Mebendazole - მებენდაზოლი 100მგ 6 ტაბლეტი

განსაკუთრებული ფასი 6,71 GEL რეგულარული ფასი 9,30 GEL
მარაგშია
SKU
31623_375

ჩვენებები: ენტერობიოზი, ტრიქურიოზი, ასკარიდოზი, ანკილოსტომოზი, ნეკატორიოზი და შერეული ჰელმინთოზები.

შემადგენლობა

სამკურნალო ფორმა და შემადგენლობა. ტაბლეტები
1 ტაბლეტი შეიცავს 100მგ მებენდაზოლს.
დამხმარე ნივთიერებები:
ლაქტოზის მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, საღებავი (Sunset Yellow Lake E 110), პოვიდონი, A ტიპის სახამებლის ნატრიუმის გლიკოლატი, მაგნიუმის სტეარატი.

ფარმაკოლოგიური თვისებები
მებენდაზოლი წარმოადგენს ფართო სპექტრის ანტიჰელმინთურ პრეპარატს. მოქმედებს ჰელმინთების ენერგეტიკულ პროცესებზე, ამცირებს გლუკოზის მარაგს.
პრეპარატის ანტიჰელმინთური აქტივობა პარაზიტებით ინვაზიის დროს ხასიათდება შემდეგი მონაცემებით:
Ascaris lumbricoides 98%
Ancylostoma duodenale 96%
Necator americanus 96%
Enterobius vermicularis 95%
Trichuris trichiura 68%
მებენდაზოლი არაეფექტურია ექინოკოკის ქინებით ინვაზიის დროს.
მებენდაზოლი პრაქტიკულად არ შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან და გამოიყოფა ძირითადათ განავალთან ერთად. მიღებული დოზის მხოლოდ 2% გამოიყოფა შარდთან ერთად.

ჩვენებები
ენტერობიოზი, ტრიქურიოზი, ასკარიდოზი, ანკილოსტომოზი, ნეკატორიოზი და შერეული ჰელმინთოზები.

მიღების წესები და დოზები
პრეპარატი მოზრდილებს და ბავშვებს ენიშნებათ ერთნაირი დოზით.
მახვილა ჭიებით ინვაზიის დროს შიგნით მისაღებად, ენიშნებათ 1ტაბ. 1-ჯერ, ხოლო სხვა ჰელმინთებით ინვაზიის დროს- 1ტაბ. 
დილით და საღამოს, 3 დღის განმავლობაში თანმიმდევრობით. 2 წლამდე ასაკის ბავშვებში მებენდაზოლის გამოყენება არ შეიძლება, რადგან არ არსებობს მონაცემები მისი უსაფრთხოების შესახებ. 
ტაბლეტებს იღებენ მთლიანად, ღეჭავენ ან აწვრილმანებენ და უმატებენ საკვებს.
პრეპარატით მკურნალობის პროცესში დიეტის დაცვა და საფაღარათო საშუალებების მიღება რეკომენდებული არ არის. 
მკურნალობიდან 3 კვირის შემდეგ ჰელმინთოზის ნიშნების აღმოჩენისას, საჭიროა პრეპარატით მკურნალობის განმეორებითი კურსი.

გვერდითი მოვლენები
ჭიების მასიური ინვაზიების დროს აღინიშნება: მუცლის არეში ტკივილი, დიარეა. იშვიათად- ალერგიული რეაქციები (ურტიკარია, ანგიონევროზული შეშუპება), იშვიათად- კრუნჩხვები.

უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა მებენდაზოლის მიმართ.
სიფრთხილე:
საყურადღებოა, რომ მებენდაზოლის დანიშვნისას რეკომენდებულ დოზაზე მეტი რაოდენობით, იშვიათად აღინიშნება ნეიტროპენია და ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, მათ შორის ჰეპატიტი.

ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობის დროს, განსაკუთრებით პირველ ტრიმესტრში მებენდაზოლს იყენებენ მხოლოდ ექიმის დანიშნულებით, თუ მოსალოდნელი თერაპიული ეფექტი აჭარბებს პრეპარატის გამოყენებით მიღებულ რისკს. ლაქტაციის დროს ინიშნება სიფრთხილით, ვინაიდან არ არის მონაცემები მის გამოყოფაზე რძესთან ერთად.

ჭარბი დოზირება
აღინიშნება ცვლილებები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ. ჭარბი დოზირებისას იყენებენ ღებინების გამომწვევ, საფაღარათო საშუალებებს, აქტივირებულ ნახშირს.

შენახვის პირობები და ვადები
არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. Aარ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ!
ვარგისიანობის ვადა: 4 წელი

აფთიაქში გაცემის წესი
გაიცემა რეცეპტით.




მეტი ინფორაცია
რაოდენობა6
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy