Opticol GL - ოპტიკოლი GL OSD 10მლ თვალის წვეთები
ჩვენება:თვალის დისკომფორტი, მხედველობის დაძაბვა და გადაღლა.
აღწერა
ოპტიკოლ GL OSD ქმნის სტერილურ, უკონსერვანტო, ელასტოვისკოზურ დამცავ აპკს რქოვანასათვის. ოპტიკოლ GL შეიცავს ნატრიუმის ჰიალურონატს-ჰიალურონის მჟავის ნატრიუმის მარილს, რომელიც თავისი თვისებებიდან გამომდინარე უზრუნველყოფს თანაბარი, მყარი და ხანგრძლივად შენარჩუნებული დამცავი ფენის შექმნას თვალის ეპითელურ გარსზე, მხედველობის გაუარესების გარეშე.
შედეგად, ოპტიკოლ GL OSD ხანგრძლივი დროით ხსნის იმ დისკომფორტს, რომელიც ასოცირებულია:
– მექანიკურ სტრესთან: მაგ.: მყარი და რბილი კონტაქტური ლინზებით სარგებლობის დროს, დიაგნოსტიკური პროცედურების საჭიროებისას ოფთალმოლოგიაში.
– გარემო ფაქტორებთან, მაგ.:კონდიცირებული ჰაერი, ქარი, სიცივე, გამომშრალი ან სიგარეტის კვმლით გაჟღენთილი ჰაერი და ა.შ.
- მხედველობის გადაძბვასთან ხანგრძლივი მუშაობის დროს, მაგ.: კომპიტერულ ტექნიკასთან, მიკროსკოპებთან ან ავტომობილის დიდხანს მართვის დროს.
უკონსერვანტო ოპტიკოლ GL OSD კარგად გადაიტანება ხანგრძლივი გამოყენების დროს.
ოპტიკოლ GL OSD კომფორტულია იმ პირებისთვის, რომლებიც კონტაქტურ ლინზებს იყენებენ, რადგან აღნიშნული წვეთების გამოყენება არ საჭიროებს ლინზის მოხსნას.
გამოყენების წესი და დოზირება
(1) ფლაკონის გასახსნელად, მოაძვრეთ თავსახურის ქვეშ არსებული დამცავი რგოლი სრულად წრიული მოძრაობით
(2) შემდეგ მოხსენით თავსახური
(3+4) ოდნავ გადახარეთ თავი უკან, იყურეთ ზემოთ, ნაზად ჩამოსწიეთ ქვედა ქუთუთო და ჩაიწვეთეთ ერთი წვეთი კონიუნქტივის პარკში 3-5 ჯერ დღეში (გეჭიროთ ფლაკონი საწვეთურით ქვემოთ და თითებით მოჭერილ მდგომარეობაში, სანამ არ გადმოვა წვეთი). დახურეთ თვალი ფრთხილად, რომ ხსნარი თანაბრად გადანაწილდეს თვალის ზედაპირზე.
(5) დაახურეთ თავსახური.
წამლის გამოყენების მიუხედავად, თუ ჩივილები რჩება ან უარესდება, კონსულტაციისათვის მიმართეთ ოფთალმოლოგს!
თითოეული ჩაწვეთების წინ, ბოთლზე თითების მოჭერის შემდეგ საჭირო ხდება რამდენიმე წამით მოცდა სპეციალურად შემუშავებული ინოვაციური, სტერილური საწვეთურის ფილტრის გამო. (შესაძლებლობა რომ მიეცეს ჰაერის ნაკადს დაბრუნდეს ფლაკონში). ამ ფიზიკური მიზეზის გამო, ბოთლის მაქსიმალურად დასაცლელად საჭიროა მასზე ზეწოლა.
შემადგენლობა
1 მლ შეიცავს: ნატრიუმის ჰიალურონატს (0.3%), ნატრიუმის ქლორიდს, ნატრიუმის ციტრატს, ლიმონმჟავას, საინექციო წყალს.
შეფუთვა
კომერციული ერთეული: 1 x 10 მლ.
სიფრთხილისზომები
- არ გამოიყენოთ პროდუქტი, თუ სახურავის დამცავი რგოლი გატეხილია ან ფლაკონი დაზიანებულია.
- არ შეახოთ თვალს საწვეთური.
- არ გამოიყენოთ, თუ ხართ ალერგიული წამლის რომელიმე კომპონენტის მიმართ.
- თუ სხვა თვალის წვეთები და/ან მალამო გაქვთ დანიშნული, დაიცადეთ დაახლოებით 15 წუთი მათი გამოყენების შემდეგ და ბოლოს ჩაიწვეთეთ ოპტიკოლ GL OSD.
- არ გამოიყენოთ ინფიცირებულ ან დაზიანებულ თვალში.
- მხედველობის გარდამავალი დაბინდვა შეიძლება აღინიშნოს ოპტიკოლ GL OSD-ის ჩაწვეთების შემდეგ, ამ პერიოდში არ მართოთ ავტომობილი, სხვა სამექანიზაციო ტექნიკა და დაელოდეთ მხედველობის სრულ აღდგენას.
- არ გამოიყენოთ ოპტიკოლ GL OSD ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია ფლაკონზე და კოლოფზე.
- პირველი გახსნის შემდეგ არ გამოიყენოთ 12 თვის გასვლის შემდეგ.
- სპეციალურად შემუშავებული ინოვაციური, სტერილური საწვეთურის ფილტრის წყალობით, გადმოდის დოზირებული რაოდენობა და მცირე რაოდენობით ხსნარი ყოველთვის რჩება ფლაკონში
შენახვის წესი
შეინახეთ 2°C-25 °C-ზე. არ გაყინოთ. გამოყენების შემდეგ დაახურეთ თავსახური. შეინახეთ თავისივე კოლოფში, რომ სინათლისაგან იყოს დაცული
Lot ნომერი დაბეჭდილია ფლაკონზე და კოლოფზე .
ვარგისიანობის ვადა დაბეჭდილია ფლაკონზე და კოლოფზე.
დაცულია ასეპტიკის წესები.
გაეცანით მოხმარების წესს გამოყენების წინ.
რაოდენობა | 1 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account