Fosfocina - ფოსფოცინა 120მლ სუსუპენზია

განსაკუთრებული ფასი 33,15 GEL რეგულარული ფასი 46,04 GEL
მარაგშია
SKU
54977_2496

ჩვენება:ფოსფოცინა არის ბაქტერიციდული მოქმედების ფართო სპექტრის ანტიბიოტიკი.  პერორალური გზით ინიშნება საშარდე სისტემის მსუბუქი ინფექციების  სამკურნალოდ

პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას.
- შეინახეთ ინსტრუქცია, რადგან შესაძლოა წარმოიშვას მისი ხელახლად წაკითხვის საჭიროება. 
- დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ კონსულტაციისთვის მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. 
- ეს პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ პაციენტისთვის. სიმპტომების მსგავსების მიუხედავად, არ შეიძლება პრეპარატის მიცემა სხვა პირებისთვის, რადგან შეიძლება ავნოს მათ ჯანმრთელობას.

ინსტრუქციის შინაარსი:

1. ფოსფოცინი სუსპენზია და მისი დანიშნულება
2. ფოსფოცინი სუსპენზიის გამოყენების წინ
3. ფოსფოცინი სუსპენზიის მიღების წესი 
4. შესაძლო გვერდითი მოვლენები
5. ფოსფოცინი სუსპენზიის შენახვის პირობები

ფოსფოცინი სუსპენზია
პრეპარატის აქტიური ნივთიერებაა ფოსფომიცინი (DOE) (კალციური). გახსნილი სუსპენზიის ყოველი 5 მლ შეიცავს ფოსფომიცინის (კალციური) 250 მგ-ს.
დამხმარე ნივთიერებები: საქაროზას პალიტატი, ვიდოკრემი B გუარის ფისი, ბანანის ესენცია ფხვნილის სახით, უწყლო კრემნის კოლოიდური დიოქსიდი და ფრუქტოზა. 

1. ფოსფოცინი სუსპენზია და მისი დანიშნულება

ფოსფოცინი სუსპენზია წარმოდგენილია ფხვნილის სახით სუსპენზიის მოსამზადებლად პერორალური გზით მიღებისთვის, წარმოდგენილია შეფუთვით 60 მლ ან 120 მლ სუსპენზიის მოსამზადებლად.
ფოსფომიცინი არის ბაქტერიციდული მოქმედების ფართო სპექტრის ანტიბიოტიკი. ფოსფომიცინი პერორალური გზით ინიშნება საშარდე სისტემის მსუბუქი ინფექციების, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ინფექციებისა და დერმატოლოგიური ინფექციების სამკურნალოდ, რომლებიც გამოწვეულია ამ ანტიბიოტიკზე მგრძნობიარე მიკრობებით. 

2. ფოსფოცინი სუსპენზიის გამოყენების წინ

 არ მიიღოთ ფოსფოცინი სუსპენზია თუ:
• ხართ ალერგიული ფოსფომიცინის ან ამ პრეპარატის სხვა ნივთიერების მიმართ.

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი 
პრეპარატის გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან. მკურნალი ექიმი შეაფასებს ამ პრეპარატის გამოყენების საჭიროებას. ცხოველებზე ჩატარებულმა გამოკვლევებმა არ გამოავლინეს რაიმე საშიშროება ნაყოფისთვის, თუმცა კი უცნობია პრეპარატის გავლენა ორსულ ქალებზე. 
ფოსფომიცინის მცირე რაოდენობა გამოიყოფა დედის რძეში.

მართვა და მექნიზმების გამოყენება
არ გამოვლენილა პრეპარატის მოქმედება ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.

მნიშვნელოვანი ინფრომაცია ფოსფოცინი სუსპენზიის ზოგიერთი კომპონენტების შესახებ:
ამ პრეპარატის სუსპენზიის ყოველი 5 მლ თითოეულ დოზაზე შეიცავს ფრუქტოზის 5 მლ, რაც უნდა იქნეს გათვალისწინებული პრეპარატის ისეთი პაციენტებიში დანიშვნისას, ვინსაც აქვს აუტანლობა ამ ნივთიერების მიმართ. იმის გათვალისწინებით, რომ ბავშვებში შესაძლოა ჯერ არ იყოს დადგენილი აუტანლობა ამ ნივთიერების მიმართ, რეკომენდებულია პრეპოარატის მიღებამდე კონსულტაციის გავლა მკურნალ ექიმტან. სხვა პრეპარატების მიღება ან ურთიერთქმედება ამ პრეპარატებთან:
აცნობეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ ან ბოლო პერიოდის განმავლობაში მიგიღიათ სხვა პრეპარატები, მათ შორის ექიმის რეცეპტის გარეშე შეძენილი პრეპარატების შესახებ.

3. ფოსფოცინი სუსპენზიის მიღების წესი 

მიიღეთ პრეპარატი ამ ინსტრუქციის მიხედვით, გარდა იმ შემთხვევისა თუ მკურნალმა ექიმმა დაგინიშნათ მისი მიღების სხვა წესი.
არ გამოტოვოთ პრეპარატის მიღება.
მკურნალი ექიმი განსაზღვრავს ფოსფოცინი სუსპენზიით მკურნალობის კურსის ხანგრძლივობას. 
არ შეწყვიტოთ მკურნალობის კურსი იმ შემთხვევაშიც კი, თუ თავს უკეთესად იგრძნობთ, გარდა იმ შემთხვევისა თუ ამას დაგიდგენთ მკურნალი ექიმი.

თუ თვლით, რომ ფოსფოცინი სუსპენზია არის საკმაოდ ძლიერი ან სუსტი, აცნობეთ ამის შესახებ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. 
ფოსფომიცინი სუსპენზია არის არაჩვეულებრივი საშუალება ბავშვების, დღენაკლული და ძუძუმწოვარი ბავშვების სამკურნალოდ. ასევე, ისეთი პაციენეტბის სამკურნალოდ, რომლებსაც უჭირთ ყლაპვა და ვერ იღებენ ფოსფოცინს კაფსულებში.
რეკომენდებული დოზა შეადგენს:
მოზრდილები: სუსპენზიის 5 მლ 2 კოვზი (ფოსფომიცინის 500 მგ) ან 5 მლ-ის 4 კოვზი (ფოსფომიცინის 1 გ), ყოველ 8 საათში. 
1 წელზე ზემოთ ბავშვები: სუსპენზიის 5 მლ 1 კოვზი (ფოსფომიცინის 250 მგ) ან 5 მლ 2 კოვზი (ფოსფომიცინის 500 მგ), ყოველ 8 საათში.
დღენაკლული და ძუძუმწოვარი ბავშვები: სუსპენზიის 3 მლ 1 კოვზი (ფოსფომიცინის 150 მგ) ან 3 მლ 2 კოვზი (ფოსფომიცინის 300 მგ), ყოველ 8 საათში.

ინსტრუქცია პრეპარატის სწორი მიღებისთვის
სუსპენზიის მოსამზადებლად გადმოაპირქვავეთ ფლაკონი, რომ ძირზე არ დარჩეს მიკრული ფხვნილი. დაამატეთ ცოტა წყალი და შეანჯღრიეთ. შეავსეთ წყლით ისრით ნაჩვენებ ადგილამდე. 
შესაბამის ჩარჩოში ჩაინიშნეთ სუსპენზიის მომზადების თარიღი. გაითვალისიწინეთ სუსპენზიის ვარგისიანობის ვადა მისი გახსნიდან (15 დღე ოთახის ტემპერატურაზე). გამოყენებამდე ყოველთვის შეანჯღრიეთ. 
სწორი დოზირებისთვის, გამოიყენეთ 3 და 5 მლ კოვზი, რომელიც მოჰყვება შეფუთვას. 

თუ მიიღეთ ფოსფოცინი სუსპენზიის დანიშნულზე მეტი რაოდენობა:
თუ რაიმე მიზეზის გამო მიიღეთ ფოსფოცინი სუსპენზიის დანიშნულზე მეტი რაოდენობა, დალიეთ დიდი რაოდენობით წყალი და დაუყოვნებლივ მიმართეთ კონსულტაციისთვის მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს ან დაუკავშირდით ტოქსიკოლოგიური ინფორმაციის სამსახურს ტელეფონის ნომერზე: 91 562 04 20.

თუ გამოტოვეთ ფოსფოცინი სუსპენზიის მიღება:
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსირების მზინით.
თუ გამოტოვეთ დოზის მიღება დანიშნულ დროზე, მიიღეთ შემდეგი დოზა რაც შეიძლება სწრაფად და გააგრძელეთ პრეპარატის მიღება დანიშნულების მიხედვით.

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები

ისევე როგორც ყველა სხვა პრეპარატმა, ფოსფოცინი სუსპენზიამ შესაძლოა გამოავლინოს გვერდითი მოვლენები.
ფოსფომიცინის პერორალური გზით მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს თხელი განავალი ან ფაღარათი. 
ზოგიერთ შემთხვევაში გამოვლინდა გამონაყარი კანზე, ღებინება, დისპეპსია, მადის დაკარგვა, სირთულე სუნთქვის დროს, მხედველობის გაუარესება და თავის ტკივილები.
ჰიპერმგრძნობიარე პაციენტებში შესაძლოა გამოვლინდეს კანის გაწითლება და შეშუპება, რამაც მომატებული ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევებში, შესაძლოა გამოიწვიოს ანაფილაქტური შოკი. 
თუ გამოვლინდა ზემოთ აღწერილი ან რაიმე სხვა გვერდითი რეაქცია, რომელიც არ არის მითითებული ამ ინსტრუქციაში, მიმართეთ კონსულტაციისთვის მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. 

5. ფოსფოცინი სუსპენზიის შენახვის პირობები

შეინახეთ ფოსფოცინი სუსპენზია ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
პრეპარატის გამოყენება შესაძლოა გახსნიდან 15 დღის განმავლობაში, შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე. 

ვარგისიანობის ვადა:
არ გამოიყენოთ პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. 
პრეპარატის გადაგდება არ შეიძლება კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. გადააგდეთ შეფუთვა ან დარჩენილი მედიკამენტები აფთიაქის შIGღE–ს პუნქტებში. გამოყენებული ან დარჩენილი პრეპარატის განადგურების შესახებ უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. ამ გზით თქვენს წვლილს შეიტანთ გარემოს დაცვის საკითხში.

პრეპარატის სხვა ფორმები:
ფოსფოცინი 500 მგ კაფულები        [FOSFOCINA 500 mg CAPSULAS]
ფოსფოცინი ინტრამუსკულარული 1 გ  [FOSFOCINA INTRAMUSCULAR 1 g]
ფოსფოცინი ინტრავენური 1 გ          [FOSFOCINA INTRAVENOSA 1 g]
ფოსფოცინი ინტრავენური 4 გ          [FOSFOCINA INTRAVENOSA 4 g]

მეტი ინფორაცია
რაოდენობა1
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy