ცერეტონი-NEWამპ.250მგ/მლ 4მლN5
ჩვენება: ქალა-ტვინის მძიმე ტრავმისა და იშემიური ინსულტის მწვავე და აღდგენითი პერიოდი.
გამოყენების ინსტრუქცია
ცერეტონი®-NEW
CERETON®-NEW
სავაჭრო დასახელება: ცერეტონი®-NEW
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: ქოლინის ალფოსცერატი
წამლის ფორმა: ხსნარი ინტრავენური და ინტრამუსკულული ინექციისთვის
შემადგენლობა:
1 ამპულა (4 მლ) აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს ქოლინის ალფოსცერატის პოლიჰიდრატს (უწყლო ქოლინის ალფოსცერატზე გადაანგარიშებით) – 1000 მგ,
დამხმარე ნივთიერებები: საინექციო წყალი - 4 მგ-მდე.
აღწერა: გამჭვირვალე უფერო სითხე.
ფარმაკოთერაპევტული ჯგუფი: ნოოტროპული საშუალება.
ათქ კოდი: N07AX02
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
ნოოტროპული საშუალება. ცენტრალური ქოლინოსტიმულატორი, რომლის შემადგენლობაში შედის 40,5% მეტაბოლურად დაცული ქოლინი. მეტაბოლური დაცვა ხელს უწყობს ქოლინის გამოყოფას თავის ტვინში. უზრუნველყოფს აცეტილქოლინისა და ფოსფატიდილქოლინის სინთეზს ნეირონალურ მემბრანებში, აუმჯობესებს სისხლის ნაკადს და აძლიერებს მეტაბოლურ პროცესებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაში, ააქტიურებს რეტიკულურ ფორმაციას. ზრდის სისხლის ნაკადის წრფივ სიჩქარეს ტვინის ტრავმატული დაზიანების მხარეს, ხელს უწყობს ტვინის სპონტანური ბიოელექტრული აქტივობის სივრცულ-დროითი მახასიათებლების ნორმალიზაციას, კეროვანი ნევროლოგიური სიმპტომების რეგრესს და გონების აღდგენას; ახდენს დადებით გავლენას თავის ტვინის სისხლძარღვების დაავადებების მქონე ავადმყოფის შემეცნებით და ქცევით რეაქციებზე (დისცირკულატორული ენცეფალოპათიით და ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევის ნარჩენი მოვლენებით). ახდენს პროფილაქტიკურ და კორიგირებად მოქმედებას ინვოლუციური ფსიქოორგანული სინდრომის პათოგენეტიკურ ფაქტორებზე, ცვლის ნეირონების მემბრანების ფოსფოლიპიდურ შემადგენლობას და აქვეითებს ქოლიენერგულ აქტივობას. ასტიმულირებს აცეტილქოლინის დოზადამოკიდებულ გამოყოფას ფიზიოლოგიურ პირობებში; ფოსფატიდილქოლინის (მემბრანული ფოსფოლიპიდის) სინთეზში მონაწილეობით, აუმჯობესებს სინაპტურ გადაცემას, ნეირონალური მემბრანების პლასტიურობას, რეცეპტორების ფუნქიას. არ ახდენს გავლენას რეპროდუქტიულ ციკლზე და არ ფლობს ტერატოგენურ, მუტაგენურ მოქმედებას.
ფარმაკოკინეტიკა
ადვილად აღწევს ჰემატოენცეფალური ბარიერის გავლით, მსუბუქად ექსკრეტირებს პრეპარატის 85% ნახშირბადის დიოქსიდის სახით, დანარჩენი რაოდენობა (15%) გამოიყოფა თირკმელებით და ნაწლავებიდან.
ჩვენებები გამოყენებაზე
- ქალა-ტვინის მძიმე ტრავმისა და იშემიური ინსულტის მწვავე და აღდგენითი პერიოდი, ჰემორაგიული ინსულტის აღდგენითი პერიოდი, რომლებიც მიმდინარეობს კეროვანი ნახევარსფერული სიმპტომატიკით ან ტვინის ღეროს დაზიანების სიმპტომებით;
- ფსიქოორგანული სიმპტომი ტვინის დეგენერატიული და ინვოლუციური ცვლილებების ფონზე;
-კოგნიტური აშლილობები (აზროვნების ფუნქციის, მეხსიერების დარღვევები, გონების არევა, დეზორიენტაცია, მოტივაციის, ინიციატიურობისა და ყურადღებისადმი კონცენტრაციის უნარის დაქვეითება), მათ შორის დემენციისას და ენცეფალოპათიისას;
- სიბერის ფსევდომელანქოლია.
უკუჩვენებები:
- მომატებული მგრძნობელობა პრეპარატისა და მისი კომპონენტების მიმართ;
- ჰემორაგიული ინსულტის (მწვავე სტადია);
- ბავშვთა ასაკი 18 წლამდე;
- ორსულობა;
- ძუძუთი კვების პერიოდი.
გამოყენება ორსულობისას და ძუძუთი კვების პერიოდში:
პრეპარატ ცერეტონის®-NEW გამოყენება ორსულობის დროს და ძუძუთი კვების პერიოდში უკუნაჩვენებია. პრეპარატ ცერეტონით®-NEW მკურნალობის პერიოდში უნდა შეწყდეს ძუძუთი კვება.
გამოყენების წესი და დოზები:
მწვავე მდგომარეობისას შეყავთ ინტრავენურად (ნელა) ან ღრმად ინტრამუსკულურად (ნელა) 1000 მგ (1 ამპულა) დღე-ღამეში 10-15 დღის განმავლობაში.
გვერდითი მოქმედება:
კუჭ-ნაწლავის სისტემის მხრივ: გაუვალობა, დიარეა, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის სიმშრალე, ფარინგიტი.
ნერვული სისტემის მხრივ: თავისტკივილი, ძილიანობა, უძილობა, აგრესიულობა, შფოთვა, ნევროზულობა, თავის ტვინის იშემია, კრუნჩხვები, თავბრუსხვევა.
კანის საფარის მხრივ: გამონაყარი, ჭინჭრისციება.
სხვა: ტკივილი შეყვანის ადგილას, შარდვის გახშირება.
ალერგიული რეაქციები.
შესაძლოა გულისრევა (უმთავრესად, როგორც დოპამინერგიული აქტივობის შედეგი), ამ შემთხვევაში ამცირებენ პრეპარატის დოზა.
დოზის გადაჭარბება:
შეიძლება აღინიშნებოდეს გულისრევა. მკურნალობა: სიმპტომური თერაპია.
ურთიერთმოქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
მნიშვნელოვანი ურთიერთმოქმედება სხვა პრეპარატებთან გამოვლენილი არ არის.
განსაკუთრებული მითითებები:
ცერეტონი®-NEW არ ახდენს გავლენას ფსიქომოტორული რეაქციების სიჩქარეზე.
გავლენა სატრანსპორტო საშუალებებისა და მექანიზმების მართვის უნარზე:
ცერეტონი®-NEW არ ახდენს გავლენას სატრანსპორტო საშუალებებისა და მექანიზმების მართვის უნარზე.
გამოშვების ფორმა:
ხსნარი ინტრავენური და ინტრამუსკულური ინექციისთვის 250 მგ/მლ.
4 მლ უფერულ ნეიტრალურ შუშის ამპულებში ტიპი I ფერადი რგოლით ან ნაჭდევით. ამპულებზე დამატებით დატანილია ერთი ფერადი რგოლი.
5 ამპულა კონტურულ უჯრედოვან შეფუთვაში პოლივინილქლორიდისა და პოლიმერული აპკისგან.
1 კონტურული უჯრედოვანი შეფუთვა გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები:
შეინახეთ სინათლისგან დაცულ ადგილას ტემპერატურაზე არაუმეტეს 250C.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა:
5 წელი. არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
გაშვების პირობები: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.
მწარმოებელი:
დსს „ფარმფირმა „სოტექს“
141345, რუსეთი, მოსკოვის ოლქი, სერგიევო-პასადის მუნიციპალური რაიონი, სოფლის ტიპის დასახლება ბერეზნიაკოვსკოე, დას. ბელიკოვო, ს. 11
ტელ./ფაქსი: (495) 956-29-30
რეგისტრაციის მოწმობის მფლობელი: დსს „ფარმფირმა „სოტექს“, რუსეთი
პროდუქციის ხარისხის თაობაზე მომხმარებლისგან საქართველოს ტერიტორიაზე პრეტენზიების მიმღები ორგანიზაციის მისამართი
შპს „New Pharma New Pharma“
საქართველო, ქ. თბილისი, გლდანი, მე-8 მიკრორაიონი, სახლი 12 ბინა 15
ტელ/ფაქსი: +995 (32) 271 64 65
რაოდენობა | 5 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account