Optinol - ოპტინოლი ექსპრესი თვალის წვეთები 10მლ
ჩვენება:„მშრალი თვალის“ სინდრომი, კონტაქტური ლინზების ტარება, ქირურგიული ჩარევის შემდგომი პეროდი.
„ოპტინოლი“ - ექსპრეს დატენიანება, 350 წვეთი ფლაკონში
შემადგენლობა:
ერთი მლ შეიცავს:
ჰიალურონის მჟავა ნატრიუმის ჰიალურონატის სახით – 2,115 მგ
ნატრიუმის ქლორიდი - 8,358 მგ
ნატრიუმის დიჰიდროფოსფატის დიჰიდრატი – 0,705 მგ
დინატრიუმის ფოსფატი უწყლო - 1,108 მგ
გამოხდილი წყალი - 1 მლ-მდე
არ შეიცავს კონსერვანტებს.
აღწერილობა:
გამჭვირვალე, უფერო ან ღია-ყვითელი, ბლანტი სითხე.
დახასიათება:
ბოლო ათწლეულების მანძილზე მნიშვნელოვნად იმატა „მშრალი თვალის“ სინდრომის მნიშვნელობამ, რაც თვალების ქრონიკული გაღიზიანების ერთ-ერთ ხშირ მიზეზს წარმოადგენს. დაავდების გავრცელება 11-17% აღწევს მთელ პოპულაციაში. „მშრალი თვალის“ სინდრომი ვითარდება ცრემლის აპკის დარღვევის შედეგად, რაც განპირობებულია ცრემლის გამოყოფის დაქვეითებით ან მისი ჭარბი აორთქლებით და იწვევს თვალის ზედაპირის დაზიანებას და დისკომფორტის, სიმშრალის, უცხო სხეულის („ქვიშა თვალებში“), გაღიზიანების, მჩხვლეტავი ტკივილის ან თვალების წვის შეგრძნებას.
„მშრალი თვალის“ სინდრომის განვითარების ძირითადი მიზეზები:
- მხედველობის ძლიერი დატვირთვა (კომპიუტერთან, პლანშეტთან, მობილურ ტელეფონთან ხანგრძლივი მუშაობა, ავტოტრანსპორტის მართვა, კითხვა არასაკმარისი/ღამის განათების პირობებში);
- გარემო ფაქტორების გავლენა (ცენტრალური გათბობა, კლიმატური პირობები, ფლუორესცენტული ნათურები, მზის მკვეთრი სინათლე, კვამლი, ქარი და სხვ.);
- ყველა ტიპის კონტაქტური ლინზის ტარება;
- სხვადასხვა ქრონიკული დაავადება, როგორიცაა: რევმატოიდული ართრიტი, დიაბეტი, ასთმა, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, გლაუკომა და სხვ.;
- ანტიბიოტიკების, ანტიმიკრობული საშუალებებისა და სისხლძარღვთა შემავიწროებელი პრეპარატების გამოყენება თვალის წვეთების სახით;
- ისეთი პრეპარატების გამოყენება, რომლებიც გვერდითი ეფექტის სახით უარყოფით გავლენას ახდენენ თვალის ჯანმრთელობაზე: ანტიდეპრესანტები, ანტიჰიპერტენზიული საშუალებები, ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები და სხვ.;
- ქირურგიული ჩარევა თვალზე ან მისი მექანიკური დაზიანება;
- ხანდაზმული ასაკი (65 წელს გადაცილებულ პაციენტთა 75%-ს აწუხებს „მშრალი თვალის“ სინდრომი);
- ორსულობის, ლაქტაციის, მენსტრუაციისა და მენოპაუზის პერიოდში განვითარებული ჰორმონული ცვლილებები ქალებში.
დამატენიანებელი ოფთალმოლოგიური საშუალება „ოპტინოლი“ - ექსპრეს დატენიანება წარმოადგენს იზოტონურ (pH 6,0-7,5), ბუფერულ, სტერილურ ხსნარს, რომელიც შეიცავს ჰიალურონის მჟავას ნატრიუმის ჰიალურონატის სახით. ეს უკანასკნელი, თავის მხრივ, ბუნებრივი დამატენიანებელი საშუალებაა, რომელიც ხასიათდება წყლის დიდი რაოდენობით შეკავშირების უნარით.
„ოპტინოლი“ ექსპრეს დატენიანების შემადგენლობაში გამოყენებულია დაბალი მოლეკულური მასის მქონე ნატრიუმის ჰიალურონატი, რაც ხელს უწყობს მის ადვილად შეღწევადობას ქსოვილებში და უზრუნველყოფს თანაბარი, სტაბილური და მდგრადი დამცავი ფენის წარმოქმნას თვალის რქოვანა გარსზე, მხედველობის სიმახვილეზე გავლენის გარეშე.
ჰიალურონის მჟავა (ნატრიუმის მარილის სახით) ხასიათდება საჭირო სიბლანტითა და ადჰეზიის უნარით თვალის რქოვანასთან მიმართებაში. ჰიალურონის მჟავას ამ თვისებების წყალობით „ოპტინოლი“ ექსპრეს დატენიანების ჩაწვეთების შედეგად რქოვანა გარსზე იქმნება თხელი შრე, რომელიც იცავს თვალს გამოშრობისგან და ხანგრძლივად აცილებს მას დისკომფორტის, სიმშრალის, დაღლილობის, წვისა და გაღიზიანების სიმპტომებს. „ოპტინოლი“ ექსპრეს დატენიანება ეფექტურად ატენიანებს და უბრუნებს ჯანმრთელ მდგმარეობას თვალის რქოვანა გარსსა და კონიუნქტივას.
დამატენიანებელი ოფთალმოლოგიური საშუალება „ოპტინოლი“ - ექსპრეს დატენიანება გამოიყენება „მშრალი თვალის“ სინდრომის სიმპტომების მოსახსნელად მთელი დღის განმავლობაში. დამცავი შრის მოქმედება დაუყოვნებლივ იწყება და ეფექტი დაახლოებით 2-3 საათს გრძელდება. ამასთან დამცავი შრე თანდათან ჩამოირეცხება ხამხამის შედეგად ცრემლთან ერთად და ასეთ დროს რეკომენდებულია პრეპარატის გამნეორებით ჩაწვეთება. ნებისმიერი ტიპის კონტაქტური ლინზის გამოყენების შემთხვევაში, „ოპტინოლი“ - ექსპრეს დატენიანების ჩაწვეთება შესაძლებელია ლინზების მოხსნის გარეშე.
კონსერვანტების არარსებობა და ისეთი ბუნებრივი დამატენიანებელი საშუალების შემცველობა, როგორიცაა ჰიალურონის მჟავა (ნატრიუმის მარილის სახით), უზრუნველყოფს „ოპტინოლი“ ექსპრეს დატენიანების კარგ ამტანობას ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაშიც კი.
ფლაკონის სპეციალურად შექმნილი მექანიზმის წყალობით ხსნარი სტერილური რჩება გახსნიდან 180 დღის (6 თვის) განმავლობაში, ამასთან არ შეიცავს კონსერვანტებს. ფლაკონის მულტიდოზატორი უზრუნველყოფს „ოპტინოლი“ ექსპრეს დატენიანების დოზირების სიზუსტეს და გამოყენების სიმარტივეს. ფლაკონი შეიცავს 350 წვეთს.
გამოყენების ჩვენებები:
დამატენიანებელი ოფთალმოლოგიური საშუალება „ოპტინოლი“ - ექსპრეს დატენიანება გამოიყენება თვალების ინტენსიური და ხანგრძლივი დატენიანებისთვის შემდეგი მდგომარეობების დროს:
- „მშრალი თვალის“ სინდრომი (დისკომფორტი, სიმშრალე, უცხო სხეულის შეგრძნება („ქვიშა თვალებში“), წვა, გაღიზიანება);
- სხვადასხვა ტიპის კონტაქტური ლინზების ტარება - დისკომფორტის მოსახსნელად;
- თვალზე ქირურგიული ჩარევის შემდგომი პეროდი ან რქოვანა გარსის დაზიანება და ტრავმები;
- „მშრალი თვალის“ სინდრომის განვითარების პროფილაქტიკა.
გამოყენების წესი:
გადაწიეთ თავი უკან და ფრთხილად ჩაიწვეთეთ 1-2 წვეთი თითოეულ თვალში. თვალის ზედაპირზე წვეთების თანაბრად გადანაწილების მიზნით დაახამხამეთ თვალები რამდენჯერმე.
საჭიროების შემთხვევაში პრეპარატის გამოყენება დასაშვებია დღეში რამდენჯერმე.
გამოყენების მეთოდი:
- მოხსენით დამცავი ხუფი ფლაკონს. ხელით არ შეეხოთ საწვეთურის ღია ბოლოს.
- მოათავსეთ საჩვენებელი და შუა თითები ფლაკონის ფსკერზე, ხოლო დიდი თითი ფლაკონის ზედა ნაწილზე არსებულ მრგვალ ფირფიტაზე.
- პირველი გამოყენების წინ გადმოატრიალეთ ფლაკონი წვერით ქვემოთ და 2-3-ჯერ დააჭირეთ დიდი თითი ფირფიტას პირველი წვეთის გამოჩენამდე.
- გადაწიეთ თავი უკან. თავისუფალი ხელის საჩვენებელი თითით ფრთხილად ჩამოწიეთ ქვედა ქუთუთო და აიხედეთ ზემოთ. ფლაკონი შეძლებისდაგვარად ვერტიკალურად დაიჭირეთ.
- პრეპარატის ერთხელ ჩასაწვეთებლად დააჭირეთ ფირფიტას თითი. სპეციალურად შექმნილი მექანიზმის წყალობით, ყოველი ზეწოლის დროს გამოიყოფა ზუსტად 1 წვეთი. დახუჭეთ თვალი და ნელა ამოძრავეთ თვალის კაკალი ყველა მიმართულებით ხსნარის თანაბრად გადასანაწილებლად რქოვანა გარსის ზედაპირზე.
- გაიმეორეთ პროცედურა მეორე თვალზე.
! ფლაკონის დაბინძურების თავიდან ასაცილებლად არ შეახოთ მისი წვერი თვალს ან ლინზებს და არ შეეხოთ მას ხელით.
! ყოველი გამოყენების შემდეგ შეამშრალეთ საწვეთურის წვერი და დააფარეთ დამცავი ხუფი.
უკუჩვენებები:
მომატებული მგრძნობელობა სამედიცინო მოწყობილობის შემადგენლობაში შემავალი ნებისმიერი ინგრედიენტის მიმართ.
სიფრთხილის ზომები:
- „ოპტინოლი“ - ექსპრეს დატენიანების გამოყენებასთან დაკავშირებული გვერდითი ეფექტების განვითარების შემთხვევაში შეწყვიტეთ სამედიცინო მოწყობილობის გამოყენება და მიმართეთ ექიმს.
- სხვა ოფთალმოლოგიურ საშუალებებთან ერთად გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია 15-წუთიანი შუალედების დაცვა ჩაწვეთებათა შორის.
- თვალის მალამოები/გელები გამოიყენება „ოპტინოლი“ - ექსპრეს დატენიანების ჩაწვეთების შემდეგ.
- კონტაქტური ლინზების გამოყენების შემთხვევაში, პრეპარატის ჩაწვეთება შესაძლებელია მათი მოხსნის გარეშე.
- არ შეეხოთ ფლაკონის წვერს და შეეცადეთ არ შეახოთ ის თვალის ზედაპირს.
- არ გარეცხოთ ფლაკონის წვერი სარეცხი საშუალებებით.
- არ გამოიყენოთ ფლაკონი ჰერმეტულობის დარღვევის შემთხვევაში.
- არ გამოიყენოთ შიგნით მისაღებად.
- არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
გვერდითი ეფექტები:
ალერგიული რეაქციები.
ვარგისობის ვადა:
3 წელი. არ გამოიყენება ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
გახსნილი ფლაკონის გამოყენება დასაშვებია 6 თვის განმავლობაში.
გამოშვების ფორმა:
10 მლ მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენის ფლაკონი გამომფრქვევი ხუფით გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები:
ინახება 10°C-დან 30°C ტემპერატურის, 45 – 80% ტენიანობისა და 84 – 106,7 კპა წნევის პირობებში, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
უტილიზაცია:
ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ მოწყობილობა უნდა განადგურდეს ადგილობრივი რეგულაციებისა და ნორმატივების შესაბამისად. ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, სამედიცინო მოწყობილობა უნდა განადგურდეს საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად.
მწარმოებელი:
სს იადრან გალენსკი ლაბორატორია, ხორვატია
რაოდენობა | 1 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account