Duloc - დულოკი 30მგ 28 კაფსულა

20,68 GEL
მარაგშია
SKU
50665_638

ჩვენება:დეპრესია, დიაბეტური ნეიროპათია, ქრონიკული ჩონჩხკუნთოვანი ტკივილი.

რა არის დულოკი და რისთვის გამოიყენება

დულოკი 30მგ წარმოადგენილია მუქი ლურჯი და თეთრი ფერის, მყარი ჟელატინის, კაფსულების სახით, რომელიც შეიცავს თეთრ/მოთეთრო ფერის მიკროგრანულებს. დულოკი 30მგ გამოდის 28 კაფსულის შემცველი შეფუთვით.           

დულოკი გამოიყენება შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ:

დეპრესია

დიაბეტური ნეიროპათია (უხშირესად წარმოადგენს წვის, გამჭოლი ტკივილის, ჩხვლეტის, ტყვიის გავლის, ყრუ ტკივილის ან ელექტროშოკის შეგრძნებებს. შესაძლოა ასევე აღინიშნებოდეს მგრძნობელობის დაქვეითება დაზიანებულ ადგილზე ან მომატებული მგრძნობელობა შეხების, სითბოს, სიცივის ან ზეწოლის მიმართ, რომელიც იწვევს ტკივილს.

გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა (შფოთვის და ნერვიულობის მუდმივი განცდა)

ფიბრომიალგია (ტკივილის სინდრომი, რომელსაც ხასითდება ქრონიკული ჩონჩხკუთოვანი ტკივლით, ზოგადი სისუსტით და ტკივილით სხეულზე ზეწოლისას).

ქრონიკული ჩონჩხკუნთოვანი ტკივილი (ძვლების, სახსრების, კუნთების ტკივილის მუდმივი შეგრძნება, ტკივილი და/ან დაჭიმულობა, რომელიც გრძელდება ხანგრძლივად და აქვს განმეორებითი ხასიათი).

შარდის სტრესული შეუკავებლობა (შარდის მცირე რაოდენობით გამოყოფა ხველის, სიცილის, დაცემინების, ვარჯიშისა და ყველა სხვა მოძრაობის დროს, როდესაც იზრდება ინტრააბდომინური წნევა, რაც შარდის ბუშტში წნევის გაზრდას იწვევს)

რა უნდა იცოდეთ დულოკის მიღების დაწყებამდე

დულოკის გამოწერა შეუძლია მხოლოდ ექიმს. 

არ გამოიყენოთ დულოკი შემდეგი მდგომარეობების დროს:

ალერგია ან მომატებული მგრძნობელობა დულოქსეტინის ან დულოკის სხვა შემადგენელი კომპონენტების მიმართ (იხილეთ ექსციპიენტების ჩამონათვალი).

ღვიძლის დაავადებები.

თირკმლის მძიმე დაავადება.

ღებულობთ ან უკანასკნელი 14 დღის განმავლობაში მიღებული გაქვთ მონოამინოოქსიდაზას (მაო) ინჰიბიტორის სახელით ცნობილი სხვა პრეპარატები (იხ. `სხვა მედიკამენტებთან ერთდროული გამოყენება).

ღებულობთ ფლუვოქსამინს (გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ), ციპროფლოქსაცინს ან ენოქსაცინს (გამოიყენება ინფექციური დაავადებების სამკურნალოდ).

ღებულობთ დულოქსეტინის შემცველ სხვა პრეპარატებს (იხ. `სხვა მედიკამენტებთან ერთდროული გამოყენება).

სიფრთხილით გამოიყენეთ დულოკი შემდეგი მდგომარეობების დროს:

ქვემოთ ჩამოთვლილია დულოკის წინააღმდეგჩვენების შესაძლო მიზეზები; აცნობეთ ექიმს შემდეგი მდგომარეობების არსებობის შემთხვევაში:

დეპრესიის სამკურნალო სხვა მედიკამენტების მიღება (იხ. `სხვა მედიკამენტებთან ერთდროული გამოყენება~).

მცენარე კრაზანას ნაყენს მიღება (Hყპერიცუმ პერფორატუმ).

თირკმლის დაავადებები.

კრუნჩხვები.

მანია.

ბიპოლარული აშლილობა (მანიაკალურ-დეპრესიული აშლილობა).

თვალის დაავადებები, როგორიცაა გლაუკომა (თვალშიდა წნევის მომატება).

სისხლდენისადმი მიდრეკილება (სისხლჩაქცევების განვითარების ტენდენცია).

სისხლში ნატრიუმის დაბალი დონის რისკის არსებობა (მაგ.: თუ იყენებთ შარდმდენებს და განსაკუთრებით, თუ ხართ ხანდაზმული).

ღებულობთ დულოქსეტინის შემცველ სხვა პრეპარატებს (იხ. `სხვა მედიკამენტებთან ერთდროული გამოყენება).

დულოკმა შესაძლოა მოუსვენრობა ან ერთ ადგილას ჯდომისა და დგომის შეუძლებლობა გამოიწვიოს; აღნიშნული მდგომარეობის შემთხვევაში აცნობეთ თქვენს ექიმს.

სუიციდური აზრები და დეპრესიის ან შფოთვითი აშლილობის სიმპტომების გაუარესება: თუ თქვენ გაქვთ დეპრესია, ზოგჯერ შესაძლოა გქონდეთ სუიციდის მცდელობის ან თვითდაზიანების აკვიატებული აზრები. ანტიდეპრესანტის ეფექტის გამოვლენისთვის ორი კვირა და ზოგჯერ მეტი დროც არის საჭირო, ამიტომ ზოგჯერ ასეთი ფიქრების მატება აღინიშნება ახალი ანტიდეპრესანტით მკურნალობის დაწყების ადრეულ ეტაპზე. 

აღნიშნული აზრების გაძლიერება, შესაძლოა გამოიწვიოს შემდეგმა გარემოებებმა:

თუ მანამდეც აღგენიშნებოდათ სუიციდური აზრები, სუიციდის ან თვითდაზიანების მცდელობები.

თუ ხართ ახალგაზრდა. კლინიკური კვლევების მონაცემებზე დაყრდნობით, მკურნალობის საწყის ეტაპზე სუიციდის რისკი მატულობს ფსიქიატრიული აშლილობების მქონე 25 წელზე ნაკლები ასაკის პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ანტიდეპრესანტებით.

თუ  აღგენიშნებათ სუიციდური აზრები, სუიციდის ან თვითდაზიანების მცდელობები, გთხოვთ, დაუყოვნებლივ მიმართოთ თქვენს ექიმს ან წახვიდეთ საავადმყოფოში.

ბავშვები და 18 წელზე ნაკლები ასაკის მოზარდები:

ზოგადად, დულოკის გამოყენება შესაძლებელია 7-17 წლის ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში.  დამატებით საჭიროა იცოდეთ, რომ ამ ტიპის მედიკამენტების (ანტიდეპრესანტების) გამოყენებისას, 18 წელზე ნაკლები ასაკის პაციენტებში, გვერდითი მოვლენების რისკი, როგორიცაა სუიციდის მცდელობა, სუიციდური აზრები და მტრული დამოკიდებულება, (ძირითადად აგრესია, წინააღმდეგობრივი საქციელი და მრისხანება) მატულობს. თუმცა თუ ექიმი გადაწყვეტს, რომ 18 წლამდე ასაკის პაციენტისთვის სასიკეთოა დულოკის მიღება, მას შეუძლია ამ პრეპარატის გამოწერა. თუ გამოვლინდა ან გაუარესდა ზემოთ აღნიშნული გვერდითი მოვლენები 18 წლამდე ასაკის პაციენტებში, გთხოვთ, აცნობოთ ამის შესახებ მკურნალ ექიმს.

დულოკის საკვებთან და ალკოჰოლურ სასმელებთან ერთად გამოყენება:

დულოკის გამოყენება შესაძლოა საკვებთან ერთად ან მის გარეშე. დულოკით მკურნალობის პერიოდში საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა ალკოჰოლურ სასმელებთან მიმართებაში.

ორსულობა:

დულოკი უნდა მიიღოთ ექიმის გადაწყვეტილებით - მასთან წამლის პოტენციური სარგებლისა და თქვენს ბავშვზე შესაძლო რისკების განხილვის შემდეგ.

ორსულობის რისკის FDA კატეგორია - C. 

თუ მკურნალობის პერიოდში დაორსულდით ან გეგმავთ ორსულობას, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.  

ლაქტაცია:

აცნობეთ თქვენს ექიმს, რომ მეძუძური დედა ხართ. დულოკის მიღების დროს ბავშვის ძუძუთი კვება არ არის რეკომენდებული.

ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვა:

დულოკმა შესაძლოა გამოიწვიოს ძილიანობა და თავბრუხვევა. თავი შეიკავეთ ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვისგან, ვიდრე გაარკვევდეთ დულოკის გავლენას თქვენზე.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია დულოკის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ:

დულოკი შეიცავს საქაროზას. თავი შეიკავეთ ამ პრეპარატის მიღებისგან, თუ თქვენ გაფრთხილებული ხართ, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა.

სხვა მედიკამენტებთან ერთდროული გამოყენება:

დულოკის აქტიური ინგრედიენტი - დულოქსეტინი - შედის სხვა დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების შემადგენლობაშიც, როგორებიცაა დიაბეტური ნეიროპათიული ტკივილი, ფიბრომიალგია, ძვლების, სახსრების და კუნთების ქრონიკული ტკივილი, დეპრესია, შფოთვა და შარდის შეუკავებლობა.

დაუშვებელია დულოკის გამოყენება ისეთ პრეპარატებთან, რომლებიც ასევე შეიცავენ დულოქსეტინს.  გადაამოწმეთ თქვენს ექიმთან, ხომ არ ღებულობთ დულოქსეტინის შემცველ სხვა მედიკამენტს. 

თქვენმა ექიმმა უნდა გადაწყვიტოს, შეგიძლიათ თუ არა დულოკის სხვა პრეპარატებთან ერთად გამოყენება. 

აცნობეთ ექიმს, თუ ღებულობთ შემდეგ პრეპარატებს:

მონოამინოოქსიდაზას (მაო) ინჰიბიტორები: თქვენ არ უნდა მიიღოთ დულოკი, თუ ღებულობთ ან უკანასკნელი 14 დღის განმავლობაში ღებულობდით სხვა ანტიდეპრესსანტს -მაო-ს ინჰიბიტორებს. მაო-ს ინჰიბიტორების გამოყენებამ სხვა მედიკამენტებთან ერთად, დულოკის ჩათვლით, შესაძლოა გამოიწვიოს სერიოზული, მათ შორის სიცოცხლისათვის საშიში გვერდითი მოვლენები. უნდა მოიცადოთ, სულ მცირე, 14 დღე მაო-ს ინჰიბიტორების მიღების შეწყვეტიდან, სანამ დაიწყებთ დულოკის მიღებას. ასევე, თავი უნდა შეიკავოთ დულოკის მიღების შეწყვეტიდან 5 დღის განმავლობაში, ვიდრე გამოიყენებთ მაო-ს ინჰიბიტორებს.

მედიკამენტები, რომელიც იწვევს ძილიანობას:  ბენზოდიაზეპინები, ძლიერი ტკვილ-გამაყუჩებლები, ანტიფსიქოზური მედიკამენტები, ფენობარბიტალი და ანტიჰისტამინური საშუალებები.

პრეპარატები, რომელიც იწვევს სეროტონინის დონის მატებას: ტრიპტანები, ტრამადოლი, ტრიფტოფანი, შშღI-ები (როგორიცაა, პაროქსეტინი და ფლუოქსეტინი), ტრიციკლური ანტიდეპრესანტები (როგორიცაა, კლომიპრამინი და ამიტრიპტილინი), პეთიდინი, მცენარე კრაზანას ნაყენი და ვენლაფაქსინი. ეს პრეპარატები ზრდის გვერდითი მოვლენების განვითარების რისკს; თუ თქვენ გაგიჩნდათ რაიმე უჩვეულო სიმპტომი ამ მედიკამენტებთან ერთად დულოკის გამოყენებისას, მიმართეთ თქვენს ექიმს.

ორალური ანტიკოაგულანტები ან თრომბოლიზური საშუალებები: მედიკამენტები, რომელიც ათხელებს სისხლს ან ხელს უშლის სისხლის შედედებას. ამ მედიკამენტებმა შესაძლოა სისხლდენის რისკი გაზარდოს.

როგორ გამოიყენება დულოკი

ყოველთვის გამოიყენეთ დულოკი თქვენი ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად. თუ რაიმე საკითხში არ ხართ დარწმუნებული, ყოველთვის გადაამოწმეთ თქვენს ექიმთან.

რეკომენდაციები პრეპარატის ადეკვატური გამოყენებისა და დოზირების/მიღების სიხშირის შესახებ:

დეპრესია - რეკომენდებული დოზირება მოზრდილებში: 

საწყისი დოზა: 30მგ დღეში ერთხელ;

შემანარჩუნებლი დოზა: 60 მგ დღეღამეში: ან 60 მგ-ის ერთჯერადი მიღებით, ან 30მგ-ის ორჯერადი მიღებით;

მაქსიმალური დოზა: 120 მგ დღეღამეში.

ფიბრომიალგია - რეკომენდებული დოზირება მოზრდილებში:

საწყისი დოზა: 30მგ დღეში ერთხელ ერთი კვირის განმავლობაში;

შემანარჩუნებლი დოზა: 30მგ ან 60მგ დღეში ერთხელ.

გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა - რეკომენდებული დოზირება მოზრდილებში:

საწყისი დოზა: 60მგ დღეში ერთხელ ;

შემანარჩუნებლი დოზა: 60მგ ან 120მგ  დღეში ერთხელ;

მაქსიმალური დოზა: 120მგ დღეში ერთხელ.

გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა - რეკომენდებული პედიატრიული დოზირება 

7-17 წლის ასაკი:

საწყისი დოზა: 30მგ დღეში ერთხელ 2 კვირა, შემდეგ შესაძლებელია დოზია გაზრდა დღეში 60მგ-მდე;

შემანარჩუნებლი დოზა: 30მგ ან 60მგ დღეში ერთხელ;

მაქსიმალური დოზა: 120მგ დღეში ერთხელ.

ქრონიკული ტკივილი და დიაბეტური ნეიროპათია - რეკომენდებული დოზირება მოზრდილებში:

საწყისი დოზა: 30მგ ან 60მგ დღეში ერთხელ;

შემანარჩუნებლი დოზა: 60მგ დღეში ერთხელ.

დულოკი გამოიყენება ორალური მიღების გზით. მიიღეთ დულოკის კაფსულა წყლის გარკვეულ რაოდენობასთან ერთად.

ექიმთან კონსულტაციის გარეშე არ შეწყვიტოთ დულოკის მიღება.

თქვენი დაავადების სათანადო მკურნალობა მნიშვნელოვანია თქვენი გამოჯანმრთელებისათვის. მკურნალობის გარეშე თქვენი დაავადება თავისით არ გაივლის, უფრო დამძიმდება და გაცილებით ძნელი სამკურნალო გახდება.

თუ ფიქრობთ, რომ დულოკის ეფექტი ძალიან სუსტი ან ძალიან ძლიერია აცნობეთ თქვენს ექიმს.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში:

ჩვეულებრივ, 7 წლამდე ასაკის ბავშვებში დულოკის გამოყენება არ არის რეკომენდებული.

გამოყენება ხანდაზმულ პაციენტებში:

65 წელზე მეტი ასაკის პაციენტებში დოზის კორექცია არ არის საჭირო.

სპეციალური მდგომარეობები:

დულოკის გამოყენება არ არის რეკომენდებული მქონე დიალიზზე მყოფ ან თირკმლის მძიმე დისფუნქციის მქონე (კრეატინინის კლირენსი <30მლ/წთ) პაციენტებში.

არ გამოიყენოთ დულოკი ღვიძლის ნებისმიერი სიმძიმის უკმარისობის დროს.

თუ გამოიყენეთ დულოკის თქვენთვის დასაშვებ დოზაზე მეტი: დაუკავშირდით ექიმს თუ მიიღეთ დულოკის დასაშვებ დოზაზე მეტი.

თუ დაგავიწყდათ დულოკის გამოყენება: არ გააორმაგოთ დოზა, გამოტოვებული დოზის კომპენსირების მიზნით.

თუ დაგავიწყდათ დულოკის დალევა, გახსენებისთანავე მიიღეთ პრეპარატი. თუ ამ დროს უკვე წამლის მეორედ მიღების დროა, გამოტოვეთ დავიწყებული დოზა და მიიღეთ პრეპარატი ერთჯერადად, ჩვეულებრივ დროს. არ გამოიყენოთ დულოკი თქვენი ექიმის მიერ გამოწერილ  დღიურ დოზაზე მეტი რაოდენობით.

დულოკის მიღების შეწყვეტა:

ექიმთან რეკომენდაციის გარეშე არ შეწყვიტოთ დულოკით მკურნალობა იმ შემთხვევაშიც კი, თუ თავს უკეთ გრძნობთ. თუ თქვენი ექიმი ჩათვლის, რომ დულოკით მკურნალობა აღარ გჭირდებათ, ის 2 კვირის მანძილზე, დოზის თანდათანობითი შემცირების გზით, მოგიხსნით ამ პრეპარატს. ზოგიერთ პაციენტში, რომლებმაც უეცრად შეწყვიტეს დულოკის მიღება, გამოვლინდა შემდეგი სიმპტომები: თავბრუხვევა, ქინძისთავის ან ნემსის ჩხვლეტის შეგრძნება ან დენის დარტყმის შეგრძნება, ძილის დარღვევები (ნათელი სიზმრები, ღამის კოშმარები, ძილის შეუძლებლობა), დაღლილობა, ძილიანობა, მოუსვენრობის და აჟიტაციის შეგრძნება, შფოთვა, გულისრევა ან ღებინება, კანკალი, თავის ტკივილი, კუნთების ტკივილი, გაღიზიანებადობა, დიარეა, ჭარბი ოფლიანობა ან თავბრუხვევა. ეს სიმპტომები, როგორც წესი, არ არის სერიოზული ხასიათის და რამდენიმე დღეში გაივლის.

რა არის შესაძლო გვერდითი ეფექტები

სხვა წამლების მსგავსად, დულოკის მიღებისას შესაძლოა გამოვლინდეს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები. 

შეწყვიტეთ დულოკის მიღება, მიმართეთ ექიმს ან წადით საავადმყოფოში, თუ გამოგივლინდათ ქვევით ჩამოთვლილი  ნებისმიერი გვერდითი მოვლენა:

- იშვიათი გვერდითი მოვლენები (გამოვლინდა 1000-დან ერთზე ნაკლებ პაციენტში)

სერიოზული ალერგიული რეაქციები, რომელიც იწვევს სუნთქვის გაძნელებასა და თავბრუხვევას, რასაც ახლავს ენისა და ტუჩების შეშუპება.

ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება, რომელმაც შესაძლოა დაღლილობა და წონაში მატება გამოიწვიოს.

დეჰიდრატაცია, სისხლში ნატრიუმის დონის დაქვეითება (განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში), რომელიც შესაძლოა გამოვლინდეს შემდეგი სიმპტომები:  თავბრუხვევა, სისუსტე, გაბრუება, ძილიანობა ან დაღლილობა, ან შეუძლოდ ყოფნის შეგრძნება (უფრო სერიოზული სიმპტომებია: გულისწასვლა, გულყრები ან დაცემები); ანტიდიურეზული ჰორმონის არასაკმარისი რაოდენობით გამოყოფის სინდრომი.

სუიციდური ქცევა, მანია (ზედმეტი აქტივობა, მოჭარბებული ფიქრები და ძილის მოთხოვნილების დაქვეითება), ჰალუცინაციები, აგრესია და სიბრაზე.

სეროტონინული სინდრომი (იშვიათი რეაქცია, რომელსაც ახლავს ბედნიერების უსაზღვრო განცდის შეგრძნება, ძილიანობა, უტაქტობა, მოუსვენრობა, სიმთვრალის შეგრძნება, ცხელება, ოფლიანობა და კუნთების რიგიდობა),  გულყრები.

გლაუკომა (თვალშიდა წნევის მატება).

პირის ღრუს ანთებითი პროცესი, განავალში ალისფერი სისხლის შერევა, სუნთქვის გაუარესება.

ღვიძლის უკმარისობა, სიყვითლე (კანისა და თვალის სკლერების გაყვითლება).

სტივენ-ჯონსონის სინდრომი (სერიოზული დაავადება, რომელიც მიმდინარეობს კანზე, პირის ღრუში, თვალებსა და გენიტალიებზე ბუშტუკების წარმოქმნით), ანგიოედემა (სერიოზული ალერგიული რეაქცია, რომელსაც ახლავს სახისა და ყელის შეშუპება).

საღეჭი კუნთების კონტრაქტურა.

შარდის უჩვეულო სუნი.

მენოპაუზის სიმპტომები, ქალებსა და მამაკაცებში პათოლოგიური ლაქტაცია.

თუ თქვენ აღგენიშნებათ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი მოვლენა, თქვენ გაქვთ სერიოზული ალერგია დულოკის მიმართ. შესაძლოა გადაუდებელი სამედიცინო ჩარევა ან ჰოსპიტალიზაცია დაგჭირდეთ. 

ყველა ეს სერიოზული გვერდითი მოვლენა ძალზე იშვიათია.

მიმართეთ ექიმს ან წადით საავადმყოფოში, თუ გამოგივლინდათ ნებისმიერი, ქვევით ჩამოთვლილი, გვერდითი მოვლენა:

- არახშირი (გამოვლინდა 100-დან ერთზე ნაკლებ პაციენტში):

ხმის ჩახლეჩვით მიმდინარე ყელის ანთებითი პროცესი

სუიციდური აზრები, ძილის გაძნელება, კბილების კრაჭუნი და მოჭერა, დეზორიენტაციის შეგრძნება, მოტივაციის ნაკლებობა.

უეცარი, უნებლიე ბიძგები, კუნთების ცახცახი (თრთოლვა), მოუსვენრობის შეგრძნება ან უმოძრაოდ ჯდომისა და დგომის შეუძლებლობა, ნერვიულობა, კონცენტრაციის გაძნელება, გემოს ცვლილებები, მოძრაობის კონტროლის გაძნელება, მაგ.: კოორდინაციის ნაკლებობა, კუნთების უნებლიე მოძრაობები, მოუსვენარი ფეხების სინდრომი, ძილის ხარისხის გაუარესება.

გუგების გაფართოვება, მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემები.

თავბრუხვევის შეგრძნება (ვერტიგო), ყურის ტკივილი.

სწრაფი და/ან არათანაბარი გულისცემა.

გულის წასვლა, თავბრუხვევა, გაბრუება ან წამოდგომისას გულის წასვლა, ხელის და ფეხის თითების გაციება.

ყელზე მოჭერის შეგრძნება და ცხვირიდან სისხლდენა.

სისხლიანი ღებინება ან განავლის შავად შეფერვა, გასტროენტერიტი, ღებინება.

ღვიძლის ანთება, რომელმაც შესაძლოა კანისა და თვალის სკლერების გაყვითლება გამოიწვიოს.

ღამით ოფლიანობა, ურტიკარია, ცივი ოფლი, მზის სინათლისადმი მგრძნობელობის მომატება, სისხლჩაქცევებისადმი მიდრეკილების მატება.

კუნთების შებოჭილობა, კუნთების ცახცახი.

შარდვის გაძნელება ან შეუძლებლობა, შარდვის დაწყების გაძნელება, ღამით შარდვის მოთხოვნილების მატება, ნორმაზე მეტი შარდის გამოყოფა, შარდის ნაკადის დაქვეითება.

ანომალური ვაგინალური სისხლდენა, პათოლოგიური მენსტრუაცია, მათ შორის ჭარბი, მტკივნეული, არარეგულარული ან გახანგრძლივებული მენსტრუაცია, უჩვეულოდ მცირე მენსტრუაცია და ციკლის გამოტოვება.

გულმკერდის ტკივილი, დაცემები (განსაკუთრებით ხანდაზმულებში), შემცივნება, წყურვილი, კანკალი, სიცხის შეგრძნება (წამოხურება), სიარულის მანერის დარღვევა.

წონის მატება.

დულოკმა შესაძლოა გამოიწვიოს ისეთი ეფექტები, რომელსაც შესაძლოა თქვენ ვერ მიხვდეთ, როგორიცაა ღვიძლის ფერმენტების ან სისხლში კალიუმის დონის მატება, კრეატინინის, შაქრის და ქოლესტერინის დონის მატება.

ყველა ეს სერიოზული გვერდითი მოვლენაა. თქვენ შესაძლოა გადაუდებელი სამედიცინო ჩარევა დაგჭირდეთ.

თუ თქვენ შენიშნავთ შემდეგ გვერდით მოვლენებს, აცნობეთ თქვენს ექიმს:

ეს გვერდითი ეფექტები მსუბუქი/საშუალო სიმძიმისაა და მკურნალობის დაწყებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ ქრება.

- ძალიან ხშირი (გამოვლინდა 10-დან ერთზე მეტ პაციენტში):

თავის ტკივილი, ძილიანობა.

გულისრევა, პირის სიმშრალე.

- ხშირი (გამოვლინდა 10-დან ერთზე ნაკლებ პაციენტში):

მადის დაქვეითება

ძილის პრობლემები, აჟიტირების შეგრძნება, ლიბიდოს დაქვეითება, შფოთვა, ანორგაზმია, უჩვეულო სიზმრები.

მხედველობის დაბინდვა.

ტინიტუსი (ყურებში შუილი).

გულმკერდში გულის შეკუმშვების შეგრძნება.

არტერიული წნევის მატება, წამოწითლება.

მთქნარების მატება.

შეკრულობა, დიარეა, მუცლის ტკივილი, ღებინება, გულძმარვა ან საკვების მოუნელებლობა, ფლატულენცია.

ჭარბი ოფლიანობა, ქავილით მიმდინარე გამონაყარი.

კუნთების ტკივილი, კუნთების სპაზმი.

მტკივნეული შარდვა.

ერექციის პრობლემები, ნაადრევი ეაკულაცია.

დაღლილობა.

წონაში დაკლება.

ესენი დულოკის მსუბუქი გვერდითი მოვლენებია.

თუ რომელიმე გვერდითი მოვლენა გართულდა, გთხოვთ აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. 

თუ შენიშნავთ ისეთ გვერდით მოვლენას, რომელიც ამ გამოყენების ინსტრუქციაში არ არის აღწერილი, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს. 

როგორ ინახება დულოკი

შეინახეთ დულოკი თავის ორიგინალურ შეფუთვაში და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.

შეინახეთ მშრალ, ოთახის, 25°C-ზე დაბალ, ტემპერატურაზე.

პრეპარატი გამოიყენეთ მითითებული გამოყენების ვადის შესაბამისად: არ გამოიყენოთ პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ. 

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II – გამოიყენება ექიმის დანიშნულებით.

მეტი ინფორაცია
რაოდენობა28
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy