Colosar Denk - კოლოსარ დენკი 50/12.5 28 ტაბლეტი
ჩვენება: გამოიყენება ესენციური ჰიპერტენზიის (მაღალი არტერიული წნევის) სამკურნალოდ.
შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერებებია: ლოსარტანის კალიუმი და ჰიდროქლოროთიაზიდი.
თითოეული შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 50მგ ლოსარტანის კალიუმს, რაც ექვივალენტურია 45.76მგ ლოსარტანისა და 12.5მგ ჰიდროქლოროთიაზიდს.
დამხმარე ნივთიერებები:
ტაბლეტის ბირთვი: ლაქტოზას მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, პრეჟელატინირებული სიმინდის სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი (მცენარეული);
გარსი: ჰიპრომელოზა, ჰიპროლოზა, ტიტანის დიოქსიდი (E171), ქვინოლინის ყვითელი ალუმინის სითხე (E104).
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ლოსარტანის/HCT ტაბლეტების აქტიური კომპონენტები გაორმაგებულ ეფექტს ახდენს არტერიული წნევის შემცირებაზე იმაზე უფრო მეტად, ვიდრე ამას გააკეთებდა თითოეული მათგანი ცალკცალკე. აღნიშნული ეფექტი სავარაუდოდ წარმოადგენს ორივე აქტიური კომპონენტის კომბინირებულ მოქმედებას. შარდმდენი ეფექტის გამო ჰიდროქლოროტიაზიდი ზრდის შარდის რენინის აქტივობას, ალდოსტერონის სეკრეციას და ანგიოტენზინ II-ის დონეს, ხოლო ამცირებს შრატის კალიუმის დონეს. ლოზარტანი ბლოკავს ანგიოტენზინ II-ის ყველა ფიზიოლოგიურ მოქმედებას და ალდოსტერონის დაინჰიბირების ხარჯზე ამცირებს შარდმდენით განპირობებულ კალიუმის დაკარგვას.
ლოზარტანი ახდენს გარდამავალი და მსუბუქი სახის ურიკოზურიულ ეფექტს. ჰიდროქლოროთიაზიდი იწვევს შარდმჟავას ზომიერ მომატებას. ლოზარტანის და ჰიდროქლოროთიაზუდის კომბინაცია ამცირებს შარდმდენით გამოწვეულ ჰიპერურიცემიას.
ლოსარტანის/HCT-ს ანტიჰიპერტენზიული ეფექტი გრძელდება 24 საათის განმავლობაში. სულ მცირე 1 წლიანი კლინიკური კვლევებიდან გამოვლინდა, რომ ანტიჰიპერტენზიული ეფექტი გრძელდება ხანგრძლივი მკურნალობის შემთხვევაში. არტერიული წნევის მკვეთრად დაქვეითების მიუხედავად, ლოსარტანის/HCT-ის მიუხედავად ლოსარტანის/HCT-ს მიღება არ ახდენს მნიშვნელოვან კლინიკურ ეფექტს გულის რითმზე. კლინიკურ კვლევებში 50მგ კოლოსარ-დენკ 12.5 მგ ჰიდროქლოროთიაზიდის მკურნალობიდან 12 კვირის შემდეგ დიასტოლური წნევა მცირდება საშუალოდ 13,2 მმ. ვ.წ.ყ-ით.
ლოსარტანის/HCT-ს კომბინაცია ეფექტურია არტერიული წნევის შესამცირებლად როგორც კაცებში, ისე ქალებში, შავკანიანებში და თეთრკანიანებში, ახალგაზრდებში (< 65 წელი) და ხანდაზმულებში (≥ 65 წელი) და ასევე ყველა ხარისხის ჰიპერტენზიის შემთხვევაში.
ფარმაკოკინეტიკური თვისებები
შიგნით მიღების შემდეგ ლოსარტანი კარგად შეიწოვება და განიცის პირველი გასვლის ეფექტს. წარმოიქმნება აქტიური მეტაბოლიტი - კარბოქსილის მჟავა, ხოლო შემდგომში არააქტიური მეტაბოლიტები. ლოსარტანის შემოგარსული ტაბლეტების სისტემური ბიოშეღწევადობა შეადგენს 33%. ლოსარტანის და მისი აქტიური მეტაბოლიტების მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში მიიღწევა 1 საათში და 3-4 საათში, შესაბამისად.
ლოსარტანი და მისი აქტიური მეტაბოლიტების ³99% უერთდება პლაზმის ცილებს, ძირითადად ალბუმინს. ლოსარტანის განაწილების მოცულობა შეადგენს 34 ლიტრს. ვირტაგვებში ჩატარებული კვლევებიდან ვლინდება, რომ ლოზარტანი სუსტად კვეთს ტვინის ბარიერს.
Hიდროქლოროთიაზუდი კვეთს პლაცენტას, მაგრამ არა ტვინის ბარრიერს და გადადის დედის რძეში.
ინტრავენენურად ან შიგნით შეყვანილი ლოსარტანის დოზის დაახლოებით 14% გარდაიქმნება აქტიურ მეტაბოლიტად. 14ჩ-ით მონიშნული ლოსარტანის ინტრავენურად ან შიგნით მიღებისას პლაზმის რადიოაქტიურობა ძირითადად გამოწვეულია ლოსარტანით და მისი აქტიურ მეტაბოლიტით. აქტიური მეტაბოლიტის გარდა ბუტილის გვერდითი ეფექტბის ჰიდროქსილირების გზით წარმოიქმნება არა-აქტიური მეტაბოლიტები, მათ შორის 2 მთავარი მეტაბოლიტე და ერთი მცირე მეტაბოლიტე – N-2 ტეტრაზოლის გლუკურონიდი.
ლოსარტანის და მისი აქტიური მეტაბოლიტის პლაზმის კლირენსი შეადგენს დაახლოებით 600მლ/წთ და 50მლ/წთ-ს შესაბამისად, ხოლო თირკმლის კლირენსი შეადგენს დაახლოებით 74მლ/წთ (ლოსარტანის) და 26მლ/წთ-ს (აქტიური მეტაბოლიტი). ლოზარტანის შიგნით მიღებისას დოზის დაახლოებით 4% უცვლელი სახით გამოიყოფა შარდში, ხოლო 6% გამოიყოფა შარდში აქტიური მეტაბოლიტის სახით. ლოსარტანის და მისი აქტიური მეტაბოლიტის ფარმაკოკინეტიკა შეესაბამება შიგნით მიღებულ 200მგ ლოსარტანის კალიუმს.
შიგნით მიღებისას ლოსარტანის და მისი აქტიური მეტაბოლიტის კონცენტრაცია არის პოლიექსპონენციური, ნახევარდაშლის პერიოდით, დაახლოებით 2 საათი და 6-9 საათი ცალცალკე. არც ლოსარტანი და არც მისი აქტიური მეტაბოლიტი არ გროვდება შრატში მნიშვნელოვანი რაოდეობით, როდესაც მიიღება 100მგ ერთხელ დღეში.
ლოსარტანი და მისი მეტაბოლიტები გამოიყოფა შარდში და ნაღველში. მამაკაცებში 14ჩ-ით მონიშნული ლოსარტანის შიგნით მიღების შემდეგ რადიოაქტივობის დაახლოებით 35-43% გამოიყოფა შარდში, ხოლო 58% - ფეკალურ მასაში.
ჰიდროქლოროთიაზუდი არ განიცდის მეტაბოლისმს, თუმცა სწრაფად გამოიყოფაშარდის გზით. სულ მცირე 24 საათის განმავლობაში პლაზმის გადამოწმების შედეგად გამოვლინდა, რომ პლაზმის ნახევარდაშლის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 4,5 და 14,8 საათს. შიგნით მიღებული დოზის სულ მცირე 61% გამოიყოფა უცვლელი სახით 24 საათის განმავლობაში.
არც ლოზარტანი და არც მისი აქტიური ნივთიერება არ გამოიდევნება ორგანიზმიდან ჰემოდიალიზის გზით.
ჩვენება
კოლოსარ-დენკ 50/12.5 მგ. წარმოადგენს ანგიოტენზინ II-ის რეცეპტორის ანტაგონისტის (ლოსართანი) და შარდმდენის (ჰიდროქლოროტაზიდი) კომბინირებულ პრეპარატს. კოლოსარ-დენკ 50/12.5 მგ გამოიყენება ესენციური ჰიპერტენზიის (მაღალი არტერიული წნევის) სამკურნალოდ.
უკუჩვენება
კოლოსარ-დენკ 50/12.5 არ მიიღება შემდეგ შემთხვევებში:
- თუ პაციენტი ალერგიულია (ჰიპერსენსიტიულია) ლოზარტანის, ჰიდროქლოროტიაზიდის ან კოლოსარ დენკ 50/12.5-ის ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ;
- თუ პაციენტი ალერგიულია (ჰიპერსენსიტიულია) სულფონამიდის შემცველი პრეპარატების მიმართ (მაგალითად სხვა თიაზიდები, ზოგიერთი ანტიბიოტიკი, როგორიცაა კოტრიმაქსაზოლი; ეჭვის გაჩენის შემთხვევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს;
- თუ პაციენტი არის ორსულად ან ლაქტაციის პერიოდში;
- თუ პაციენტს აღენიშნება ღვიძლის ფუნქციის სერიოზული დარღვევა;
- თუ პაციენტის თირკმლის ფუნქცია სერიოზულად არის დარღვეული ან თირკმელი ვეღარ გამოყოფს შარდს;
- თუ პაციენტს აღენიშნება კალიუმის ან ნატრიუმის დაბალი დონე ან კალციუმის მაღალი დონე, რომლის მკურნალობას არ ექვემდებარება;
- თუ პაციენტს აღენიშნება პოდაგრა.
კოლოსარ-დენკ 50/12.5 მიიღება განსაკუთრებული სიფრთხილით შემდეგ შემთხვევებში:
თუ პაციენტი ეჭვობს ორსულობის შესახებ (ან მოსალოდნელი დაორსულება), მან უნდა აცნობოს მკურნალ ექიმს. კოლოსარ-დენკ 50/12.5-ის მიღება უკუნაჩვენებია ფეხმძიმობის პარიოდში.
კოლოსარ-დენკ 50/12.5-ის მიღებამდე საჭიროა ექიმის კონსულტაცია შემდეგ შემთხვევებში:
- თუ ანამნეზში აღინიშნება ანგიოედემა (ჰიპერმგრძნობელობის რეაქცია, გამოხატული სახის, ტუჩების, ყელის, ხახის და/ან ენის შეშუპებით);
- თუ პაციენტი მკურნალობს შარდმდენებით;
- თუ პაციენტი იმყოფება ნატრიუმის დაბალი შემცველობის დიეტაზე;
- თუ პაციენტს აქვს ან ანამნეზში აღენიშნება ძლიერი ღებინება და/ან ფაღარათი;
- თუ პაციენტს აღენიშნება გულის უკმარისობა;
- თუ პაციენტს აღენიშნება თირკმლის არტერიის შევიწროვება (თირკმლის არტერიის სტენოზი), აქვს მხოლოდ ერთი მოფუნქციონირე თირკმელი ან უახლოეს წარსულში ჩაუტარდა თირკმლის ტრანსპლანტაცია;
- თუ პაციენტს აღენიშნება არტერიების შევიწროვება (ათეროსკლეროზი), სტენოკარდია (ტკივილი გულ-მკერდის არეში, რაც გამოწეულია კორონარული არტერიებისაკენ სისხლის მიწოდების შემცირებით);
- თუ პაციენტს აქვს აორტის ან მიტრალური სარქველის სტენოზი (გულის სარქველის შევიწროება) ან ჰიპერტროფიული კარდიომიოპატია (დაავადება, რომელიც იწვევს გულის კუნთის გასქელებას);
- თუ პაციენტი არის დიაბეტით დაავადებული;
- თუ პაციენტს აქვს ან ანამნეზში აღენიშნება პოდაგრა;
- თუ პაციენტს აქვს ან ანამნეზში აღენიშნება ალერგია, ასთმა ან ნებისმერი სხვა დაავადება, დაკავშირებული სახსრების ტკივილებთან, კანის სიწითლესთან ან ცხელებასთან (სისტემური წითელი მგლურა);
- თუ პაციენტს შრატში აღენიშნება კალციუმის მაღალი ან კალიუმის დაბალი დონე, ან იმყოფება კალიუმის დაბალი შემცველობის დიეტაზე;
- თუ პაციენტს ჩაუტარდა ანესთეზია(მათ შორის სტომატოლოგიური ვიზიტისას) ან უნდა ჩატარდეს ქირურგიული ოპერაცია ან თუ გადამოწმდა პარატიროიდული ჯირკვლის ფუნქცია, მან უნდა აცნობოს მკურნალ ექიმს ან სამედიცინო პერსონალს, რომ იგი იღებს ლოსარტანის კალიუმის /ჰიდროქლოროტიაზიდის ტაბლეტებს;
- თუ პაციენტს აღენიშნება პირველადი ჰიპერალდოსტერონიზმი (დაავადება, რომელიც გამოწვულია თირკმელზედა ჯირკვლის მიერ ალდოსტერონის ჰორმონის ჭარბი სეკრეციით, რაც გამოწვეულია თირკმელზედა ჯირკვლის დარღვევით).
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
თუ პაციენტი მკურნალობს ან უახლოეს წარსულში ღებულობდა რომელიმე პრეპარატს, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემ პრეპარატებს, მან უნდა აცნობოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
შარდმდენებმა, როგორც არის კოლოსარ-დენკ 50/12.5-ის შემადგენლობაში შემავალის ჰიდროქლოროტიაზიდი შესაძლებელია გავლენა მოახდინოს სხვა სხვა პრეპარატზე. ლითიუმის შემცველ პრეპარატებთან ერთდროული კოლოსარ-დენკ 50/12.5-ის კომბინირებული მიღება დასაშვებია მხოლოდ სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ. შეიძლება სიფრთხილის ზომების მიღება გახდეს საჭირო, თუ პაციენტი ასევე ღებულობს კალიუმის დანამატებს, კალიუმის შემცვლელ მარილებს ან კალიუმის შემნახველ პრეპარატებს, სხვა შარდმდენებს, ზოგიერთ საფაღარათო საშუალებებს, პოდაგრის სამკურნალო პრეპარატებს, გულის რითმის მარეგულირებელ და ანტიდიაბეტურ პრეპარატებს (შიგნით მისაღები პრეპარატები ან ინსულინი). ასევე აუცილებლად უნდა იცოდეს თუ პაციენტი იღებს მაღალი არტერიული წნევის სამკურნალო სხვა საშუალებებს, სტერიდებს, ასევე სამსივნის საწინააღმდეგო საშუალებებს, ტკივილგამაყუჩებლებს, სოკოს და ართრიტის საწინააღმდეგო მედიკამენტებს, მაღალი ქოლესტერინის დონის სამკურნალო საშუალებებს, მაგალითად ქოლესტირამინი, მიორელაქსანტებს ან საძილე საშუალებებს (ბარბიტურატები), ოპიოიდები (ოპიატების მსგავსი პრეპარატები), მაგალითად მორფინიო, პრესორული ამინები, მაგალითად ადრენალინი ან ამავე ჯგუფის სხვა პრეპარატები.
ასევე უნდა ეცნობოს ექიმს კოლოსარ დენკ 50/12.5-ით მკურნალობის შესახებ, თუ პაციენტი უახლოეს პერიოდში აპირებს რენდგენის გადაღებას იოდის შემცველი საკონტრასტო ნივთიერბებით.
კოლოსარ-დენკ 50/12.5 -ის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
აღნიშნული პრეპარატით მკურნალობის დროს არ არის რეკომენდებული ალკოჰოლური სასმელის მიღება: ალკოჰოლმა და კოლოსარ-დენკ 50/12.5 –ს ტაბლეტებმა შესაძლებელია გააძლიეროს ერთმანეთის ეფექტი.
საკვები მარილის დიდი რაოდენობით გამოყენებამ შესაძლებელია კოლოსარ დენკ 50/12.5-ის გვერდითი ეფექტი გააძლიეროს.
კოლოსარ-დენკ 50/12.5 მიღება დასაშვებია საჭმელთან ერთად ან მის გარეშე.
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი
ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს.
ორსულობა:
თუ პაციენტს ეჭვი აქვს, რომ არის ორსულად ან გეგმავს დაორსულებას, მან უნდა აცნობოს მკურნალ ექიმს. ჩვეულებრივ მკურნალი ექიმი შეწყვეტს კოლოსარ-დენკ 50/12.5-ით მკურნალობას პაციენტის დაორსულებამდე ან როგორც კი გაიგებს პაციენტის ორსულობის შესახებ, მკურნალობას გააგრძელებს სხვა პრეპარატით. არ შეიძლება კოლოსარ-დენკ 50/12.5-ის მიღება ორსულობის დროს, რადგან კოლოსარ-დენკ 50/12.5-მა შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს ნაყოფს.
ლაქტაციის პერიოდი:
თუ პაციენტი არის ლაქტაციის პერიოდში ან სურს ბავშვის კვება დედის რძით, მაშინ მან უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს. კოლოსარ-დენკ 50/12.5 არ არის რეკომენდებული ლაქტაციის პერიოდში და მკურნალი ექიმი შეარჩევს სხვა მედიკამენტს.
მანქანის და სხვა მექანიზმების მართვა
მკურნალობის დასაწყისში არ შეიძლება ისეთი ქმედებების განხორციელება, რომელიც მოითხოვს კონცენტრაციას, მაგალითად მანქანის ან სხვა საშიში მექანიზმების მართვა, მან არ გაიგებს, თუ როგორ მოქმედებს პრეპარატი მასზე.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია კოლოსარ-დენკ 50/12.5-ში შემავალი ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ:
კოლოსარ-დენკ 50/12.5 შეიცავს ლაქტოზას. შესაბამისად თუ პაციენტმა იცის, რომ მას აქვს ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, მაშინ კოლოსარ-დენკ 50/12.5-ის მიღებამდე უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.
მიღების წესი
კოლოსარ-დენკი 50/12.5 ყოველთვის მიიღება მკურნალი ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად. რაიმე ეჭვის გაცენის შემთხვევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
მკურნალი ექიმი შეარჩევს შესაბამის დოზას იმის მიხედვით, თუ როგირია პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ან მკურნალობს თუ არა სხვა პრეპარატებით. მნიშვენელოვანია რომ კოლოსარ-დენკ 50/12.5-ით მკურნალობა გაგრძელდეს მკურნალი ექიმის მიერ მითითებული პერიოდის განმავლობაში, რათა შესაბამისად მოხდეს არტერიული წნევის გაკონტროლება.
ჩვეულებრივი დოზა:
ლოსარტანისა და ჰიდროქლოროტიაზიდის ჩვეულებრივი დოზა ჰიპერტენზიით დაავადებულ პაციენტებში შეადგენს კოლოსარ-დენკ 50/12.5-ის 1 ტაბლეტს ერთჯერ დღეში (50 მგ ლოსარტანი და 12.5მგ. ჰიდროქლოროთიაზდი), რათა წნევა გაკონტროლდეს 24 საათის განმავლობაში. დღიური დოზა შეიძლება გაიზარდოს კოლოსარ-დენკ 50/12.5-ის 2 ტაბლეტამდე ერთჯერ დღეში (100 მგ. ლოსარტანი და 25მგ. ჰიდროქლოროტიაზდი). მაქსიმალური დოზა შეადგენს კოლოსარ-დენკ 50/12.5-ის 2 ტაბლეტი დღეში.
ბავშვები და მოზარდები:
არ არსებობს ინფორმაცია ბავშვებში კოლოსარ-დენკ 50/12.5-ის გამოყენების შესახებ. შესაბამისად კოლოსარ-დენკ 50/12.5 არ ინიშნება ბავშვებში.
ხანდაზმული პაციენტები:
კოლოსარ-დენკ 50/12.5 თანაბრად ეფექტურია და ტოლერანტულია როგორც ხანდაზმულებში, ასევე ახალგაზრდებში. უმეტეს წილად ხანდაზმულ პაციენტებში ინიშნება იგივე დოზა, რაც მოზრდილებში.
კოლოსარ-დენკ 50/12.5-ის დოზის გადაჭარბება:
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს, რათა დროულად დაიწყოს სამედიცინო ჩარევა. დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის დაქვეითება, ტაქიკარდია, პულსის შენელება, სისხლის მაჩვენებლების ცვლილება ან გაუწყლოება.
კოლოსარ-დენკ 50/12.5-ის დოზის გამოტოვება:
კოლოსარ-დენკ 50/12.5 მიიღება ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად. არ შეიძლება გაორმაგებული დოზის მიღება გამოტოვებულის სანაცვლოდ. მკურნალობა უნდა გაგრძელდეს კოლოსარ-დენკ 50/12.5-ის დოზირების სქემის შესაბამისად.
კოლოსარ-დენკ 50/12.5-ის მიღების შეწყვეტა:
მკურნალობის ნაადრევად შეჩერების ან შეწყვეტის შემთხვევაში გასათავლისწინებელია, რომ სასურველი ანტიჰიპერტენზიული ეფექტი ნაკლებად მიიღება ან არტერიული წნევა ხელახლ მოიმატებს. თუ შეცვლა აუცილებელია, მაშინ მანამდე უნდა მიემართოს კონსულტაციისთვის მკურნალ ექიმს.
ნებისმიერი დამატებითი კითხვის გაჩენისას უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს
გვერდითი ეფექტები
სხვა პრეპარატების მსგავსად კოლოსარ-დენკ 50/12.5-მაც შესაძლებელია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველას არ უვლინდება.
გვერდითი რეაქციების შეფასება ხდება ქვემოთ მოყვანილი ცხრილის საფუძველზე
ძალიან ხშირი: გამოვლინდება 1-ზე მეტ პაციენტში ყოველი 10-დან |
ხშირი: გამოვლინდება 1-ზე ნაკლებ შემთხვევაში ყოველი 10 პაციენტიდან, |
მაგრამ 1-ზე მეტ შემთხვევაში ყოველი 100-დან |
არახშირი: გამოვლინდება 1-ზე ნაკლებ შემთხვევაში ყოველი 100 პაციენტიდან, |
მაგრამ 1-ზე მეტ შემთხვევაში ყოველი 1000-დან. |
იშვიათი: გამოვლინდება 1-ზე ნაკლებ შემთხვევაში ყოველი 1000 პაციენტიდან, |
გამოვლინდა ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტები:
ხშირი:
- ხველა, ზედა სასუნთქი გზების ინფექციები, ცხვირში გაჭედვის შეგრძნება, პარანაზალური სინუსის ანთება ან დარღვევები;
- ფაღარათი, მუცლის ტკივილი, ღებინება, კისპეპსია;
- კუნთების ტკივილი ან სპაზმი, ფეხების ტკივილი, ზურგის ტკივილი;
- უძილობა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა;
- სისუსტე, დაღლილობის შეგრძნება, ტკივილი გულ-მკერდის არეში;
- კალიუმის მომატებული დონე (რაც იწვევს არითმიას), ჰემოგლობინის დონის შემცირება;
არახშირი:
- ანემია, წითელი და ყავისფერი ლაქები კანზე (ზოგჯერ ტერფებზე, ფეხებზე, ხელებზე და დუნდულოებზე, რასაც თან ახლავს სახსრების ტკივილი, ხელებისა და ფეხების შეშუპება და კუჭის ტკივილი), სისხლის თეთრი უჯრედების მომატებული რაოდენობა, შედედების დარღვევები და სისხლჩაქცევები;
- მადის დაკარგვა, შარდმჟავას დონის მომატება ან პოდაგრა, გლუკოზის დონის მომატება, სისხლში ელექტროლიტების დონის შეცვლა;
- შფოთვა, ნერვიულობა, პანიკურუ აშლილობა (განმეორებითი პანიკური შეტევები), გონების დაბინდვა, დეპრესია, კოშმარები, ძილის დარღვევა, ძილიანობა, მეხსიერების დარღვევა;
- ტკივილი და ჩხვლეტის შეგრძნება ან მსგავსი პარესთეზია, ტკივილი კიდურებში, კანკალი, შაკიკი, გულის წასვლა;
- მხედველობის დაბინდვა, თვალებში წვის ან ჩხვლეტის შეგრძნება, კონიუქტივიტი, მხედველობის დაქვეითება, ყვითელი მხედველობა;
- ყურებში ხმაურის, ბზუილის ან ტკაცუნის შეგრძნება;
- არტერიული წნევის დაცემა, რაც სავარაუდოდ უკავშირდება პოზის შეცვლას (თავბრუსხვევა ან სისუსტის შეგრძნება წამოდგომის დროს), სტენოკარდია (ტკივილი გულ-მკერდის არეში), გულის რითმის დარღვევა, ინსულტი (გიშ, მინი-ინსულტი), გულის შეტევა, ტაქიკარდია;
- სისხლძარღვების ანთებითი დაზიანება, რაც ხშირად უკავშირდება გამონაყარსდა სისხლჩაქცევებს;
- ყელის ჩახეხვის შეგრძნება, გაძნელებული სუნთქვა, ბრონქითი, პნევმონია, ფილტვებში სითხის დაგროვება (რაც იწვევს სუნთქვის გაძნელებას), სისხლდენა ცხვირიდან, რინიტი, სასუნთქი გზების გაჭედვა;
- ყაბზობა, აირების დაგროვება, კუჭის გაღიზიანება, ღებინება, პირის სიმშრალე, სანერწყვე ჯირკვლების ანთება, კბილის ტკივილი;
- სიყვითლე (თვალებისა და კანის სიყვითლე), პანკრეასის ანთება;
- ჭინჭრის ციება, ქავილი, კანის ანთება, გამონაყარი, კანის სიწითლე, კანის მგრძნობელობა სინათლის მიმართ, კანის სიმშრალე, წამოწითლება, ოფლიანობა, თმის ცვენა.
- ტკივილი ხელების, მხრების, მუხლების ან სხვა სახსრების მიდამოში, სახსრების შეშუპება, რიგიდობა, კუნთების სისუსტე;
- გახშირებული შარდვა, მათ შორის ღამის განმავლობაშიც, თირკმელის ფუნქციის დარღვევა, მათ შორის საშარდე გზების ანთება, გლუკოზა შარდში;
- ლიბიდოს შემცირება, იმპოტენცია;
- სახის შესუპება, ცხელება.
იშვიათი:
- ჰეპატიტი (ღვიძლის ანთება), ცვლილებები ღვიძლის ფუნქციურ პარამეტრებში.
თუ პაციენტს გამოუვლინდება რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომი, მაშინ კოლოსარ-დენკ 12.5-ით მკურნალობა უნდა შეწყდეს და დაუყოვნებლივ მიემართოს უახლოეს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილებას: მძიმე ალერგიული რეაქციები (გამონაყარი, ქავილი, ასევე სახის, ტუჩების, პირის ღრუს ან ხახის შეშუპება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელება). ეს არის სერიოზული, თუმცა იშვიათი გვერდითი რეაქცია. პაციენტს შესაძლებელია დასჭრიდეს სასწრაფო სამედიცინო ჩარევა ან ჰოსპიტალიზაცია.
თუ რომელიმე გვერდითი ეფექტი მიიღებს სერიოზულ სახეს, ან გამოვლინდება ისეთი გვერდითი ეფექტები, რომლებიც არ იყო აღნიშნული მოცემულ ინსტრუქციაში, უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
შენახვის წესი
ინახება მშრალ ადგილას, 25ºC-ზე დაბალ ტემპერატურაზე. ორიგინალ შეფუთვაში. მოარიდეთ სინათლეს
არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
რაოდენობა | 28 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account