ნაპროფი გელი 10% 45გ

განსაკუთრებული ფასი 20,84 GEL რეგულარული ფასი 29,09 GEL
მარაგშია
SKU
38746_2080

ჩვენება: სხვადასხვა ეტიოლოგიის ტკივილისა და ანთებითი პროცესების სიმპტომური თერაპია, მათ შორის: რევმატოიდული ართრიტი და პერიართრიტი, მაანკილოზებელი სპონდილიტი, ფსორიაზული ართრიტი;

შემადგენლობა

გელის 1 გ შეიცავს:

აქტიური ნივთიერება: ნაპროქსენი (ნატრიუმის ნაპროქსენის ფორმით) 100 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: ჰიდროქსიეთილცელულოზა, პროპილენგლიკოლი, ეთანოლი 96%, მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი, არომატიზატორი ,,ვარდი”, გასუფთავებული წყალი.

პრეპარატის კოდი ათქ: М02АА12

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (აასს) გარეგანი გამოყენებისთვის.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

ნაპროფი გელი – აასს გარეგანი გამოყენებისთვის. გააჩნია გამოხატული ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება.

მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია ციკლოოქსიგენაზა-1 და ციკლოოქსიგენაზა-2 არასელექციურ დათრგუნვასთან, ანთების კერაში პროსტაგლანდინების ბიოსინთეზის დათრგუნვასა და არაქიდინის მჟავას მეტაბოლიზმის დარღვევასთან. პრეპარატი არის ლიპოოქსიგენაზას ძლიერი ინჰიბიტორი, ბლოკავს არაქიდინის მჟავას სინთეზს, აფერხებს თრომბოციტების აგრეგაციას. ნაპროფი გელი ამცირებს ანთების მედიატორების და ლიზოსომების აქტივობას, აფერხებს ლეიკოციტების მიგრაციას. პრეპარატის გამოყენება ანთებითი პროცესის დროს იწვევს ტკივილის სინდრომის და ქსოვილის შეშუპების შემცირებას ან აღმოფხვრას.

ფარმაკოკინეტიკა

ნაპროქსენის მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლში ადგილობრივი გამოყენებისას მიიღწევა 4 საათის შემდეგ. ვლინდება სამკურნალო საშუალების მნიშვნელოვანი კუმულაცია ეპიდერმისში, დერმაში და კუნთოვან ქსოვილში. კონცენტრაცია შრატში და სინოვიალურ სითხეში არ არის დიდი. ნაპროქსენის 99,9% უკავშირდება შრატის ცილებს, ძირითადად ალბუმინს. ნაპროქსენი და მისი მეტაბოლიტები გამოიყოფიან უპირატესად შარდით.

გამოყენების ჩვენებები

ნაპროფი გელი გამოიყენება ადგილობრივად ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო საშუალების სახით:

-საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დაავადებებისას;

-ოსტეოართრიტისას. 

გამოყენების წესი და დოზები

გელის ფენა კანზე დაიტანება დაზიანებული უბნის ზომის მიხედვით (ჩვეულებრივ 4 სმ), ანაწილებენ დაიზანებულ მონაკვეთზე და ფრთხილად შეიზელენ სრულ შეწოვამდე. პრეპარატი გამოიყენება 4-5-ჯერ დღეში, რანდენიმე საათიანი ინტერვალებით.

პრეპარატის გამოყენების შემდეგ საჭიროა ხელების დაბანა. 

პრეპარატი არ უნდა გამოვიყენოთ რამდენინე კვირაზე მეტხანს (ჩვეულებრივ 4 კვირა). თუ ტკივილი და შეშუპება შენარჩუნდა ან მდგომარეობა უარესდება მკურნალობიდან 1 კვირის შემდეგ, აუცილებელია ექიმთან მიმართვა.

კანის შეწითლების და გაღიზიანების შემთხვევაში მკურნალობა უნდა შეწყდეს. თუ სიმპტომები შენარჩუნდა აუცილებელია სასწრაფო დახმარებისთვის მიმართვა.

უკუჩვენება

-მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების, აცეტილსალიცილის მჟავას ან სხვა აასს მიმართ;

-დერმატიტი, კანის დაზიანება ან ღია ჭრილობები;

-ორსულობის პერიოდი;

-ლაქტაცია;

-ბავშვთა ასაკი 3 წლამდე.

არასასურველი რეაქციები

არასასურველი რეაქციების სიხშირის ქვემოთ გამოყენებული პარამეტრები განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან იშვიათი (≥1/10), ხშირი (≥1/100, მაგრამ <1/10), არახშირი (≥1/1000, მაგრამ <1/100),   იშვიათი (≥1/10000, მაგრამ <1/1000), ძალიან იშვიათი (<1/10000), სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემებით შეფასება ვერ ხერხდება).

ჩვეულებრივ პრეპარატი კარგად გადაიტანება.

კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: იშვიათად – ადგილობრივი გაღიზიანება (ერითემა, წვა, ქავილი), რომელიც აღმოიფხვრება მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ. 

თუ პრეპარატი გამოიყენება დაზიანებული კანის დიდ მონაკვეთზე ხანგრძლივი დროის განმავლობაში, არ უნდა გამოირიცხოს სისტემური არასასურველი რეაქციები, როგორებიცაა გულისრევა, დიარეა, ძილიანობა, თავის ტკივილი, მომატებული მგრძნობელობა (ალერგიული რეაქციები). სისტემური არასასურველი რეაქციების გამოვლინების შემთხვევაში აუცილებელია აცნობით ექიმს. ქოშინის ან დერმატიტის გამოვლენის შემთხვევაში მკურნალობა დაუყონებლივ უნდა შეწყდეს. 

განსაკუთრებული მითითებები

ნაპროფი გელის დაიტანება მხოლოდ დაუზიანებელ კანზე, თავიდან უნდა იქნეს აცილებული მისი მოხვედრა ღია ჭრილობაზე. თავიდან უნდა იქნას აცილებული მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედება ან სოლარიუმში ვიზიტი მკურნალობის დროს და შემდგომი ორი კვირის განმავლობაში.

პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება:

-ანამნეზში ალერგიული რეაქციების არსებობისას (გამონაყარი, ქავილი, კანის შეწითლება), აასს ჯგუფის პრეპარატებით მკურნალობისას;

-პრეპარატის გამოყენებისას კანის ფართო მონაკვეთზე ხანგრძლივი დრიოს განმავლობაში, რადგან არსებობს სისტემური არასასურველი რეაქციების წარმოქმნის საფრთხე;

-თირკმლის, ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტების მკურნალობისას, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის წყლულისას და ჰემორაგიული დაავადებებისას სისხლისმიმოქცევაში ნაპროქსენის შეწოვის შესაძლებლობის გამო.

პრეპარატი განკუთვნილი არ არის შიგნით მისაღებად და სახვევის შიგნით გამოსაყენებლად (ბანდაჟი, პლასტირები). თავიდან იქნას აცილებული პრეპარატის მოხვედრა თვალებში და ლორწოვან გარსებზე. გელის შემთხვევით მოხვედრისას თვალებში ან ლორწოვან გარსებზე ჩამობანა უნდა მოხდეს დიდი რაოდენობის წყლით.

ზემოქმედება ავტოსატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვის უნარზე

არ არის მონაცემები პრეპარატის გავლენის შესახებ ავტოტრანსპორტის მართვისა და მექანიზმების მართვის უნარზე.

გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში

ნაპროფის გელი უკუნაჩვენებია ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში.

გამოყენება პედიატრიაში

პრეპარატი უკუნაჩვენებია 3 წლამდე ბავშვთა ასაკში.

ურთიერთზემოქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან დადგენილი არ არის. მხოლოდ ხანგრძლივი დროის განმავლობაში გამოყენებისას კანის დიდ მონაკვეთზე არ შეიძლება რაიმე ურთიერთქმედების გამორიცხვა.

ჭარბი დოზა

ჭარბი დოზა ნაკლებად შესაძლებელია, რადგან ნაპროქსენის სისტემური აბსორბცია გარეგანი გამოყენების დროს ძალიან დაბალია. შემთხვევით შიგნით მიღების შემთხვევაში, პრეპარატმა შესაძლებელია გამოიწვიოს არასასურველი რეაქციები, რაც დამახასიათებელია ნაპროქსენის შიგნით მისაღები ფორმებისათვის. მოცემულ შემთხვევაში საჭიროა სიმპტომური მკურნალობის ჩატარება.

გამოშვების ფორმა

გელის 45 გ ალუმინის ტუბში.

1 ალუმინის ტუბი ფურცელ-ჩანართთან ერთად მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები

ინახება შუქისაგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 25ºС ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!

ვარგისიანობის ვადა

3 წელი წარმოების თარიღიდან.

არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის წესი

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მეტი ინფორაცია
რაოდენობა1
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy