Parijon - პარიჟონი 20მგ 56 ტაბლეტი
პარიჟონი გამოიყენება შემდეგი მდგომარეობების სამკურნალოდ:
გასტრო-ეზოფაგური რეფლუქს დაავადება (GORD), რომელსაც შეიძლება ახლდეს გულძმარვა. GORD გამოწვეულია მჟავისა და საკვების გადასვლით კუჭიდან საყლაპავში.
კუჭის ან ნაწლავის ზედა ნაწილის წყლული. თუ ეს წყლულები ინფიცირებულია ე.წ. ‘Helicobacter pylori’ ბაქტერიებით, თქვენ ასევე შეიძლება დაგენიშნოთ ანტიბიოტიკები, პარიჟონი ს ტაბლეტების და ანტიბიოტიკების ერთდროული გამოყენება უზრუნველყოფს ინფექციის ერადიკაციას და წყლულის შეხორცებას. ის ასევე ხელს უშლის ინფექციის და წყლულის ხელახალ განვითარებას.
ზოლინგერ-ელისონის სინდრომი, როდესაც კუჭი გამოიმუშავებს დიდი რაოდენობით მჟავას.
გამოყენების ინსტრუქცია
პარიჟონი 10მგ ნაწლავში ხსნადი ტაბლეტები
პარიჟონი 20მგ ნაწლავში ხსნადი ტაბლეტები
რაბეპრაზოლი ნატრიუმის
PARIJON
პრეპარატის გამოყენების დაწყებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ეს ინსტრუქცია, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
- შეინახეთ ეს ფურცელი. თქვენ შესაძლოა ისევ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.
- დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
- ეს სამკურნალო საშუალება გამოწერილია თქვენთვის. არ გადასცეთ იგი სხვა პირებს. მან შესაძლოა ზიანი მიაყენოს მათ იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათ გააჩნიათ დაავადების იგივე სიმპტომები.
- ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. აღნიშნული შეეხება ისეთ გვერდით მოვლენებსაც, რომლებიც არ არის მოცემული ამ ინსტრუქციაში. იხ. პუნქტი 4.
რა არის მოცემული ამ ინსტრუქციაში
- რა არის პარიჟონი და რისთვის გამოიყენება
- რა უნდა ვიცოდეთ პარიჟონი ს მიღებამდე
- როგორ მივიღოთ პარიჟონი
- შესაძლო გვერდითი მოვლენები
- როგორ შევინახოთ პარიჟონი
- შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია
- რა არის პარიჟონი და რისთვის გამოიყენება
პარიჟონი ს აქტიური ნივთიერებაა ნატრიუმის რაბეპრაზოლი. ის მიეკუთვნება ე.წ. პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორების ჯგუფს. ის ამცირებს კუჭის მიერ მჟავას წარმოქმნას.
პარიჟონი გამოიყენება შემდეგი მდგომარეობების სამკურნალოდ:
- გასტრო-ეზოფაგური რეფლუქს დაავადება (GORD), რომელსაც შეიძლება ახლდეს გულძმარვა. GORD გამოწვეულია მჟავისა და საკვების გადასვლით კუჭიდან საყლაპავში.
- კუჭის ან ნაწლავის ზედა ნაწილის წყლული. თუ ეს წყლულები ინფიცირებულია ე.წ. ‘Helicobacter pylori’ ბაქტერიებით, თქვენ ასევე შეიძლება დაგენიშნოთ ანტიბიოტიკები, პარიჟონი ს ტაბლეტების და ანტიბიოტიკების ერთდროული გამოყენება უზრუნველყოფს ინფექციის ერადიკაციას და წყლულის შეხორცებას. ის ასევე ხელს უშლის ინფექციის და წყლულის ხელახალ განვითარებას.
- ზოლინგერ-ელისონის სინდრომი, როდესაც კუჭი გამოიმუშავებს დიდი რაოდენობით მჟავას.
- რა უნდა ვიცოდეთ პარიჟონი ს მიღებამდე
ნუ მიიღებთ პარიჯონს, თუ
- ხართ ალერგიული (ჰიპერსენსიტიური) რაბეპრაზოლი ნატრიუმის ან პარიჟონი ს შემადგენლობაში შემავალი რომელიმე ნივთიერების მიმართ (იხილეთ პუნქტი 6);
- ხართ ორსულად ან ვარაუდობთ რომ ხართ ორსულად;
- ძუძუთი კვებავთ ბავშვს;
ნუ მიიღებთ პარიჯონს, თუ ნებისმიერი ზემოთ ჩამოთვლილი თქვენ გეხებათ. თუ რამეში არ ხართ დარწმუნებული, პარიჟონი ს გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ასევე იხილეთ პუნქტები, ორსულობა, ლაქტაცია და ფერტილობა.
გაფრთხილებები
პარიჟონის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.
- თუ ხართ ალერგიული პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორების ან ჩანაცვლებული ბენზიმიდაზოლის მიმართ;
- ზოგ პაციენტში დაფიქსირდა სისხლის და ღვიძლის პრობლემები მაგრამ ხშირად მდგომარეობა გაუმჯობესდა პარიჟონი ს შეწყვეტის შემდეგ.
- გაქვთ კუჭის კიბო;
- ოდესმე გქონიათ ღვიძლის პრობლემები;
- თუ ღებულობთ ატაზანავირს აივ ინფექციის სამკურნალოდ;
- თუ გაქვთ ორგანიზმში ვიტამინ B12-ის დაბალი მარაგი ან მისი დაქვეითების რისკ ფაქტორები და იღებთ დიდი ხნის განმავლობაში რაბეპრაზოლის ნატრიუმს. როგორც ყველა მჟავას დამაქვეითებელი პრეპარატები, პარიჯონსაც შეუძლია გამოიწვიოს ვიტამინ B12-ის შეწოვის შემცირება.
- თუ ოდესმე გქონიათ კანის მხრივ რეაქციები პარიჟონი ს მსგავსი პრეპარატების გამოყენებისას.
კანზე გამონაყარის განვითარების შემთხვევაში, განსაკუთრებით მზის მიმართ ექსპოზირებულ ადგილებზე, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, ვინაიდან თქვენ შეიძლება დაგჭირდეთ პარიჟონი ს შეწყვეტა. ასევე აუცილებლად აღნიშნეთ,თუ გქონიათ სახსრების ტკივილი.
თუ რამეში არ ხართ დარწმუნებული, ან ზემოთ აღნიშნული თქვენ გეხებათ, პარიჟონი ს გამოყენებამდე დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ბავშვები
ბავშვებში პარიჟონი ს გამოყენება არ შეიძლება.
თუ თქვენ გაქვთ მძიმე ფაღარათი (თხიერი ან სისხლიანი) ისეთი სიმპტომებით, როგორიც არის ცხელება, მუცლის ტკივილი, შეწყვიტეთ პარიჟონი ს მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორების მიღებისას, როგორიც არის პარიჟონი , განსაკუთრებით ერთ წელზე მეტი ხანგრძლივობით, შეიძლება გაიზარდოს ბარძაყის ძვლის, მაჯის ან ხერხემლის მოტეხილობის რისკი. აცნობეთ ექიმს, თუ თქვენ გაქვთ ოსტეოპოროზი, ან ღებულობთ კორტიკოსტეროიდებს (რაც ზრდის ოსტეოპოროზის განვითარების რისკს).
სხვა პრეპარატები და პარიჟონი
გთხოვთ აცნობოთ ექიმს, თუ თქვენ ღებულობთ, ან ცოტა ხნის წინ იღებდით სხვა პრეპარატებს. აღნიშნული ეხება ურეცეპტოდ გასაცემ პრეპარატებსაც, მათ შორის მცენარეულ პრეპარატებს.
განსაკუთრებით, უთხარით თქვენს ექიმს, თუ ღებულობთ ისეთ პრეპარატებს, როგორიც არის:
- კეტოკონაზოლი ან იტრაკონაზოლი - სოკოვანი ინფექციების სამკურნალო პრეპარატები. პარიჯონმა შეიძლება გამოიწვიოს სისხლში ამ ტიპის პრეპარატების შემცირება. თქვენს ექიმს შეიძლება დაჭირდეს დოზის შეცვლა.
- ატაზანავირი, რომელიც გამოიყენება აივ ინფექციის სამკურნალოდ. პარიჯონმა შეიძლება გამოიწვიოს ამ პრეპარატის კონცენტრაციის შემცირება სისხლში, ამის გამო, მათი ერთდროული გამოყენება არ შეიძლება.
- მეთოტრექსატი (ქიმიოთერაპიული პრეპარატი, რომელიც მაღალი დოზებით გამოიყენება კიბოს სამკურნალოდ); თუ თქვენ ღებულობთ მეთოტრექსატის მაღალ დოზას, თქვენმა ექიმმა შეიძლება დროებით შეგიწყვიტოთ პარიჟონი ს მიღება.
თუ რამეში არ ხართ დარწმუნებული, ან ნებისმიერი ზემოთ ჩამოთვლილი თქვენ გეხებათ, პარიჟონი ს გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს
რაოდენობა | 56 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account