიერებას - სალიცილის მჟავას - 500 მგ; დამხმარე ნივთიერება: ეთილის სპირტი.
აღწერა: უფერო, გამჭვირვალე სითხე, სპირტის სუნით.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სხვა სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები ადგილობრივი გამოყენებისთვის. სალიცილის მჟავა.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
აქვს ანტიმიკრობული, კერატოლიზური, ადგილობრივი გამაღიზიანებელი და ანთების საწინააღმდეგო ეფექტი. ხელს უწყობს გარქოვანებული შრის დარბილებას და აქერცვლას. 0,5%-დან 2%-მდე კონცენტრაციით სალიცილის მჟავა მნიშვნელოვნად ამცირებს მიკროკომედონების წარმოქმნას, რომლებიც წარმოადგენენ აკნეს ყველა სხვა ფორმის წინამორბედს.
ფარმაკოკინეტიკა
გარეგანი გამოყენებისას შესაძლებელია სისტემური შეწოვა.
ჩვენებები
შემდეგი მდგომარეობების კომპლექსური თერაპია:
- ცხიმიანი სებორეა;
- აკნეს პროფილაქტიკა და მკურნალობა;
- პიოდერმია.
უკუჩვენებები
- ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ;
- თირკმლის უკმარისობა;
- ბავშვთა ასაკი 1 წლამდე.
გამოყენების წესი და დოზირება
გარეგნულად. დაზიანებული კანის ზედაპირი მუშავდება სპირტიანი ხსნარით დღეში 2-3-ჯერ.
მაქსიმალური სადღეღამისო დოზა მოზრდილებში - 10მლ ხსნარი 20მგ/მლ კონცენტრაციით; ბავშვებისთვის - 1 მლ ხსნარი 20 მგ/მლ კონცენტრაციით. მკურნალობის კურსი - არა უმეტეს 1 კვირისა.
სიფრთხილის ზომები
მოერიდეთ თვალებში მოხვედრას.
არ დაიტანოთ პრეპარატი ლორწოვან გარსებზე, პიგმენტურ ლაქებზე, თმიან მეჭეჭებზე, მეჭეჭებზე სახეზე ან სასქესო ორგანოებზე.
ბავშვების მკურნალობისას საჭიროა თავიდან იქნას აცილებული კანის რამდენიმე უბნის ერთდროულად დამუშავება.
ლორწოვან გარსებთან შეხების შემთხვევაში დაზიანებული ადგილი დაიბანეთ უხვი რაოდენობის წყლით. უნდა გვახსოვდეს, რომ კანის დაავადებებში, რომლებიც მიმდინარეობს ჰიპერემიით და ანთებით (ფსორიაზული ერითროდერმიის ჩათვლით) ან ზედაპირული დაზიანებით, შესაძლებელია სალიცილის მჟავას შეწოვის გაზრდა.
გამოყენება ორსულობისას და ძუძუთი კვების დროს
პრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.
გავლენა ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვის უნარზე
არ მოქმედებს.
ბავშვები
ბავშვებში გამოყენება მოითხოვს სიფრთხილეს.
მედიკამენტოზური ურთიერთქმედება
სალიცილის მჟავას შეუძლია გაზარდოს კანის გამტარიანობა სხვა ადგილობრივი გამოყენების მედიკამენტებზე და ამით გააძლიეროს მათი შეწოვა.
აბსორბირებულმა სალიცილის მჟავამ შეიძლება გაზარდოს მეტოტრექსატის და პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებების, სულფონილშარდოვანას წარმოებულების გვერდითი მოვლენები.
ხსნარი ფარმაცევტულად შეუთავსებელია რეზორცინოლთან (წარმოქმნის დნობის ნარევებს) და თუთიის ოქსიდს (წარმოქმნის უხსნად თუთიის სალიცილატს).
სალიცილის მჟავას ადგილობრივი გამოყენება არ უნდა იყოს კომბინირებული ისეთ პეროლალურ პრეპარატებთან, რომლებიც შეიცავენ აცეტილსალიცილის მჟავას და სხვა არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს.
გვერდითი მოვლენები
შესაძლებელია კანში ცვლილებები: სიმშრალე, აქერცვლა, გაღიზიანება, კონტაქტური დერმატიტი, ალერგიული რეაქციების გამოვლინება (ჭინჭრის ციება, ქავილი), რაც მოითხოვს პრეპარატის მოხსნას.
ხანგრძლივი გამოყენებისას შესაძლებელია პრეპარატის შეწოვა სისხლი მიმოქცევაში და საცილატების დამახასიათებელი გვერდითი ეფექტების განვითარება: ტინიტუსი, თავბრუსხვევა, ეპიგასტრიკული ტკივილი, გულისრევა, ღებინება, აციდოზი, გახშირებული სუნთქვა.
დოზის გადაჭარბება
პრეპარატის დიდი დოზების გამოყენებისას შეიძლება გაიზარდოს კერატოლიზური ეფექტი და ალერგიული რეაქციები. ასეთ შემთხვევაში პრეპარატი უნდა ჩამოიბანოთ წყლით და მიმართოთ ექიმს კონსულტაციისთვის. თერაპია სიმპტომურია.
სალიცილის მჟავას შინაგანად მოხვედრისას შეინიშნება კუჭის ლორწოვანი გარსის გაღიზიანება, ტკივილი ეპიგასტრიკულ მიდამოში, გულისრევა და ზოგჯერ ღებინება. გადაყლაპვისას აუცილებელია კუჭის ამორეცხვა უხვი რაოდენობის წყლით ტუტე ხსნარების გამოყენებით.
შეფუთვა
25მლ შუშის ფლაკონებში. დაიშვება ფლაკონების შფუთვა კოლოფის გარეშე. ფურცელ-ჩანართის რაოდენობა უნდა შეესაბამებოდეს ფლაკონების რაოდენობას.
შენახვის პირობები
სინათლისა დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25ºС ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილას.
მოარიდეთ ცეცხლს.
ვარგისიანობის ვადა
3 წელი. არ გამოიყენოთ პრეპარატი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რაოდენობა | 1 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account