Lorista HD - ლორისტა HD 100მგ/25მგ. 28 ტაბლეტი

16,08 GEL
მარაგშია
SKU
28325_37

 ჩვენებაები: არტერიული ჰიპერტენზია.

ლორისტა НD
(Lorista  HD)

პრეპარატის სავაჭრო (პატენტირებული) დასახელება: ლორისტა НD

საერთაშორისო არაპატენტირებული სახელწოდება ან ჯგუფური სახელწოდება: ლოზარტანი+ჰიდროქლოროთიაზიდი

წამლის ფორმა: შემოგარსული ტაბლეტები

შემადგენლობა
1 ტაბლეტი შეიცავს:    
ბირთვი:
აქტიური ნივთიერებები:
ლოზარტან კალიუმი        100 მგ
ჰიდროქლოროთიაზიდი        25 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
პრეჟელატინიზირებული სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ლაქტოზის მონოჰიდრატი, მაგნიუმის სტეარატი.
გარსი:
ჰიპრომელოზა, მაკროგოლი 4000, ქინოლის ყვითელი საღებავი (E 104), ტიტანის დიოქსიდი (E 171), სალმანდი.

აღწერილობა
ოვალური, ორივე მხრიდან ამობურცული, მოყვითალო ან მომწვანო ელფერის მქონე შემოგარსული ტაბლეტები.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ჰიპოტენზიური კომბინირებული საშუალება (ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორი + დიურეზული).
კოდი ათქ: C09DA01.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
ლორისტა® НД - არის კომბინირებული პრეპარატი; ფლობს ჰიპოტენზიურ მოქმედებას.
ლოზარტანი წარმოადგენს არაცილოვანი ბუნების, შიგნით მისაღებ, ანგიოტენზინ II რეცეპტორების (AT¹ ტიპის) სელექტიურ ანტაგონისტს. In vivo და in vitro ლოზარტანი და მისი ბიოლოგიურად აქტიური კარბოქსილური მეტაბოლიტი (EXP-3174), მიუხედავად მისი სინთეზის გზისა, აბლოკირებენ  ანგიოტენზინ II რეცეპტორების აქტივაციის ფიზიოლოგიურად ყველა მნიშვნელოვან ეფექტებს: იწვევს სისხლის პლაზმის რენინის აქტივობის მატებას, სისხლის პლაზმაში ამცირებს ალდოსტერონის კონცენტრაციას.
ანგიოტენზინ II-ის დონის მომატების ხარჯზე, ლოზარტანი ირიბად იწვევს AT² რეცეპტორების აქტივაციას.
ლოზარტანი არ თრგუნავს კინინაზა II-ის აქტივობას, ფერმენტის, რომელიც მონაწილეობას იღებს ბრადიკინინის მეტაბოლიზმში.
იგი ამცირებს პერიფერიული სისხლძარღვების ზოგად წინააღმდეგობას, ამცირებს წნევას სისხლის მიმოქცევის ,,მცირე’’ წრეში, ავლენს დიურეზულ ეფექტს, ხელს უშლის მიოკარდიუმის ჰიპერტროფიის განვითარებას, გულის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტებში ზრდის ტოლერანტობას ფიზიკური დატვირთვის მიმართ. ლოზარტანის დღეში ერთხელ გამოყენება იწვევს სისტოლური და დიასტოლური არტერიული წნევის სტატისტიკურად მნიშვნელოვან შემცირებას. ლოზარტანი თანაბრად აკონტროლებს წნევას დღის გამავლობაში, ამასთან, ანტიჰიპერტენზიული ეფექტი შეესაბამება ბუნებრივ ცირკადულ რიტმს. პრეპარატის დოზის მოქმედების ბოლო მონაკვეთში არტერიული წნევის დაწევა შეადგენდა პრეპარატის მოქმედების პიკის დროს, გამოყენებიდან 5-6 საათის შემდეგ, განვითარებული ეფექტის დაახლოებით 70-80%-ს. ,,მოხსნის’’ სინდრომი არ არის გამოვლენილი; ასევე, ლოზარტანი არ ავლენს კლინიკურად მნიშვნელოვან ზემოქმედებას გულის შეკუმშვების სიხშირეზე.
ლოზარტანი ეფექტურია როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებში და ასაკოვან (≥65 წელი) და უფრო ახალგაზრდა პაციენტებში (≤65 წელი).
ჰიდროქლოროთიაზიდი. თიაზიდური დიურეზულია, რომლის დიურეზული ეფექტი დაკავშირებულია ნეფრონის დისტალურ ნაწილში წყლის, მაგნიუმის, კალიუმის, ქლორის, ნატრიუმის იონების რეაბსორბციის დარღვევასთან; აფერხებს კალციუმის იონების, შარდმჟავას გამოყოფას. ავლენს ანტიჰიპერტენზიულ თვისებას; ჰიპოტენზიური მოქმედება ვლინდება არტერიოლების გაფართოების ხარჯზე. პრაქტიკულად არ მოქმედებს ნორმალურ არტერიულ წნევაზე. დიურეზული ეფექტი ვლინდება 1-2 საათის შემდეგ, მაქსიმუმს აღწევს 4 საათის შემდეგ და გრძელდება 6-12 საათი. ანტიჰიპერტენზიული მოქმედება ვლინდება 3-4 დღის შემდეგ, თუმცა, ოპტიმალური თერაპიული ეფექტის მისაღწევად შეიძლება საჭირო გახდეს 3-4 კვირა.

ფარმაკოკინეტიკა
ერთდროული გამოყენებისას, ლოზარტანისა და ჰიდროქლოროთიაზიდის ფარმაკოკინეტიკა არ განსხვავდება მათი ცალ-ცალკე გამოყენებისაგან.
ლოზარტანი.
ლოზარტანი კარგად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. კარბოქსილურ მჟავასთან აქტიური მეტაბოლიტისა (EXP-3174) და სხვა არააქტიური მეტაბოლიტების წარმოქმნით, ღვიძლში ,,პირველი გასვლის’’ შემდეგ, განიცდის მნიშვნელოვან მეტაბოლიზმს. ბიოშეღწევადობა დაახლოებით 33%-ია. საკვებთან პრეპარატის მიღება არ ახდენს კლინიკურად მნიშვნელოვან ზემოქმედებას მის პლაზმურ კონცენტრაციაზე. TCmax - შიგნით მიღებიდან 1 საათს შეადგენს, ხოლო მისი აქტიური მეტაბოლიტის (EXP-3174) - 3-4 საათი.
ლოზარტანისა და EXP-3174 99%-ზე მეტი უკავშირდება სისხლის პლაზმის ცილებს, ძირითადად, ალბუმინებს. ლოზარტანის განაწილების მოცულობა უდრის 34 ლ-ს, ცუდად აღწევს ჰემატოენცეფალურ ბარიერში. ლოზარტანის მეტაბოლიზმის შემდეგ წარმოიქმნება აქტიური (EXP-3174) მეტაბოლიტი (14%) და არააქტიური, ბუთილის ჯგუფის ჯაჭვის ჰიდროქსილირების გზით წარმოქმნილი ორი ძირითადი მეტაბილიტის ჩათვლით, და ნაკლებად მნიშვნელოვანი მეტაბოლიტი, N-2-ტეტრაზოლ გლუკურონიდი.
ლოზარტანისა და მისი აქტიური მეტაბოლიტის პლაზმური კლირენსი შეადგენს დაახლოები 10 მლ/წმ. (600 მლ/წუთ.) და 0,83 მლ/წმ. (50 მლ/წუთ.) შესაბამისად. ლოზარტანისა და მისი აქტიური მეტაბოლიტის თირკმლისმიერი კლირენსი შეადგენს დაახლოებით 1,23 მლ/წმ. (74 მლ/წუთ.) და 0,43 მლ/წმ (26 მლ/წუთ.). ლოზარტანისა და მისი აქტიური მეტაბოლიტის ნაწილობრივი გამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 2 საათს და 6-9 საათს, შესაბამისად. ძირითადად გამოიყოფა ნაღველით - 58%, თირკმელებით - 35%.
ჰიდროქლოროთიაზიდი.
გამოყენების შემდეგ, ჰიდროქლოროთიაზიდის შეწოვა შეადგენს 60-80%-ს. სისხლში ჰიდროქლოროთიაზიდის მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა გამოყენებიდან 1-5 საათის შემდეგ. სისხლის პლაზმის ცილებთან ჰიდროქლოროთიაზიდის კავშირი შეადგენს - 64%-ს.
ჰიდროქლოროთიაზიდი არ მეტაბოლიზდება და სწრაფად გამოიყოფა თირკმელებით. ნაწილობრივი გამოყოფის პერიოდი შეადგენს 5-15 საათს.

გამოყენების ჩვენება
-არტერიული ჰიპერტენზია (პაციენტები, რომელთათვის ნაჩვენებია კომბინირებული თერაპია).
-გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებათა და სიკვდილიანობის საშიშროების შემცირება არტერიული ჰიპერტენზიისა და მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფიის მქონე პაციენტებში.

უკუჩვენება
ჰიპერმგრძნობელობა ლოზარტანის, პრეპარატის სხვა კომპონენტებისა და სულფონამიდების წარმოებულების საშუალებების მიმართ; ანურია, თურკმელების ფუნქციის გამოხატული დარღვევები (კრეატინინის კლირენსი 30 მლ/წუთ. ნაკლები), ჰიპერკალიემია, დეჰიდრატაცია (მათ შორის, დიურეზულების მაღალი დოზის გამოყენების ფონზე), ღვიძლის ფუნქციის გამოხატული დარღვევები, რეფრაქტორული ჰიპოკალიემია, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი, არტერიული ჰიპოტენზია, 18 წლამდე ასაკი (არ არის დადგენილი ეფექტურობა და უსაფრთხოება), ლაქტაზის დეფიციტი, გალაქტოზემია ან გლუკოზის/გალაქტოზის მალაბსორბციის სინდრომი.
სიფრთხილით: სისხლის წყალ-ელექტროლიტური ბალანსის დარღვევა (ჰიპონატრიემია, ჰიპოქლორემიული ალკალოზი, ჰიპომაგნიემია, ჰიპოკალიემია), თირკმელების არტერიების ორმხრივი სტენოზი ან ერთადერთი თირკმლის არტერიის სტენოზი, შაქრიანი დიაბეტი, ჰიპერკალციემია, ჰიპერურიკემია და/ან პოდაგრა, დამძიმებული ალერგიული ანამნეზი (ზოგიერთ პაციენტში წარსულში ანგიონევროზული შეშუპება ვითარდებოდა სხვა საშუალებების, მათ შორის აპფ ინჰიბიტორების გამოყენებისას) და ბრონქული ასთმა, სისხლის სისტემური დაავადებები (მათ შორის, სისტემური წითელი მგლურა), არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო პრეპარატების ერთდროული დანიშვნა, მათ შორის, ციკლოოქსიგენაზა-II (COX-2 ინჰიბიტორები) ინჰიბიტორები.

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი
ორსულობის პერიოდში ლოზარტანის გამოყენების თაობაზე არ არის მოწოდებული მონაცემები. ნაყოფის თირკმლისმიერი პერფუზია, რომელიც დამოკიდებულია რენინ-ანგიოტენზიური სისტემის განვითარებაზე, ფუნქციონირებას იწყებს ორსულობის მესამე ტრიმესტრში. ნაყოფისათვის საშიშროება იზრდება ლოზარტანის მეორე და მესამე ტრიმესტრში გამოყენებისას. ორსულობის დადგენისას ლორისტა® НД გამოყენება წყდება. ლაქტაციის პერიოდში, პრეპარატის დანიშვნის საჭიროების შემთხვევაში, ბავშვის ბუნებრივი კვება წყდება.

გამოყენების წესი და დოზირება
შიგნით მისაღები, პრეპარატის გამოყენება არ არის დამოკიდებული საკვების მიღებაზე. დასაშვებია ლორისტა НД და სხვა ანტიჰიპერტენზიული საშუალებების შეთავსება.

არტერიული ჰიპერტენზია
საწყისი და შემანარჩუნებელი დოზა - ლორისტა НД (100/25 მგ) 1 ტაბლეტი დღეში ერთხელ. როგორც წესი, პრეპარატი ინიშნება ლორისტა H ადექვატური თერაპიული ეფექტის არ არსებობისას (50/12,5მგ). მაქსიმალური ანტიჰიპერტენზიული ეფექტი ვლინდება თერაპიიდან 3 კვირის განმავლობაში. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა - პრეპარატი ლორისტა НД -ის 1 ტაბლეტი.
ცირკულირებული სისხლის შემცირებული მოცულობის მქონე პაციენტებში (მაგალითად, დიურეტიკების დიდი დოზების გამოყენების ფონზე) ჰიპოვოლემიის მქონე პაციენტებში ლოზარტანის რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 25 მგ დღეში ერთხელ. ამასთან დაკავშირებით, ლორისტა НД -ით თერაპიის დაწყება საჭიროა დიურეზულების გამოყენების შეწყვეტისა და ჰიპოვოლემიის კორექციის შემდეგ.
ასაკოვან და თირკმელების ზომიერი უკმარისობის (კრეატინინის კლირენსი 30-50 მლ/წუთ.) მქონე პაციენტებისათვის, მათ შორის დიალიზზე მყოფი პაციენტების ჩათვლით, საწყისი დოზა არ საჭიროებს კორექციას.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებათა და სიკვდილიანობის საშიშროების შემცირება არტერიული ჰიპერტენზიისა და მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფიის მქონე პაციენტებში.
ლოზარტანის სტანდარტული საწყისი დოზა შეადგენს 50 მგ დღეში ერთხელ. პაციენტებში, რომლებშიც 50 მგ/დღ. ლოზარტანის გამოყენების ფონზე, შეუძლებელი იყო არტერიული წნევის მიზნობრივი დონის მიღწევა, თერაპიის შერჩევა ხდება ლოზარტანისა და ჰიდროქლოროთიაზიდის დაბალი დოზების (12,5მგ) კომბინაციის გზით, საჭიროების შემთხვევაში კი, ჰიდროქლოროთიაზიდის 12,5 მგ/დღ. დოზასთან ერთად საჭიროა ლოზარტანის 100 მგ-მდე დოზის მომატება, შემდეგ - მთლიანად ლორისტა НД -ის 100/25 მგ 1 ტაბლეტამდე გაზრდა (100 მგ ლოზარტანი და 25 მგ ჰიდროქლოროთიაზიდი დღეში ერთჯერადად).

გვერდითი ეფექტები
სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ:
არახშირი: ანემია, შენლეინ-გენოხის პურპურა.
იმუნური სისტემის მხრივ:
იშვიათად: ანაფილაქსიური რეაქციები, ანგიონევროზული შეშუპება (მათ შორის, ხორხისა და ენის შეშუპება, რაც იწვევს სასუნთქი გზების ობსტრუქციას და/ან სახის, ტუჩების, საყლაპავის შეშუპებას).
ცნს და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ:
ხშირი: თავის ტკივილი, სისტემური და არასისტემური თავბრუსხვევა, უძილობა, გადაღლა;
არახშირად: შაკიკი.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ:
ხშირი: ორთოსტატული ჰიპოტენზია (დოზადამოკიდებული), გულისცემის გაძლიერება, ტაქიკარდია;
იშვიათად: ვასკულიტი.
სასუნთქი სისტემის მხრივ:
ხშირად: ხველა, სასუნთქი გზების ზედა ნაწილების ინფექციები, ფარინგიტი, ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპება.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ:
ხშირად: დიარეა, დისპეპსია, ღებინება, გულისრევა, მუცლის ტკივილი.
ჰეპატობილიარული სისტემის მხრივ:
იშვიათად: ჰეპატიტი, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა.
კანის საფარისა და კანქვეშა ცხიმოვანი უჯრედისის მხრივ:
არახშირად: ჭინჭრის ციება, კანის ქავილი.
საყრდენ-მამოძრავებელი სისტემისა და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ:
ხშირად: მიალგია, ზურგის ტკივილი;
არახშირად: ართრალგია.
სხვა:
ხშირად: ასთენია, სისუსტე, პერიფერიული შეშუპება, ტკივილი მკერდის არეში.
ლაბორატორიული მონაცემები:
ხშირად: ჰიპერკალციემია, ჰემოგლობინისა და ჰემატოკრიტის მომატებული კონცენტრაცია (კლინიკურად უმნიშვნელო);
არახშირად: სისხლის პლაზმაში კრეატინინისა და შარდოვანას დონის ზომიერი მატება;
ძალიან იშვიათად: ღვიძლის ფერმენტებისა და ბილირუბინის აქტივობის მატება.

ჭარბი დოზა
ლოზარტანი
სიმპტომები: არტერიული წნევის გამოხატული დაქვეითება, პარასიმპათიკური (ვაგუსური) სტიმულაციით განპირობებული ბრადიკარდია.
მკურნალობა: ფორსირებული დიურეზი, სიმპტომატური თერაპია, ჰემოდიალიზი არაეფექტურია.
ჰიდროქლოროთიაზიდი
სიმპტომები: ყველაზე ხშირად გამოვლენილ სიმპტომებს მიეკუთვნება ელექტროლიტების დეფიციტი (ჰიპოკალიემია, ჰიპოქლორემია, ჰიპონატრიემია) და ზედმეტი დიურეზის შედეგად განვითარებული დეჰიდრატაცია. გულის გლიკოზიდების ერთდროული გამოყენებისას ჰიპოკალიემიამ შეიძლება დაამძიმოს არითმიის მიმდინარეობა.
მკურნალობა: სიმპტომატური.

ზემოქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
ლოზარტანი
კლინიკურ კვლევებში პრეპარატისა და ჰიდროქლოროთიაზიდის, დიგოქსინის, ვარფარინის, ციმეტიდინის, ფენობარბიტალის, კეტოკონაზოლისა და ერითრომიცინის ერთდროული გამოყენებისას არ გამოვლენილა ფარმაკოკინეტიკური ზემოქმედების რაიმე კლინიკურად მნიშვნელოვანი ზემოქმედება. რიფამპიცინი და ფლუკონაზოლი  ამცირებს აქტიური მეტაბოლიტის დონეს(მოცემული ზემოქმედება კლინიკურად შესწავლილი არ არის).
ლოზარტანისა და კალიუმის შემნახველი დიურეზულების (სპირონოლაქტონი, ტრიამტერენი, ამილორიდი), კალიუმის შემნახველი დანამატებისა და კალიუმის მარილების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერკალიემია.
არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო პრეპარატებს, მათ შორის, ციკლოოქსიგენაზა-2-ის სელექტიურ ინჰიბიტორებს შეუძლია შეამციროს დიურეზულებისა და სხვა ჰიპოტენზიური საშუალებების, მათ შორის, ლოზარტანის, ეფექტი.
თირკმელების ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში, რომლებიც იყენებდნენ არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო პრეპარატებით თერაპიას (მათ შორის, ციკლოოქსიგენაზა-2-ის ინჰიბიტორები), ანგიოტენზინ II-ის რეცეპტორების ანტაგონისტებით თერაპიამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმელების ფუნქციის შემდგომი დამძიმება, მათ შორის, თირკმელების მწვავე უკმარისობა, რომელიც ჩვეულებრივ შექცევადია.
ისევე, როგორც სხვა ჰიპოტენზიური საშუალებების, ასევე, ლოზარტანის ჰიპოტენზიური ეფექტი, შეიძლება შემცირდეს ინდომეტაცინის გამოყენებისას.
ჰიდროქლოროთიაზიდი
თიაზიდურ დიურეზულებთან ისეთი სამკურნალო საშუალებების გამოყენებამ, როგორიც არის ეთანოლი, ბარბიტურატები და ნარკოტიკული საშუალებები, შეიძლება გამოიწვიოს ორთოსტატული ჰიპოტენზიის განვითარების საშიშროება.
ჰიპოგლიკემიური საშუალებები (შიგნით მისაღები და ინსულინი) - შეიძლება საჭირო გახდეს ჰიპოგლიკემიური საშუალების დოზის კორექცია.
სხვა ჰიპოტენზიური საშუალებები - ადიტიური ეფექტი.
კოლესტირამინი და კოლესტიპოლი - ანიონური ცვლის ფისის არსებობისას ჰიდროქლოროთიაზიდის შეწოვა ირღვევა.
კორტიკოსტეროიდები, ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონი - ელექტროლიტების დონის გამოხატული შემცირება, ძირითადად ჰიპოკალიემია.
პრესორული ამინები (მაგალითად, ეპინეფრინი, ნორეპინეფრინი) - პრესორული ამინების გამოყენებაზე გამოხატული პასუხის შემცირება.
არამადეპოლარიზებელი ტიპის მოქმედების მიორელაქსანტები (მაგალითად, ტუბოკურარინი) - მიორელაქსანტების ეფექტის გაძლიერება.
ლითიუმი - დიურეზულები ამცირებს ლითიუმის თირკმლისმიერ კლირენსს და ზრდის ლითიუმის ტოქსიური მოქმედების განვითარების საშიშროებას; არ არის რეკომენდებული ერთდროული გამოყენება.
არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო პრეპარატები (მათ შორის, ციკლოოქსიგენაზა-2-ის ინჰიბიტორები) - შეიძლება შეამციროს დიურეზულების დიურეზული, ნატრიურეზული და ჰიპოტენზიური ეფექტი.
კალციუმის მეტაბოლიზმზე ზემოქმედებასთან დაკავშირებით, მათმა გამოყენებამ  შეიძლება ცრუ შედეგები გამოავლინოს პარაფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის კვლევის შედეგების მხრივ.

განსაკუთრებული მითითებები
დასაშვებია სხვა ჰიპოტენზიურ საშუალებებთან ერთდროული დანიშვნა.
ასაკოვანი პაციენტებისათვის არ არის აუცილებელი საწყისი დოზის სპეციალური შერჩევა.
თირკმელების არტერიების ორმხრივი სტენოზისა და ცალი თირკმლის არტერიის სტენოზის მქონე პაციენტებში, პრეპარატმა შეიძლება გაზარდოს სისხლის პლაზმაში შარდოვანასა და კრეატინინის კონცენტრაცია.
ჰიდროქლოროთიაზიდმა შეიძლება გააძლიეროს არტერიული ჰიპოტენზია და დაარღვიოს წყალ-ელექტროლიტური ბალანსი (ცირკულირებადი სისხლის მოცულობის შემცირება, ჰიპონატრიემია, ჰიპოქლორემიული ალკალოზი, ჰიპომაგნიემია, ჰიპოკალიემია), დაარღვიოს ტოლერანტობა გლუკოზის მიმართ, შეამციროს შარდით გამოყოფილი კალციუმის დონე და გამოიწვიოს სისხლის პლაზმაში კალციუმის კონცენტრაციის გარდამავალი უმნიშვნელო ზრდა, გაზარდოს ქოლესტერინისა და ტრიგლიცერიდების კონცენტრაცია, გამოიწვიოს პოდაგრის და/ან ჰიპერურიკემიის განვითარების პროვოცირება.
ორსულობის II და III ტრიმესტრის დროს, სამკურნალო საშუალებების გამოყენებამ, რომლებიც უშუალოდ ზემოქმედებს რენინ-ანგიოტენზინის სისტემაზე, შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის დაღუპვა.
დაორსულების შემთხვევაში ნაჩვენებია პრეპარატის გამოყენების შეწყვეტა.
დედის ორგანიზმში თრომბოციტოპენიის, ნაყოფში და ახალშობილში სიყვითლის განვითარების მომატებულ საშიშროებასთან დაკავშირებით, ორსულობის პერიოდში დიურეზულების გამოყენება ჩვეულებრივ არ არის რეკომენდებული.
დიურეზულებით მკურნალობა არ თრგუნავს ორსულთა ტოქსიკოზის განვითარებას.
განსაკუთრებული მითითებები, რომლებიც ეხება დამხმარე ნივთიერებებს:
ლორისტა НД შეიცავს ლაქტოზას, შესაბამისად, არ გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში: ლაქტაზის დეფიციტი, გალაქტოზემია ან გლუკოზის/გალაქტოზის მალაბსორბციის სინდრომი.

სატრანსპორტო საშუალებებისა და სხვა მექანიზმების მართვა
ლორისტა НД გამოყენების პერიოდში პრაქტიკულად ყველა პაციენტმა შეიძლება შეასრულოს მოქმედება, რომელიც მოითხოვს მომატებულ ყურადღებას (მაგალითად, სატრანსპორტო საშუალებების მართვა). ცალკეულ პირებში, თერაპიის დასაწყისში, პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის დაწევა და თავბრუსხვევა, შესაბამისად, ირიბად იმოქმედოს მათ ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე. უსაფრთხოების მიზნით, ისეთი მოქმედების განხორციელებამდე, რომელიც თხოულობს მომატებულ ყურადღებას, პაციენტმა თავდაპირველად უნდა შეაფასოს საკუთარი რეაქცია ჩატარებულ მკურნალობაზე.

გამოშვების ფორმა
შემოგარსული ტაბლეტები, 100 მგ + 25 მგ.
ბლისტერში - 7, 10 და 14 ტაბლეტი.
2, 4, 8, 12 ან 14 ბლისტერი (ბლისტერში - 7 ტაბლეტი) გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
3, 6 ან 9 ბლისტერი (ბლისტერში - 10 ტაბლეტი) გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
1, 2, 4, 6 ან 7 ბლისტერი (ბლისტერში - 14 ტაბლეტი) გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები: სია ბ.
პრეპარატი ინახება მშრალ ადგილას, ტემპერატურა 30 0ჩ -მდე.
პრეპარატი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა  
2 წელი.
არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის წესი
რეცეპტით

მეტი ინფორაცია
რაოდენობა28
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy