Optinol - ოპტინოლი დამატენიანებელი თვალის წვეთები 10მლ

განსაკუთრებული ფასი 25,91 GEL რეგულარული ფასი 35,98 GEL
მარაგშია
SKU
70287_482

ჩვენება:„მშრალი თვალის“ სინდრომი, დისკომფორტი კონტაქტური ლინზების ტარებისას.

დასახელება: „ოპტინოლი“ - ღრმა დატენიანება, 350 წვეთი ფლაკონში

შემადგენლობა:

ერთი მლ შეიცავს:

ჰიალურონის მჟავა ნატრიუმის ჰიალურონატის სახით – 4,028 მგ

ნატრიუმის ქლორიდი - 8,358 მგ

ნატრიუმის დიჰიდროფოსფატის დიჰიდრატი – 0,705 მგ

დინატრიუმის ფოსფატი უწყლო - 1,108 მგ

გამოხდილი წყალი - 1 მლ-მდე

არ შეიცავს კონსერვანტებს.

აღწერილობა:

გამჭვირვალე, უფერო ან ღია-ყვითელი, ბლანტი სითხე.

დახასიათება:

ბოლო ათწლეულების მანძილზე მნიშვნელოვნად იმატა „მშრალი თვალის“ სინდრომის მნიშვნელობამ, რაც თვალების ქრონიკული გაღიზიანების ერთ-ერთ ხშირ მიზეზს წარმოადგენს. დაავდების გავრცელება 11-17% აღწევს მთელ პოპულაციაში. „მშრალი თვალის“ სინდრომი ვითარდება ცრემლის აპკის დარღვევის შედეგად, რაც განპირობებულია ცრემლის გამოყოფის დაქვეითებით ან მისი ჭარბი აორთქლებით და იწვევს თვალის ზედაპირის დაზიანებას და დისკომფორტის, სიმშრალის, უცხო სხეულის („ქვიშა თვალებში“), გაღიზიანების, მჩხვლეტავი ტკივილის ან თვალების წვის შეგრძნებას.

მშრალი თვალისსინდრომის განვითარების ძირითადი მიზეზები:

  • მხედველობის ძლიერი დატვირთვა (კომპიუტერთან, პლანშეტთან, მობილურ ტელეფონთან ხანგრძლივი მუშაობა, ავტოტრანსპორტის მართვა, კითხვა არასაკმარისი/ღამის განათების პირობებში);
  • გარემო ფაქტორების გავლენა (ცენტრალური გათბობა, კლიმატური პირობები, ფლუორესცენტული ნათურები, მზის მკვეთრი სინათლე, კვამლი, ქარი და სხვ.);
  • ყველა ტიპის კონტაქტური ლინზის ტარება;
  • სხვადასხვა ქრონიკული დაავადება, როგორიცაა: რევმატოიდული ართრიტი, დიაბეტი, ასთმა, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, გლაუკომა და სხვ.;
  • ანტიბიოტიკების, ანტიმიკრობული საშუალებებისა და სისხლძარღვთა შემავიწროებელი პრეპარატების გამოყენება თვალის წვეთების სახით;
  • ისეთი პრეპარატების გამოყენება, რომლებიც გვერდითი ეფექტის სახით უარყოფით გავლენას ახდენენ თვალის ჯანმრთელობაზე: ანტიდეპრესანტები, ანტიჰიპერტენზიული საშუალებები, ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები და სხვ.;
  • ოპერაციული ჩარევა თვალზე ან მისი მექანიკური დაზიანება;
  • ხანდაზმულობა (65 წელს გადაცილებულ პაციენტთა 75%-ს აწუხებს „მშრალი თვალის“ სინდრომი);
  • ორსულობის, ლაქტაციის, მენსტრუაციისა და მენოპაუზის პერიოდში განვითარებული ჰორმონული ცვლილებები ქალებში.

დამატენიანებელი ოფთალმოლოგიური საშუალებაოპტინოლი“ - ღრმა დატენიანება წარმოადგენს იზოტონურ (pH 6,0-7,5), ბუფერულ, სტერილურ ხსნარს, რომელიც შეიცავს ჰიალურონის მჟავას ნატრიუმის ჰიალურონატის სახით. ეს უკანასკნელი, თავის მხრივ, ბუნებრივი დამატენიანებელი საშუალებაა, რომელიც ხასიათდება წყლის დიდი რაოდენობით შეკავშირების უნარით.

„ოპტინოლი“ ღრმა დატენიანების შემადგენლობაში გამოყენებულია დაბალი მოლეკულური მასის მქონე ნატრიუმის ჰიალურონატი, რაც ხელს უწყობს მის  ადვილად შეღწევადობას ქსოვილებში და უზრუნველყოფს თანაბარი, სტაბილური და მდგრადი დამცავი ფენის წარმოქმნას თვალის რქოვანა გარსზე, მხედველობის სიმახვილეზე გავლენის გარეშე.

ჰიალურონის მჟავა (ნატრიუმის მარილის სახით) ხასიათდება საჭირო სიბლანტითა და ადჰეზიის უნარით თვალის რქოვანასთან მიმართებაში. ჰიალურონის მჟავას ამ თვისებების წყალობით „ოპტინოლი“ ღრმა დატენიანების ჩაწვეთების შედეგად რქოვანა გარსზე იქმნება თხელი შრე, რომელიც იცავს თვალს გამოშრობისგან და ხანგრძლივად აცილებს მას დისკომფორტის, სიმშრალის, დაღლილობის, წვისა და გაღიზიანების სიმპტომებს. „ოპტინოლი“ ღრმა დატენიანება ეფექტურად ატენიანებს და უბრუნებს ჯანმრთელ მდგმარეობას თვალის რქოვანა გარსსა და კონიუნქტივას.

დამატენიანებელი ოფთალმოლოგიური საშუალებაოპტინოლი“ - ღრმა დატენიანება მაღალი სიბლანტის წყალობით უზრუნველყოფს ჰიალურონის მჟავას (ნატრიუმის მარილის სახით) უფრო ხანგრძლივად შენარჩუნებას თვალის ზედაპირზე, რის შედეგადაც ხანგრძლივდება მისი დატენიანება და ძლიერდება თვალის დაცვა.  დამცავი შრის მოქმედება დაუყოვნებლივ იწყება. „ოპტინოლი“ ღრმა დატენიანება  გამოიყენება „მშრალი თვალის“ სინდრომის სიმპტომების მოსახსნელად, მათი ხშირად გამოვლენის შემთხვევაში გარემო არახელსაყრელი ფაქტორებისაგან დამოუკიდებლად. „ოპტინოლი“ ღრმა დატენიანება რეკომენდებულია ღამე იმ პირთათვის, ვისაც „მშრალი თვალის“ სიმპტომები მნიშვნელოვნად აქვთ გამოხატული გამოღვიძების შემდეგ ან სძინავთ გახელილი თვალებით. კონტაქტური ლინზების გამოყენების შემთხვევაში, პრეპარატის ჩაწვეთებამდე აუცილებელია მათი მოხსნა და კვლავ გაეთება ჩაწვეთებიდან 15 წუთის შემდეგ.

კონსერვანტების არარსებობა და ისეთი ბუნებრივი დამატენიანებელი საშუალების შემცველობა, როგორიცაა ჰიალურონის მჟავა (ნატრიუმის მარილის სახით), უზრუნველყოფს „ოპტინოლი“ ღრმა დატენიანების კარგ ამტანობას ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაშიც კი.

ფლაკონის სპეციალურად შექმნილი მექანიზმის წყალობით ხსნარი სტერილური რჩება გახსნიდან 180 დღის (6 თვის) განმავლობაში, ამასთან არ შეიცავს კონსერვანტებს. ფლაკონის მულტიდოზატორი უზრუნველყოფს „ოპტინოლი“ ღრმა დატენიანების დოზირების სიზუსტეს და გამოყენების სიმარტივეს. ფლაკონი შეიცავს 350 წვეთს.

გამოყენების ჩვენებები:

დამატენიანებელი ოფთალმოლოგიური საშუალებაოპტინოლი“ - ღრმა დატენიანება გამოიყენება თვალების ინტენსიური და ხანგრძლივი დატენიანებისთვის შემდეგი მდგომარეობების დროს:

„მშრალი თვალის“ სინდრომი (დისკომფორტი, სიმშრალე, უცხო სხეულის შეგრძნება („ქვიშა თვალებში“), წვა, გაღიზიანება);

სხვადასხვა ტიპის კონტაქტური ლინზების ტარება - დისკომფორტის მოსახსნელად;

თვალზე ქირურგიული ჩარევის შემდგომი პეროდი ან რქოვანა გარსის დაზიანება და ტრავმები;

გამოყენების წესი:

გადაწიეთ თავი უკან და ფრთხილად ჩაიწვეთეთ 1-2 წვეთი თითოეულ თვალში. წვეთების თანაბრად გადასანაწილებლად თვალის ზედაპირზე დაახამხამეთ თვალები რამდენჯერმე.

საჭიროების შემთხვევაში პრეპარატის გამოყენება დასაშვებია დღეში რამდენჯერმე.

გამოყენების წესი:

  1. მოხსენით დამცავი ხუფი ფლაკონს. ხელით არ შეეხოთ საწვეთურის ღია ბოლოს.
  2. მოათავსეთ საჩვენებელი და შუა თითები ფლაკონის ფსკერზე, ხოლო დიდი თითი ფლაკონის ზედა ნაწილზე არსებულ მრგვალ ფირფიტაზე.
  3. პირველი გამოყენების წინ გადმოატრიალეთ ფლაკონი წვერით ქვემოთ და 2-3-ჯერ დააჭირეთ დიდი თითი ფირფიტას პირველი წვეთის გამოჩენამდე.
  4. გადაწიეთ თავი უკან. თავისუფალი ხელის საჩვენებელი თითით ფრთხილად ჩამოწიეთ ქვედა ქუთუთო და აიხედეთ ზემოთ. ფლაკონი შეძლებისდაგვარად ვერტიკალურად დაიჭირეთ.
  5. პრეპარატის ერთხელ ჩასაწვეთებლად დააჭირეთ ფირფიტას თითი. სპეციალურად შექმნილი მექანიზმის წყალობით, ყოველი ზეწოლის დროს გამოიყოფა ზუსტად 1 წვეთი. დახუჭეთ თვალი და ნელა ამოძრავეთ თვალის კაკალი ყველა მიმართულებით ხსნარის თანაბრად გადასანაწილებლად რქოვანა გარსის ზედაპირზე.
  6. გაიმეორეთ პროცედურა მეორე თვალზე.

! ფლაკონის დაბინძურების თავიდან ასაცილებლად არ შეახოთ მისი წვერი თვალს ან ლინზებს და არ შეეხოთ მას ხელით.

! ყოველი გამოყენების შემდეგ შეამშრალეთ საწვეთურის წვერი და დააფარეთ ხუფი.

უკუჩვენებები:

მომატებული მგრძნობელობა სამედიცინო მოწყობილობის შემადგენლობაში შემავალი ნებისმიერი ინგრედიენტის მიმართ.

სიფრთხილის ზომები:

  • „ოპტინოლი“ - ღრმა დატენიანების გამოყენებასთან დაკავშირებული გვერდითი ეფექტების განვითარების შემთხვევაში შეწყვიტეთ სამედიცინო მოწყობილობის გამოყენება და მიმართეთ ექიმს.
  • სხვა ოფთალმოლოგიურ საშუალებებთან ერთად გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია 15-წუთიანი შუალედების დაცვა ჩაწვეთებათა შორის.
  • თვალის მალამოები/გელები გამოიყენება „ოპტინოლი“ - ღრმა დატენიანების ჩაწვეთების შემდეგ.
  • კონტაქტური ლინზების გამოყენების შემთხვევაში, პრეპარატის ჩაწვეთებამდე აუცილებელია მათი მოხსნა და კვლავ გაკეთება „ოპტინოლი“ - ღრმა დატენიანების ჩაწვეთებიდან 15 წუთის შემდეგ.
  • არ შეეხოთ ფლაკონის წვერს და შეეცადეთ არ შეახოთ ის თვალის ზედაპირს.
  • არ გარეცხოთ ფლაკონის წვერი სარეცხი საშუალებებით.
  • არ გამოიყენოთ ფლაკონი ჰერმეტულობის დარღვევის შემთხვევაში.
  • არ გამოიყენოთ შიგნით მისაღებად.
  • არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

გვერდითი ეფექტები:

ალერგიული რეაქციები, ქუთუთოების შეწებების უსიამოვნო შეგრძნება (ხსნარის მაღალი სიბლანტის გამო).

ვარგისობის ვადა:

3 წელი. არ გამოიყენება ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

გახსნილი ფლაკონის გამოყენება დასაშვებია 6 თვის განმავლობაში.

გამოშვების ფორმა:

10 მლ მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენის ფლაკონი გამომფრქვევი ხუფით გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები:

ინახება 10°C-დან 30°C ტემპერატურის, 45 – 80% ტენიანობისა და 84 – 106,7 კპა წნევის პირობებში, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

უტილიზაცია:

ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ მოწყობილობა უნდა განადგურდეს ადგილობრივი რეგულაციებისა და ნორმატივების შესაბამისად. ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, სამედიცინო მოწყობილობა უნდა განადგურდეს საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად.

მწარმოებელი:

სს იადრან გალენსკი ლაბორატორია, ხორვატია

მეტი ინფორაცია
რაოდენობა1
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy