ზოპინი ტაბ. 100მგ N100
ზოპინ 100 ტაბლეტები
წაიკითხეთ წინამდებარე ფურცელში მოყვანილი ცნობები პრეპარატის შესახებ .
შეინახეთ ეს ფურცელი . შეიძლება კიდევ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა
თუ თქვენ გაქვთ რაიმე კითხვები წამლის შესახებ – დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს
ეს წამალი დანიშნულია მხოლოდ თქვენთვის , არ გადასცეთ ის სხვას , მაშინაც თუ მათი სიმპტომები ისეთივეა , როგორც თქვენი
წინამდებარე ფურცელში მოყვანილია :
- რა არის ზოპინ -100 და რისთვისაა გამოყენებული
- ზოპინ -100 ტაბლეტების მიღებამდე საჭირო მონაცემები
- ზოპინ -100 მიღების წესი
- მოსალოდნელი გვერდითი მოვლენები
- ზოპინ -100 შენახვის წესი
- დამატებითი ინფორმაცია
ზოპინ -100 ტაბლეტებში აქტიური ნივთიერებაა კლოზაპინი . ტაბლეტებში აგრეთვე შედის არააქტიური შემადგენლები : ლაქტოზასმონოჰიდრატი , სიმინდის სახამებელი , პოვიდონი , უწყლო კოლოიდური სილიციუმი , მაგნიუმის სტეარეტი და ტალკი .
- რა არის ზოპინ -100 და რისთვისაა გამოყენებული
ზოპინ -100 ანტიფსიქოზური პრეპარატია ( ხანდახან ასეთ პრეპარატებს ნეიროლეფსიურებსაც უწოდებენ ) და მიეკუთვნებადიბენზოდიაზეპინების ჯგუფს .
ზოპინ -100 გამოყენებულია შიზოფრენიით დაავადებულებში , რომლებიც მანამდე უშედეგოდ იყენებდნენ სულ ცოტა 2 სხვაანტიფსიქოტურ პრეპარატს , ან ავადმყოფებში რომლებიც ვერ იღებენ სხვა ანტიფსიქოზურ პრეპარატებს გვერდითი ეფექტების გამო .
ზოპინ -100 გამოიყენება აგრეთვე აზროვნების მძიმე მოშლილობის დროს პარკინსონით დაავადებულებში , როდესაც სხვა სამკურნალოსაშუალებები უშედეგოა .
სისხლის ანალიზი
ზოპინ -100 ტაბლეტების მიღებამდე საჭიროა სისხლის ანალიზის ჩატარება , რათა დარწმუნდეთ რომ თქვენთვის შეიძლება ამპრეპარატის მიღება .
სისხლის ანალიზი სისტემატურად უნდა ჩაიტაროთ ზოპინ -100- ით მკურნალობის მთელ პერიოდში მთელი , და აგრეთვე პრეპარატისმიღების შეწყვიტიდან ოთხი კვირის განმავლობაში . თქვენი ექიმი გეტყვით როდის და სად უნდა გაიკეთოთ ანალიზი . სისხლისანალიზი აუცილებელია გაკეთდეს კვირაში ერთხელ რამდენიმე თვის განმავლობაში და შემდეგ შეიძლება შემცირდეს ყოველ ორკვირაში ერთ გაკეთებამდე . ერთწლიანი მკურნალობის შემდეგ , დასაშვებია სისხლის ანალიზის ჩატარება ყოველ 4 კვირაში .მნიშვნელოვანია , რომ თქვენ არ გამოტოვოთ ეს ანალიზები , წინააღმდეგ შემთხვევაში , თქვენივე უსაფრთხოებისთვის , თქვენიექიმი ვერ შეძლებს მეტი ტაბლეტების მოცემას . ამგვარად თქვენი თანამშრომლობა სისხლის ანალიზის ჩატარებაში უაღრესადმნიშვნელოვანია .
- ზოპინ -100 ტაბლეტების მიღებამდე საჭირო მონაცემები .
თქვენ არ მიიღოთ ზოპინ -100 თუ ხართ უგონოთ .
მკურნალმა ექიმმა უნდა იცოდეს თქვენს შესახებ შემდეგი :
- თქვენ უკვე იღებდით ამ პრეპარატს და გქონდათ ალერგიული რეაქცია , ან პრეპარატის ან მისი ნებისმიერიშემადგენლის მიღებამ გამოიწვია უსიამოვნო შეგრძნება
- ვერ შეძლებთ სისტემატურად სისხლის ანალიზის გაკეთებას
- გქონდათ თუ არა როდესმე დაქვეითებული ლეიკოციტების რიცხვი სისხლში ( ზოპინ -100 მიღების შემდეგგანვითარებულის ჩათვლით ) გარდა იმ შემთხვევებისა , რომლებიც განვითარდა კიბოს მკურნალობის შემდეგ
- გაქვთ ან გქონიათ ძვლის ტვინის რომელიმე დაავადება
- დაავადებული ხართ ეპილეფსიით ( კრუნჩხვები , კონვულსიები )
- პრობლემები გაქვთ ალკოჰოლთან ან ნარკოტიკებთან დაკავშირებით
- გაქვთ მძიმე დაავადება , რომელთანაც გულის , ღვიძლის ან თირკმლის ფუნქციური მოშლილობებიადაკავშირებული . თუ თქვენ ოდესმე გქონიათ გულის მძიმე დაავადება , მიზანშეწონილია სპეცილისტთან კონსულტაცია .
- გაქვთ მსხვილი ნაწლავის ფუნქციასთან დაკავშირებული პრობლემები ყაბზობა , გაუვალობა და სხვა
- გაქვთ გლაუკომა
- გაქვთ დიაბეტი
- შარდვის გაძნელება პროსტატას ჰიპერპლაზიასთან დაკავშირებით
- გაქვთ ზოგიერთი შაქრის , მაგალითად ლაქტოზას მიმართ აუტანლობა
მკურნალმა ექიმმა უნდა იცოდეს იღებთ თუ არა შემდეგ წამლებს :
- სისხლის წნევის სამკურნალოდ , მაგალითად მეტოპროლოლი , კაპტოპრილი
- დეპრესიის სამკურნალოდ , მაგალითად ფლუვოქსამინი , პაროქსეტინი , ფენელზინი
- ანტიფსიქოზურ პრეპარატებს ინექციით , მაგალითად ფლუპენტიქსოლ დეკანოატი , ფლუფენაზინ დეკანოატი
- ბენზოდიაზეპინებს ( ტრანკვილიზატორებს ) ან საძილე ტაბლეტებს , მაგალითად დიაზეპამი , ტემაზეპამი
- ლითიუმის პრეპარატებს
- ანტიჰისტამინურებს ალერგიების სამკურნალოდ , მაგალითად ლორატადინი , ქლორფენირამინი
- ანტიბიოტიკებს , მაგალითად ქლორამფენიკოლი , ერითრომიცინი , რიფამპიცინი ან კოტრიმოქსაზოლი , ანტომიკოზურპრეპარატებს , მაგალითად ფლუკონაზოლი
- ონკოლოგიურ პრეპარატებს , მაგალითად ციკლოფოსფამიდი , ბუსულფანი
- ანტიეპილეფსიურ წამლებს , მაგალითად ფენიტოინი , კარბამაზეპინი , ნატრიუმის ვალპროატი
- ტკივილგამაყუჩებელ წამლებს , მაგალითად მორფინი , კოდეინი , ფენილბუტაზონი
- დიგოქსინი ან ვარფარინი
- ციმეტიდინი
- ართრიტების სამკურნალო ზოგიერთ პრეპარატს , მაგალითად პენიცილამინი , ნაპროქსენი , ინდომეტაცინი
- ნებისმიერ წამალს , რომელიც ყაბზობას იწვევს , მათ შორის დეპრესიის და შიზოფრენიის სამკურნალო პრეპარატები ,მაგალითად ქლორპრომაზინი ან პარკინსონის სამკურნალო პრეპარატები , მაგალითად პერგოლიდი
- ადრენალინი ან ნორადრენალინი
- ნებისმიერ ანტივირუსულ პრეპარატს , მაგალითად რიტონავირი , ინდინავირი
- ომეპრაზოლი ( კუჭის მაღალი მჟავიანობის სამკურნალო )
ზოგიერთმა წამალმა შეიძლება გავლენა მოახდინოს თქვენ მკურნალობაზე . აუცილებელია შეეკითხოთ ექიმს ნებისმიერი წამლისმიღების შესახებ , იმ შემთხვევაშიც თუ წამალი თქვენი ნაყიდია .
ზოპინ -100- ით მკურნალობის პერიოდში ალკოჰოლის მიღება დაუშვებელია ; მეორე მხრით , ზოპინ -100- ის დონე სისხლში შეიძლებამნიშვნელოვნად შეიცვალოს თამბაქოს წევის შეწყვეტისა ან კოფეინის შემცველი სასმელების შეზღუდვის ან მომატების საპასუხოდ .აღნიშნულ შემთხვევებში ექიმის კონსულტაციაა აუცილებელი .
კონტრაცეფცია და ორსულობა . თუ თქვენ ფეხმძიმეთ ხართ , გეგმავთ დაფეხმძიმებას , ან შემთხვევით დაფეხმძიმდით უნდააუცილებლად უთხრათ თქვენს ექიმს ზოპინ -100- ის მიღებამდე . ანტიფსიქოზური პრეპარატები ზოგიერთ ქალში მენსტრუალური ციკლისდარღვევას იწვევს . ზოპინ -100 მკურნალობაზე გადაყვანის შედეგად მოსალოდნელია რეგულარული ციკლების აღდგენა , ამიტომშესაბამისი კონტრაცეპტული ზომებია მისაღები ამ შემთხვევაში .
ძუძუთი კვება დაუშვებელი , ვინაიდან ზოპინ -100 დედის რძეში გადადის .
ტრანსპორტის მართვა და მანქანებთან მუშაობა არაა სასურველი განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში
- როგორ უნდა მივიღოთ ზოპინ -100 ტაბლეტები
ზოპინ -100 მხოლოდ 16 წელზე მოზარდი ასაკის პირებისთვისაა განკუთვნილი . მკურნალი ექიმის და ფარმაცევტის რჩევა - დარიგებებისშესრულება თქვენთვის აუცილებელია . მათგან შეიტყობთ , თუ რამდენი ტაბლეტი უნდა მიიღოთ და რა სიხშირით . აღნიშნულიმითითებები წამლის მიღების წესთან და ვადებთან დაკავშირებით განუხრელად უნდა შეასრულოთ , განსაკუთრებით კი ექიმის ნებართვისგარეშე დოზის შეცვლა ან ზოპინ -100- ით მკურნალობის შეწყვეტაა დაუშვებელი .
შიზოფრენიის მკურნალობა . ზოპინ -100- ის ჩვეულებრივი დოზაა 200 მგ –450 მგ დღეში . დღიური D დოზა ჩვეულებრივ უნდა დაიყოს- დოზის ნაწილი დილით უნდა მიიღოთ , ნაწილი საღამოს . ზოპინ -100 საწყისი დოზაა 12.5 მგ დღეში ერთხელ ან 2- ჯერ პირველდღეს . თქვენი ექიმი შემდგომში თანდათანობით გაგიზრდით დოზას მანამ სანამ არ დადგინდება თქვენთვის იდეალური დოზა . თქვენი ზოპინ -100 მკურნალობა მინიმუმ 6 თვის განმავლობაში გაგრძელდება . ზოგიერთი ავადმყოფისთვის მაქსიმალური 900 მგ /დღეში მიღება ხდება აუცილებელი .
აზროვნების მძიმე მოშლილობის მკურნალობა პარკინსონით დაავადებულებში . ჩვეულებრივი დოზაა 25 მგ - დან 37.5 მგ - დე ერთხელდღეში საღამოს . საწყისი დოზაა 12.5 მგ დღეში ერთხელ საღამოს , რომელიც თანდათანობით უნდა გაიზრდოს ექიმის მეთვალყურეობით .ზოგიერთ შემთხვევაში დღეში 1- ჯერ 100 მგ მიღებაა მიზანშეწონილი . მკურნალობის პირველი კვირების განმავლობაში შეამოწმეთ თქვენიარტერიული სისხლის წნევა . ზოპინ -100 ტაბლეტი უნდა გამოთავისუფლდეს ფოლგიდან , როგორც ეს ნაჩვენებია ნახატზე . ტაბლეტიყოველთვის მიიღეთ წყლით და გადაყლაპეთ მთლიანად . ზოპინ -100 ხანგრძლივი მკურნალობისთვისაა გათვალისწინებული – მისიშეწყვეტის შემთხვევაში დაავადების სიმპტომები ისევ გამოვლინდება , ამიტომ ტაბლეტის ყოველდღიური მიღებაა აუცილებელი .
თუ ზოპინ -100 ტაბლეტის მიღება დაგავიწყდათ
ზოპინ -100 უნდა მიიღოთ რეგულარულად , ყოველდღე . თუ დაგავიწყდათ დოზის მიღება , მიიღეთ გახსენებისთანავე . მაგრამ თუ ისდაემთხვა შემდეგი დოზის მიღების დროს , გამოტოვეთ დავიწყებული ტაბლეტი და მიიღეთ შემდეგი დოზა ის როგორც იყოდანიშნული . მნიშვნელოვანია გახსოვდეთ , რომ თუ ზოპინის მიღება 48 საათის განმავლობაში გამოგრჩათ , დაუყოვნებლივ უნდამიმართოთ თქვენს ექიმს .
ზოპინ -100 ტაბლეტების ჭარბი მიღების შემთხვევაში შეატყობინეთ მკურნალ ექიმს ან მიმართეთ სასწრაფო დახმარებას .
- მოსალოდნელი გართულებები .
o გავლენა სისხლზე
o ზოპინ -100 შეიძლება გამოიწვიოს სისხლის ე . წ . თეთრი უჯრედების რაოდენობის ცვლილება . იშვიათად შეიძლებაშემცირდეს ნეიტროფილებად წოდებული თეთრი უჯრედების რაოდენობა . ნეიტროფილები პასუხისმგებელნი არიან ინფექციებთანბრძოლაზე და თუ მათი რაოდენობა შემცირდა შეიძლება თქვენს ორგანიზმს გაუჭირდეს ინფექციებთან ბრძიოლა . თქვენ შეიძლებაგსმენიათ ამ მდგომარეობის აღმნიშვნელი სიტყვები “ ნეიტროპენია ” ან “ აგრნულოციტოზი ”. ამიტომ აუცილებელი სისხლისანალიზის რეგულარულად გაკეთება . თუ აღმოჩნდება სისხლის თეთრი უჯრედების მნიშვნელოვანი შემცირება , შემდგომიპერიოდული ანალიზების გაკეთება იქნება საჭირო , და თუ თეთრი უჯრედების რაოდენობა გარკვეული ზღვრული მაჩვენებლზედაბლა დაეცემა ზოპინ -100- ით მკურნალობა მყისვე უნდა შეწყდეს . ძალიან მნიშვნელოვანია არ გამოტოვოთ სისხლის ანალიზი .ზოპინ -100- ის შეწყვეტის შემდეგ თეთრი უჯრედების რაოდენობა უნდა დაუბრუნდეს ნორმას . თუ თქვენ გაგინვითარდათნეიტროპენია ან აგრანულოციტოზი , ვეღარ შეძლებთ ზოპინ -100- ის კვლავ მიღებას .
o თუ თქვენ იღებთ ზოპინ -100 და გაგინვითარდათ ინფექციის ნიშნები , როგორიცაა ტემპერატურის მატება , ყლაპვის გაძნელებაან გრიპი , ექიმთან მიმართვაა აუცილებელი . ეს მისცემს თქვენ ექიმს საშუალებას დაგინიშნოთ სისხლის სასწრაფო ანალიზი რათაგანსაზღვროს განვითარებული წამლის მიღებითაა გამოწვეული სიმპტომები თუ არა .
o იშვიათად ზოპინ -100 შეიძლება გამოიწვიოს თეთრი უჯრედების მომატება ; და კიდევ ზოპინ -100 შეიძლება გამოიწვიოსთეთრი უჯრედების გარკვეული სახეობის ეოზინოფილების მომატება . თუ ეს მომატება გარკვეულ ზღვარს გადააჭარბებსმკურნალობა უნდა შეწყდეს . ზოპინ -100 კვლავ დაინიშნება მხოლოდ იმ შემთხევევაში თუ ეოზინოფილების რაოდენობაშემცირდება .
o ძალიან იშვიათად შეიძლება შემცირდეს თრომბოციტების რაოდენობა ( სისხლის უჯრედები პასუხისმგებელი სისხლისშედედებაზე ). თუ თრომბოციტების რაოდენობა დაეცემა გარკვეული ზღვრის დაბლა , მკურნალობა ზოპინ -100- ით უნდ შეწყდეს. შესაძლებელია აგრეთვე თრომოციტებმა მოიმატოს .
გულზე მოქმედება – იშვიათად ზოპინ -100 უარყოფითად მოქმედებს გულზე . ამ მიზეზით ზოპინ -100- ით მკურნალობის დაწყებამდეექიმი შეგეკითხებათ თუ გქონიათ გულთან დაკავშირებული პრობლემები . ექიმი გაგსინჯავთ , რაც შესაძლებელია მოიცავდეს აგრეთვეელექტროკარდიოგრაფიულ გამოკვლევას . ზოპინ -100- მა შეიძლება გამოიწვიოს ეკგ - ს ცვლილებები , გულისცემა და რითმისდარღვევა . იშვიათად შეიძლება გამოიწვიოს გულის კუნთის მხრივ ცვლილებები ( კარდიომიოპათია ), გულის პერანგის ანთება (პერიკარდიტი ), სითხის დაგროვება გულის პერანგში ( ექსუდაციური პერიკარდიტი ) და ძალიან იშვიათად გულის გაჩერება . ასევეიშვიათად ვლინდება გულის კუნთის ანთება ( მიოკარდიტი ). მიოკარდიტი ძირითადად ვითარდება მკურნალობის პირველი ორი თვისგანმავლობაში . მიოკარდიტის სიმპტომები შეიძლება იყოს : გულის აჩქარება მოსვენებულ მდგომარეობაში , ხშირი ან გაძნელებულისუნთქვა , ტკივილი მკერდის არეში , გულისცემა , გულის რითმის დარღვევა , სურდოს ნიშნები , აუხსნელი სისუსტე დაეოზინოფილების მომატება სიხლში . თუ თქვენ ადრე იღებდით ზოპინ -100 და გაგინვითარდათ მიოკარდიტი , ძალიან მნიშვნელოვანიაუთხრათ თქვენს ექიმს , რადგან ზოპინ -100- ის კვლავ დანიშვნა არ შეიძლება .
სხვა გვერდითი მოვლენები .
- ძილიანობა
- თავბრუ
- მოდუნება , აპათია
- გაძლიერებული ნერწყვდენა
- უგონობა და სიმსუბუქის შეგრძნება უეცარი წამოდგომის შემდეგ
- წონის მომატება
- დაბინდული მხედველობა
- თავის ტკივილი
- კანკალი , რიგიდულობა , აჟიტაცია , მოუსვენრობა და უნაბლიე მოძრაობები
- პირის სიმშრალე ან გაძლიერებული ნერწყვდენა ;
- ტემპერატურის მომატება – განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში
- მაღალი არტერიული წნევა ( ჰიპერტენზია )
- სისუსტის შეგრძნება , გულისრევა , უმადობა
- უნებლიე შარდვა ან შარდვის შეფერხება
- ღვიძლის ტრანსამინაზების შექცევადი მატება სისხლში .
- ეპილეფსიური შეტევები ( კრუნჩხვები ) და უნებლიე მოძრაობები
- უმნიშვნელო ცვლილებები ღვიძლის ფუნქციურ ტესტებში
- ნეიროლეფსიური ავთვისებიანი სინდრომი – მძიმე რეაქცია ანტიფსიქოზურ
პრეპარატებზე
იშვიათ შემთხვევებში ზოპინ -100- მა შეიძლება გამოიწვიოს :
- შაქრის მომატება სისხლში და შაქრიანი დიაბეტი , მეტად იშვიათად ზოგიერთ ავადმყოფში - მძიმე ფორმით
- ცნობიერების მოშლა და დეზორიენტაცია
- სახისა და კიდურების უნებლიე მოძრაობა
- ტრიგლიცერიდების მომატება სისხლში
- სისხლის შედედება სისხლძარღვებში ( თრომბოზი ), განსაკუთრებით Q ქვედა კიდურებში
- ყლაპვის გაძნელება
- სუნთქვის გაძნელება
- საკვების უნებლიე გადაცდენა ხორხში
- მძიმე ყაბზობა გამოწვეული ნაწლავის ობსტრუქციით , რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი მუცლის არეში ( კოლიკები )
- ღვიძლის ანთება ( ჰეპატიტი ) სიყვითლით და შარდის გამუქებით
- პანკრეასის ანთება , რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი მუცლის არეში
- სანერწყვა ჯირკვლების გადიდება
- თირკმლების ანთება
- კანზე გამონაყარი
- კრეატინფოსფოკინაზას მომატება სისხლში
- მტკივნეული ხანგრძლივი ერექცია
- ქოლესტერინის მაღალი დონე სისხლში
ყველა შემთხვევაში ზემოაღნიშნულის შესახებ ან თუ გაგივითარდათ ნებისმიერი მოულოდნელი სიმპტომი , რომელიც არ არისჩამოთვლილი უნდა აცნობოთ მკურნალ ექიმს , მაგრამ მისი კონსულტაციის გარეშე მყისიერად მკურნალობის შეწყვეტა არ შეიძლება ,რადგან აღინისნებოდა მოხსნის რექციები წამლის უცებ შეწყვეტის შემდეგ . ეს რეაქციებია : ოფლიანობა , თავის ტკივილი , გულისრევა, პირღებინება , დიარეა და თქვენი ძირითადი ფსიქიური დაავადების სიმპტომების განვითარება .
ძალიან იშვიათად აღწერილია უეცარი სიკვდილი პაციენტებში , რომლებიც იღებდნენ ზოპინ -100. ცნობილია , რომ ფსიქიურადდაავადებულ ადამინებში უეცარი სიკვდილი ვითარდება იმის მიუხედავად იღებენ ისინი მედიკამენტებს თუ არა .
- ზოპინ -100 შენახვის წესი . შეინახეთ თქვენი წამალი მშრალ , ბნელ ადგილას ოთახის ტემპერატურაზე , ბავშვებისათვის მიუწვდომელადგილას .
ნუ გამოიყენებთ წამალს მისი ხმარების ვადის გასვლის D შემდეგ
თუ ექიმის გადაწყვეტილებით თქვენი მკურნალობა შეწყდა , დაუბრუნეთ ფარმაცევტს ყველა დარჩენილი ტაბლეტი . შეინახეთტაბლეტები , იმ შემთხვევაში , თუ ექიმი ამას გირჩევთ
- დამატებითი ინფორმაცია
გახსოვდეთ : ეს წამალი განკუთვნილია მხოლოდ თქვენთვის და იგი მხოლოდ ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ . არ გადასცეთ წამალი სხვას ,რადგან ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს სხვა პიროვნებას , მიუხედავად იმისა , რომ მასაც აქვს მსგავსი სიმპტომები .
თუ თქვენ გაქვთ რაიმე კითხვები წამლის შესახებ , ან არ ხართ დარწმუნებული ამ საინფომაციო ფურცელში მოცემულ ნებისმიერ რჩევაში– დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს .
გამოშვების ფორმა 10 ტაბლეტი ბლისტერში 10 ბლისტერი მუყაოს კოლოფში & 1 x 1000 ტაბლეტი პლასტიკურ ყუთში
შენახვის ვადა 24 თვე
გაცემის წესი რეცეპტით
მწარმოებელი - Psychotropics India Limited, Plot no 46 & 49 Sector 6A, SIDCUL Industrial Area, Haridwar-24940-3, INDIA
Units | 100 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account