Lotamile - ლოტამილი სანთელი 5 სანთელი
ჩვენება: საშოს წვა, ქავილი,სიმშრალე, ანთება, სიწითლე, ვაგინალური ლორწოვანის ჰიდრატაციის აღდგენა.
შემადგენლობა:
ჰიალურონის მჟავა -10mg
რძე მჟავა-3,5PH
პოლიკარბოფილი(ნ/ს ესტროგენი)-60mg
პოლიკარბოფილი-60mg
ტოკოფეროლის აცეტატი-5mg
ვიტამინი A-2mg
18-β-გლიცერეთინის მჟავა-15mg
ჩაის ხის ზეთი(ტერპინენის იზომერი-4OL)- 2mg
ფოსფატიდილქოლინი-2მგ
ნახევრადსინთეზური ტრიგლიცერიდები-2g
ჰიალურონის მჟავა, პოლიკარბოფილი, რეტინოილის მჟავა და ტოკოფეროლი - ჰქმნის საშოს ლორწოვანის ბუნებრივ დამატენიანებელ ეფექტს, ხელს უწყობს საშოს და საშვილოსნოს ყელის ლორწოვანის ეპითელიზაციას, საშოს ელასტიურობის აღდგენას.
ნახევრადსინთეზური ტრიგლიცერიდები და ჩაის ხის ზეთი გამოირჩევა ანტივირუსული და ანტიმიკრობული აქტივობებით.
ფოსფატიდილქოლინი და 18-β-გლიცერეთინის მჟავა - აქვთ ანტიანთებითი და ადგილობრივი ანალგეზიური მოქმედება
რძე მჟავა -აღადგენს საშოს “მიკრობიომის“
ჩვენებები:
1. საშოს წვა, ქავილი,სიმშრალე, ანთება, სიწითლე
2. ვაგინალური ლორწოვანის ჰიდრატაციის აღდგენა
3. დისპარეუნია(ტკივილი სქესობრივი კავშირის დროს)
4. ვაგინალური PH-ის რებალანსირება
5. ვულვოვაგინალური ინფექციების პროფილაქტიკა და მკურნალობა
6. გინეკოლოგიური ფიზიოპროცედურები(DTC, ლაზერული თერაპია, კრიოთერაპია, რადიოთერაპია)
7. ლოგინობის ხანის მართვა
8. ლეიკოპლაკია და კერატოზები
გამოყენების წესი და ტექნიკა:
ლოტამილის სანთლები ინიშნება დღეში ერთხელ 5-10 დღის განმავლობაში.
არის წყალში ხსნადი და თავსებადია ლატექსის კონდომთან.
არ შეიცავს ჰორმონს
ორსულობა და ლაქტაცია:
კლინიკური კვლევებით არ დასტურდება რაიმე უკუჩვენება და ინიშნება მკურნალი ექიმის მიერ.
ყურადღება:
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. არ გამოიყენოთ პერორალურად. შეინახეთ სინათლისგან და მაღალი ტემპერატურისგან დაცულ ადგილას(T<300). არ გამოიყენოთ ვადის გასვლის შემდეგ. არ გამოიყენოთ რეკომენდებულ დოზაზე მეტი ექიმის გარეშე. არ გამოიყენოთ ჰიპერსენსიტიურობის შემთხვევაში მასში შემავალი რომელიმე ინგრედიენტის მიმართ.
გამოშვების ფორმა:
მუყაოს ყუთი, ბლისტერზე #5 სანთელი
რაოდენობა | 5 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account