Tetracycline - ტეტრაციკლინი 0.1 20 ტაბლეტი
ჩვენებები:ინფექციურ-ანთებითი დაავადებები, გამოწვეული პრეპარატის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით: ბრონქიტი, პნევმონია, ჩირქოვანი პლევრიტი, ბაქტერიული და ამებური დიზენტერია, ყივანახველა, ანგინა.
სამკურნალო საშუალების შემცველობა:
მოქმედი ნივთიერება: ტეტრაციკლინი; 1 ტაბლეტი შეიცავს 100 მგ ტეტრაციკლინის ჰიდროქლორიდს გადაანგარიშებით 100% მშრალ ნივთიერებაზე;
დამხმარე ნივთიერებები: კარტოფილის სახამებელი, შაქარი, ჟელატინი, ტალკი, კალციუმის სტეარატი, მეთილცელულოზა, ტიტანის დიოქსიდი, პოლისორბატი-80, პონსო 4R, ფუტკრის ცვილი, ვაზელინის ზეთი.
გამოშვების ფორმა. შემოგარსული ტაბლეტები.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი.
ტეტრაციკლინების ჯგუფის ანტიბიოტიკი.
ფარმაკოლოგიური თვისებები. ტეტრაციკლინი – ფართო სპექტრის ანტიბიოტიკი, მოქმედებს ბაქტერიოსტატურად, აქტიურია გრამდადებითი და გრაუარყოფითი მიკროორგანიზმების, ასევე რიკეტსიების, ქლამიდიების, მიკოპლაზმების, სპიროქეტების მიმართ.
პრეპარატის მოქმედების მიმართ მდგრადნი არიან: Pსეუდომონას აერუგინოსა, Pროტეუს სპპ., შერრატია სპპ., Bაცტეროიდეს სპპ. უმეტესი სოკოები, მცირე ვირუსები.
პერორალური მიღებისას შეიწოვება პრეპარატის 75-80%, მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში მიიღწევა 2-3 საათში.
მაქსიმალურ კონცენტრაციას შეიცავს ღვიძლი, თირკმელები, ფილტვები, ელენთა და ლიმფოკვანძები.
შარდში მაღალი კონცენტრაციით განისაზღვრება მიღებიდან 2 საათის შემდეგ; პირველ 12 საათში თირკმელებით ექსკრეტირდება დოზის 10-20%.
შიგნით მიღებისას ნაწლავიდან ექსკრეცია შეადგნს 20-50%.
ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 8 საათს.
ჩვნებები.
ინფექციურ-ანთებითი დაავადებები, გამოწვეული პრეპარატის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით: ბრონქიტი, პნევმონია, ჩირქოვქნი პლევრიტი, ქვემწვავე სეპტიკური ენდოკარდიტი, ბაქტერიული და ამებური დიზენტერია, ანგინა, ყივანახველა, ქუნთრუშა, გონორეა, ბრუცელოზი, ტულარემია, ტიფი, ფსიტაკოზი, ორნიტოზი, შარდსადენი გზების ინფექციური დაავადებები, ქრონიკული ქოლეცისტიტები, ჩირქოვქნი მენინგიტი, კანისა და რბილი ქსოვილების ჩირქოვქნი ინფექციები.
ოპერაციის შემდგომი ინფექციების პროფილაქტიკა.
უკუჩვენებები.
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატისა და მონათესავე ანტიბიოტიკების მიმართ, სოკოვანი დაავადებები, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, თირკმელების დაავადებები, ლეიკოპენია, ორსულობა, ლაქტაცია (მკურნალობის დროს ძუძუთი კვება წყდება), 8 წლამდე ბავშვთა ასაკი.
სიფრთხილე გამოყენებისას.
ტეტრაციკლინი არ ინიშნება 8 წლამდე ასაკის ბავშვებში, ვინაიდან იგი იწვევს კბილების ფერის ხანგრძლივ შეცვლას, ემალის ჰიპოპლაზიას და ჩონჩხის ძვლების გრძივი ზრდის შენელებას.
პრეპარატი გამოიყენება მკურნალობის მთელი კურსის განმავლობაში, ვინაიდან გარდა არასაკმარისი თერაპიული ეფექტისა შესაძლოა განვითარდეს მიკროორგანიზმების მდგრადი ფორმები.
არ შეიძლება პრეპარატის მიღება 1-3 საათის განმავლობაში სხვა პრეპარატების მიღებამდე ან მიღების შემდეგ;
არ შეიძლება პრეპარატის მიიღება რძესთან და რძის სხვა პროდუქტებთან ერთად, ვინაიდან ეს ხელს უშლის პრეპარატის შეწოვას.
ფოტოსენსიბილიზაციის შესაძლო განვითარებასთან დაკავშირებით საჭიროა ინსოლაციის შეზღუდვა.
ხანგრძლივად გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია თირკმელების, ღვიძლის, სისხლწარმოქმნის ორგანოების ფუნქციის პერიოდული კონტროლი.
შეუძლია შენიღბოს ათასანგის ნიშნები, რის გამოც აუცილებელია ყოველთვე ჩატარდეს სეროლოგიური ანალიზი 4 თვის განმავლობაში.
ჰიპოვიტამინოზის პროფილაქტიკისათვის საჭიროა B და K ჯგუფის ვიტამინების, ლუდის საფუარის დანიშვნა.
პრეპარატი შეიცავს საღებავს 4R, რომელსაც შეუძლია ალერგიული ტიპის რეაქციების გამოწვევა, ასთმის ჩათვლით. ალერგია ყველაზე ხშირად ვლინდება ავადმყოფებში, რომლებსაც აწუხებთ ალერგია აცეტილსალიცილის მჟავაზე.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან. პრეპარატები, რომლებიც შეიცავენ მეტალების იონებს (ანტაციდები, რკინის, მაგნიუმის, კალციუმის პრეპარატები), ტეტრაციკლინთან ქმნიან არააქტიურ ქელატებს, რის გამოც მათი ერთდროულად დანიშვნა არ შეიძლება.
ასარიდებელია კომბინაციები პენიცილინებთან, ცეფალოსპორინებთან, რომლებსაც გააჩნიათ ბაქტერიციდული მოქმედება და წარმოადგენენ ბაქტერიოსტატული ანტიბიოტიკების ანტაგონისტებს (მათ შორის ტეტრაციკლინის). რეტინოლთად ერთად გამოყენებისას შესაძლებელია ქალაშიდა ჰიპერტენზიის განვითარება. ქოლესტირამინთად ერთად გამოყენებისას იზრდება ტეტრაციკლინის შეწოვა.
ტეტრაციკლინის კომბინაცია ოლეანდომიცინთან და ერითრომიცინთან სინერგიულად ითვლება.
ნაწლავის მიკროფლორის დათრგუნვის გამო მცირდება პროთრომბინის ინდექსი, რაც საჭიროს ხდის არაპირდაპირი ანტიკოაგულანტების დოზის კორექციას.
ქიმოტრიფსინი ზრდის ტეტრაციკლინის კონცენტრაციას და მისი ცირკულირების ხანგრძლივობას.
შენახვის პირობები. მშრალ, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას ტემპერატურაზე არაუმეტეს 25°C.
ვარგისიანობის ვადა. 3 წელი.
გაცემის პირობები. რეცეპტით.
შეფუთვა. 20 ტაბლეტი კონტურულ დანაყოფებიან შეფუთვაში.
რაოდენობა | 20 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account