Helmintox - ჰელმინტოქსი სუსპენზია 15 მლ

12,24 GEL
მარაგშია
SKU
2049_1333

ჩვენებები:  ენტერობიოზი, ასკარიდოზი, ანკილოსტომოზი.

ჰელმინტოქსი 15მლ შინაგანად მისაღები სუსპენზია

მწარმოებელი: INNOTHERA CHOUZY (საფრანგეთი)

ჩვენება: ენტერობიოზი, ასკარიდოზი, ანკილოსტომოზი.

ვრცლად:

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: პირანტელი.

შემადგენლობა: 1 დოზირებული კოვზი (2,5 მლ) შეიცავს პირანტელის ემბონატს, რომელიც შეესაბამება 125 მგ პირანტელს; დამხმარე ნივთიერებები: კრისტალიზირებული სორბიტის ხსნარი, გლიცერონი, პოლისორბატი 80, ლეციტინი, პოვიდონი, გაუწყლოებული ლიმონის მჟავა, ნატრიუმის ბენზოატი (E211), სილიკონის ემულსია, შავი მოცხარის კარამელის არომატიზატორი, მაგნიუმის ალუმოსილიკატი, გასუფთავებული წყალი.

წამლის ფორმა: შინაგანად მისაღები სუსპენზია.

აღწერილობა: ღია ყვითელი ფერის ჰომოგენური სუსპენზია სახასითო სუნით. ნალექის წარმოქვნისას, შენჯღრევის შედეგად, სუსპენზია ადვილად გადადის ჰომოგენურ მდგომარეობაში.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტიპარაზიტარული საშუალება, ინსეკტიციდი და რეპელენტი. ანტიჰელმინტური საშუალება.

ფარმაკოლოგიური თვისებები. ფარმაკოდინამიკა:

პირანტელი წარმოადგენს ანტიჰელმინტური საშუალებას. იგი აქტიურია მახვილა ჭიების (Enterobios vermicularis), ასკარიდების (Ascaris lumbricoides), ანკილოსტომების (Ancilostoma duodenale da Necator americanis-ის) მიმართ. პირანტელი იწვევს ჰელმინტების ნერვ-კუნთოვან ბლოკადას და მათ პარალიზებას, რის შედეგაც ჰელმინტები გამოიდევნება ნაწლავური პერისტალტიკის საშუალებით განავლოვან მასებთან ერთად. პრეპარატი აქტიურია ნაწლავებში მყოფ მის მიმართ მგრძნობიარე ორივე სქესის ზრდასრული და მოუმწიფებელი ჰელმინტების მიმართ და არ მოქმედებს ქსოვილებში მიგრირებულ ჭუპრებზე. ფარმაკოკინეტიკა: პირანტელის რეზორბცია ნაწლავებიდან ძალიან დაბალია. პრეპარატის მიღების შემდეგ მისი კონცენტრაცია პლაზმაში ძალიან დაბალია (0,05-0,13 მკგ/მლ-ს) და მაქსიმუმს აღწევს 1-3 საათში. 93%-მდე რაოდენობით გამოიყოფა უცვლელი სახით განავლოვანი მასებით და 7%-ზე ნაკლები - თირკმელებით უცვლელი ან მეტაბოლიტების სახით.

ჩვენება: ენტერობიოზი, ასკარიდოზი, ანკილოსტომოზი.

უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება: არ გამოიყენება პირანტელის ანტიჰელმინტური მოქმედების ანტოგონისტებთან ერთად.

გამოყენების თავისებურებანი:

თირკმლის უკმარისობის დროს რეკომენდებულია დოზის შემცირება.
ენტერობიოზი: ხელახალი ინფიცირების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია ჰიგიენის წესების მკაცრი დაცვა: პერიანალური არის ყოველდღიური ჰიგიენა, ფრჩხილების გასუფთავება დღეში რამდენჯერმე. ბავშვებში ფრჩხილების მოკლედ დაჭრა. თეთრეულის და საცვლების რეგულარული გამოცვლა. არ მოიფხანოთ. სასურველია ოჯახის წევრების ერთდროული მკურნალობა, რადგან დაავადება შეიძლება მიმდინარეობდეს უსიმპტომოდ. ეს პრეპარატო შეიცავს სორბიტს. არ არის რეკომენდებული ამ პრეპარატის მიღება იმ პაციენტებში, რომელთაც აღეღნიშნებათ ფრუქტოზის მიმართ აუტანლობა (იშვიათი გენეტიკური დაავადება). სორბიტმა შეიძლება ასევე გამოავლინოს მსუბუქი საფაღარათო ეფექტი.

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი:

ცხოველებში ტერატოგენული ეფექტის არ არსებობის გამო, განივათერბის მანკები ადამიანბში არ არის მოსალოდნელი. კლინიკურად ამ ეტაპზე არ არის გამოვლენილი თანდაყოლილი მანკები ან ფეტოტოქსიური ეფექტი. თუმცა, ორსულ ქალებში პრეპარატის მიღების მონიტორინგი არ არის საკმარისი იმისათვის, რომ გამოირიცხოს ყველა შესაძლებელი რისკი. პრეპარატის გამოყენება ორსულობის პერიოდში შესაძლებელია, თუ მკურნალობისას მიღებული სარგებელი დედისათვის აღემატება ნაყოფისადმი პოტენციურ რისკს, რასაც განსაზღვრავს მკურნალი ექიმი.
ვინაიდან არ არსებობს გამოქვეყნებული კვლევები პირანტელის უარყოფით ზეგავლენაზე ბავშვებზე ძუძუთი კვების დროს, აგრეთვე თუ გავითვალისწიებთ პირანტელის დაბალ აბსორბციას, აუცილებლოსის შემთხვევაში ექიმთან კონსულტაციის შემდეგ ჰელმინტოქსის გამოყენება შესაძლებელია.

დოზირება და გამოყენების წესი:

პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია დღის ნებისმიერ დროს, მისი მიღება უზმოზე არ არის აუცილებელი, იგი არ საჭიროებს წინასწარ საფაღარათო საშუალებების მიღებას.
ენტერობიოზი და ასკარიდოზი: ენტერობიოზისა და ასკარიდოზის მკურნალობისას პრეპარატი მიიღება ერთჯერადად ჩვეული დოზით 10-12 მგ/კგ.
ბავშვები: 1 დოზირებული კოვზი 10კგ წონაზე ერთჯერადად.
75 კგ-ზე ნაკლები წონის მქონე მოზრდილები: 6 დოზირებული კოვზი (სუსპენზიის 15 მლ) ერთჯერადად. 75 კგ-ზე მეტი წონის მქონე მოზრდილები: 8 დოზირებული კოვზი (სუსპენზიის 20 მლ) ერთჯერადად. ენტერობიოზის მკურნალობის დროს იმისათვის რომ სრულად მოხდეს პარაზიტებისაგან განთავისუფლება, აუცილებელია ჰიგიენური წესების მკაცრი დაცვა და ოჯახის წევრების ერთდროული მკურნალობა. თვითდასნევოვნების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდებულია 3 კვირის შემდეგ პრეპარატის განმეორებითი მიღება.
ანკილოსტომოზი: ენდემიის ზონებში Necator americanis ან Ancilostoma duodenale-თი მასიური ინვაზიის დროს პრეპარატი მიიღება დოზით 20 მგ/კგ დღეში, 2-3 დღის განმავლობაში, 1 ან 2 მიღებაზე.
ბავშვები: 2 დოზირებული კოვზი 10კგ წონაზე დღეში.
75 კგ-ზე ნაკლები წონის მქონე მოზრდილები: 12 დოზირებული კოვზი (სუსპენზიის 30 მლ) დღეში.
75 კგ-ზე მეტი წონის მქონე მოზრდილები: 16 დოზირებული კოვზი (სუსპენზიის 40 მლ) დღეში.
Ancilostoma duodenale-თი ზომიერი ინვაზიის დროს (არაენდემიურ ზონებში) შესაძლებელია პრეპარატის მიღება დოზით 10 მგ/კგ ერთჯერადად.
მოზრდილი პაციენტებისთვის რეკომენდებულია ჰელმინტოქსის ტაბლეტიზირებული ფორმის მიღება, თუ პაციენტს არ შეუძლია ტებლეტების მიღება რეკომენდებულია პრეპარატის მიღება სუსპენზიის სახით.
ბავშვები: ინიშნება ბავშვებში, რომელთა წონა არანაკლებია 10 კგ-ისა.

ჭარბი დოზირება:

აბსორბციის კოეფიციენტის დაბალი მაჩვენებლის გამო, მისი კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში დაბალია. მკვეთრად გამოხატული ჭარბი დოზირებაც კი იწვევს ზოგიერთ დარღვევებს საჭმლისმომნელებელი სისტემის მხრივ (გულისრევა, ღებინება, დიარეა) და უმნიშვნელო დროებით დარღვევბს ცენტრალური ნერვული სისტემის მხრიდან (ასთენია, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი). იშვიათად აღიღნიშნება ღვიძლია ტრანსამინაზების დონის მომატება (AcAT). სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს. რეკომენდებულია კუჭის ამორეცხვა და სასუნთქი და გულსისხლძარღვთა სისტემების მონიტორინგი. მკურნალობა სიმპტომატურია.

გვერდითი მოვლენები:

იშვიათად: საჭმლისმომნელებელი სისტემის მხრივ (ანორექსია, გულისრევა, ღებინება, ტკივილი მუცლის არეში, დიარეა), ტრანსამინაზების დროებითი მომატება ან დაქვეითება.
ცალკეულ შემთხვევებში - თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილის დარღვევა, ასთენია, სისუსტე, დაღლილობის შეგრძნება, გამონაყარი კანზე, ჭინჭრის ციება. შესაძლებებლია ჰიპერმგრძნობელობის რეაქიების გამოხატვა.

გაცემის წესი: რეცეპტის გარეშე

მეტი ინფორაცია
რაოდენობა1
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy