Lojical C - ლოჯიკალი C 100მგ/მლ 30მლ წვეთები
ჩვენებები: ვიტამინი C-ს დეფიციტის მკურნალობა და პროფილაქტიკა.
ლოჯიკალი C ვიტამინის წვეთები
შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერება: 1მლ შეიცავს 100მგ ასკორბინის მჟავას.
ლოჯიკალი C ვიტამინის წვეთები შემუშავებულია სპეციალურად ბავშვებისათვის, რაც იძლევა ასკორბინის მჟავას მცირე, საბავშვო დოზებით გამოყენების საშუალებას.
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
ვიტამინი C
წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ანტიოქსიდანტს
აძლიერებს ორგანიზმის იმუნურ სისტემას
მონაწილეობს ატფ-ის სინთეზში
ასტიმულირებს ინტერფერონის გამომუშავებას
ჩვენებები:
ვიტამინი C-ს დეფიციტის მკურნალობა და პროფილაქტიკა.
მიღების წესი და სადღეღამისო დოზა:
3-12 თვე: 10 წვეთი 1-ჯერ დღეში
1-5 წელი: 5-10 წვეთი 1-ჯერ დღეში
5 წლიდან: 15-20 წვეთი 1-ჯერ დღეში.
გვერდითი მოვლენები:
რეკომენდებული დღიური დოზებით მიღების შემთხვევაში გვერდითი მოვლენები არ ახასიათებს.
შენახვის პირობები:
ინახება არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
სიფრთხილის ზომები: ნუ გადააჭარბებთ დღიურად მისაღებ რეკომენდებულ დოზას. პროდუქტი არ ანაცვლებს საკვებს.
გამოშვების ფორმა: წვეთები, 30მლ. საკვები დანამატი.
ვარგისიანობის ვადა: იხილეთ შეფუთვაზე.
აფთიაქიდან გაცემის წესი: გაიცემა ურეცეპტოდ.
მწარმოებელი: ,,MASENZ DANYA GROUP S.L.’’ ესპანეთი.
რაოდენობა | 1 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account