Tromborel - თრომბორელი 75მგ 28 ტაბლეტი
ჩვენება: ათეროთრომბული მოვლენების პროფილაქტიკა, მოზრდილი პაციენტები მიოკარდიუმის ინფარქტით, იშემიური ინსულტით, მწვავე კორონარული სინდრომით
საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): clopidogrel
წამლის ფორმა: გარსით დაფარული ტაბლეტები 75მგ
შემადგენლობა
ერთი ტაბლეტი შეიცავს
აქტიური ნივთიერება - კლოპიდოგრელი 75 მგ (კლოპიდოგრელის ჰიდროსულფატის სახით)
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, მანიტოლი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, კროსპოვიდონი, უწყლო კოლოიდური სილიციუმი, გასუფთავებული ტალკი, მაკროგოლი 6000, დაბალი შეცვლის ჰიდროქსიპროპილცელულოზა , ჰიდროგენიზებული აბუსალათინის ზეთი.
გარსის შემადგენლობა: ნატრიუმის სტეარილის ფუმარატი, ჰიპრომელოზა, ლაქტოზას მონოჰიდრატი, პეგ-6000, ტიტანის დიოქსიდი, რკინის ოქსიდი ყვითელი.
ფარმაკოკინეტიკა
შეწოვა
ერთჯერადი და განმეორებითი პერორალური მიღების შემდეგ დოზით 75 მგ დღეში, კლოპიდოგრელი სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. უცვლელი კლოპიდოგრელის საშუალო მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია (დაახლოებით 2,2-2,5ნგ/მლ 75მგ-ის ერთჯერადი პერორალური მიღების შემდეგ) მიიღება 45 წუთის შემდეგ. შარდით გამოყოფილი კლოპიდოგრელის მეტაბოლიტების მიხედვით, ბიოშეღწევადობა შეადგენს არანაკლებ 50%.
განაწილება
კლოპიდოგრელი და სისხლის ნაკადში არსებული მისი ძირითადი (არააქტიური) მეტაბოლიტი, უკავშირდება პლაზმის ცილებს (98% და 94% შესაბამისად). კავშირი გაუჯერებელია კონცენტრაციის ფართო დიაპაზონში.
მეტაბოლიზმი
კლოპიდოგრელი განიცდის ღვიძლში ინტენსიურ მეტაბოლიზმს ორი ძირითადი გზით: ერთი განპირობებულია ეთერაზებით და იწვევს ჰიდროლიზს ნახშირმჟავას არააქტიური წარმოებულის წარმოებით (სისხლის ნაკადში არსებული მეტაბოლიტების 85%), მეორე განპირობებულია სხვადასხვა P450 ციტოქრომებით. კლოპიდოგრელი პირველ რიგში მეტაბოლიზდება შუალედურ მეტაბოლიტად, 2-ოქსო-კლოპიდოგრელად. 2-ოქსო-კლოპიდოგრელის შუალედური მეტაბოლიტის შემდეგი მეტაბოლიზმი იწვევს აქტიური მეტაბოლიტის თიოლური წარმოებული კლოპიდოგრელის წარმოქმნას. მეტაბოლიზმის ეს გზა განპირობებულია CYP3A4, CYP2C19, CYP1A2 და CYP2B6-ით. აქტიური თიოლური მეტაბოლიტი სწრაფად და შეუქცევადად უკავშირდება თრომბოციტების რეცეპტორებს, ამ გზით თრომბოციტების დათრგუნვით.
აქტიური მეტაბოლიტის Cmax იზრდება 2-ჯერ, როგორც 300მგ კლოპიდოგრელის ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგ, ასევე შემანარჩუნებელი 75მგ დოზის მიღების შემდეგ 4 დღის მანძილზე. Cmax შეიმჩნევა მიღებიდან დაახლოებით 30-60 წუთის შემდეგ.
გამოყოფა
კლოპიდოგრელის მიღების შემდეგ, დაახლოებით 50% გამოიყოფა შარდით და დაახლოებით 46% - ფეკალური მასებით შეყვანიდან 120 საათის განმავლობაში. ერთჯერადი 75მგ პერორალური დოზის მიღების შემდეგ ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დააახლოებით 6 საათს. პრეპარატის ერთჯერადი და განმეორებითი მიღების შემდეგ ძირითადი, სისხლში ცირკულირებადი (არააქტიური) მეტაბოლიტის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 8 საათს.
ფარმაკოდინამიკა
თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბიტორია. სელექტიურად აინჰიბირებს ადენოზინდიფოსფატის (ადფ) შეკავშირებას თრომბოციტების რეცეპტორებთან და GPIIb/IIIa გლიკოპროტეინის კომპლექსის აქტივაციას, რაც ახდენს თრომბოციტების აგრეგაციის დათრგუნვას. ასევე თრგუნავს სხვა აგონისტებით გამოწვეულ თრომბოციტების აგრეგაციას, გამოთავისუფლებული ადფ-ის ზემოქმედებით გამოწვეული თრომბოციტების მომატებული აქტივობის შემცირებით.
კლოპიდოგრელი შეუქცევადად ცვლის თრომბოციტებზე ადფ-ის რეცეპტორებს, და შესაბამისად, თრომბოციტები მთელი „სიცოცხლის“ განმავლობაში რჩებიან არააქტიურები. ნორმალური ფუნქციის აღდგენა ხდება დაახლოებით 7 დღეში, ახალი თრომბოციტების წარმოქმნის შემდეგ.
ჩვენებები
ათეროთრომბული მოვლენების პროფილაქტიკა
• მოზრდილი პაციენტები მიოკარდიუმის ინფარქტით (რამოდენიმე დღიდან 35 დღემდე), იშემიური ინსულტით (7 დღიდან 6 თვემდე), ან პაციენტები პერიფერული არტერიების დიაგნოსტირებული დაავადებით
• მოზრდილი პაციენტები, მწვავე კორონარული სინდრომით:
- მწვავე კორონარული სინდრომი ST სეგმენტის ელევაციის გარეშე
(არასტაბილური სტენოკარდია ან მიოკარდიუმის ინფარქტი Q- კბილის გარეშე), მათ შორის პაციენტები კორონარული სტენტირებით კორონარულ სისხლძარღვებში კანქვეშა შეღწევის მეშვეობით, აცეტილსალიცილის მჟავასთან კომბინაციაში;
- მწვავე მიოკარდიუმის ინფარქტი ST სეგმენტის ელევაციით
(მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი) თრომბოლიზის ჩატარების შესაძლებელობის დროს ( აცეტილსალიცილის მჟავასთან კომბინაციაში)
ათეროთრომბული და თრომბოემბოლიური მოვლენების პროფილაქტიკა მოციმციმე არითმიის დროს
- მოციმციმე არითმიის მქონე პაცეინტებში, გულ-სისხლძარღვთთა გართულებების მინიმუმ ერთი რისკ-ფაქტორის არსებობისას და პირდაპირი ანტიკოაგულანტების გამოყენების შეუძლებლობისას, როდესაც სისხლდენის განვითარების რისკი დაბალია (აცეტილსალიცილის მჟავასთან კომბინაციაში).
მიღების წესი და დოზირება
მიიღება პერორალურად, საკვებისგან დამოუკიდებლად.
მოზრდილები და ხანდაზმული პაციენტები
კლოპიდოგრელის რეკომენდებული დოზა შეადგენს 75 მგ ერთხელ დღეში.
მწვავე კორონარული სინდრომის მქონე პაციენტები:
- მწვავე კორონარული სინდრომი ST სეგმენტის ელევაციის გარეშე (არასტაბილური სტენოკარდია ან მიოკარდიუმის ინფარქტი): კლოპიდოგრელით მკურნალობა იწყება ერთჯერადი დარტყმითი დოზით 300მგ, შემდეგ გრძელდება დოზით 75მგ ერთხელ დღეში (აცეტილსალიცილის მჟავასთან ერთად). ვინაიდან აცეტილსალიცილის მჟავას მაღალი დოზების მიღება დაკავშირებულია სისხლდენის განვითარების რისკთან, მისი დოზა არ უნდა აჭარბებდეს 100მგ-ს. მკურნალობის ოპტიმალური ხანგრძლივობა ფორმალურად არ არის დადგენილი. კლინიკური კველევების მონაცემები წარმოადგენს იმის საფუძველს რომ პრეპარტის მიღება მოხდეს 12 თვემდე, მაქსიმალური დადებითი ეფექტი მიიღწევა მკურნალობიდან 3 თვის შემდეგ.
- მწვავე მიოკარდიუმის ინფარქტი ST სეგმენტის ელევაციით: კლოპიდოგრელი მიიღება 75მგ ერთჯერადი დღიური დოზის სახით, ერთჯერადი დარტყმითი დოზის 300მგ შემდეგ აცეტილსალიცილის მჟავასთან და სხვა თრომბოლიზურ პრეპარატებთან კომბინაციაში ან მათ გარეშე. 75 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში კლოპიდოგრელით მკურნალობა იწყება დარტყმითი დოზის გარეშე. კომბინირებული თერაპია უნდა დაიწყოს რაც შეიძლება სწრაფად სიმპტომების გამოვლენისთანავე და გაგრძელდეს მინიმუმ 4 კვირის განმავლობაში.
- მოციმციმე არითმიის მქონე პაციენტებში კლოპიდოგრელი ინიშნება 75მგ დღიური დოზის სახით. მკურნალობა იწყება აცეტილსალიცილის მჟავის მიღებით (75-325მგ დღეში) და გრძელდება კლოპიდოგრელთან კომბინაციაში.
პრეპარატის მიღების გამოტოვების შემთხვევაში:
- გავიდა 12 საათზე ნაკლები პრეპარატის მიღების დაგეგმილი დროიდან: დოზა უნდა იქნეს მიღებული მაშინვე და შემდეგი დოზის მიღება უნდა მოხდეს დაგეგმილი დროის მიხედვით.
- გავიდა 12 საათზე მეტი: პაციენტებმა უნდა მიიღონ შემდეგი დღიური დოზა ჩვეულებრივ დაგეგმილ დროს, მაგრამ დაუშვებელია ორმაგი დოზის მიღება.
თირკმელების ფუნქციის დარღვევა
თირკმლის ფუქნციის დარღევვის მქონე პაციენტებში პრეპარატის გამოყენების გამოცდილება შეზღუდულია (იხ. „ განსაკუთრებული მითითებები)
უკუჩვენება
- მოქმედი ნივთიერების ან სხვა რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ მომატებული მგრძნობელობა
- ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევა
- ძლიერი სისხლდენა, როგორიცაა სისხლდენა პეპტიური წყლულიდან ან ინტრაკრანიალური სისხლდენა
დამხმარე ნივთიერებები
კლოპიდოგრელი შეიცავს ლაქტოზას. პაციენტებში იშვიათი მემკვიდრეობითი დარღვევებით, როგორიცაა გალაქტოზას აუტანლობა, ლაპ-ლაქტაზას დეფიციტი და გლუკოზის და გალაქტოზის მალაბსრობციის სინდრომი, პრეპარატის მიღება დაუშვებელია.
პრეპარატი შეიცავს ჰიდროგენიზებულ აბუსალათინის ზეთს, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს კუჭის დარღვევები და დიარეა.
გამოყენება პედიატრიაში
კლოპიდოგრელის მიღების უსაფრთხოება და ეფექტურობა ბავშვებში და მოზარდებში 18 წლამდე არ არის დადგენილი.
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი
ორსულობაზე კლოპიდოგრელის ზემოქმედების შესახებ კლინიკური მონაცემების არარსებობის გამო, არ გამოიყენება ორსულობის დროს.
უცნობია გამოიყოფა თუ არა კლოპიდოგრელი დედის რძეში. სიფრთხილის გამო კლოპიდოგრელით მკურნალობისას დაუშვებელია ძუძუთი კვება.
ფერტილობა
კლინიკამდელ კვლევებში არ დამტკიცებულა კლოპიდოგრელის ზემოქმედება ფერტილობაზე.
პრეპარატის ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებებისა და პოტენციურად საშიში მექანიზმების მართვის უნარზე
თავბრუსხვევის არახშირი შემთხვევების და იშვიათი გვერდითი მოვლენების გამო პრეპარატის მიღება უნდა მოხდეს სიფრთხილით ავტომობილის და მექანიმზების მართვისას.
ჭარბი დოზირება
სიმპტომები: კლოპიდოგრელის ჭარბი დოზირების შემთხვევაში შესაძლებელია გახანგრძლივდეს სისხლდენის დრო და მოხდეს სისხლდენის გართულება.
მკურნალობა: სისხლდენის შემთხვევაში შესაძლოა საჭირო გახდეს შესაბამისი მკურნალობის ჩატარება. ანტიდოტი არ არსებობს. იმ შემთხვევაში, თუ საჭირო გახდება სისხლდენის გახანგრძლივებული დროის კორექცია, თრომბოციტების ტრანსფუზიამ შესაძლოა შეაჩეროს კლოპიდოგრელის ეფექტი.
შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე ორიგინალურ შეფუთვაში, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა
2 წელი. არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რაოდენობა | 28 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account