Sodium Chloride - ნატრიუმის ქლორიდი 0.9% 5მლ 10 ამპულა

2,74 GEL
მარაგშია
SKU
59225_121

ჩვენება:ჭრილობების, თვალების, ლორწოვანი გარსების ამოსარეცხად.

ნატრიუმის ქლორიდი

SODIUM CHLORIDE

სავაჭრო დასახელება: ნატრიუმის ქლორიდი.

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: Sodium chloride.

გამოშვების ფორმა: იზოტონური საინექციო ხსნარი 9 მგ/მლ.

აღწერილობა: გამჭვირვალე უფერო სითხე.

შემადგენლობა: 

ერთი ამპულა (5 მლ ხსნარი) შეიცავს: 

მოქმედ ნივთიერებას - ნატრიუმის ქლორიდს - 45 მგ; 

დამხმარე ნივთიერება - საინექციო წყალი. 

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: მარილოვანი ხსნარები.

გამოყენების ჩვენებები

სამკურნალო საშუალებათა გახსნა და განზავება.

უკუჩვენებები

ძირითადი სამკურნალო საშუალებისა და პრეპარატის შეუთავსებლობა. 

გამოყენების წესი და დოზები

გამოიყენება ვენაში, კუნთში, კანქვეშ ძირითადი სამკურნალო საშუალების შეყვანის წესის მიხედვით. ჭრილობების, თვალების, ლორწოვანი გარსების ამოსარეცხად საჭიროა სტერილური შპრიცით ამპულის შიგთავსის ამოღება, ნემსის მოხსნა, და შპრიციდან ხსნარის ფრთხილად გამოშვებით ჭრილობის, ლორწოვანი გარსის ან თვალების ამორეცხვა. 

პრეპარატის ნატრიუმის ქლორიდი, იზოტონური საინექციო ხსნარი 9 მგ/მლ გამოყენებამდე, პრეპარატების გასახსნელად/განსაზავებლად უნდა გაეცნოთ ამ პრეპარატების გამოყენების ინსტრუქციებს. 

პრეპარატით ნატრიუმის ქლორიდი, იზოტონური საინექციო ხსნარი 9 მგ/მლ, წამლის ფორმების მომზადების პროცესში აუცილებელია ასეპტიკის წესების დაცვა (ამპულების გახსნა, შპრიცის ან სამკურნალო პრეპარატებიანი სხვა ჭურჭლის ავსება).

დოზები

პრეპარატის რაოდენობა შეირჩევა გასახსნელი/განსაზავებელი სამკურნალო საშუალების საჭირო კონცენტრაციიდან ან ელექტროლიტების კონცენტრატიდან გამომდინარე. 

არასასურველი რეაქციები

სამკურნალო საშუალებათა გამხსნელის სახით რეკომენდებული დოზებით გამოყენებისას გვერდითი მოქმედება არ გამოვლენილა. გარეგანი და ადგილობრივი გამოყენებისას გვერდითი რეაქციები ამჟამად დადგენილი არ არის.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

ნატრიუმის ქლორიდის ხსნარი შეთავსებადია სამკურნალო საშუალებათა უმრავლესობასთან, ამიტომ იგი გამოიყენება სხვადასხვა სამკურნალო საშუალებების გასახსნელად და განსაზავებლად. კორტიკოსტეროიდებთან ან კორტიკოტროპინთან ერთად დანიშვნა მოითხოვს სისხლში ელეტროლიტების დონის მუდმივ კონტროლს. 

პრეპარატი შეთავსებადია სისხლის კოლოიდურ ჰემოდინამიკურ შემცვლელებთან. სხვა სამკურნალო პრეპარატებთან ან ელექტროლიტების კონცენტრატებთან შერევისას აუცილებელია შეთავსების ვიზუალური კონტროლი. შესაძლოა ადგილი ჰქონდეს უხილავ და თერაპიულ შეუთავსებლობას. 

სიფრთხილის ზომები

პრეპარატის გახსნის წინ უნდა შემოწმდეს, შეიძლება თუ არა პრეპარატის ნატრიუმის ქლორიდი, იზოტონური საინექციო ხსნარი 9 მგ/მლ, ამ პრეპარატის გასახსნელად გამოყენება.

პრეპარატის გამოყენება უნდა მოხდეს უშუალოდ ამპულის გახსნის შემდეგ ან გამოსაყენებალდ გამზადებული წამლის ფორმების მომზადების შემდეგ. 

ამპულები მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისაა. პრეპარატის დარჩენილი გამოუყენებლი მოცულობები უნდა განადგურდეს. 

ხსნარი გამოიყენეთ მხოლოდ მაშინ, თუ იგი გამჭვირვალეა და ამპულა დაუზიანებელია. 

მიკრობიოლოგიური უსაფრთხოების თვალსაზრისით გამოყენებისთვის გამზადებული წამლის ფორმები, რომლებიც მიღებულია პრეპარატით გახსნისას/განზავებისას ასეპტიკის წესების დაცვით, გამოყენებული უნდა იყოს დაუყოვნებლივ. 

გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში

გამოყენება ორსულობის დროს და ლაქტაციის პერიოდში განისაზღვრება იმ პრეპარატის ინსტრუქციით, რომლის გასახსნელად/განსაზავებლად გამოიყენება პრეპარატი.

ზეგავლენა სატრანსპორტო საშუალებების, მექანიზმების მართვის უნარზე

ზეგავლენა სატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვის უნარზე განისაზღვრება იმ პრეპარატის ინსტრუქციით, რომლის გასახსნელად/განსაზავებლად გამოიყენება ნატრიუმის ქლორიდი, იზოტონური საინექციო ხსნარი 9 მგ/მლ.

ჭარბი დოზა

პრეპარატის რეკომენდებული მოცულობების შეყვანისას ჭარბი დოზა ნაკლებსავარაუდოა. 

შეფუთვა

5 მლ შუშის ამპულა.

10 ამპულა ფურცელ-ჩანართთან ერთად მოთავსებულია ყუთში (#10).

5 ამპულა მოთავსებულია პოლივინილქლორიდის ფირფიტის ჩანართში, 2 ჩანართი ამპულებით ფურცელ-ჩანართთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში (#5х2).

10 ამპულა ფურცელ-ჩანართთან ერთად მოთავსებულია მუყაოს ჩანართიან კოლოფში (#10). 

შენახვის პირობები

არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე. შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. 

ვარგისობის ვადა

5 წელი. ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ გამოყენება არ შეიძლება.

აფთიაქიდან გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მეტი ინფორაცია
რაოდენობა10
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy