Vitamin C - ვიტამინი C 5% 2მლ 10 ამპულა

1,56 GEL
მარაგშია
SKU
693_136

ჩვენება:ასკორბინის მჟავა (ვიტამინი C) მონაწილეობს ორგანიზმში ჟანგვა-აღდგენითი პროცესების, ნახშირწყლების მიმოცვლის, სისხლის შედედების, ქსოვილების რეგენერაციის და კაპილარების გამტარებლობის რეგულირებაში.

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: Acidum Ascorbinium
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ვიტამინური პრეპარატი.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა: 

1მლ პრეპარატი შეიცავს 50მგ ასკორბინის მჟავას. დამხმარე ნივთიერება: ნატრიუმის ბიკარბონატი. 2მლ პრეპარატი საინექციო ხსნარი ამპულაში.
ფარმაკოლოგიური თვისებები: 

ასკორბინის მჟავა (ვიტამინი C) მონაწილეობს ორგანიზმში ჟანგვა-აღდგენითი პროცესების, ნახშირწყლების მიმოცვლის, სისხლის შედედების, ქსოვილების რეგენერაციის და კაპილარების გამტარებლობის რეგულირებაში.
ჩვენებები:

პრეპარატს ღებულობენ სურავანდის, ჰემორაგიული დიათეზების, სხვადასხვა სისხლდენების, მათ შორის გამოწვეული ანტიკოაგულანტების ჭარბი დოზებით; ინფექციური დაავადებების და ინტოქსიკაციების დროს; ღვიძლის დაავადებები; დისტროფიები და სხვა პათოლოგიური პროცესები; მძიმე ფიზიკური შრომა; გონებრივი დატვირთვა; ორსულობა-ლაქტაცია.
მიღების წესი და დოზირება:

ინტრავენური ან ინტრამუსკულური ინექციები. პროფილაქ- ტიკური დოზები: 50-100 მგ დღეღამეში. მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების ხასიათზე.
უკუჩვენებები: ტრომბოფლებიტი; მიდრეკილება თრომბოზებისადმი; შაქრის დიაბეტი.
ჭარბი დოზირება:

პრეპარატის ჭარბმა დოზირებამ შეიძლება გამოიწვიოს თავის ტკივილები, უძილობა, გულისრევა, დიარეა და კუჭქვეშა ჯირკვლის ინსულარული აპარატის ფუნქციის დათრგუნვა.
გვერდითი მოქმედება:

ჰიპერგლიკემია; გლუკოზურია; გლიკოგენის სინთეზის დაქვეითება; მაღალი ართერიური წნევა.
განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილე: პრეპარატის ხანგრძლივი მიღების დროს აუცილებელია თირკმლის ფუნქციის, არტერიული წნევის და სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის კონტროლი. პრეპარატს განსაკუთრებული სიფრთხილით ნიშნავენ ანტიკოაგულანტური თერაპიის ფონზე.
ორსულობა და ლაქტაცია:

ასკორბინის მჟავას საინექციო ფორმები რეკომენდირებული არ არის.
ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან: სისხლში იწვევს სალიცილატების, ეთინილესტრა- დიოლის ბენზილპენიცილინის და ტეტრაციკლინების კონცენტრაციის მომატებას და ამცირებს პერორალური კონტრაცეფტივების კონცენტრაციას.
პრეპარატი არ მოქმედებს მექანიკური საშუალებებისა და ავტოტრანსპორტის მართვაზე.
შეფუთვა: 2მლ პრეპარატი ამპულაში. შეფუთვაში 10 ამპულა.
შენახვის პირობები: სინათლისგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს +150C ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა: 1,5 წელი.
გაცემა: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მეტი ინფორაცია
რაოდენობა10
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy