Chlophazolin - კლოფაზოლინი 0.15მგ 50 ტაბლეტი
ჩვენებები: გამოიყენება არტერიული ჰიპერტენზიის სხვადასხვა ფორმისა და სტადიის სამკურნალოდ.
ქლოფაზოლინი
(CHLOPHAZOLIN)
აქტიური ნივთიერება:
კლონიდინის ჰოდროქლორიდი
წამლის ფორმა და ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ქლოფაზოლინი ტაბლეტის სახით წარმოადგენს ანტიჰიპერტენზიულ პრეპარატს (ამცირებს მომატებულ არტერიულ წნევას).
გამოყენების ჩვენება:
გამოიყენება არტერიული ჰიპერტენზიის სხვადასხვა ფორმისა და სტადიის სამკურნალოდ (მომატებული არტერიული წნევა).
უკუჩვენება:
არ გამოიყენება წინაგულოვან-პარკუჭოვანი II-III სტადიის ბლოკადის, თავის ტვინის სისხლძარღვოვანი დაავადებების, მიოკარდის ინფარქტის ან კორონარული უკმარისობის, თირკმლის ფუნქციის მოშლის, პრეპარატისადმი ჰიპერმგრძნობელობის, სინუსური კვანძის დაავადებისა და პერიფერიული არტერიების მაობლიტერებელი დაავადებების (რეინოს სინდრომი) დროს.
უსაფრთხოების ზომები:
ქლოფაზოლინი განსაკუთრებული სიფრთხილით მიიღება:
თირკმლის უკმარისობის დროს, პრეპარატის გამოყენება უნდა ხდებოდეს ექიმის მეთვალყურეობით. გულის დაავადებების მქონე პაციენტების შემთხვევაში, ქლოფაზოლინის მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს გულის რითმის მოშლა – არითმია ან ბრადიკარდია. პრეპარატის მიღების სწრაფმა შეწყვეტამ შესაძლოა გამოიწვიოს ნეიროვეგეტატიური რეაქციები – მომატებული ნერვული აგზნებადობა, უძილობა, თავის ტკივილი, გულისრევა, არტერიული წნევის მომატება (მოხსნის სინდრომი). გვერდითი მოვლენები, როგორც წესი, შეინიშნება ჭარბი დოზის მიღების დროს. ქლოფაზოლინით მკურნალობისას, სასურველია, თავი შევიკავოთ სპირტიანი სასმელების მიღებისგან.
გაფრთხილება:
არ მოიპოვება საკმარისი კლინიკური მონაცემები პრეპარატის გამოყენების შესახებ ფეხმძიმობისა და ლაქტაციის პერიოდში. პრეპარატის მიღება ფეხმძიმობის დროს მიზანშეწონილია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მოსალოდნელი სარგებელი ნაყოფზე სავარაუდო ნეგატიურ გავლენაზე მეტია. ლაქტაციის დროს, პრეპარატი საჭიროებისამებრ, დიდი სიფრთხილით უნდა იქნეს გამოყენებული, რამეთუ ქლოფაზოლინი დედის რძეში აღწევს. განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ სატრანსპორტო საშუალებათა მძღოლებსა და მანქანა-დანადგარებთან მომუშავე პირებს, ვინაიდან პრეპარატი ძილიანობასა და თავბრუს ხვევას იწვევს.
სხვა წამლების ურთიერთქმედება:
სპირტიან სასმელებთან ერთდროული მიღებისას, ბარბიტურატებთან ან სხვა სედატიურ საშუალებებთან, ქლოფაზოლინმა შესაძლოა გააძლიეროს მათი დამთრგუნავი ეფექტი ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე. პრეპარატის ეფექტი შესაძლოა შესუსტდეს არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალებებთან (ინდომეტაცინი, ფელორანი, პიროქსიკამი და სხვა), ან ანდიდეპრესანტებთან ერთად მიღების შემთხვევაში. პრეპარატის გამოყენებამ გულის გლიკოზიდებთან ერთად შესაძლოა გამოიწვიოს გულის რითმის შენელება და წინაგულოვან-პარკუჭოვანი ბლოკადა. ჰიპოტენზიური ეფექტის გასაძლიერებლად, შესაძლებელია ქლოფაზოლინის კომბინირება თიაზიდურ დიურეზულებთან და სისხლძარღვთა გამაფართოებელ საშუალებებთან (კალციუმის ანტაგონისტები, დიჰიდრალაზინი, ანგიოტენზინ-მაკონვერტირებელი ენზიმის ინჰიბიტორები). რეკომენდებული არ არის პრეპარატის კომბინაცია ბეტა-ბლოკატორების ჯგუფთან. აუცილებლად უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს სხვა, დამატებითი სამკურნალო საშუალებებით მკურნალობის შესახებ, რათა თავიდან ავიცილოთ წამლების არასასურველი ურთიერთ¬ქმედება.
გამოყენების წესი და დოზირება:
პრეპარატი გამოიყენება პერორალურად, დოზირებას მკურნალი ექიმი ინდივიდუალურად ადგენს. მკურნალობის პროცესში აუცილებელია არტერიული წნევის კონტროლი. საწყისი დოზა, როგორც წესი, შეადგენს 0,075 მგ (ტაბლეტის 1/2), 2-ჯერ დღეში. საჭიროებისამებრ, შესაძლებელია დოზის თანდათან მომატება 0,150-0,300 მგ-მდე (1-2 ტაბლეტი), 2-3-ჯერ დღეში. საჭიროა მოიძებნოს მინიმალური მოქმედი დოზა პრეპარატის არასასურველი რეაქციის თავიდან აცილების მიზნით. მკურნალობის ხანგრძლივობას ნიშნავს მკურნალი ექიმი.
წამლის არასასურველი რეაქციები:
შეიძლება გამოვლინდეს არასასურველი რეაქციები: გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ – არტერიული წნევის დაწევა, გულის რითმის შენელება, წინაგულოვან-პარკუჭოვანი გამტარებლობის მოშლა, პრეპარატის სწრაფად მოხსნის შემთხვევაში არტერიული წნევის მომატება.
ნერვული სისტემის მხრივ – მომატებული ნერვული აღზნებადობა, თავის ტკივილი, უძილობა, მკურნალობის დასაწყისში – ძილიანობა, აპათია, დეპრესია.
საჭმლის მომნელებელი სისტემა – პირის სიმშრალე გაძნელებული ყლაპვით, გულისრევა, ღებინება, ყაბზობა.
ენდოკრინული სისტემა – გინეკომასტია (მამაკაცებში სარძევე ჯირკვლების გაზრდა), სქესობრივი სისუსტე.
სხვა – წყლის შეკავება, ყბა-ყურის ჯირკვლის შეშუპება, ცრემლის და ცხვირის სეკრეციის შემცირება. პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს მკურნალ ექიმს წამლის ყველა არასასურველი რეაქციის შესახებ, რომელიც მოცემული არაა ფურცელ-ჩანართში.
ჭარბი დოზა:
ქლოფაზოლინის ჭარბი დოზის მიღების შემთხვევაში (განზრახ ან შემთხვევითი ჭარბი დოზა)
პრეპარატის ჭარბი დოზით მიღების შემთხვევაში აღინიშნება არტერიული წნევის დაქვეითება, გულის რითმის შენელება, წინაგულოვან-პარკუჭოვანი გამტარებლობის მოშლა. მკურნალობა მოიცავს წყალ-მარილოვანი ხსნარისა და ჭარბი დოზის სიმპტომებზე მოქმედების მქონე პრეპარატთა გამოყენებას.
შენახვის პირობები:
ორიგინალურ შეფუთვაში, მშრალ და სინათლისაგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 25°C ტემპერა¬ტურაზე და ბავშვები¬სათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა:
გამოშვების თარიღიდან 3 წელი. დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ!
შემადგენლობა:
ერთი ტაბლეტი ქლოფაზოლინის შემცველობა:
აქტიური ნივთიერება: კლონიდინის ჰიდროქლორიდი, 0,150მგ.
დამხმარე ნივთიერებები: რძის შაქარი, მიკროკრისტალური ცელულოზა, კალციუმის ჰიდროგენფოსფატი, სილიციუმის ორჟანგი 200, ხორბლის სახამებელი, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი.
გამოშვების ფორმა და შეფუთვა:
პრეპარატი იფუთება 50 (ორმოცდაათი) ტაბლეტი გამჭვირვალე და ალუმინის პვქ/ფოლგისგან დამზადებულ ბლისტერში. ერთი ბლისტერი ან 40 ბლისტერი თავსდება მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
აფთიაქიდან გაცემის პირობები:
ექიმის დანიშნულებით .
რაოდენობა | 50 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account