Gliatilin - გლიატილინი 600მგ/7მლ 7მლ 10 ფლაკონი
ჩვენება:ტვინის ასაკობრივი დეგენერაციული დაავადებები, მეხსიერების დაკარგვა.
გლიატილინი 600 მგ ფლაკონები
ქოლინის ალფოსცერატი
ყურადღებით გაეცანით აღნიშნულ ფურცელ-ჩანართს პრეპარატის მიღებამდე, რადგან მასში მოცემულია თქვენთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია.
• დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
• აღნიშნული პრეპარატი დაგენიშნათ მხოლოდ თქვენ. არ გადასცეთ სხვებს, შესაძლოა ავნოს მათ მიუხედავად დაავადების იგივე ნიშნებისა.
• მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს რომელიმე გვერდითი ეფექტის გამოვლენისას. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის მოცემული ფურცელი-ჩანართში.იხ. ნაწილი4.
ფურცელ-ჩანართში შედის:
1. რა არის გლიატილინი და რისთვის გამოიყენება.
2. რა უნდა იცოდეთ გლიატილინის მიღებამდე.
3. გლიატილინის მიღების წესი.
4. შესაძლო გვერდითი ეფექტები.
5. გლიატილინის შენახვის პირობები.
6. რა შედის შეფუთვაში და სხვა ინფორმაცია.
1. რა არის გლიატილინი და რისთვის გამოიყენება
გლიატილინი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას ქოლინის ალფოსცერატს, რომელიც გამოიყენება ტვინის ფუნქციების სტიმულირებისთვის.
იგი განსაკუთრებით გამოიყენება შემდეგი მდგომარეობების სამკურნალოდ:
· ტვინის ასაკობრივი დეგენერაციული დაავადებების, მათ შორის ტვინში სისხლის არასაკმარისი ნაკადით გამოწვეული მდგომარეობების ნიშნები და სიმპტომები ან კოგნიტური და ორიენტაციის დარღვევები, რომლებიც ვლინდება შემდეგით:
· მეხსიერების დაკარგვა
· ცნობიერების მოშლა და დეზორიენტაცია
· მოტივაციისა და ინიციატივის დაქვეითება
· ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითება
ასევე ნაჩვენებია ქცევითი პრობლემების და ხანდაზმულებში ემოციურ ურთიერთობებთან დაკავშირებული პრობლემების სამკურნალოდ, როგორიც არის:
· ემოციურობა
· გაღიზიანება
· გულგრილობა გარემოს მიმართ
· პასიურობა
2. რა უნდა იცოდეთ გლიატილინის მიღებამდე
არ მიიღოთ გლიატილინი
- თუ გაქვთ ალერგია ქოლინის ალფოსცერატის ან პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის (ჩამოთვლილია ნაწილში 6) მიმართ;
- თუ ორსულად ხართ (იხ. ნაწილი „ორსულობა და ძუძუთი კვება“).
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
გლიატილინის მიღებამდე გაესაუბრეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
სხვა პრეპარატები და გლიატილინი
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ ღებულობთ, ბოლო პერიოდში ღებულობდით ან მიიღებთ ნებისმიერ სხვა პრეპარატს.
გლიატილინს და სხვა პრეპარატებს შორის დადგენილი ურთიერთქმედებები არ არსებობს.
ორსულობა და ძუძუთი კვება
აღნიშნული პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ ორსულად ხართ ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ეჭვობთ ორსულობაზე ან გეგმავთ ორსულობას.
გლიატილინი არ უნდა მიიღოთ ორსულობის პერიოდში (იხ. ნაწილი „არ მიიღოთ გლიატილინი“).
ტრანსპორტის მართვა და მექანიზმების გამოყენება
ტრანსპორტის მართვის უნარზე პრეპარატის ზეგავლენის შესახებ მონაცემები არ არსებობს.
გლიატილინი 600 მგ კაფსულები შეიცავს ეთილ პარაჰიდროქსიბენზოატის ნატრიუმის მარილს და პროპილ პარაჰიდროქსიბენზოატის ნატრიუმის მარილს, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ ალერგიული რეაქციები (მათ შორის შენელებული ტიპის რეაქციები).
გლიატილინის თითო 600 მგ კაფსულა შეიცავს 28 მგ სორბიტოლს.
აღნიშნული პრეპარატის თითო კაფსულა შეიცავს 1 მმოლზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს, ანუ ფაქტიურად „არ შეიცავს ნატრიუმს“.
გლიატილინი 600 მგ ფლაკონები შეიცავს 23.04 მგ სპირტს (ეთანოლი) თითო ფლაკონში, რომელიც ექვივალენტურია 3.29 მგ/მლ-სა. რაოდენობა აღნიშნული პრეპარატის თითოეულ ფლაკონში უდრის 1 მლ ლუდზე ნაკლებს.
აღნიშნული პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ალკოჰოლის მცირე რაოდენობა არ გამოიწვევს შესაბამის ეფექტს.
გლიატილინი 600 მგ ფლაკონები შეიცავს მეთილ პარაჰიდროქსიბენზოატს და პროპილ პარაჰიდროქსიბენზოატს, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ ალერგიული რეაქციები (მათ შორის შენელებული ტიპის რეაქციები).
აღნიშნული პრეპარატის თითო ფლაკონი შეიცავს 1 მმოლზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს, ანუ ფაქტიურად „არ შეიცავს ნატრიუმს“.
3. გლიატილინის მიღების წესი
ყოველთვის მიიღეთ პრეპარატი ზუსტად ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულებით. თუ არ ხართ დარწმუნებული, გადაამოწმეთ ექიმთან ან ფარმაცევტთან.
რეკომენდებული დოზა არის 1 კაფსულან 1 ფლაკონი დღეში ორჯერ.
საჭიროების შემთხვევაში ექიმმა შესაძლოა გაზარდოს დოზა.
თუ მიიღეთ გლიატილინის ჭარბი დოზა
შემთხვევით გლიატილინის ჭარბი დოზის მიღებისას დაუყოვნებლივ აცნობეთ მკურნალ ექიმს ან მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს.
თუ დაგავიწყდათ გლიატილინის მიღება
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ანაზღაურების მიზნით.
პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებული დამატებითი შეკითხვების არსებობისას მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
4. შესაძლო გვერდითი ეფექტები
როგორც ბიოლოგიური კომპონენტების წინამორბედი, ქოლინის ალფოსცერატი ზოგადად არ იწვევს ამტანობის პრობლემებს, ხანგრძლივად გამოყენების დროსაც კი.
ყველა პრეპარატის მსგავსად აღნიშნულმა პრეპარატმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტში.
ვინაიდან იგი ბუნებრივად არის ადამიანის ორგანიზმში, ქოლინის ალფოსცერატის მიღება ზოგადად არ იწვევს ამტანობის პრობლემებს, ხანგრძლივად გამოყენების დროსაც კი.
გლიატილინით მკურნალობის პერიოდში შეიძლება განვითარდეს შემდეგი გვერდითი ეფექტები, რომელთა სიხშირის დადგენა შეუძლებელია:
- გულისრევა.
აღნიშნული გვერდითი ეფექტის განვითარებისას შესაძლოა საჭირო გახდეს დოზის შემცირება.
შეტყობინება გვერდითი ეფექტების შესახებ
მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს რომელიმე გვერდითი ეფექტის გამოვლენისას. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის მოცემული ფურცელი-ჩანართში.
5. გლიატილინის შენახვის პირობები
შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ პრეპარატი შეფუთვაზე “EXP” მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადაში იგულისხმება მოცემული თვის ბოლო დღე.
არ გადააგდოთ ნებისმიერი პრეპარატი ჩამდინარე წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ ფარმაცევტს, როგორ გადაყაროთ პრეპარატები, რომლებსაც აღარ იყენებთ. აღნიშნული ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
გლიატილინი 600 მგ კაფსულები: შეინახეთ არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე.
6. რა შედის შეფუთვაში და სხვა ინფორმაცია
გლიატილინი შეიცავს
კაფსულები:
- აქტიური ნივთიერება არის ქოლინის ალფოსცერატი. თითო კაფსულა შეიცავს 600 მგ ქოლინის ალფოსცერატს.
- სხვა ინგრედიენტები: გასუფთავებული წყალი; გლიცერინი. კაფსულის შემადგენლობა: ჟელატინი, მანიტოლი, სორბიტანები, ნატრიუმის ეთილ პარაჰიდროქსიბენზოატი, ნატრიუმის პროპილ პარაჰიდროქსიბენზოატი, ტიტანის დიოქსიდი (E 171), რკინის ოქსიდი (E 172).
ფლაკონები:
- აქტიური ნივთიერება არის ქოლინის ალფოსცერატი. თითო 7 მლ ფლაკონი შეიცავს 600 მგ ქოლინის ალფოსცერატს.
- სხვა ინგრედიენტები: ნატრიუმის მეთილ პარაჰიდროქსიბენზოატი, ნატრიუმის პროპილ პარაჰიდროქსიბენზოატი, ნატრიუმის საქარინი, ფორთოხლის არომატიზატორი (შეიცავს ეთანოლს), გასუფთავებული წყალი.
როგორია გლიატილინი ვიზუალურად და რა შედის შეფუთვაში
გლიატილინი წარმოდგენილია პერორალურად მისაღები რბილი ჟელატინის კაფსულების და პერორალურად მისაღები ფლაკონების სახით.
შეფუთვაში შედის 600 მგ 10 კაფსულა ან 600 მგ 10 ფლაკონი.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
რაოდენობა | 10 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account