Upsarin C UPSA - უფსარინი C UPSA 10 ცალი

განსაკუთრებული ფასი 4,80 GEL რეგულარული ფასი 9,60 GEL
მარაგშია
SKU
3377_8

 ჩვენება:თავის ტკივილი ,კბილის ტკივილი, შაკიკი, ნევრალგია , გულმკერდის ფესვის სინდრომი, კუნთების და სახსრების ტკივილი ,ტკივილი მენსტრუაციის დროს. სხეულის მომატებული ტემპერატურა გაცივებისა და სხვა ინფექციურ ანთებითი დაავადებების დროს .

შემადგენლობა

ერთი ტაბლეტი შეიცავს აქტიურ ნივთიერებებს :

აცეტილსალიცილის მჟავა – 330 მგ .

ასკორბინის მჟავა – 220 მგ .

დამხმარე ნივთიერებები : გლიცინი , გაუწყლოებული ლიმონმჟავა , ნატრიუმის ბენზოატი , ნატრიუმისჰიდროკარბონატი , პოვიდონი .

 აღწერილობა

თეთრი ბრტყელ - ცილინდრული ტაბლეტები ნაზოლით და ჭდით .

 ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

არანარკოტიული ანალგეზიური საშუალება და ვიტამინი .

 ფარმაკოლოგიური თვისებები

კომბინირებული პრეპარატია , რომლის მოქმედება განპირობებულია მის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტებით .

აცეტილსალიცილის მჟავა ახდენს ტკივილგამაყუჩებელ , სიცხის დამწევ , ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას ,დაკავშირებულს 1 და 2 ციკლოოქსიგენაზების დათრგუნვასთან , აინჰიბირებს პროსტაგლანდინების სინთეზს ;თრგუნავს თრომბოციტების აგრეგაციას .

ასკორბინის მჟავა მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჟანგვა - აღდგენითი პროცესების რეგულაციაში , ნახშირწყლოვანცვლაში , სისხლის შედედებაში , ქსოვილების რეგენერაციაში და ხელს უწყობს ორგანიზმის რეზისტენტობისამაღლებას .

ტაბლეტის უფსარინ უფსა C ვიტამინით წყალში გახსნისას წარმოიქმნება ბუფერული ხსნარი , რომელიც პრეპარატისმიღების შემდეგ მოქმედ ნივთიერებას ინარჩუნებს გახსნილ მდგომარეობაში , ხელს უშლის კუჭის მჟავე გარემოშიმოხვედრილ პრეპარატს გადავიდეს ისევ არახსნად ფორმაში და განაწილდეს მდგრადი ნაწილების სახით მისკედლებზე . ამის შედეგად უზრუნველყოფილია პრეპარატის სწრაფი და სრული შეწოვა , ასევე აცეტილსალიცილისმჟავას ჩვეულებრივ ტაბლეტებთან შედარებით მისი უკეთესი ამტანობა .

 ჩვენება :  

სხვადასხვა წარმოშობის სუსტი ან საშუალო ინტენსივობის ტკივილის სინდრომი მოზრდილებში ( თავის ტკივილი ,კბილის ტკივილი , შაკიკი , ნევრალგია , გულმკერდის ფესვის სინდრომი , კუნთების და სახსრების ტკივილი ,ტკივილი მენსტრუაციის დროს ).

სხეულის მომატებული ტემპერატურა გაცივებისა და სხვა ინფექციურ - ანთებითი დაავადებების დროს .

 უკუჩვენება :

  • მომატებული მგრძნობელობა აცეტილსალიცილის მჟავას , სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგოპრეპარატების და პრეპარატის კომპონენტების მიმართ ;
  • კუჭ - ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ - წყლულოვანი დაზიანებები ( გამწვავების ფაზაში ); სისხლდენა კუჭ -ნაწლავიდან ;
  • ღვიძლის ან თირკმელების ფუნქციის გამოხატული დარღვევები ;
  • “ ასპირინული ასთმა ”;
  • ჰემორაგიული დიათეზი ( ჰემოფილია , ვილებრანდის დაავადება , ტელეანგიოექტაზია , ჰიპოპროთრომბინემია, თრომბოციტოპენიური პურპურა );
  • აორტის განშრევებადი ანევრიზმა ;
  • პორტალური ჰიპერტენზია ;
  • ვიტამინ K დეფიციტი ;
  • გლუკოზა -6- ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტი , ფენილკეტონურია ;
  • ორსულობა (I და III ტრიმესტრი ), ლაქტაციის პერიოდი ;

პრეპარატის გამოყენება რეკომენდებული არ არის 15 წლამდე ასაკის ბავშვებში ვირუსული ინფექციით გამოწვეულიმწვავე რესპირატორული დაავადებებით რეიეს სინდრომის განვითარების რისკის გამო ( ენცეფალოპათია დაღვიძლის მწვავე ცხიმოვანი დისტროფია თირკმლის მწვავე უკმარისობით ).

 სიფრთხილით – ჰიპერურიკემია , ურატული ნეფროლითიაზი , ნიკრისი , კუჭისა და / ან 12- გოჯა ნაწლავისწყლულოვანი დაავადება ( ანამნეზში ), დეკომპენსირებული გულის უკმარისობა

 მიღების წესი და დოზები

პრეპარატი მიიღება მოზრდილებსა და 15 წლის ზევით ასაკის ბავშვებში .

შინაგანად ,   მოზრდილებსა და 15 წლის ზევით ასაკის ბავშვებში : 1-2 ტაბლეტი მიიღება 2-3- ჯერ დღეში ;მაქსიმალური დრიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 6 ტაბლეტს .

ხანდაზმული ადამიანები : 1 ტაბლეტი მიიღება 4- ჯერ დღეში ; მაქსიმალური   დღიური დოზა არ უნდააღემატებოდეს 4 ტაბლეტს .

მიღების წესი : ტაბლეტი / ტაბლეტები იხსნება ჭიქა (200 მლ ) წყალში ან წვენში .

მიღების სიხშირე და დრო : პრეპარატის მიღებებს შორის ინტერვალი უნდა შეადგენდეს არანაკლებ 4 საათისა .პრეპარატის რეგულარული მიღება უზრუნველყოფს თავიდან ავიცილოთ ტემპერატურის უეცარი მატება და ამცირებსტკივილის ინტენსივობას .

პრეპარატი როგორც ტკივილგამაყუჩებელი საშუალება ( ექიმის კონსულტაციის გარეშე არ უნდა გამოვიყენოთ 5დღეზე მეტ ხანს ხოლო სიცხის დამწევის სახით დღეზე მეტ ხანს .

 გვერდითი მოვლენები

რეკომენდებულ დოზებში პრეპარატი ჩვეულებრივ   კარგი ამტანობით გამოირჩევა .

იშვიათ შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს შემდეგი გვერდითი ეფექტები :

  • ალერგიული რეაქციები – გამონაყარი კანზე , ბრონქოსპაზმი , კვინკეს შეშუპება ;
  • ჰაფტენური მექანიზმის საფუძველზე “ ასპირინული ” ტრიადა ( ბრონქული ასთმა , ცხვირის და ცხვირისსინუსების მორეციდივე პოლინოზი და აცეტილსალიცილის მჟავას და პირაზოლინის რიგის პრეპარატებისაუტანლობა );
  • კუჭ - ნაწლავის ტრაქტის დარღვევები – გულისრევა , ღებინება , ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში , დიარეა (ფაღარათი ); სისხლდენა კუჭ - ნაწლავის ტრაქტიდან (“ ყავის ნალექის ” მსგავსი ღებინება ), “ კუპრისფერი ”განავალი ); მადის დაქვეითება , ღვიძლის ტრანსამინაზების აქტივობის მომატება ;
  • თირკმლის ფუნქციის დარღვევა ;
  • თრომბოციტოპენია , ანემია , ლეიკოპენია , ჰიპერბილირუბინემია ;
  • ჰემორაგიული სინდრომი ( სისხლდენა ცხვირიდან და ღრძილებიდან ), სისხლის შედედების დროისგახანგრძლივება .

C ვიტამინის მაღალმა დოზებმა (1 გ - ზე მეტი ) ავადმყოფებში გლუკოზა -6- ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტით ,შეიძლება გამოიწვიოს შარდ - კენჭოვანი დაავადება , ასევე შეიძლება გაზარდოს ჰემოლიზი ( ერითროციტების დაშლა ).

 გვერდითი ეფექტების გამოვლენისთანავე საჭიროა დაუყოვნებლივ შეწყვიტოთ პრეპარატის მიღება და აცნობოთ   ამისშესახებ მკურნალ ექიმს .

 ჭარბი დოზირება ( აცეტილსალიცილის მჟავას მიერ გამოწვეული )

სიმპტომები : მოწამვლა ადრეულ სტადიაზე – ცენტრალური ნერვული სისტემის აგზნებადობა , თავრუსხვევა ,ძლიერი თავის ტკივილი , გასტრალგია , ყურებში ხმაური , სმენის დაქვეითება , მხედველობის დარღვევა ,გულისრევა , ღებინება , ქოშინი . მოგვიანებით ვითარდება ძილიანობა , კრუნჩხვები , ანურია , ცნობიერებისდაქვეითება კომამდე , სუნთქვის უკმარისობა , წყალ - ელექტროლიტური ცვლის დარღვევა .

მკურნალობა : მოწამვლის ნიშნების გამოვლენისას – ღებინების გამოწვევა ან კუჭის ამორეცხვა , გააქტივებულინახშირის ან საფაღარათო საშუალებების მიღება და ექიმის რეკომენდაცია . მკურნალობა უნდა ჩატარდესსპეციალიზირებული განყოფილების პირობებში .

 სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება

აცეტილსალიცილის მჟავა აძლიერებს მეტოთრექსატის ტოქსიურობას , ნარკოტიული ანალგეტიკების , სხვაარასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების , პერორალური ჰიპოგლიკემიური პრეპარატების , ჰეპარინის ,არაპირდაპირი ანტიკოაგულანტების , თრომბოლიტიკების და თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბიტორების ,სულფანილამიდების ( მათ შორის კო - თრიმოქსაზოლის ), ტრიოდთირონონის და რეზერპინის მოქმედებას ; ამცირებსურიკოზული პრეპარატების ( ბენზბრომარონი , სულფინპირაზონი ), ჰიპოტენზიური საშუალებების და დიურეტიკების( სპირონოლაქტონი , ფურასემიდი ) ეფექტს .

გლიკოკორტიკოსტეროიდები , ალკოჰოლი და ალკოჰოლის შემცველი პრეპარატები ზრდიან დამაზიანებელ ეფექტს კუჭ- ნაწლავის ტრაქტის ლორწოვან გარსზე და სისხლდენის რისკს .

აცეტილსალიცილის მჟავა ზრდის დიგოქსინის , ბარბიტურატების და ლითიუმის პრეპარატების კონცენტრაციასსისხლის პლაზმაში .

მაგნიუმის და / ან ალუმინის ჰიდროქსიდის შემცველი ანტაციდები აფერხებს და ამცირებს აცეტილსალიცილის მჟავასშეწოვას .

ასკორბინის მჟავა აუმჯობესებს რკინის შეწოვას ნაწლავებში .

 განსაკუთრებული მითითებები :

რეკომენდებული დოზით აცეტილსალიცილის მჟავა ამცირებს შარდმჟავას გამოყოფას ორგანიზმიდან , რამაც შესაძლოაგამოიწვიოს ნიკრისის გამწვავება .

პრეპარატის ხანგრძლივად გამოყენებისას საჭიროა სისხლის საერთო და განავლის ანალიზის და ღვიძლის ფუნქციისპერიოდული კონტროლი .

ვინაიდან აცეტილსალიცილის მჟავა ანელებს სისხლის შედედებას , ქირურგიული ოპერაციის ჩატარებამდეაუცილებელია ექიმის ინფორმირება პრეპარატის გამოყენების შესახებ .

ბავშვებს არ უნდა დაენიშნოთ აცეტილსალიცილის მჟავას შემცველი პრეპარატები , ვინაიდან ვირუსული ინფექციისშემთხვევაში , იზრდება რეიეს სინდრომის წარმოქმნის რისკი . რეიეს სინდრომის სიმპტომებია – ხანგრძლივი ღებინება, მწვავე ენცეფალოპათია , ღვიძლის გადიდება .

ვინაიდან პრეპარატი შეიცავს აცეტილსალიცილის მჟავას და ასკორბინის მჟავას , მაქსიმალური დღიური დოზისგადაჭარბების თავიდან აცილების მიზნით , არ გამოიყენოთ პრეპარატი ამ აქტიურ ნივთიერებების შემცველ სხვაპრეპარატებთან კომბინაციაში .  

მკურნალობის დროს არ უნდა მიიღოთ ალკოჰოლის შემცველი პროდუქტები ( კუჭ - ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენისგანვითარების რისკი ). ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში , ძუძუთი კვებაუნდა შეწყდეს . ავადმყოფებმა , რომლებიც იცავენ უმარილო ან ნაკლებად მარილიან დიეტას , უნდა გაითვალისწინონ, რომ თითოეული ტაბლეტი შეიცავს 485 მგ ნატრიუმს .

 გამოშვების ფორმა

შუშხუნა ტაბლეტები . 10 ც ტაბლეტი პოლიპროპილენის ტუბში პოლიეთილენის თავსახურით .

შეფუთვაში 1 ტუბი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში .

 შენახვის პირობები :

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ , მშრალ ადგილას , არაუმეტეს 25 °C ტემპერატურაზე .

ვარგისიანობის ვადა

2 წელი .

არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ .

 გაცემის წესი :

გაიცემა რეცეპტის გარეშე (III ჯგუფი ).

 

მეტი ინფორაცია
რაოდენობა10
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy