Metronidazole - მეტრონიდაზოლი 500მგ\100მლ 1 ფლაკონი
ჩვენებები: მეტრონიდაზოლის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციების მკურნალობა და პროფილაქტიკა.
სამკურნალო საშუალების სამედიცინო გამოყენების ინსტრუქცია
მეტრონიდაზოლი
შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერება: მეტრონიდაზოლი
ხსნარის 1 მლ შეიცავს 5 მგ მეტრონიდაზოლს;
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ქლორიდი, დინატრიუმის ედეტატი, საინიექციო წყალი.
სამკურნალო ფორმა: საინფუზიო ხსნარი.
ძირითადი ფიზიკო-ქიმიური თვისებები: გამჭვირვალე, უფერო ან ოდნავ მოყვითალო ფერის სითხე.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სისტემური გამოყენების ანტიმიკრობული საშუალება. იმიდაზოლის წარმოებული.
კოდი ათქ ჟ01XD01.
ფარმაკოლოგიური თვისებები.
ფარმაკოდინამიკა.
მეტრონიდაზოლი არის სტაბილური ნაერთი, რომელსაც შეუძლია მიკროორგანიზმში შეღწევა. ანაერობულ პირობებში მეტრონიდაზოლი მიკრობულ პირუვატ-ფერედოქსინ-ოქსიდორედუქტაზასთან ერთად წარმოქმნის ნიტროზორადიკალებს ფერედოქსინისა და ფლავოდოქსინის დაჟანგვის გზით. ნიტროზორადიკალები დნმ-ის ძირითად წყვილებთან ქმნიან შეკავშირებულ პროდუქტებს, რაც დნმ-ის ჯაჭვების გახლეჩვას და უჯრედის სიკვდილს იწვევს.
მინიმალური მაინჰიბირებელი კონცენტრაცია, დადგენილი ანტიმიკრობული მგრძნობელობის ტესტირების ევროპული კომიტეტის მიერ, წყვეტის წერტილები, რომლებიც ყოფენ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებს (შ) რეზისტენტული მიკროორგანიზმებისაგან (ღ), შემდეგია:
• დადებითი ანაერობები (შ: ≤4 მგ/მლ, ღ >4 მგ/მლ);
• უარყოფითი ანაერობები (შ: ≤4 მგ/მლ, ღ >4 მგ/მლ)
მგრძნობიარე და რეზისტენტული მიკროორგანიზმების ჩამონათვალი
(სისტემური მოქმედების ანტიბიოტიკების რეზისტენტობასთან დაკავშირებით მონაცემთა ანალიზის ცენტრალური სამმართველოს მონაცემების თანახმად, გერმანია, 2009 წლის დეკემბერი):
ანაერობები: Bაცტეროიდეს Fრაგილის, ჩლოსტრიდიუმ დიფფიცილე0, ჩლოსტრიდიუმ პერფრინგენს0,1, Fუსობაცტერიუმ სპპ.0, Pეპტონიპჰილუს სპპ.0, Pეპტოსტრეპტოცოცცუს სპპ.0, Pორპჰყრომონას სპპ.0, Pრევოტელლა სპპ., Vეილლონელლა სპპ.0;
სხვა მიკროორგანიზმები: EEნტამოება ჰისტოლყტიცა0, Gარდნერელლა ვაგინალის0, Gიარდია ლამბლია0, თრიცჰომონას ვაგინალის0.
შტამები, რომელთა შეძენილი მგრძნობელობა შეიძლება პრობლემას წარმოადგენდეს:
გრამუარყოფითი ანაერობები: Hელიცობაცტერ პყლორი
ბუნებრივად რეზისტენტული მიკროორგანიზმები: ყველა ობლიგატორული აერობი:
გრამდადებითი მიკროორგანიზმები: Eნტეროცოცცუს სპპ., შტაპჰყლოცოცცუს სპპ., შტრეპტოცოცცუს სპპ.
გრამუარყოფითი მიკროორგანიზმები: Eნტერობაცტერიაცეაე, Hაემოპჰილუს სპპ.
0აღნიშნული ცხრილების პუბლიკაციის მომენტში, მონაცემები ხელმისაწვდომი არ იყო. პირველად ლიტერატურაში მოცემულია სავარაუდო სტანდარტული რეფერენსიები და თერაპიული რეკომენდაციები შესაბამისი შტამების მგრძნობელობის შესახებ.
1გამოიყენება მხოლოდ პენიცილინზე ალერგიის მქონე პაციენტებში.
მეტრონიდაზოლის მიმართ რეზისტენტობის მექანიზმები
მეტრონიდაზოლის მიმართ რეზისტენტობის მექანიზმები არსებული დროისათვის მხოლოდ ნაწილობრივ არის გამოკვლეული. მეტრონიდაზოლის მიმართ H.პყლორი-ს რეზისტენტობა გამოწვეულია გენების მუტაციებით, რომლებიც აკოდირებენ NADPH-ნიტრორედუქტაზას. აღნიშნული მუტაციები იწვევენ ამინომჟავეების ცვლას, რასაც ენზიმების არაქტიურობა მოსდევს. ამრიგად, აქტიური ნიტროზორადიკალით მეტრონიდაზოლის აქტივაციის ეტაპი არ მიმდინარეობს.
Bაცტეროიდეს შტამები რეზისტენტულია მეტრონიდაზოლის მიმართ იმ გენების წყალობით, რომლებიც აკოდირებენ ნიტროიმიდაზოლების ამინოიმიდაზოლებად გარდამქმნელ ნიტროიმიდაზოლრედუქტაზებს, რის შედეგადაც ანტიბაქტერიულად ეფექტური ნიტროზორადიკალების წარმოქმნა ითრგუნება. მეტრონიდაზოლსა და სხვა ნიტროიმიდაზოლის სხვა წარმოებულებს (თინიდაზოლი, ორნიდაზოლი, ნიმორაზოლი) შორის არსებობს სრული ჯვარედინი რეზისტენტობა.
ინდივიდუალური შტამების შეძენილი მგრძნობელობის გავრცელება რეგიონის მიხედვით და დროთა განმავლობაში შეიძლება შეიცვალოს. ამიტომ აუცილებელია სპეციფიკური ადგილობრივი მონაცემების გამოყენება, განსაკუთრებით მძიმე ინფექციების ეფექტური მკურნალობისავის. რეზისტენტობის ადგილობრივ სურათთან დაკავშირებული, მეტრონიდაზოლის ეფექტურობასთან დაკავშირებით ეჭვების არსებობის შემთხვევაში საჭიროა ექსპერტის რჩევების გათვალისწინება. აუცილებელია მიკრობიოლოგიური დიაგნოზის დადგენა, მიკროორგანიზმების შტამების და მეტრონიდაზოლის მიმართ მათი მგრძნობელობის განსაზღვრის ჩათვლით, განსაკუთრებით მძიმე ინფექციის ან არაეფექტური მკურნალობის შემთხვევაში.
ფარმაკოკინეტიკა
ვინაიდან მეტრონიდაზოლის შეჰყავთ ვენაში, მისი ბიოამთვისებლობა 100%-ს შეადგენს.
განაწილება
შეყვანის შემდეგ მეტრონიდაზოლი ფართოდ ნაწილდება ორგანიზმის ქსოვილებში. მეტრონიდაზოლი ვლინდება ორგანიზმის უმეტესობა სითხესა და ქსოვილში, ნაღველის, ძვლების, ცერებრალური აბსცესის, თავზურგტვინოვანი სითხის, ღვიძლის, ნერწყვის, სპერმის და საშოდან გამონადენის ჩათვლით, იქ სადაც მიიღწევა კონცენტრაციები, რომლებიც ახლოსაა სისხლის პლაზმის კონცენტრაციებთან. ის ასევე აღწევს პლაცენტაში და ვლინდება დედის რძეში კონცენტრაციებით, რომლების შრატში არსებული კონცენტრაციების ექვივალენტურია. ცილებთან შეკავშირება <20%-ია, განაწილების მოცულობა 36 ლიტრს შეადგენს.
ბიოტრანსფორმაცია
მეტრონიდაზოლი მეტაბოლიზდება ღვიძლში გვერდითი ჯაჭვების დაჟანგვის და გლუკურონიდის წარმოქმნის გზით. მისი მეტაბოლიტები მოიცავენ დაჟანგვის პროდუქტს, ჰიდროქსილურ წარმოებულსა და გლუკურონიდს. ძირითადი მეტაბოლიტი სისხლის შრატში – არის ჰიდროქსილირებული მეტაბოლიტტ, ხოლო ძირითადი მეტაბოლიტი შარდში – მჟავა.
გამოყოფა
ნივთიერების დაახლოებით 80% გამოიყოფა შარდთან ერთად, აქედან 10%-ზე ნაკლები – შეუცვლელი სახით. მცირე რაოდენობა გამოიყოფა ღვიძLით. ნახევრად დაშლის პერიოდი შეადგენს 6-10 საათს.
მახასიათებლები პაციენტების სპეციალურ ჯგუფებში
თირკმლის უკმარისობა მხოლოდ უმნიშვნელოდ ანელებს გამოყოფას.
ღვიძლის მძიმე დაავადებების დროს, მოსალოდნელია პლაზმური კლირენსის შეკავება და შრატიდან ნახევრად დაშლის დროის გახანგრძლივება (30 საათამდე).
კლინიკური მახასიათბლები
ჩვენებები.
მეტრონიდაზოლის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციების მკურნალობა და პროფილაქტიკა (ძირითადად ანაერობული ბაქტერიებით).
მეტრონიდაზოლი აქტიურია ფართო სპექტრის პათოგენური მიკროორგანიზმების მიმართ, განსაკუთრებით Bაცტეროიდეს, Fუსობაცტერია, ჩლოსტრიდია, Eუბაცტერია, ანაერობული კოკების და Gარდნერელლა ვაგინალის-ის მიმართ.
მეტრონიდაზოლის ნაჩვენებია უფროსებისა და ბავშვებისათვის:
- ანაერობული ბაქტერიებით, კერძოდ კი Bაცტეროიდეს და შტრეპტოცოცცი-ებით გამოწვეული პოსტ-ოპერაციული ინფექციების პროფილაქტიკა;
- სეპტიცემიის, ბაქტერიემიის, პერიტონიტის, თავის ტვინის აბსცესის, ნეკროზული პნევმონიის, ოსტეომყელიტის, მშობიარობის შემდგომი სეფსისის, მენჯში არსებული აბსცესისმ პელვიოცელულიტის და პოსტ-ოპერაციული ჭრილობის ინფექციების მკურნალობა – პათოგენური ანაერობების გამოყოფის შემთხვევაში.
მეტრონიდაზოლის გამოყენების დროს გასათვალისწინებელია ეროვნური და საერთაშორისო რეკომენდაციები ანტიმიკრობულის პრეპარატების სათანადო გამოყენებასთან დაკავშირებით.
უკუჩვენებები.
მეტრონიდაზოლის და ნიტროიმიდაზოლის სხვა წარმოებულების ან პრეპარატის ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ ჰიპერმგრძნობელობა, ცნს-ის ორგანული დაზიანებები, სისხლის სისტემის დაავადებები.
პრეპარატის მიმაღება კომბინაციაში დისულფირამთან და ალკოჰოლთან რეკომენდებული არ არის.
სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება და სხვა სახის ურთიერთქმედებანი
პაციენტებს აუცილებლად ეძლევათ რეკომენდაცია მეტრონიდაზოლით მკურნალობის დროს და მკურნალობის შეყვეტიდან სულ მცირე 48 საათის განმავლობაში თავი შეიკავონ ალკოჰოლის მიღებისაგან დისულფირამომსგავსი რეაქციის (ანტაბუსის ეფექტი) განვითარების შესაძლებლობის გამო. არსებობს ფსიქოზური რეაქციების შემთხვევები პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად მეტრონიდაზოლსა და დისულფირამს ღებულობდნენ. ვარფარინული ტიპის პერორალური ანტიკოაგულანტების გამოყენებისას მეტრონიდაზოლთან ერთად აღინიშნებოდა ანტიკოაგულაციური თერაპიის გარკვეული პოტენცირება და ღვიძლში მათი მეტაბოლიზმის შენელების შედეგად ჰემორაგიული გართულებების რისკის მომატება. საჭიროა INღ-ის (საერთაშორისო ნორმალიზებული თანაფართობის) დონის ხშირი კონტროლი. მეტრონიდაზოლის გამოყენებისას და მისი მოხსნიდან 8 დღის განმავლობაში რეკომენდებულია პერორალური ანტიკოაგულანტის დოზის კორექცია. INღ-ის პრობლემასთან დაკავშირებით, პაციენტებში, რომლებიც ანტიბიოტიკებით მკურნალობდნენ აღინიშნებოდა პერორალური ანტიკოაგულანტების აქტივობის მომატების ბევრი შემთხვევა. რისკ ფაქტორები შეიძლება იყოს ინფექციური, ანტებითი დაავადებები და ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა. INღ-ის სიხშირეში რთულია ინფექციური პათოლოგიის როლის დადგენა და მისი მკურნალობა. თუმცა ზოგიერთი ანტიბაქტერიული საშუალება განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს ეს ეხება ფტორქინოლონებს, მაკროლიდებს, ციკლინებს, კლოტრიმაზოლს და ზოგიერთ ცეფალოსპორინს.
აუცილებელია პროთრომბინის დონის მონიტორინგ. ჰეპარინთან ურთიერთქმედება არ აღინიშნება.
პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად ღებულობდნენ ლითიუმს და მეტრონიდაზოლს, აღინიშნებოდა ლითიუმის შეკავება, რასაც თან ახლდა თირკმლების დაზიანების შესაძლო ნიშნები. მეტრონიდაზოლის შეყვანამდე, ლითიუმით მკურნალობა უნდა შემცირდეს ან შეწყდეს. პაციენტებში რომლებიც ლითიუმს ღებულობენ, მეტრონიდაზოლით მკურნალობის დროს, სისხლის პლაზმაში უნდა შემოწმდეს ლითიუმის, კრეატინინის და ელექტროლიტების დონეები.
ფენიტოინი და ფენობარბიტალი: ფენობარბიტალისა და ფენიტოინის მიღების ფონზე მეტრონიდაზოლის მეტაბოლიზმი უფრო მაღალი სიჩქარით მიდის, ნორმასთან შედარებით, ამიტომ ნახევრად დაშლის პერიოდი დაახლოებით 3 საათით მცირდება.
მეტრონიდაზოლი ამცირებს 5-ფოტრურაცილის კლირენსს, და შედეგად შეიძლება გამოიწვიოს 5-ფოტრურაცილის ტოქსიურობის გაძლიერება.
პაციენტებში, რომლებიც ციკლოსპორინს ღებულობენ, არსებობს სისხლის პლაზმაში ციკლოსპორინის დონის მომატების რისკი. კომბინირებული გამოყენების საჭიროების შემთხვევაში, საჭიროა სისხლის შრატში ციკლოსპორინისა და კრეატინინის სათანადო მონიტორინგი.
მეტრონიდაზოლმა შეიძლება გაზარდოს ბისულფანის დონე სისხლის პლაზმაში, რაც იწვევს მძიმე ბისულფანურ ტოქსიურობას.
ამიოდარონი
ამიოდარონისა და მეტრონიდაზოლის ერთდროული გამოყენების დროს აღინიშნებოდა Qთ ინტერვალის გახანგრძლივება და ტორსადეს დე პოინტეს. ამიოდარონის გამოყენებისას კომბინაციაში მეტრონიდაზოლთან მიზანშეწონილია ეკგ-ზე Qთ ინტერვალის მონიტორინგი. პაციენტებს, რომლებიც ამბულატორიულად მკურნალობენ, ურჩევენ მიმართონ ექიმს ისეთი სიმპტომების გამოვლენისას, რომლებიც მიუთითებენ ტორსადეს დე პოინტეს-ზე, ესენია თავბრუ, აჩქარებული გულისცემა ან გონების დაკარგვა.
კარბამაზეპინი
კარბამაზეპინმა შეიძლებადათრგუნოს კარბამაზეპინის მეტაბოლიზმი და შედეგად გაზარდოს მისი პლაზმური კონცენტრაციები.
ციმეტიდინე
ციმეტიდინის ერთდროულმა გამოყენებამ, იშვიათ შემთხვევებში შეიძლება შეამციროს მეტრონიდაზოლის გამოყოფა, და შესაბამისად გამოიწვიოს შრატში უკანასკნელის კონცენტრაციების მომატება.
კონტრაცეპტივები
იშვიათ შემთხვევებში ზოგიერთ ანტიბიოტიკს შეუძლია პერორალური კონტრაცეპტივების ეფექტურობის შემცირება, ნაწლავში სტეროიდული კონიუგატების ბაქტერიული ჰიდროლიზზე ზეგავლენით და ამგვარად არაკონიუგირებული სტეროიდების განმეორებითი შეწოვის შემცირებით, რის შედაგადაც აქტიური სტეროიდების პლაზმური დონეები მცირდება. ეს უჩვეული ურთიერთქმედება შეიძლება აღინიშნებოდეს ქალებში, რომლებიც ნაღველთან ერთად დიდი რაოდენობით სტეროიდალ კონიუგატებს გამოყოფენ. პერორალური კონტრაცეპტივების არაეფექტურობის ცნობილი შემთხვევები დაკავშირებული იყო სხვადასხვა ანტიბიოტიკების გამოყენებასთან, ამპიცილინის, ამოქსიცილის, ტეტრაციკლინების და ასევე მეტრონიდაზოლის ჩათვლით.
მიკოფენოლატ მოფეტილი
ნივთიერებებს, რომლებიც ცვლიან კუჭ-ნაწლავის ფლორას (მაგალითად ანტიბიოტიკები), შეუძლიათ მიკოფენოლის მჟავას პრეპარატების პერორალური ბიოამთვისებლობის შემცირება. ინფექციის საწინააღმდეგო საშუალებებით მკურნალობის დროს რეკომენდებულია სათანადო კლინიკური და ლაბორატორიული მონიტორინგი მიკოფენოლის მჟავას იმუნოსუპრესიული ეფექტის შემცირების გამოსავლენად.
ტაკროლიმუსი
მეტრონიდაზოლის ერთდროულმა გამოყენება შეიძლება გამოიწვიოს სისხლში ტაკროლიმუსის კონცენტრაციის მომატება. ტაკროლიმუსის ღვიძლში მეტაბოლიზმის დათრგუნვის სავარაუდო მექანიზმი ჩYP3A4 მეშვეობით ხდება. საჭიროა სისხლში ტაკროლიმუსის დონის და თირკმლების ფუნქციის ხშირი შემოწმება, და შესაბამისად დოზის კორექცია, განსაკუთრებით მეტრონიდაზოლით თერაპიის მოხსნის დაწყების შემდეგ პაციენტებში, რომლებიც ტაკროლიმუსის მიღების რეჟიმზე არიან სტაბილიზირებულნი.
პარაკლინიკურ ტესტებზე ზეგავლენა
უნდა გვახსოვდეს, რომ მეტრონიდაზოლს შეუძლია ტრეპონემების იმობილიზაციას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ცრუ-დადებითი ნელსონის ტესტი.
გამოყენების თავისებურებანი
პრეპარატი ფრთხილად ინიშნება პაციენტებში ეპილეფსიით, ცნს-ის დაავადებებით დაქვეითებული კრუნჩხვითი ზღურბლით.
პაციენტებში თირკმლების მძიმე დაზიანებებით, დარღვეული ჰემოპოეზით (გრანულოციტოპენიის ჩათვლით), მეტრონიდაზოლი გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსალოდნელი სარგებელი აღემატება პოტენსიურ რისკს.
მეტრონიდაზოლი არ ახდენს პირდაპირ ზემოქმედებას აერობულ ან ფაკულტატურ ანაერობულ ბაქტერიებზე.
რეკომენდებულია კლინიკური ან ლაბორატორიული მონიტორინგი (განსაკუთრებით ლეიკოციტების რაოდენობის), ხოლო თუ მეტრონიდაზოლის შეყვანა 10 დღეზე მეტ ხანს გრძელდება, მონიტორინგი სავალდებულოა. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ისეთი არასასურველი მოვლენების არსებობას, როგორებიცაა ცენტრალური ან პერიფერული ნეიროპათია (რომელთა სიმპტომები არის პარესტეზია, ატაქსია, თავბრუ, კრუნჩხვითი შეტევები).
მეტრონიდაზოლით ან სხვა ნიტრომედაზოლის შემცველი სხვა პრეპარატებით მკურნალობის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 10 დღეს. მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში, მწვავე საჭიროების დროს მკურნალობა შეიძლება გახანგრძლივდეს შესაბამისი კლინიკური და ლაბორატორიული მონიტორინგის პირობებში. განმეორებითი თერაპია შეიძლება მაქსიმალურად შეიზღუდოს ცალკეული შემთხვევებით. აღნიშნული შეზღუდვები მკაცრად უნდა იყოს დაცული, ვინაიდან არ შეიძლება მეტრონიდაზოლის შესაძლო მუტაგენური აქტივობის გამორიცხვა, ასევე გარკვეული სიმსივნეების განვითარების მომატებული სიხშირის გამო, რაც ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში დაფიქსირდა.
ჰიპერმგრძნობელობის მძიმე რეაქციების (ანაფილაქსიური შოკის ჩათვლით) მეტრონიდაზოლით მკურნალობა უნდა შეწყდეს და დაიწყოს ზოგადი გადაუდებელი თერაპია.
მძიმე პერსისტული ფაღარათი, რომელიც ვითარდება მკურნალობის დროს ან მომდევნო კვირეების განმავლობაში, შეიძლება იყოს ფსევდომემბრანული კოლიტის შედეგი (ხშირ შემთხვევებში ჩლოსტრიდიუმ დიფფიცილე-თი გამოწვეული), იხ. “გვერდითი მოვლენები”. ანტიბიოტიკებით გამოწვეული, ეს ნაწლავური დაავადება, შეიძლება სიცოცხლისათვის საშიში იყოს და საჭიროებს გადაუდებელ შესაბამის მკურნალობას. არ შეიძლება პერისტალტიკის დამთრგუნველი პრეპარატების გამოყენება.
მეტრონიდაზოლი სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში პერიფერული ან ცენტრალური ნერვული სისტემის აქტიური ან ქრონიკული მძიმე დაავადებებით ნევროლოგიური გამწვავების რისკის არსებობის გამო.
არსებობს ალბათობა, რომ თრიცჰომონას ვაგინალის-ის მოსპობის შემდეგ შეიძლება შენარჩუნდეს გონოკოკური ინფექცია.
მეტრონიდაზოლის ნახევრად დაშლის პერიოდი უცვლელი რჩება თირკმლის უკმარისობის დროს, ამიტომ მეტრონიდაზოლის დოზის შემცირების აუცილებლობა არ არსებობს. თუმცა, ასსეტ პაციენტებში გროვდება მეტრონიდაზოლის მეტაბოლიტები. ამ მომენტისათვის, აღნიშნული ფაქტის კლინიკური მნიშვნელობა ცნობილი არ არის.
ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებში, მეტრონიდაზოლი და მეტაბოლიტები ეფექტურად გამოიყოფა დიალიზის რვასაათიანი პერიოდის განმავლობაში. ამიტომ ჰემოდიალიზის შემდეგ მეტრონიდაზოლი განმეორებით უნდა იქნეს შეყვანილი.
პაციენტებში თირკმლის უკმარისობით, რომლებიც იტარებენ ინტერმიტირებულ პერიტონეალურ დიალიზს ან უწყვეტ ამბულატორიულ პერიტონეალურ დიალიზს, მეტრონიდაზოლის დოზის კორექცია საჭირო არ არის.
მეტრონიდაზოლი, ძირითადად, დაჟანგვის გზით მეტაბოლიზდება ღვიძლში. ღვიძლის უკმარისობის დროს შეიძლება აღინიშნებოდეს მეტრონიდაზოლის კლირენსის მნიშვნელოვანი შემცირები. პაციენტებში ღვიძლისმიერ ენცეფალოპათიით შეიძლება გაიზარდოს მეტრონიდაზოლის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში. ამიტომ, პაციენტებში ღვიძლისმიერი ენცეფალოპათიით, მეტრონიდაზოლი სიფრთხილით შეიყვანება. დღის დოზა მცირდება ერთ მესამედამდე და შეიყვანება დღეში ერთხელ.
მეტრონიდაზოლს შეწოვის მაღალი მაჩვენებლები აქვს სიგრძის ტალღაზე, რომელზეც განისაზვრება ნიკოტინამიდადენინდინუკლეოტიდი (NADH). ამიტომ მუდმივი დინების მეთოდით NADH-ის გაზომვისას, რომელიც აღდგენილი NADH-ის საბოლოო წერტილის დაქვეითების დადგენას ეფუძნება, მეტრონიდაზოლმა შეიძლება შენიღბოს ღვიძლის ფერმენტების დაბალი კონცენტრაციები. შეიძლება აღინიშნებოდეს ღვიძლის ფერმენტების უჩვეულოდ დაბალი კონცენტრაციები, ნულოვანი მაჩვენებლების ჩათვლით.
მეტრონიდაზოლი სიფრთხილით გამოიყენება ხანდაზმულ პაციენტებში.
პორფიირის მქონე პაციენტებში მეტრონიდაზოლის გამოყენება რეკომენდებული არ არის. ატაქსიის, თავბრუს ან ცნობიერების აშლილობის განვითარების შემთხვევაში მეტრონიდაზოლით მკურნალობა უნდა შეწყდეს.
მეტრონიდაზოლი ზეგავლენას ახდენს ასპარტატამინოტრანსფერაზას, ალანინამინოტრანსფერაზას, ლაქტატდეჰიდროგენაზას, ტრიგლიცერიდებისა და გლუკოზატექსოკინაების ენზიმატურ-სპექტროფოტომეტრული განსაზღვრის შედეგებზე, მათი მნიშვნელონის შემცირებით (შესაძლებელია განულებაც კი).
პაციენტები უნდა იყვნენ გაფრთხილებულნი, რომ მეტრონიდაზოლმა შეიძლება გამოიწვიოს შარდის გამუქება.
შეიძლება პრეპარატის განზავება 0.9%-იან ნატრიუმის ქლორიდის ხსნარში ან 5%-იან გლუკოზას ხსნარში.
ადამიანში მუტაგენობის რისკის გამო, აუცილებელია საჭიროზე უფრო ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მეტრონიდაზოლის გამოყენების მიზანშეწონილობის დადგენა.
აღნიშნული სამკურნალო პრეპარატი 100 მლ ხსნარში შეიცავს 14 მმოლ (ან 322 მგ) ნატრიუმს, რაც გასათვალისწინებელია პაციენტებში, რომლებიც იცავენ ნატრიუმის შემზღუდველ დიეტას.
გამოყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს
ორსულობა
ორსულობის დროს მეტრონიდაზოლის გამოყენების უსაფრთხოება არ არის საკმარისად შესწავლილი. კერძოდ, მისი გამოყენების შემსახებ შეტყობინებები ურთიერთგამომრიცხავია. ზოგიერთმა გამოკვლევებმა გამოავლინეს განვითარების მანკების სიხშირის მომატება. ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში მეტრონიდაზოლის ტერატოგენული ეფექტები არ გამოვლინდა.
I ტრიმესტრის განმავლობაში მეტრონიდაზოლის გამოყენება შეიძლება მხოლოდ მძიმე, სიცოცხლისათვის საშიში ინფექციების სამკურნალოდ, უფრო უსაფრთხო ალტერნატივის არარსებობის დროს. II და III ტრიმესტრების დროს მეტრონიდაზოლის გამოიყენება, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსალოდნელი სარგებელი აღემატება შესაძლო რისკს.
ძუძუთი კვების პერიოდი
ვინაიდან მეტრონიდაზოლი გამოიყოფა დედის რძეში, მკურნალობის მსვლელობისას ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს. ძუძუთი კვება უნდა განახლდეს, თერაპიის შეწყვეტიდან სულ მცირე 2-3 დღის შემდეგ, ვინაიდან მეტრონიდაზოლს გახანგრძლივებული ნახევრად დაშლის პერიოდი აქვს.
ავტოტრანსპორტის მართვისა და სხვა მექანიზმებთან მუშაობის უნარზე ზეგავლენა
აუცილებელია პაციენტების გაფრთხილება, რომ შესაძლებელია გამოვლინდეს ძილიანობა, თავბრუ, ცნობიერების აშლილობა, ჰალუცინაციები ან მხედველობის დროებითი დარღვევები, რამაც შეიძლება გაუარესოს ავტოტრანსპორტის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარი.
გამოყენების წესი და დოზები
მეტრონიდაზოლი შეიყვანება მხოლოდ ვენაში სიჩქარით 5 მლ/წთ.
ინფექციების პრე- და პოსტოპერაციული პროფილაქტიკა: უმთავრესად აბდომინალური (განსაკუთრებით კოლორექტალური) და გინეკოლოგიური ქირურგიის დროს.
მოზრდილები
500 მგ უშუალოდ ოპერაციის წინ, შეყვანა უნდა დასრულდეს ოპერაციამდე დაახლოებით 1 საათით ადრე. დამატებითი დოზა შეიყვანება 8 საათში ერთხელ.
ბავშვები
12 წლამდე ასაკის ბავშვები: ერთჯერადი დოზა 20-30 მგ/კგ, შეყვანა უნდა დასრულდეს ოპერაციამდე დაახლოებით 1 საათით ადრე. ახალშობილები გესტაციური ასაკით < 40 კვირა: 10 მგ/კგ ერთჯერადად ოპერაციის წინ.
ანაერობული ინფექციები. მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია მის ეფექტურობაზე. უმრავლეს შემთხვევებში საკმარისია შვიდ-დღიანი კურსი. კლინიკური ჩვენებების არსებობისას (მაგ. ინფექციის ერადიკაცია დრენირებისათვის ძნელად ხელმისაწვდომი ორგანოებიდან, ნაწლავიდან, ცხვირხახიდან და სასქესო ორგანოებიდან აერობული მიკროორგანიზმების ენდოგენური კონტამინაციის მიდრეკილების არსებობისას) მკურნალობა უნდა გაგრძელდეს.
დადგენილი ანაერობული ინფექციების მკურნალობა
მოზრდილები
500 მგ 8 საათში ერთხელ.
ბავშვები
8 კვირიდან 12 წლამდე ასაკის ბავშვები: ჩვეული დღიური დოზა – 20-30 მგ/კგ დღეში ერთხელ ან 7.5 მგ/გრ 8 საათში ერთხელ. დღიური დოზა შეიძლება გაიზარდოს 40 მგ/კგ-მდე ინფექციის სიმძიმის მიხედვით. მკურნალობის ხანგრძლივობა ჩვეულებრივ შეადგენს 7 დღეს.
< 8 კვირის ბავშვები: 15 მგ/კგ დღეში ერთხელ ან 7.5 მგ/გრ 12 საათში ერთხელ. ახალშობილებში გესტაციური ასაკით < 40 კვირა სიცოცხლის პირველი კვირის განმავლობაში შეიძლება მიმდინარეობდეს მეტრონიდაზოლის აკუმულაცია, ამიტომ მკურნალობის რამდენიმე დღის შემდეგ სასურველია მოხდეს მეტრონიდაზოლის სისხლის შრატში კონცენტრაციის მონიტორინგი.
ბაქტერიული ვაგინოზი
მოზარდები: 400 მგ დღეში ორჯერ 5-7 დღის განმავლობაში ან 2000 მგ ერთჯერადად.
უუროგენიტალური ტრიქომონიაზი
მოზრდილების და მოზარდები: 2000 მგ ერთჯერადად ან 200 მგ დღეში სამჯერ 7 დღის განმავლობაში ან 400 მგ დღეში ორჯერ 5-7 დღის განმავლობაში.
< 10 წლამდე ასაკის ბავშვები: 40 მგ/კგ ერთჯერადად ან 15-30 მგ/კგ/დღეში, გაყოფილი 2-3 დოზად 7 დღის განმავლობაში; დოზა არ უნდა აღემატებოდეს 2000 მგ-ს.
ლამბლიოზი
> 10 წლის პაციენტები: 2000 მგ დღეში ერთხელ 3 დღის განმავლობაში ან 400 მგ დღეში სამჯერ 5 დღის განმავლობაში, ან 500 მგ დღეში ორჯერ 7-10 დღის განმავლობაში.
7-10 წლის ბავშვები: 1000 მგ დრეში ერთხელ 3 დღის განმავლობაში.
3-7 წლის ბავშვები: 600-800 მგ დღეში ერთხელ 3 დღის განმავლობაში.
1-3 წლის ბავშვები: 500 მგ დღეში ერთხელ 3 დღის განმავლობაში.
ალტერნატიულად გამოიყენება 35-50 მგ/კგ დღეში, 3 დოზად გაყოფილი 5-10 დღის განმავლობაში, დოზა არ უნდა აღემატებოდეს 2400 მგ-ს დღეში.
Hელიცობაცტერ პყლორი-ს აღმოფხვრა პედიატრიულ პაციენტებში. გამოიყენება კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში, 20 მგ/კგ დღეში, დოზა არ უნდა აღემატებოდეს მაქსიმალურ დღიურ დოზას 1000 მგ, გაყოფილი 2-ად, 7-14 დღის განმავლობაში. მკურნალობის დაწყების წინ აუცილებელია ოფიციალური რეკომენდაციების გაცნობა.
ხანდაზმული ასაკის პაციენტები
ხანდაზმული ასაკის პირებთან მიმართებაში, განსაკუთრებით მაღალი დოზების გამოყენებისას, რეკომენდებულია სიფრთხილის დაცვა .
ბავშვები. გამოიყენება ბავშვებში სიცოცხლის პირველი დღეებიდან.
ჭარბი დოზირება
არსებობს მეტრონიდაზოლის პერორალური 12 გრ-მდე დოზების ერთჯერადი გამოყენების შემთხვევები სუიციდის მცდელობის ან შემთხვევითი ჭარბი დოზირების დროს. სიმპტომები შემოიფარგლებოდა ღებინებით, ატაქსიით და მსუბუქი დეზორიენტაციით. მეტრონიდაზოლით ჭარბი დოზირების დროს სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს. ჭარბ დოზირებაზე ეჭვის დროს საჭიროა დაინიშნოს სიმპტომატური და შემანარჩუნებელი მკურნალობა.
გვერდითი მოვლენები
გვერდითი მოვლენები უმთავრესად დაკავშირებულია მაღალი დოზების ხანგრძლივ გამოყენებასთან. ხანგრძლივი მკურნალობის დაგეგმვისას, აუცილებელია სარგებელის შეფასება პერიფერული ნეიროპათიის განვითარების რისკთან შედარებით.
ქვემოთ ჩამონათვალში, გვერდითი მოვლენების სიხშირის აღწერისათვის გამოყენებულია შემდეგი კრიტერიუმები: ძალიან ხშირი ≥1/10; ხშირი ≥1/100 - <1/10; არახშირი ≥1/1000; <1/100; იშვიათი ≥1/10000 - <1/1000; ძალიან იშვიათი: <1/10000; უცნობი: არსებული მონაცემებით სიხშირის დადგენა შეუძლებელია.
ინფექციები და ინვაზიები:
იშვიათი: ჩანდიდა-თი გამოწვეული გენიტალური სუპერინფექციები.
ძალიან იშვიათი: ფსევდომემბრანული კოლიტი, რომელიც შეიძლება განვიტარდეს თერაპიის დროს ან მას შემდეგ და გამოვლინდეს მძიმე პერსისტული ფაღარათის სახით.
სისხლის სისტემის და ლიმფური სისტემის მხრივ დარღვევები
ძალიან იშვიათი: აგრანულოციტოზი, ნეუტროპენია, თრომბოციტოპენია, პანციტოპენია.
უცნობია: ლეიკოპენია, აპლასტიური ანემია.
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ
არახშირი: მსუბუქი ან ზომიერი ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, კანის (იხ. “კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ დარღვევები”) რეაქციების, ანგიონევროზული შეშუპების და მედიკამენტური ცხელების ჩათვლით.
ძალიან იშვიათი; ჰიპერმგრძნობელობის მძიმე სისტემური რეაქციები: ანაფილაქსია ანაფილაქსიურ შოკამდეც კი, კანის მძიმე რეაქციები.
უცნობი: ქვინკეს შეშუპება, ჭინჭრის ციება, ცხელება.
ნივთიერებათა ცვლის, მეტაბოლიზმის დარღვევა
უცნობია: ანორექსია.
ფსიქიკური აშლილობანი
არახშირი: გაღიზიანება.
ძალიან იშვიათი: ფსიქოზური დარღვევები, აშლილობის და ჰალუცინაციების ჩათვლით.
უცნობი: დეპრესიული მდგომარეობა.
ნევროლოგიური დარღვევები
ძალიან იშვიათი: ენცეფალოპათია (მაგალითად, ცნობიერების აშლილობა, ცხელება, თავის ტკივილი, ჰალუცინაციები, დამბლა, ფოტომგრძნობელობა, მხედველობისა და მოძრაობის დარღვევა, კისერმრუდობა) და ნათხემის ქვემწვავე სინდრომი (მაგალითად, ატაქსია. დიზართრია, სიარულის დარღვევა, ნისტაგმი, ტრემორი), რომლებიც შეიძლება გაქრეს პრეპარატის შეწყვეტის შემდეგ; ძილიანობა და უძილობა, თავბრუ, კრუნჩხვები, პერიფერული ნეიროპათია, რომელიც პარესთეზიების სახით გამოვლინდება, ტკივილები, სიმძიმისა და ჩხვლეტის შეგრძნება კიდურებში, თავის ტკივილები.
უცნობი: პერიფერიული სენსორული ნეიროპათია, მეტრონიდაზოლით ინტენსიური და/ან ხანგრძლივი მკურნალობის დროს ტრანზიტორული ეპილეფსიის მსგავსი შეტევები. უმეტეს შემთხვევებში ნეიროპათია ქრებოდა მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ და დოზის შემცირებისას; ასეპტიური მენინგიტი.
მხედველობის დარღვევა
ძალიან იშვიათი: მხედველობის დარღვევა, მაგ. გაორება და მიოპია, რომლებიც უმეტეს შემთხვევებში ტრანზიტორულია.
უცნობი: ოპტიკური ნეიროპათია/ნევრიტი.
გულის მხრივ დარღვევები
ძალიან იშვიათი: თ კბილის გადასწორების მსგავსი ცვლილებები ეკგ-ზე.
კუჭ-ნაწლავის მხრივ დარღვევები
არახშირი: ღებინება, გულისრევა, ფაღარათი, გლოსიტი და სტომატიტი, ბოყინი მწარე გემოთი.
უცნობი: გემოს დარღვევა, პირის ღრუს მუკოზიტი, ნადები ენაზე, გულისრევა, ღებინება; კუჭ-ნაწლავის დარღვევები, როგირებიცაა ტკივილი ეპიგასტრიუმში და ფაღარათი.
ჰეპატობილიარული დარღვევები
ძალიან იშვიათი: ღვიძლის ფერმენტების (ასტ, ალტ, ტუტე ფოსფატაზა) მომატება, ქოლესტაზური ან შერეული ჰეპატიტი და ღვიძლის ჰეპატოცელულარული დაზიანება, სიყვითლე და პანკრეატიტი, შექცევადი პრეპარატის მოხსნისას; აღინიშნებოდა ღვიძლის უკმარისობის შემთხვევები, ღვიძლის გადანერგვის საჭიროებით პაციენტებში, რომლებიც მეტრონიდაზოლს კომბინაციაში სხვა ანტიბიოტიკურ პრეპარატებთან ღებულობდნენ.
ცვლილებები კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ
არახშირი: კანის ალერგიული რეაქციები
ძალიან იშვიათი: სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, კანზე გამონაყარი, პუსტულოზური გამონაყარი, ქავილი, სიწითლე.
უცნობი: პოლიმორფული ერითემა.
დარღვევები საყრდენ-მამოძარევებელი სისტემის და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ
ძალიან იშვიათი: დიზურია, ცისტიტი, შარდის შეუკავლობა, შარდის გამუქება (მეტრონიდაზოლის მეტაბოლიტის გამო).
ზოგადი დარღვევები და დაზიანება შეყვანის ადგილას
ხშირი: რეაქციების შეყვანის ადგილას, ვენების გაღიზიანების ჩათვლით (თრომბოფლებიტიც კი) ვენაში შეყვანის შემდეგ, პუსტულოზური გამონაყარი.
იშვიათი: სისუსტე.
ვარგისიანობა. 3 წელი
შენახვის პირობები.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას არა უმეტეს 250ჩ ტემპერატურის პირობებში თავის შეფუთვაში. ნუ გაყინავთ.
შეუთავსებლობა.
მეტრონიდაზოლის ინფუზიის შერევა არ შეიძლება ცეფამანდოლ ნაფატთან, ნატრიუმის ცეფოქსიმთან, 10%-იან დექსტროზასთან, ნატრიუმის ლაქტატის, G პენიცილინის კალიუმის (სავაჭრო დასახელება Pფიზერპენ) ინიექციასთან კომბინაციაში.
შეფუთვა. 100 მლ შუშის ბოთლებში.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
მწარმოებელი. შპს “იურია-ფარმი”.
რაოდენობა | 1 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account