Ulgasim - ულგასიმი 30 კაფსულა
ულგასიმი
სიმეტიკონი 240მგ N30 რბილი კაფსულა
შემადგენლობა:
სიმეტიკონი 240 მგ
კაფსულის შემადგენლობა: ჟელატინი, გლიცერინი, ტიტანის დიოქსიდი (E 171)
არ შეიცავს შაქარს.
ჩვენებები:
ულგასიმი გამოიყენება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში აირების დაგროვებასთან დაკავშირებული ბოყინის, სისავსის შეგრძნების, შებერილობის, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის, პოსტოპერაციული მეტეორიზმის დროს.
მუცლის ღრუს ორგანოების რენტგენოლოგიური, ულტრაბგერითი ან ინსტრუმენტული გამოკვლევებისთვის მზადებისას გამოსახულების ხარისხის გასაუმჯობესებლად.
მიღების წესი:
ულგასიმის მიღება უნდა მოხდეს პერორალურად, ჭამის წინ ან შემდეგ, საკმარისი რაოდენობით სითხის მიყოლებით (მაგ: 1 ჭიქა წყალი).
პროდუქტის გამოყენების დროს არ არის რეკომენდებული გაზიანი სასმელების მიღება.
მოზრდილები: 1 კაფსულა 2-3-ჯერ დღეში.
12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები: 1 კაფსულა დღეში.
სადიაგნოსტიკო გამოკვლევებისთვის მოსამზადებლად:
მოზრდილები და 12 წელზე უფროსი ასაკის მოზარდები: 1 კაფსულა საღამოს გამოკვლევის წინა დღეს და დიაგნოსტიკური გამოკვლევის დღეს დილით 1 კაფსულა უზმოზე.
ულგასიმის გამოყენება შესაძლებელია შაქრიანი დიაბეტის მქონე ადამიანებში.
გვერდითი ეფექტები:
არ აღინიშნება
განსაკუთრებული მითითებები
არ გამოიყენოთ ულგასიმი:
თუ თქვენ ხართ ჰიპერმგრძნობიარე სიმეტიკონის ან პროდუქტის რომელიმე ინგრედიენტის მიმართ;
12 წლამდე ასაკის ბავშვებში;
თუ არის ეჭვი ან დადასტურებულია კუჭ-ნაწლავის პერფორაცია ან ობსტრუქცია
სიმეტიკონმა შეიძლება შეამციროს მედიკამენტების ბიოშეღწევადობა. სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად გამოყენებისას აუცილებელია დაიცვათ პრეპარატების მიღებებს შორის ერთსაათიანი შუალედი
თუ სიმპტომები დიდხანს გაგრძელდება, მიმართეთ ექიმს.
ინახება 15-25ºC ტემპერატურაზე;
მოარიდეთ ბავშვებს;
არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.
რაოდენობა | 30 |
---|---|
Form | სპრეი |
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account