Kanamycin - კანამიცინი 1გ 40 ფლაკონი

63,42 GEL
მარაგშია
SKU
81620_78

ჩვენებები: ინფექციურ-ანთებითი დაავადებები, გამოწვეული პრეპარატის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით, ტუბერკულოზი.

კანამიცინი

გენერიული დასახელება:
Kanamycin

შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერება:
კანამიცინის სულფატი   0,5გ ან 1,0გ  

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ანტიბიოტიკი ამინოგლიკოზიდების ჯგუფიდან

ფორმა:
ფხვნილი ფლაკონებში

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ფართო სპექტრის ანტიბიოტიკი ამინოგლიკოზიდების ჯგუფიდან. მოქმედებს ბაქტერიციდულად. აქტიურია Mycobacterium tuberculosis მიმართ. პრეპარატს ახასიათებს მაღალი ბაქტერიციდული აქტივობა რიგ გრამუარყოფითი აერობების მიმართ: Escherichia coli, Shigella spp., Salmonella spp., Proteus spp., Klebsiella spp., Enterobacter spp., Providencia spp., ასევე ზოგიერთ გრამდადებით მიკროორგანიზმების მიმართ: Staphylococcus spp..

ჩვენება:
ინფექციურ-ანთებითი დაავადებები, გამოწვეული პრეპარატის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით, ტუბერკულოზი.

წინააღმდეგჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ;
თირკმელების ფუნქციის დარღვევა;
სმენის ნერვის ნევრიტი.

დოზირება და მიღების წესი:
არატუბერკულოზური ინფექციის დროს მოზრდილებში კუნთებში ან ინტრავენურად 500მლ ყოველ 8-12 საათში ერთხელ. დღეღამური დოზა - 1-1,5გ. მაქსიმალური ერთჯერადი დოზა შეადგენს 1გ, ინტერვალი შეყვანის შორის 12 საათი. მაქსიმალური დღეღამური დოზა _ 2გ. მკურნალობის კურსი _ 5-7 დღე.
ბავშვებში პრეპარატი შეყავთ მხოლოდ კუნთებში, მაქსიმალური დღეღამური დოზა _ 15მგ/კგ 2-3 ჯერ დღეში.
ტუბერკულოზის დროს მოზრდილებში _ 1გ 1 ჯერ დღეში; ბავშვებში _ 15მგ/კგ.
პრეპარატი შეყავთ ყოველდღე 6 დღის განმავლობაში, მე-7 დღეს _ შესვენებით. მკურნალობის კურსი განისაზღვრება ინდივიდუალურად.
პლევრის და სახსრის ღრუში შეყავთ 10-50მლ 0,25% ხსნარი.
პერიტონეალური დიალიზის ჩატარებისას პრეპარატის 1-2გ იხსნება 500მლ სადიალიზო სითხეში.
თირკმელების უკმარისობის დროს საჭიროა დოზის შემცირება  და შეყვანებს შორის ინტერვალების გაზრდა.

გვერდითი მოვლენები:
ხანგრძლივი გამოყენებისას აღინიშნება სმენის ნერვის ნევრიტი, მიკროჰემატურია, ალბუმინურია.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან:
არ შეიძლება კანამიცინის დანიშვნა სტრეპტომიცინთან, მონომიცინთან, ნეომიცინთან, გენტამიცინთან, ფლორიმიცინთან.

შენახვის ვადა:
2 წელი

შენახვის პირობები:
არა უმეტეს 25 °C.
ბავშვებისგან დაცულ ადგილას.
არ შეიძლება ვადაგასული პრეპარატის გამოყენება.

შეფუთვა:
0,5გ ან 1,0გ ფლაკონებში.

მეტი ინფორაცია
რაოდენობა40
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy