Diurezin SR - დიურეზინი SR 1.5მგ 30 ტაბლეტი

8,18 GEL
მარაგშია
SKU
66975_1702

ჩვენება: ესენციური ჰიპერტენზია, მონოთერაპიის სახით ან სხვა ანტიჰიპერტენზიულ პრეპარატებთან კომბინაციაში.

შემადგენლობა:

აქტიურ ნივთიერებას წარმოადგენს ინდაპამიდი. ერთი გახანგრძლივებული გამოთავისუფლების შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 1,5მგ ინდაპამიდს. დამხმარე ნივთიერებები: ჰიპრომელოზა (4000 cP), ლაქტოზის მონოჰიდრატი, პოვიდონი, სილიციუმის კოლოიდური ანჰიდრიდი, მაგნიუმის სტეარატი. გარსი: ლაქტოზის მონოჰიდრატი, ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი (E 171), მაკროგოლი 6000.

ჩვენება:

 ესენციური ჰიპერტენზია, მონოთერაპიის სახით ან სხვა ანტიჰიპერტენზიულ პრეპარატებთან კომბინაციაში.

უკუჩვენება:

ახლო წარსულში იშემიური ინსულტის გადატანის შემთხვევაში; ინდაპამიდის, სულფონამიდების ან პრეპარატის რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში; თუ პაციენტს აქვს თირკმელების უკმარისობა (გლომერულური ფილტრაცია (GFR) < 10მლ-წთ); თუ პაციენტს აქვს ღვიძლის უკმარისობა წყალ-ელექტროლიტური ბალანსის
დარღვევასთან ერთად (პრე-კომური მდგომარეობა, ღვიძლისმიერი კომა); თუ პაციენტს აქვს ჰიპოკალიემია.

გაფრთხილებები და მითითებები:

დიურეზინ შღ-ის მიღებამდე კონსულტაციისთვის უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. საჭიროა სიფრთხილის განსაკუთრებული ზომების დაცვა პრეპარატის მიღებისას დიგოქსინთან, ლითიუმთან, ასტემიზოლთან, ტერფენადინთან, ერითრომიცინთან (მიიღება ინტრავენურად) ერთად მიღებისას იმ პაციენტებში, რომელთაც დარღვეული აქვთ წყალ-ელექტროლიტური ბალანსი (ჰიპოკალიემია-პლაზმაში კალიუმის დონის დაქვეითება, ჰიპონატრემია-პლაზმაში ნატრიუმის დონის შემცირება, ჰიპერკალცემია-პლაზმაში კალციუმის დონის მომატება), აქვთ პოდაგრა (ასევე თუ ის აღენიშნებოდათ ანამნეზში), ჰიპერურიკემიის მქონე პაციენტებში (სისხლში შარდმჟავას დონის მომატება), პაციენტებში ღვიძლის და (ან) თირკმელების დაავადებებით. მკურნალობის დროს თირკმელების უკმარისობის პროგრესირების ან ღვიძლის უკმარისობის შედეგად ცნობიერების დარღვევის შემთხვევაში, დიურეზინ შღ-ის მიღება უნდა შეწყდეს და მიემართოს მკურნალ ექიმს. საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილის ზომების დაცვა ინდაპამიდის მიღებისას ანგიოტენზინ გარდამქმნელი ფერმენტის (აგფ) ინჰიბიტორებთან ერთად. აგფ ინჰიბიტორებისა და ინდაპამიდის კომბინირებული მიღების შემთხვევაში სასურველია თირკმელების ფუნქციის მონიტორინგი (პლაზმის კრეატინინის დონის განსაზღვრა) მკურნალობის პირველი კვირის განმავლობაში. განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო პაციენტებში, რომელთაც აქვთ სისტემური წითელი მგლურა (სწმ), რადგან ინდაპამიდი აძლიერებს დაავადების სიმპტომებს ან იწვევს მის რეციდივს. აღნიშნული პრეპარატით მკურნალობისას, განსაკუთრებით იმ პაციენტებში, რომლებიც მას ღებულობენ სათითურას პრეპარატებთან ან კორტიკოსტეროიდებთან (სისტემური გამოყენების) ერთად, ასევე ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში, რეკომენდებულია არტერიული წნევისა და პლაზმაში კალიუმის დონის პერიოდული კონტროლი. ამ პაციენტებში რეკომენდებულია კალიუმით მდიდარი საკვების და კალიუმის შემცველი პროდუქტების მიღება (მაშინაც კი, თუ კალიუმის დონე ნორმაშია).

გამოყენება ბავშვებში: ბავშვებში დიურეზინ შღ-ის გამოყენება არ არის რეკომენდებული.

სხვა პრეპარატების გამოყენება:

ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს იმ სამკურნალო საშუალებების შესახებ, რომელთაც პაციენტი ღებულობს, ახლო წარსულში ღებულობდა, ან რომელთა მიღებასაც გეგმავს. შარდმდენები ზრდიან პლაზმაში ლითიუმის კონცენტრაციას და შესაბამისად, ლითიუმის ჭარბი დოზირებით გამოწვეული სიმპტომების რისკს. პრეპარატები, რომლებიც ზრდიანQQთ ინტერვალს (ასტემიზოლი, ბეპრიდილი, ინტრავენურად შესაყვანი ერითრომიცინი, ჰალოფანტრინი, პენტამიდინი, სულტოპრიდი, ტერფენადინი, ვინკამინი)-ინდაპამიდი ზრდის ვენტრიკულური არითმიების რისკს. კალციუმი (მარილები): თიაზიდები და მათი წარმოებულები ამცირებენ შარდით კალციუმის გამოყოფას და შესაძლოა გამოიწვიონ ჰიპერკალცემია (შრატში კალციუმის კონცენტრაციის მომატება). დიგიტალისის პრეპარატები: დიგიტალისის გლიკოზიდების ტოქსიური ეფექტების (მაგ. გულისრევა, ღებინება, არითმია) რისკი, განსაკუთრებით შრატში კალიუმის კონცენტრაციის შემცირების შემთხვევაში. ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები (მაგ. ასპირინი): ინდაპამიდის არტერიული წნევის დამწევი მოქმედების შესაძლო დათრგუნვა. ამფოტერიცინი B (ინტრავენურად შესაყვანი), კორტიკოსტეროიდები (სისტემური გამოყენების) ზრდიან ჰიპოკალიემიის რისკს. ბაკლოფენი: შესაძლოა გაზარდოს ინდაპამიდის ანტიჰიპერტენზიული ეფექტი. კალიუმის დამზოგავი პრეპარატების გამოყენება ინდაპამიდთან ერთად არ გამორიცხავს ჰიპოკალიემიის განვითარების რისკს, ხოლო თირკმელების უკმარისობის ან დიაბეტის მქონე პაციენტებში ზრდის ჰიპერკალიემიის საფრთხეს. ანტიარითმიული საშუალებები (ქინიდინი, დიზოპირამიდი, ამიოდარონი, ბრეტილიუმი, სოტალოლი) ჰიპოკალიემიის მქონე პაციენტებში ზრდიან სიცოცხლისთვის საშიში არითმიების განვითარების რისკს. იოდის შემცველი კონტრასტული აგენტები: შარდმდენებით გამოწვეული დეჰიდრატაციის შემთხვევაში, იზრდება თირკმელების უკმარისობის რისკი, განსაკუთრებით იოდის შემცველი კონტრასტული აგენტების მაღალი დოზის გამოყენებისას.
ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის (აგფ) ინჰიბიტორები: არტერიული წნევის დაქვეითების და-ან თირკმელების მწვავე უკმარისობის რისკი, როდესაც აგფ ინჰიბიტორები მიიღება შარდმდენებთან ერთად. მეტფორმინი: მეტფორმინით გამოწვეული რძემჟავა აციდოზის რისკის მატება დიურეტიკების მიღების შედეგად თირკმელების ფუნქციური უკმარისობის განვითარების გამო. დაუშვებელია მეტფორმინის მიღება, თუ პლაზმაში კრეატინინის კონცენტრაცია აღემატება 15მგ-ლ-ს (კაცებში) ან 12მგ-ლ-ს (ქალებში). ტრიციკლური ანტიდეპრესანტები: ზრდის ანტიჰიპერტენზიულ ეფექტს და ორთოსტატული ჰიპოტენზიის რისკს ვერტიკალურ მდგომარეობაში გადასვლის დროს. ციკლოსპორინი: პლაზმაში კრეატინინის კონცენტრაციის მომატების რისკი ციკლოსპორინის დონის ცვლილების გარეშე, ნორმალური წყალ-ელექტროლიტური ბალანსის დროს. მკურნალ ექიმს უნდა ეცნობოს ყველა იმ სამკურნალო საშუალების შესახებ, რომელთაც პაციენტი ღებულობს, ან უახლოეს წარსულში ღებულობდა, აფთიაქიდან ურეცეპტოდ გასაცემი პრეპარატების ჩათვლით.

ორსულობა და ლაქტაცია:

თუ პაციენტი არის ორსულად ან ლაქტაციის პერიოდში, ფიქრობს, რომ არის ორსულად ან გეგმავს მას, აღნიშნული პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. მიიღება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით. ინდაპამიდი გადადის დედის რძეში. დაუშვებელია ლაქტაცია ამ პრეპარატით მკურნალობის დროს.

ზემოქმედება ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე:

აღნიშნული პრეპარატი ამცირებს არტერიულ წნევას, რის შედეგადაც იწვევს
ისეთ გვერდით მოვლენებს, როგორიცაა თავბრუსხვევა ან თავის ტკივილი. აღნიშნული რეაქციების განვითარება უფრო მოსალოდნელია მკურნალობის
პირველი კვირის განმავლობაში, ან სხვა ანტიჰიპერტენზიულ საშუალებასთან ერთად მიღებისას. შედეგად, სატრანსპორტო საშუალებების ან სხვა მექანიზმების მართვის უნარი შესაძლოა დაქვეითდეს. მკურნალ ექიმს უნდა მიემართოს იმის გასარკვევად, შესაძლებელია თუ არა ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვა აღნიშნული პრეპარატით მკურნალობის დროს.

დიურეზინ შღ შეიცავს ლაქტოზას: პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას. ზოგიერთი შაქრის მიმართ აუტანლობის შემთხვევაში, აღნიშნული პრეპარატის მიღებამდე უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს.

მიღების წესი:

 საჭიროა პრეპარატის მიღება ექიმის დანიშნულების ზუსტი დაცვით. ეჭვის არსებობის შემთხვევაში, უნდა მიემართოს ექიმს ან ფარმაცევტს. დოზა ყოველთვის განისაზღვრება ექიმის მიერ. ჩვეულებრივ, ინდაპამიდის საწყისი დოზა არის 1,5მგ ყოველ 24 საათში, რომელიც ერთი ცალი 1,5მგ-იანი გახანგრძლივებული გამოთავისუფლების შემოგარსული ტაბლეტის ექვივალენტურია.

დოზის გადაჭარბება:

დიდი რაოდენობით ტაბლეტების მიღების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. ინდაპამიდის დოზის გადაჭარბების შედეგად მოსალოდნელია დიურეზული მოქმედების გაძლიერებასთან დაკავშირებული სიმპტომების განვითარება: ძლიერი ჰიპოტენზია, წყალ-ელექტროლიტური ბალანსის დარღვევა, პლაზმაში კალიუმის კონცენტრაციის შემცირება, სისხლში შარდმჟავას კონცენტრაციის
მომატება, რაც განაპირობებს პოდაგრის შეტევას. მკურნალ ექიმს უნდა ეცნობოს დოზის გადაჭარბების შესახებ. ექიმი ნიშნავს სათანადო მკურნალობას. სპეციფიკური ანტიდოტი უცნობია. მკურნალობა დამოკიდებულია პაციენტის მდგომარეობაზე. საწყისი ღონისძიებები მოიცავს მიღებული ნივთიერებ(ებ)ის სწრაფ გამოდევნას ღებინების ან ფაღარათის გამომწვევი საშუალებების გამოყენებით.

დოზის გამოტოვება:

დაუშვებელია გაორმაგებული დოზის მიღება გამოტოვებულის სანაცვლოდ.

შესაძლო გვერდითი მოვლენები:

სხვა პრეპარატების მსგავსად, აღნიშნულ პრეპარატსაც ახასიათებს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება. ჰიპონატრემია, ჰიპოკალემია; გულისრევა, ღებინება, ყაბზობა, ფაღარათი, ტკივილი მუცლის არეში, მადის დაკარგვა; ერითემა, ჭინჭრის ციება, ქავილი, ვასკულიტი; პალპიტაცია, ორთოსტატული ჰიპოტონია; ვერტიგო, თავის ტკივილი, გუნება-განწყობის ცვლილებები, პარესთეზია; თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი, აპლაზიური ანემია, ჰემოლიზური ანემია.

გვერდითი მოვლენების შეტყობინება: რომელიმე გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს იმ გვერდით ეფექტებსაც, რომლებიც არ არის მითითებული ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების მოხსენება შესაძლებელია განხორციელდეს სამკურნალო საშუალებების, სამედიცინო აღჭურვილობების და ბიოციდური პროდუქტების რეგისტრაციის ოფისის სამკურნალო საშუალებათა გვერდითი მოვლენების მონოტირინგის დეპარტამენტში ელ-ფოსტა: ndl@urpl.gov.pl.
გვერდითი მოვლენების შეტყიბინებით შესაძლებელია აღნიშნული პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდა.

შენახვის წესი: ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, პრეპარატი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.

ვარგისიანობის ვადა: აღნიშნული პრეპარატი არ გამოიყენება მუყაოს კოლოფსა და ბლისტერზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ,,ვარგისიანობის ვადა” გულისხმობს მოცემული თვის ბოლო დღეს.

ინფორმაცია გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების წესების შესახებ: დაუშვებელია სამკურნალო საშუალებების გადაგდება საკანალიზაციო წყალში ან სახლის ნაგავში. ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატების განადგურების წესების შესახებ ინფორმაციის მისაღებად უნდა მიემართოს ფარმაცევტს, აღნიშნული ზომების გატარება საჭშიროა გარემოს დასაცავად.

შეფუთვა: ერთი შეფუთვა შეიცავს 30, 40 ან 50 ტაბლეტს.

წარმოების ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი: პოლფარმექს ს.ა. (Polfarmex S.A.), კუტნო.

მეტი ინფორაცია
რაოდენობა30
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy